11 October 2019

მე-8 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

G.      ყურანი ღრუბლების შესახებ:

მეცნიერებმა ღრუბლების ტიპები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ წვიმის ღრუბლები ყალიბდება და ფორმას იღებს ქარისა და ღრუბლებისაგან, განსაზღვრული სისტემებისა და კონკრეტული ნაბიჯების გავლით. წვიმის ღრუბელის ერთი სახეობაა საავდრო ღრუბლები. მეტეოროლოგებმა გამოიკვლიეს თუ როგორ ყალიბდება საავდრო ღრუბლები და როგორ გამოჰყოფს ის წვიმას, სეტყვასა და ელვას. მათ აღმოაჩინეს, რომ საავდრო ღრუბელი წვიმის გამოსაყოფად შემდეგ სტადიებს გადის:

1) ღრუბლებს ქარი გადაადგილებს: საავდრო ღრუბელი მაშინ იწყებს ფორმირებას, როცა ქარი პატარა ღრუბლებს (ბოლქვ-ბოლქვად შექუჩებულ ღრუბლებს) ერთ ადგილას აქუჩებს (იხ. 17-ე და 18-ე სურათები).

სურათი 17. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო, რომელზეც ნაჩვენებია თუ როგორ მიდიან ღრუბლები, ა, ბ და დ ზონებიდან ერთი იმართულებით. ისრებით ქარის მიმართულებაა ნაჩვენები (თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების გამოყენება ამინდის ანალიზისა და პროგნოზისათვის, ანდერსონი და სხვა, გვ. 188).

სურათი 18. პატარა ზომის ღრუბლები მიემართება ჰორიზონტისკენ, სადაც საავდრო ღრუბელია (ღრუბლები, ქარიშხალი, ლუდლამი, ფოტო 7.4).

2) შეერთება: პატარა ღრუბლები ერთმანეთს უერთდება და მათგან წარმოიქმნება დიდი ღრუბელი[1] (იხ. მე-18 და მე-19 სურათები).

სურათი 19. ა) გაფანტული ღრუბელი; ბ) პატარა ღრუბლები ერთმანეთს უერთდება და წარმოქმნის დიდი საავდრო ღრუბლებს. წყლის წვეთები აღნიშნულია* (ატმოსფერო, ანთესი და სხვა, გვ. 269).

3) ჩალაგება: როდესაც პატარა ღრუბლები ერთმანეთს უერთდებიან, დიდი ღრუბლის შიგნით ქარის აღმავალი ნაკადების რაოდენობა იზრდება. ღრუბლის ცენტრთან მდებარე აღმავალი ქარი ღრუბლის კიდესთან მდებარეზე ძლიერია[2]. ეს აღმავალი ქარის ნაკადები ღრუბლის ვერტიკალურად ზრდას იწვევს და ღრუბელი უფრო მჭიდროვდება (იხ. მე-19 (ბ), მე-20 და 21-ე სურათები). ეს ვერტიკალური ზრდა ღრუბლის ზედა მხარეს ატმოსფეროს უფრო ცივ ზონებში გადანაცვლებას იწვევს, იქ კი წყლის წვეთები და სეტყვის მარცვლები ყალიბდება და უფრო და უფრო იზრდება. როცა წყლის წვეთები და სეტყვის მარცვლები იმდენად მძიმდება, რომ აღმავალი ნაკადები მათ ვეღარ იჭერს, ისინი ღრუბლებიდან წვიმის, სეტყვისა და სხვა მსგავსი ნალექების სახით მოდიან[3].

სურათი 20. საავდრო ღრუბლები. საავდრო ღრუბლის ფორმირების შემდეგ, წყლის წვეთები მოედინება (ამინდი და კლიმატი, ბოდინი, გვ. 123).


ღმერთმა თქვა ყურანში: „24/43. ნუთუ ვერ ხედავ, რომ ალლაჰი გადაადგილებს ღრუბლებს, მერე აერთიანებს მათ, მერე საწვიმარ ღრუბლებად აქცევს და ხედავ როგორ იღვრება ნაპრალებიდან თავსხმა. და იგი გარდმოავლენს ციდან, მთების მსგავს ღრუბლებიდან სეტყვას....“ (24-ე სურა, 43-ე მუხლი).
მეტეოროლოგებმა უახლეს ტექნოლოგიის თვითმფრინავების თანამგზავრების, კომპიუტერების, აეროსტატის და სხვა აღჭურვილობის დახმარებით, მხოლოდ ახლახან მოახერხეს ღრუბლის ფორმირების სტრუქტურა და ფუნქციონირების დეტალების დადგენა, ასევე ქარისა და მისი მიმართულების, ტენიანობისა და მისი ნაირსახეობის, ატმოსფერული წნევის დონეებისა და მისი სახეობების შესწავლა[4].
ზემოთ მოყვანილ სტროფში, ღრუბლებისა და წვიმის ხსენების შემდეგ, ლაპარაკია სეტყვასა და ელვაზე: „24/43...და დაატეხს თავს იმას, ინებებს ვისაც, და აშორებს იმას, ინებებს ვისაც. მათ ელვარებას შუძლია დააბრმავოს მზერა! (24-ე სურა; 43-ე მუხლი).
მეტეოროლეგებმა დაადგინეს, რომ ის საავდრო ღრუბელი, რომლისგანაც სეტყვა გამოიყოფა, მთებივით, სიმაღლეში 25.000-დან 30.000 (4.7-დან 5.7 მილს/76200-დან 9144 მეტრს) ფუტს აღწევს.[5] ყურანშიც სწორედ ასეა ნახსენები: „...თუ ზეცით გადმოავლინებს სეტყვის დიდრონ მთებსა...“ (იხ. 21-ე სურათი).
ამ სტრიქონის წაკითხვისას ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ. რატომ არის ნათქვამი „მისი ელვა“? ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ელვის წარმოშობა სეტყვაზეა დამოკიდებული? მაშ ვნახოთ, რას მოგვითხრობს წიგნი, სახელწოდებით „მეტეოროლოგია დღეს“, ამის შესახებ.
წიგნში ნათქვამია, რომ ღრუბელი მაშინ ელექტროვდება, როცა სეტყვა ღრუბლის გადაცილებულ წვეთებისა და ყინულის კრისტალების მონაკვეთში გადადის. როცა ეს თხევადი წვეთები სეტყვის მარცვალს ეხებიან, ისინი შეხებისთანავე იყინებიან და ლატენტურ, ფარულ სითბოს ანუ სხეულის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასასვლელად აუცილებელ ენერგიას გამოჰყოფენ. ეს სეტყვის მარცვალს უფრო მეტ სითბოს უნარჩუნებს. როდესაც სეტყვის მარცვალი ყინულის კრისტალთან შედის კონტაქტში, ამ დროს მნიშვნელოვან მოვლენას აქვს ადგილი: ელექტრონები ცივი სხეულიდან თბილ სხეულს გადაეცემა. ამგვარად, სეტყვის მარცვალი უარყოფითად იმუხტება. იგივე ხდება, როცა გადაციებული წვეთები სეტყვის მარცვალსა და დადებითად დამუხტულ ყინულის კრისტალის პაწაწინა ნატეხთან შედის კონტაქტში. ეს დადებითად დამუხტული პაწაწინა მანათობელი ნაწილაკები აღმავალი ნაკადების წყალობით ღრუბლის ზედა ნაწილში ინაცვლებენ. უარყოფითად დამუხტული სეტყვის მარცვლები ღრუბლის ფსკერზე ეშვება და ღრუბლის ქვედა ნაწილშიც უარყოფითად იმუხტება. ეს უარყოფითად დამუხტული (უარყოფითი) ენერგია შემდგომში ელვად გარდაიქმნება[6]. სწორედ აქედან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ ელვის წარმოქმნის მთავარი ფაქტორი სეტყვის მარცვალია.
ელვაზე ეს ინფორმაცია სულ ახლახან იქნა აღმოჩენილი. 1600 წლამდე მეტეოროლოგიის შესახებ არისტოტელეს მიერ წამოყენებული იდეები დომინირებდა. მაგალითად, მისი თქმით, ატმოსფერო ორი სახის გამონაყოფს შეიცავდა - ტენიანს და მშრალს. იგი იმასაც ამბობდა, რომ ჭექაქუხილის ხმა მშრალი გამონაყოფის ღრუბლებთან შეჯახებით იყო გამოწვეული, ელვა კი მშრალი გამონაყოფის თხელ და სუსტ ცეცხლთან კონტაქტში შესვლისას გამოწვეული აალება და წვა იყო[7]. ასეთი მოსაზრებები ყურანის დაწერამდე 14 საუკუნის წინაც არსებობდა.



[1] იხ. „ატმოსფერო“, ანთესი და სხვები, გვ. 269, აგრეთვემეტეოროლოგიის ელემენტები“, მილერი და ტომფსონი, გვ. 141-142.
[2] ღრუბლის ცენტრთან მდებარე აღმავალი დინებები უფრო ძლიერიარადგანაც გაციებისგან მას ღრუბლის გარე მხარე იცავს.

[3] იხ. „ატმოსფერო“, ანთესი და ტომფსონიგვ. 269, აგრეთვე „მეტეოროლოგიის ელემენტები“, მილერი და ტომფსონიგვ. 141-142.
[4] იხ. I ჯაზ ალ-კურ ან ალ-კიმ უასფ ანუა ალ-რაიაჰალ-სოჰობალ-მატარმაკი და სხვებიგვ. 55.
[5] მეტეოროლოგიის ელემენტებიმილერი და თომფსონიგვ. 141.
[6] მეტეოროლოგია დღესაჰრენსიგვ. 437.
[7] ინგლისურად ნათარგმნი არისტოტელეს ნაშრომებიმეტეოროლოგიკა, III ტომიროსი და სხვებიგვ. 369-369.