16 October 2019

მე-13 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

ღვთის შუამავალ მუჰამმედის მიერ მოხდენილი სასწაულები

ღმერთის ნებართვის ღვთის შუამავალ მუჰამედს უამრავი სასწაული აქვს მოხდენილი. ამ სასწაულების მოწმე ბევრი ადამიანი იყო. მაგალითად: როდესაც ურწმუნოებმა მექაში მუჰამედს სასწაულის მოხდენა სთხოვეს, მან მათ მთვარის გაყოფა უჩვენა[1]. კიდევ უამრავი სასწაული მოახდინა და გადახდა თავს მუჰამედ შუამავალს.

მუჰამმედის ცხოვრება

თუ მუჰამედის ძველ ცხოვრებასა და უკვე როგორც ღვთის შუამავალი ცხოვრებას ერთმანეთს შევადარებთ, მიხვდებით, რომ იგი არ ყოფილა ცრუ შუამავალი, რომელიც ღვთის შუამავლობას სიმდიდრის, დიდების, სახელისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრალებდა. სანამ ღვთის შუამავალი გახდებოდა, მუჰამედი ფინანსურად უზრუნველად ცხოვრობდა. წარმატებულ და კარგი სახელის მქონე ვაჭარს, მუჰამედს, დიდი შემოსავალი და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. ამ მისიის დაწყების შემდეგ, იგი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ამის დასამტიცებლად, მისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ:
აიშამ, მუჰამედის ცოლმა თქვა: “ო, ჩემო ძმისწულო, ორ თვეში სამი ახალმთვარეობა ისე ჩაივლის, რომ ღვთის შუამავლის სახლებში ცეცხლს საჭმლის მოსამზადებლადაც არ ვანთებთ ხოლმე.” მისმა ძმისწულმა ჰკითხა: “ო, დეიდა, რითი იკვებებოდით?” მან უპასუხა: “ორი რამით: ფინიკითა და წყლით, მაგრამ ღვთის შუამავლის მეზობლებს მეწველი აქლემები ყავდათ და ისინი შუამავალს რძეს უგზავნიდნენ ხოლმე”.[2]
საჰლ იბნ საადიმ, მუჰამედის ერ-ერთმა თანამოაზრემ, თქვა: “ღვთის შუამავალ მუჰამედს კარგი ფქვილისგან გამომცხვარი პური იმ დროიდან მოყოლებული, რაც ღმერთმა მას შუამავლობა დააკისრა, სიკვდილამდე არ უჭამია”.[3]
აიშამ, მუჰამედის ცოლმა თქვა: “ლეიბი, რომელზეც ღვთის შუამავალს ეძინა, დამზადებული იყო ტყავისგან, რომელიც ფინიკის პალმის ფოთლებით იყო გატენილი”.[4]
ამარ იბნ ალ-ჰარეთმა, მუჰამედის ერთ-ერთმა თანამოაზრემ თქვა, რომ გარდაცვალების შემდეგ, მუჰამედს არც ფული დარჩენია და არც სხვა რამ, გარდა თავისი თეთრი ჯორისა და მიწისა, რომელიც უპოვრებს დაუტოვა.[5]
მუჰამედი რთული ცხოვრებით ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მუსულმანური განძი მის განკარგულებაში იყო. მის სიკვდილამდე არაბეთის ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილის მოსახლეობა მუსულმანი იყო და მათ მისი მისიის დაწყებიდან თვრამეტი წლის შემდეგ გაიმარჯვეს.
შესაძლებელია, რომ მუჰამედს შუამავლობა სტატუსის, დიდებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით დაებრალებინა? დიდება და ძალაუფლება ყოველთვის კარგ საჭმელთან, ძვირფას ტანსაცმელთან, სასახლეებთან, ძალაუფლებასთან იგივდება. ჩამოთვლილთაგან ერთი მაინც თუ გააჩნდა მუჰამედს? მისი ცხოვრებიდან მოგითხრობთ რამდენიმე მონაკვეთს, რომლებიც ამ კითხვებზე გიპასუხებთ.
მიუხედავად იმისა, რომ იგი შუამავალი, მასწავლებელი, სახელმწიფო მოღვაწე და მოსამართლე იყო, მუჰამედი თავის თხას წველიდა[6], ტანსაცმელს იკემსავდა და თავის ფეხსაცმელს შეაკეთებდა ხოლმე[7]. არც სახლის საქმეს თაკილობდა[8] და ავადმყოფი ღარიბი ხალხის სანახავად[9] დადიოდა. იგი თავის თანამოაზრეებს ქვიშის გატანასა და არხების გაყვანაშიც ეხმარებოდა[10]. მისი ცხოვრება უბრალო და მოკრძალებული იყო. მუჰამედი მის მიმდევრებს უყვარდათ, პატივს სცემდნენ და ენდობოდნენ. მაგრამ იგი მაინც ამტკიცებდა, რომ თაყვანი მისთვის კი არა, ღმერთისთვის უნდა ეცათ. ანასის, მუჰამედის ერთ-ერთი თანამოაზრის სიტყვით, გამოჩენისთანავე, ხალხს იგი კერპად არ დაუსახავს, იმიტომ, რომ სხვა ადამიანებისგან განსხვავები იგი ასე რამეებს ვერ იტანდა.[11] მაგრამ სანამ ისლამი წარმატებას ჰპოვებდა, მუჰამედი და მისი თანამოაზრეები უამრავ ტანჯვა-წამებას, დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ. ამ დროს მან ერთი საინტერესო შემოთავაზება მიიღო. მრავალღმერთიანი წინამძღოლების გამოგზავნილი ოტბა მასთან მივიდა და უთხრა: “თუ ფული გინდა, იმდენ ფულს შეგიგროვებთ, რომ ჩვენ შორის ყველაზე მდიდარი კაცი იქნები. თუ წინამძღოლობა გინდა, ჩვენს წინამძღოლად აგირჩევთ და უშენოდ არაფერს გადავწყვეთ. თუ მეფობა გინდა, ჩვენს მეფედ გაკურთხებთ...” მუჰამედს ამ ყველაფრის სანაცვლოდ ერთი რამ მოეთხოვებოდა - შეეწყვიტა ხალხის ისლამისკენ და ღმერთის თაყვანისცემისკენ მოწოდება მოკავშირის გარეშე.
ნუთუ ამ შემოთავაზებას არ დათანხმდებოდა ის ადამიანი, რომელიც გამდიდრებას ლამობდა? მუჰამედი თუ დაფიქრდა მაინც ამ წინადადებაზე? თუ ამ წინადადებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ უფრო კარგ და ხელსაყრელ შემოთავაზებას ელოდა? აი, რა უპასუხა მან: ღვთის სახელი, ყველაზე მწყალობლის, ყველაზე შემბრალებლის და მან ოტბას ყურანის 41-ე სურის სტრიქონები[12] გაუმეორა. ქვემოთ რამდენიმე ეს სტრიქონია მოყვანილი:
“41/1. ჰა. მიმ.
2. ზეგარდმოვლენილია მოწყალისგან, მწყალობლისგან
3. წიგნი, რომლის აიათები განიმარტა ვრცლად არაბულ ენაზე, ყურანად მცოდნე ხალხთათვის,
4. ხარებად და შეგონებად. მაგრამ ზურგი აქცია უმრავლესობამ მათგან, უკვე ვერღა შეისმენენ.” (ყურანი, 41-ე სურა; 1:4 მუხლები)
მეორედ ხალხის ისლამისკენ მოწოდებაზე უარის თქმა, მუჰამედს თავისმა ბიძამ სთხოვა. რაზეც მან უპასუხა: ღმერთის სახელს ვფიცავ, ო, ძია! მარჯვენა ხელში მზე რომ დამაკავებინონ, მარცხენაში კი მთვარე, ამ საქმიანობას (ხალხის ისლამისკენ მოწოდებას) მაინც არ შევწყვეტ. მე არასოდეს დავნებდები, სანამ ღმერთი არ გაიმარჯვებს ან არადა ამ მიზნით დაცვისას გავნადგურდები[13]. მუჰამედს და რამდენიმე მის მიმდევარს 13 წლის მანძილზე არა მხოლოდ ავიწროებდნენ, არამედ რამდენჯერმე მუჰამმედის მოკვლა სცადეს. ერთხელ მისი მოკვლა ისეთი უზარმაზარი ლოდის თავში ჩარტყმით უნდოდათ, რომლის აწევა კი ძნელი იყო[14]. მეორედ კი მის მოკვლას საკვების მოწამვლით შეეცადნენ[15].
რატომ ცხოვრობდა იგი უბრალოდ მას შემდეგ, რაც მტრებზე გამარჯვება მოიპოვა? რა ახსნა მოეძებნება იმ კეთილშობილებას, რომელსაც იგი ცხოვრების მწვერვალში ყოფნისასაც ავლენდა და ამბობდა, რომ ეს წარმატება ღვთის დამსახურება იყო და არა მისი ნიჭის? ნუთუ ეს ყველაფერი ძალაუფლებაზე მონადირე თვითკმაყოფილ ადამიანს ახასიათებს?



[1] იხილეთ: სახიხ ალ-ბუხარიში, #3637, და სახიხ მუსლიმში, #2802.
[2] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #2972, და სახიხ მუსლიმში, #2567.
[3] იხილეთ: სახიხ ალ-ბუხარიში, #5413, და ალ-თირმიზში, #2364.
[4] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #2028, და სახიხ ალ-ბუხარიში, #6456.
[5] იხილეთ: სახიხ ალ-ბუხარიში, #2739, და მოსნად აჰმადში, #17990.
[6] იხილეთ: მოსნად აჰმადში, #25662.
[7] იხილეთ: სახიხ ალ-ბუხარიში, #676, და მოსნად აჰმადში, #25517.
[8] იხილეთ: სახიხ ალ-ბუხარიში, #6763, და ალ-თირმიზში, #23706.
[9] იხილეთ: ინ მოვატა მალეკში, #503.
[10] იხილეთ: სახიხ ალ-ბუხარიში, #3034, საჰიდ მუსლიმში, #1803, და მოსნად აჰმადში, #18017.
[11] იხილეთ: მოსნად აჰმადში, #12117, და ალ-თირმიზში, #2754.
[12] ალ-სერაჰ ალ-ნაბავეიაჰი, იბნ ჰეშამი, I ტომი, გვ. 293-294.
[13] ალ-სერაჰ ალ-ნაბავეიაჰი, იბნ ჰეშამი, I ტომი, გვ. 265-266.
[14] ალ-სერაჰ ალ-ნაბავეიაჰი, იბნ ჰეშამი, I ტომი, გვ. 298-299.
[15] იხილეთ: ალ-დარემეიში; #68, და აბუ-დავუდში; #4510.