14 October 2019

მე-9 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

H.      მეცნიერთა კომენტარები ყურანში არსებულ მეცნიერულ სასწაულებზე:

ამ თავში მოყვანილია მეცნიერების კომენტარები ყურანში ნახსენები მეცნიერული სასწაულების შესახებ. ყველა ეს კომენტარი გადმოღებულია ვიდეოკასეტიდან, სახელწოდებით „ეს ჭეშმარიტებაა“. ამ ვიდეოკასეტაზე ჩაწერილია, თუ როგორ აკეთებენ კომენტარებს მეცნიერები (ვიდეოკასეტის ასლის მისაღებად, მის სანახავად, ან კომენტარების ვიდეოკლიპების სანახავად ესტუმრეთ: www.islam-guide.com/truth

1)      დოქტორი თ.ვ.ნ. პერსაუდი ანატომიის პროფესორი, პედიატრიისა და ბავშვის ჯანმრთელობის პროფესორი, კანადის ქალაქ ვინიპეგის, მანიტობას უნივერსიტეტის მეანობის, გინეკოლოგიისა და რეპროდუქციულ მეცნიერებათა კათედრის პროფესორია. აქ იგი ანატომიიის კათედრის გამგე 16 წლის მანძილზე იყო. ის ძალზე ცნობილი ადამიანია თავის წრეში. იგი 22 სახელმძღვანელოს ავტორი და რედაქტორია და 181 სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. 1991 წელს ანატომიის სფეროში კანადის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - „ჯეი.სი.ბი. გრანთ ევორდი“ ანატომების კანადურმა ასოციაციამ მას მიანიჭა. როდესაც ჰკითხეს, რატომ იკვლევდა ყურანში არსებულ მეცნიერულ სასწაულებს, მან ეს შემდეგნაირად ახსნა: „ჩემი თვალსაზრისით მუჰამედი ძალზე ჩვეულებრივი ადამიანი იყო. არც წერა იცოდა და არც კითხვა ანუ სრულიად უცოდინარი იყო. თანაც იგი 12, უფრო სწორად კი 14 საუკუნის წინ მოღვაწეობდა. უცოდინარი ადამიანი ასეთი ღრმა შინაარსის მქონე განცხადებების გაკეთებას ვერ შეძლებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ვერც შემთხვევითობის წყალობით მოახდენდა. აქ ძალიან სიზუსტეა და მე, ისევე, როგორც დოქტორი მური, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მის მიერ ასეთი განცხადების გაკეთებაში ღვთის ხელი ერია“.
პროფესორმა პერსაუდმა ყურანიდან ზოგიერთი სტრიქონი და ღვთის შუამავალ მუჰამედის ზოგი გამონათქვამი თავის წიგნებშიც შეიტანა. მან ეს სტრიქონები და ღვთის შუამავალ მჰამედის გამონათქვამები რამდენიმე კონფერენციაზეც ახსენა.

2)      დოქტორი ჯო ლეი სიმფსონი ამერიკის თექსასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის, ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მეან-გინეკოლოგიის კათედრის გამგე, მეან-გინეკოლოგიის პროფესორი და მოლეკულისა და ადამიანის გენეტიკის პროფესორია. იგი ამერიკის თენესის შტატის, ქალაქ მემფისის, თენესის უნივერსიტეტში მეან-გინეკოლოგიის პროფესორი და მეან-გინეკოლოგიის კათედრის გამგეც იყო. იგი „ნაყოფიერების ამერიკული საზოგადოების“ პრეზიდენტიც გახლდათ. მას ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, 1992 წელს კი მეანობისა და გინეკოლოგიის პროფესორთა ასოციაციამ მას საზოგადოებრივი აღიარების ჯილდო მიანიჭა. პროფესორმა სიმფსონმა ღვთის შუამავალ მუჰამედის შემდეგი ორი გამონათქვამი შეისწავლა: თითოეული თქვენგანის შესაქმნელად საჭირო კომპონენტი დედათქვენის საშვილოსნოში 40 დღის განმავლობაში გროვდება.“[1]
42 ღამის შემდეგ კი ღმერთი ემბრიონთან ანგელოზს გზავნის, რომელიც მას ფორმას აძლევს და მის სმენას, მხედველბას, კანს, ხორცსა და ძვალს აყალიბებს[2]
მან ღვთის შუამავალ მუჰამედის ეს ნათქვამები ფართოდ შეისწავლა. სინამდვილეში ხომ ადამიანის ემბრიონის ჩამოყალიბება მართლაც პირველი ორმოცი დღის განმავლობაში ხდება. იგი გაოცებული დარჩა ღვთის შუამავალ მუჰამედის ნათქვამების ზედმიწევნითი სიზუსტით. ერთ-ერთი კონფერენციის დროს მან შემდეგი განაცხადა: „ამ ორ ჰადისში (შუამავალ მუჰამედის ნათქვამი) ემბრიონის განვითარებისთვის საჭირო დღეების ზუსტი რაოდენობა - 40 დღეა დასახელებული. დასკვნა გაკეთებულია, სხვა გამომსვლელებიც ამბობენ: ეს ჰადისები არ ეფუძნება იმ მეცნიერულ ცოდნას, რომელიც იმ დროისათვის არსებობდა. აშკარაა, რომ გენეტიკა და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. პირიქით, რელიგიამ შეიძლება მეცნიერებას გზა გაუკვალოს და ტრადიციულ მეცნიერულ შეხედულებებში ცვლილებებიც კი შეიტანოს. ყურანში ისეთი ფაქტებია მოთხრობილი, რომლებსაც მრავალი საუკუნის შემდეგ აეხადა ფარდა. აშკარაა, რომ ყურანში არსებული ცოდნა ღვთის მიერაა გადმოცემული“.

3)      დოქტორი მარშალ ჯონსონი ამერიკის პენსილვანიის შტატის, ქალაქ ფილადელფიის ტომას ჯეფერსონის სახელობის უნივერსიტეტის ანატომიისა და ბიოლოგიის პროფესორია. იქ იგი 22 წლის მანძილზე ანატომიის ფროფესორი, ანატომიის კათედრის გამგე და დანიერ მაუს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი იყო. იგი 200-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია. 1981 წელს საუდის არაბეთში, დემემში გამართულ მეშვიდე სამედიცინო კონფერენციაზე, პროფესორმა ჯონსონმა თავისი კვლევითი ნაშრომის წარდგენისას თქვა: „მოკლე შინაარსი: ყურანში მხოლოდ ემბრიონის გარეგან ფორმაზე არ არის საუბარი. ყურანში მოთხრობილია შინაგან სტადიებზე, ემბრიონის შიგნით მიმდინარე სტადიებზე. მის შექმნასა და ჩამოყალიბებაზე, ხაზგასმითაა საუბარი იმ ძირითად მოვლენებზე, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებამ აღმოაჩინა“. მან აგრეთვე თქვა: „როგორც მეცნიერს, მე მხოლოდ იმ მოვლენების მჯერა, რომლებსაც ვხედავ. მე ვიცი ემბრიონოლოგია და განვითარებადი მეცნიერება. მე მესმის ის სიტყვები, რომლებიც ყურანიდან არის ნათარგმნი. როგორც უკვე აღვნიშნე, იმ დროში იმ ცოდნით რომ გადავინაცვო, რაც ახლა მაქვს, ასეთი სიზუსტით მაინც ვერ აღწერდი იმ მოვლენებს, რომლებიც ყურანშია აღწერილი. ვერც იმის მამხილებელ ფაქტს ვხედავ, რომ ეს ინდივიდი მუჰამედი, ამ ინფორმაციას რომელიმე კონკრეტული ადგილიდან იღებდა. ასე რომ, ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მუჰამედს ასეთი მოსაზრებები სწორედ ღმერთმა დააწერინა.[3]

4)      დოქტორი დაბლიუ ჰეი ცნობილი წყალქვეშა მეცნიერია. იგი ამერიკის კოლორადოს შტატში, ქალაქ ბოლდერის კოლორადოს უნივერსიტეტში გეოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორია. იგი ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამის როზენშტალის სახელობის სკოლის წყალქვეშა და ატმოსფერული მეცნიერების კათედრის დეკანიც იყო. პროფესორ ჰეისთან მეცნიერების მიერ ზღვებთან დაკავშირებულ ახლახან აღმოჩენილ ფაქტებზე საუბრისას, მან განაცხადა: „ფრიად საინტერესოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ წმინდა ყურანის უძველეს ხელნაწერებში ამ სახის ინფორმაციაა თავმოყრილი. წარმოდგენა არა მაქვს, საიდან მოიპოვეს ეს ცნობები. მაგრამ ყველაზე უფრო საინტერესო ის არის, რომ ეს ინფორმაცია არსებობს და მრავალ აღმოჩენას უკვალავს გზას“. როდესაც მას ყურანის დამწერზე დაუსვეს შეკითხვა, მან უპასუხა: „რა გითხრათ, ალბათ ის ღვთაებრივი არსება იყო“.

5)   დოქტორი ჯერალს სი. გიორინგერი ამერიკის, ვაშინგტონის ოლქის ჯორჯატაუნის უნივერსიტეტის უჯრედოვანი ბიოლოგიის დეპარტამენტის სამედიცინო ემბრიოლოგიის ადიუნქტ-პროფესორი და კურსის დირექტორია. საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართულ მერვე სამედიცინო კონფერენციაზე თავისი კვლევითი ნაშრომის წარდგენისას მან განაცხადა: „რამდენიმე აიათი (ყურანის წინადადება) ამომწურავ ინფორმაციას შეიცავს ადამიანის განვითარებაზე - გამეტების შერწყმიდან ორგანოგენეზისამდე. მანამდე ადამიანის განვითარებაზე, კლასიფიკაციისა და მასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაზე ინფორმაცია არსად იყო ასახული (ჩაწერილი). ეს წიგნი ადამიანის ემბრიონულ განვითარებაზე არსებულ ტრადიციულ სამეცნიერო ლიტერატურას გაცილებით წინ უსწრებდა, ანუ ბევრად უფრო ადრე იყო დაწერილი“.

6)      იაპონელი დოქტორი იოშაჰაიდ კოზაი ტოკიოს უნივერსიტეტის სახელგანთქმული პროფესორია. იგი ტოკიოს მიტაკას ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის დირექტორიც იყო. მან თქვა: „მართლაც გაოცებული ვარ ყურანში ასტრონომიული ფაქტების აღმოჩენით, ჩვენ კი, თანამედროვე ასტრონომბი სამყაროს მხოლოდ მცირე ნაწილს შევისწავლით. ჩვენ მთელ ჩვენ ენერგიას პატარა ნაწილის შესწავლას ვახმართ. რადგანაც ტელესკოპის გამოყენებით მხოლოდ ცის უმნიშვნელო ნაწილს ვხედავთ და არა მთელ სამყაროს. ასე რომ, ყურანის კითხვისას და მასში საჭირო პასუხების პოვნისას, იმედი მაქვს, სამყაროს შესასწავლად სწორ გზას დავადგები“.

7)      პროფესორი ტეჯატატ ტეჯასენი ტაილანდის ქალაქ ანგ მაის უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის გამგეა. იგივე უნივერსიტეტში ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანიც იყო. საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში გამართულ მერვე სამედიცინო პრესკონფერენციაზე პროფესორი ტეჯასენი წამოდგა და თვა: „ყურანი სამი წლის წინ დავინტერესდი. ჩემი გამოცდილებიდან და დღევანდელი კონფერენციიდან გამომდინარე მჯერა, რომ 14 საუკუნის წინ დაწერილ ყურანში ასახული ფაქტები სინამდვილეა და ამას მეცნიერული კვლევებიც ადასტურებს. ღვთის შუამავალ მუჰამედს არც წერა შეეძლო და არც კითხვა, აქედან გამომდინარე, იგი შემოქმედების შუამავალი იყო, ვინც მისი პირით ღაღადებდა ჭეშმარიტებას. ეს შემოქმედი კი ალბათ ღმერთი იყო. ასე რომ, ჩემი აზრით, დროა წარმოვთქვათ ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’ და არ ადიდებდე სხვა ღმერთს გარდა ალლაჰისა, მუჰამმუნ რესულულლაჰ მუჰამედი ალლაჰის შუამავალია. და ბოლოს, მინდა, ამ კონფერენციის წარმატებით ორგანიზება მოგილოცოთ... მე აქ ცოდნა მხოლოდ მეცნიერული და რელიგიური თვალსაზრისით არ მიმიღია, მე აქ შანსი მომეცა სახელგანთქმულ მეცნიერებს შევხვედროდი და მონაწილეთა შორის ახალი მეგობრებიც გამეჩინა. ყველაზე დიდი რამ, რაც აქ ვისწავლე არის ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ, მუჰამმედუნ რასულულლაჰ’ და მე მუსლიმანი გავხდი“.

მას შემდეგ, რაც ყურანში არსებული მეცნიერული სასწაულების მაგალითები განვიხილეთ და ამ თემაზე მეცნიერთა კომენტარები მოვისმინეთ, მოდი, ჩვენს თავს შემდეგი კითხვები დავუსვათ: ჩვეულებრივი დამთხვევა იყო ის, რომ მეცნიერების სხვადასხვა დარგის მიერ ახლახან აღმოჩენილი ინფორმაცია 14 საუკუნის წინ დაწერილ ყურანში იყო ნახსენები? ნუთუ ყურანში მუჰამედმ ან რომელიმე სხვა ადამიანმა დაწერა? ამ კითხვების ერთადერთი სწორი პასუხი ის არის, რომ ყურანი მართლაც ღვთის მიერ შაგონებული წიგნად დაწერილი ნაწარმოებია. (ყურანშ არსებულ მეცნიერულ სასწაულებზე დამატებითი ინფორმაციისათვის, სტატიების, წიგნების ან ვიდეოკასეტების მოსაპოვებლად, გთხოვთ, ესტუმრეთ: www.islam-guide.com/science ან დაუკავშირდით ერთ-ერთ ორგანიზაციას 96-70-ე გვერდებზე მითითებულ მისამართებზე).





[1] იხილეთ: საჰიჰ მუსულმში, #2643, და საჰიჰ ალ-ბუხარიში, #3208. გაითვალისწინეთ, რომ # ეს სიმბოლო ჰადისის ნუმერაციას აღნიშნავს. ჰადისი შუამავალ მუჰამედის* ნათქვამები, ნამოქმედარი და წინასწარმეტყველებებია, რომლებიც მისმა თანამოაზრეებმა თაობებს გადმოსცეს.
[2] იხილეთ: საჰიჰ მუსულმში, #2645.
[3] ღვთის შუამავალი მუჰამედი გაუნათლებელი ადამიანი იყომან არც წერა იცოდა და არც კითხვამაგრამ მან ყურანი თავის თანამოძმეებს უკარნახა და მისი დაწერა უბრძანა.