14 October 2019

მე-10 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

ყურანის ყველა სურის ერთნაირი ხელოვნებით შექმნის შესაძლებლობა

ღმერთმა თქვა ყურანში: “2/23. თუ რამ ეჭვი შეგეპარათ მასში, რაც მოვუვლინეთ ჩვენს მსახურს (მუჰამმედს), მაშინ მოუხმეთ ყველას, ვისიც თქვენ გწამთ, გარდა ალლაჰისა, და თუკი თქვენ ხართ მართალნი, ერთი სურა მაინც მოიტანეთ მსგავსი მისი.
24. რომ ვერ შექმნათ და ვერც ვერასდროს შექმნით, მაშინ იმ ცეცხლისა გეშინოდეთ, რომელიც ურწმუნოთათვის არის გამზადებული და რომლის საწვავი ქვები და ადამიანებია.” (მე-2 სურა; XXIII-XXIV მუხლები).
ყურანის დაწერიდან 14 საუკუნის განმავლობაში ვერავინ შეძლო ერთი თავი მაინც დაეწერა ყურანის სურების მსგავსი სილამაზით, მჭერმეტყველებით, ბრწყინვალებით, სიბრძნით, ჭეშმარიტი ინფორმაციით, ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებითა და დიდებულებით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყურანის ყველაზე პატარა სურა (108-ე სურა) მხოლოდ 10 სიტყვისგან შედგება.

წმინდა ყურანში ყველაზე პატარა სურა (108-ე სურა) სულ 10 სიტყვისგან შედგება. თუმცა დღემდე ვერავინ მოახერხა, ყურანის თავების მსგავსი ერთი თავი მაინც დაეწერა (გვ. 32).

ასე წერის შესაძლებლობა დღემდე არავის მისცემია[1]. რამდენიმე ურწმუნო არაბმა, რომლებიც ღვთის შუამავალ მუჰამედს ემტერებოდნენ, მსგავსი სურების დაწერა სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ[2]. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყურანი მათ ენასა და დიალექტზე იყო დაწერილი. ღვთის შუამავალ მუჰამედის მოღვაწეობის პერიოდში კი არაბები მჭვერმეტყველ ერად ითვლებოდა. ისინი ლამაზ და დიდებულ პოეზიას ქმნიდნენ, პოეზიას, რომელსაც დღემდე კითხულობენ და პატივს სცემენ.




[1] იხ. ალ-ბორჰან ფი ოლუმ ალ0კურან, ალ-ზარკაში, II ტომი, გვ. 224.
[2] იხ. ალ-ბორჰან ფი ოლუმ ალ0კურან, ალ-ზარკაში, II ტომი, გვ. 226.