11 October 2019

მე-7 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

F.      ყურანი ღრმა ზღვებისა და დიდი ტალღების შესახებ:

ღმერთმა თქვა: „24/40. ან ჰგვანან წყვდიადს აბობოქრებულ ზღვაში. რომელსაც ფარავს აზვირთებული ტალღები, ხოლო მათ თავზე კი ღრუბელია, ერთი წყვდიადი მეორეზე! თუ ის ხელს ამოჰყოფს, ვერ შეძლებს საკუთარი ხელის დანახვას...“ (24-ე სურა; მე-40 მუხლი).

ამ სტროფში ნახსენებია ოკეანეებსა და ზღვებში არსებული წყვდიადი, სადაც ადამიანი ხელს თუ გაიშვერს, ვერაფერს დაინახავს. ზღვებსა და ოკეანეებში წყვდიადი 200 მეტრის სიღრმიდან იწყება. ამ სიღრმეზე სინათლე თითქმის არ აღწევს (იხ. 15-ე სურათი). 1000 მეტრის სიღრმეზე კი შუქი საერთოდ არ არის[1].

სურათი 15. ზღვის ზედაპირი მზის სხივების 3-დან 30 პროცენტამდე ირეკლავს 200 მეტრის სიღრმეზე ცისარტყელის შვიდივე ფერი ერთი მეორის მიყოლებით ქრება (ოკეანეები, ელდერი და პერნეტა, გვ. 27).

ადამიანებს 40 მეტრზე ქვემოთ ჩაყვინთა წყალქვეშა ნავებისა და სპეციალური აღჭურვილობის არეშე არ შეუძლიათ. ადამიანი ოკეანეების წყვდიადით მოცულ სიღრმეებში, დაახლოებით 200 მეტრის სიღრმეზე ტექნიკური საშუალებების გარეშე ვერ გადარჩება. მეცნიერებმა ეს წყვდიადი სულ ახლახან აღმოაჩინეს სეციალური აღჭურვილობისა და წყალქვეშა ნავების დახმარებით, რამაც მათ ოკეანეების სიღრმეებში ჩაყვინთვის საშუალება მისცა.

„...უფკრულ ზღვაზედ, რომელსაც ბურავს აბობოქრებული ზვირთები; წამოიწევს სხვა ტალღები“ - ამ სტროფიდან ნათლად ჩანს, რომ ზღვებისა და ოკეანეების ღრმა წყლები დაფარულია ტალღებით, რომელთა ზემოთაც სხვა ტალღებია. ტალღების მეორე ფენა ის ტალღბია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რადგანაც სფში ნაქვამია, რომ ამ ტალღების ზემოთ ღრუბლებია. რა არის ტალღბის პირველი ფენა?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს სიღრმისეული ტალღები, რომლებიც „სხვადასხვა სიხისტის წყლების შერწყმისაგან ჩნდება“[2] (იხ. 16-ე სურათი). სიღრმისეული ტალღები ოკეანეებისა და ზღვების ღრმა წყლებში არსებობს, რადგანაც ღრმა წყალს უფრო მაღალი სიხისტე აქვს, ვიდრე მის ზემოთ არსებულ წყალს. ამ ტალღებსაც მოძრაობის ისეთივე ამპლიტუდა აქვთ, როგორც ზედაპირულ ტალღებს.

სურათი 16. სხვადასხვა სიხისტის წყლების შორის არსებობს მარადიული ტალღები. სიღრმეში წყალი უფრო ხისტია, ვიდრე ზედაპირზე (ოკეანოგრაფია, გროსი, გვ. 204).

სიღრმისეული ტალღები ადამიანისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ მათი აღმოჩენა, კონკრეტულ ადგილზე ტემპერატურისა და მარილიანობის ცვლილების შესწავლითაა შესაძლებელი[3].





[1] ოკეანეები, ელდერი და პერნეტა, გვ. 27.
[2] ოკეანოგრაფიაგროსიგვ. 204.
[3] ოკეანოგრაფიაგროსიგვ. 205.