23 October 2019

მე-19 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

არსებობს თუ არა სხვა წმინდა წყარო ყურანის გარდა

დიახ. სუნა (შუამავალ მაჰამედის ქცევა და სიტყვები) ისლამის მეორე წმინდა წყაროა. სუნა ჰადისებისგან შედგება. ჰადისები მუჰამედის (ს.ა.ვ) ქცევებისა სა სიტყვების თანამოაზრეების მიერ გადმოცემული კრებულია. სუნას რწმენა ერთ-ერთი მთავარი ისლამური რწმენაა. ღვთის შუამავალ მუჰამედის (ს.ა.ვ) გამონათქვამების მაგალითები:
- მორწმუნეები, თავიანთი სიყვარული, შეწყალებითა და კეთილშობილებით, ერთ მთლიან სხეულს ჰგვანან: თუ რომელიმე ნაწილია ავად, მთელს სხეულს ტანჯავს უძილობა და სიცხე.[1]
- საუკეთესო მორწმუნეები მორწმუნეთა შორის ზნეობრივად ამაღლებული არიან. ზნეობრივად ამაღლებულთა შორის კი საუკეთესონი ისინი არიან, ვინც ცოლებს საუკეთესოდ ექცევიან.[2]
- არცერთი თქვენგანი არ ივლება მორწმუნედ, სანამ იმას არ უსურვებს თავის ძმას, რასაც თავის თავს უსურვებს.[3]
- შეწყალებულების მიმართ შეწყალებას ყოვლისშემწყალე იჩენს. გამოიჩინე მოწყალება დედამიწაზე მცხოვრებთათვის და ღმერთი გამოიჩენს მოწყალებას შენ მიმართ.[4]
- თქვენი მოძმეებისთვის გაღიმება მოწყალების გაცემაა...[5]
- კარგი სიტყვა მოწყალების გაცემაა.[6]
- ვისაც ღმერთისა და განკითხვის დღის სჯერა, თავის მეზობელს კარგად უნდა ექცეოდეს.[7]
- ღმერთი გარეგნობისა და სიმდიდრის მიხედვით არ განგსჯის, ის შენს გულს შეხედავს და შენს ნამოქმედარში იხედება.[8]
- მუშას ჯამაგირი იქამდე გადაუხადე, სანამ ოფლი შეაშრება.[9]
- ბილიკზე მიმავალ კაცს ძალიან მოწყურდა. ჭამდე მიაღწია, შიგნით ჩავიდა, სითხე დალია და ამოვიდა. შემდეგ დაინახა ძაღლი, რომელიც წყურვილის მოსაკლავად ტალახიანი გუბიდან სვამდა წყალს. კაცმა თქვა: “ეს ძაღლიც ისეთივე მოწყურებულია, როგორც მე ვიყავი.” ასე რომ, ჭაში ისევ ჩავიდა, თავისი ფეხსაცმელი წყლით აავსო და ძაღლს დაალევინა. ღმერთმა მას მადლობა მოუხადა და ყველა ცოდვა შეუნდო.[10]
ღვთის შუამავალს ჰკითხეს: “ცხოველებისთვის გაწეული სიკეთისთვის დაგვაჯილდოვებენ?” მან უპასუხა: სიკეთის გამოჩენა ყოველთვის ჯილდოვდება, გინდ ცხოველის მიმართ გამოგიჩენია, გინდა ადამიანისა.“

რას გვეუბნება ისლამი განკითხვის დღეზე

ქრისტიანების მსგავსად მუსლიმანებსაც სჯერათ, რომ ამქვეყნიური ცხოვრება არსებობის სხვა საფეხურზე გადასასვლელად საჭირო მოსამზადებელი პერიოდია. ამქვეყნიური ცხოვრება იმქვეყნიური ცხოვრების გასაგრძელებლად საჭირო გამოცდაა. დადგება დღე, როცა მთელი სამყარო განადგურდება და ადამიანები ღვთის სამსჯავროს წინაშე წარსადგომად მკვდრეთით აღდგებიან. ეს იმ ცხოვრების დასაწყისი იქნება, რომელიც არასოდეს დასრულდება. ამ დღეს განკითხვის დღე ჰქვია. ამ დღეს ღმერთი იმას მიანიჭებს ადამიანს, რაც მან თავისი რწმენითა და ქმედებებით დაიმსახურა. ის მუსულმანი, ვინც ირწმუნებს[11], რომ “არ არსბობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი გარდა ალლაჰისა და მუჰამედი ღვთის შუამავალია”, განკითხვის დღეს დაჯილდოვდება და სამოთხეში სამუდამოდ მოხდება.
ღმერთი თქვა: “2/82. ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, აი ეგენი არიან სამოთხის ბინადარნი, და იქ დარჩებიან სამუდამოდ.” (ყურანი, მე-2 სურა; 82-ე მუხლი).
მაგრამ ისინი, ვინც ისე დაიღუპებიან, რომ არ ირწმუნებენ, რომ ”არ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი, გარდა ალლაჰისა და მუჰამედი ღვთის შუამავალია”, სამოთხის კარი მათთვის სამუდამოდ დაიხურება და ისინი ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვდებიან.
ღმერთმა თქვა: „3/85. და ვინც ეძიებს სხვა სარწმუნოებას, გარდა ისლამისა, მისგან არ მიიღება (ღმერთის წინაშე) იგი (სარწმუნოება), და ის იქნება საიქიოში წაგებულთა შორის.“ (ყურანი, 3-ე სურა, 85-ე მუხლი).
ღმერთმა აგრეთვე თქვა: „3/91. უეჭველად, რომელთაც უარყვეს (1) (უზენაესი ალლაჰის მიერ მოვლენილი რელიგია - ისლამი.) და აღესრულნენ ურწმუნოდ ოქროთი სავსე დედამიწაც რომ ებადონ და გაიღონ თავის გადასარჩენად, მაინც არ მიიღება არც ერთ იმათთაგან. აი ისინი, მათთვისაა მწარე სატანჯველი, და მათ არ ეყოლებათ შემწენი.“ (ყურანი, მე-3 სურა; 91-ე მუხლი).
ვინმეს გაუჩნდება კითხვა: ”ისლამი კარგი რელიგიაა, მაგრამ თუ ისლამს მივიღებ, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და სხვა ადამიანები დევნასა და ჩემს დაცინვას დაიწყებენ? ხოლო თუ ისლამს არ მივიღებ, მაინც მოვხდები სამოთხეში და ჯოჯოხეთის ცეცხლს გადავურჩები?” ამ კითხვის პასუხი ზემოთ მოყვანილი მუხლია: „3/85. და ვინც ეძიებს სხვა სარწმუნოებას, გარდა ისლამისა, მისგან არ მიიღება (ღმერთის წინაშე) იგი (სარწმუნოება), და ის იქნება საიქიოში წაგებულთა შორის.“ (ყურანი, 3-ე სურა, 85-ე მუხლი).
მას შემდეგ, რაც მუჰამედს (ს.ა.ვ) ხალხის ისლამისკენ მოწოდება დაევალა, იგი არცერთი სხვა რელიგიის ცნობას არ აღიარებდა. ღმერთი ჩვენი შემქნელი და შემოქმედია. მან ყველაფერი, რაც დედამიწაზე არსებობს, ჩვენთვის შექმნა. ყველაფერი კარგი და დიდებული ჩვენ მისგან მოგვეცა. ასე რომ, როდესაც ვინმე ღმერთს, შუამავალ მაჰამედს (ს.ა.ვ) და ისლამს არ ირწმუნებს, მას იმქვეყნად დასჯა არ აცდება. ჩვენი შემოქმედის მთავარი მიზანი ის არის, რომ მას სცენ თაყვანი და მას დაემორჩილონ, როგორც ეს წმინდა ყურანის 51-ე სურის 56-ე მუხლში თქვა: „51/56. და მე არ გამიჩენია ჯინები და ადამიანები, თუ არა ჩემდამი თაყვანისცემისთვის.“ ჩვენი ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა. ურწმუნოები განკითხვის დღეს იტყვიან, რომ მათ მიერ განვლილი ცხოვრება ერთი დღე ან დღის რაღაც ნაწილი იყო.
ღმერთმა თქვა ყურანში: „23/112. ეტყვის (1) (ალლაჰი): „რამდენი წელი დაჰყავით მიწაზე (2) (დედამიწაზე და სამარეებში)?“
113. მიუგებენ: „დღე ან დღის რაღაც მონაკვეთი. დაე, ჰკითხე მათ, ვინც ითვლიდა!“
114. ეტყვის: „დაჰყავით მხოლოდ მცირე დრო, რომ იცოდეთ თქვენ.
115. ნუთუ ჩათვალეთ, რომ ჩვენ გაგაჩინეთ ტყუილუბრალოდ და რომ თქვენ ჩვენთან არ იქნებით მობრუნებულნი?“
116. ჭეშმარიტი მეუფე უზენაესი ალლაჰია! არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. (იგი) მეუფეა საუკეთესო ტახტრევანისა!“ (ყურანი, 23-ე სურა; 112-116 მუხლები).
იმქვეყნიური ცხოვრება ნამდვილი ცხოვრებაა. იქ ყოფნა, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისითაც კარგია. იქ ჩვენ ჩვენს სულებსა და სხეულებთან ერთად ვიცხოვრებთ. ამქვეყნისა და საიქიოს შედარებისას, მუჰამედმა (ს.ა.ვ) თქვა: ამ ქვეყნის ღირებულება იმ ქვეყანასთან შედარებით თითქმის იგივეა, რაც ზღვაში თითის ჩაყოფის შემდეგ ამოგყვება.[12] ამქვეყნიური ცხოვრება იმქვეყნიურთან შედარებით იგივეა, რაც ზღვის წვეთი ზღვასთან შედარებით.



[1] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #2586, და სახიხ ალ-ბუხარში, #6011.
[2] იხილეთ: მუსნად აჰმადში, #7354, და ალ-ტირმიზში, #1162.
[3] იხილეთ: სახიხ ალ-ბუხარში, #13, და სახიხ მუსლიმში, #45.
[4] იხილეთ: და ალ-ტირმიზში, #1924, და აბუ-დავუდში, #4941.
[5] იხილეთ: და ალ-ტირმიზში, #1956.
[6] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #1009, და სახიხ ალ-ბუხარში, #2989.
[7] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #48, და სახიხ ალ-ბუხარში, #6019.
[8] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #2564.
[9] იხილეთ: იბნ მაჯაში, #2443.
[10] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #2244, და სახიხ ალ-ბუხარში, #2466.
[11] რედაქტორის შენიშვნა: „ირწმუნებს და იცხოვრებს მისით.“
[12] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #2858, და მუსნად აჰმადში, #17560.