14 October 2019

მე-12 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

ყურანში ნაწინასწარმეტყველები მოვლენები, რომლებიც მოგვიანებით ახდა

ყურანში ნაწინასწარმეტყველებია შემდეგი მოვლენა: სპარსელებმა რომაელები დაამარცხეს, სამიდან ცხრა წლის ემდეგ კი რომაელებმა სპარსელებზე გამარჯვება ჰპოვეს.
ღმერთმა თქვა ყურანში: „30/2-3. დამარცხდა რომი უახლოეს მიწაზე. მაგრამ ისინი დამარცხების შემდგომ, უთუოდ, სძლევენ.“ (30-ე სურა: II-III მუხლები).
ვნახოთ, რას გვიყვება ისტორია ამ ომების შესახებ. წიგნი სახელწოდებით „ბიზანტიის სახელმწიფოს ისტორია“ მოგვითხრობს, რომ რომაელთა ჯარმა 613 წელს ანტიოქიასთან საშინელი დამარცხება განიცადა და შედეგად სპარსელებმა მთელი ქვეყანა დაიპყრეს.[1] იმ დროისათვის წარმოუდგენელი იყო ის ფაქტი, რომ რომაელები სპარსელების დამარცხებას შეძლებდნენ, მაგრამ ყურანმა იწინასწარმეტყველა, რომ რომაელები სამიდან ცხრა წლის განმავლობაში გამარჯვების მოპოვებას შეძლებდნენ. 622 წელს რომაელების დამარცხებიდან 9 წლის შემდეგ, ორი დაპირისპირებული ძალა (რომაელები და სპარსელები) ერთმანეთს შეებრძოლა და ომი იმით დამთავრდა, რომ 613 წელს დამარცხებულმა რომაელებმა გამარჯვება მოიპოვეს.[2] წინასწარმეტყველება ზუსტად ისე ახდა, როგორც ეს ღმერთმა თვა ყურანში. ყურანში უამრავი ამბავია მუჰამედის პირით ნაწინასწარმეტყველები, რომლებიც მოგვიანებით მართლაც ახდა.



[1]ბიზანტიის სახელმწიფოს ისტორია“, ოსტოგორსკი, გვ. 95.
[2]ბიზანტიის სახელმწიფოს ისტორია“, ოსტოგორსკი, გვ. 100-101; „სპარსეთის ისტორია“, საიკსი, I ტომი, გვ. 483-484. აგრეთვე იხ. ბრიტანიკას ახალი ენციკლოპედია, მიკროპაედია, IV ტომი, გვ. 1036.