14 October 2019

მე-11 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

ბიბლიაში არსებული წინასწარმეტყველება მუჰამმედის, ისლამის მქადაგებლის მოსვლის თაობაზე

ბიბლიაში არსებული წინასწარმეტყველება შუამავალ მუჰამმედის მოსვლის თაობაზე ისლამის ჭეშმარიტების დამადასტურებელი საბუთია იმ ხალხისთვის, რომლებსაც ბიბლიის სჯერათ.
მეორე რჯულის 18-ე თავში, მოსემ გადმოსცა ის, რაც ღმერთმა უთხრა: „შენ რომ ხარ, ისეთ წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან, აგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებსა და ის გამოგიცხადებს ყველაფერს, რასაც მე ვუბრძანებ. თუ ვინმე არ შეისმენს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ის გამოაცხადებს ჩემი სახელით, თავად მე მოვთხოვ მას პასუხს“ (მეორე რჯული, 18-ე თავი, 18-19)[1].
ამ სტრიქონებიდან ჩვენთვის ნათელია, რომ ამ შუამავალს სამი მახასიათებელი რამ უნდა გააჩნდეს:
1.  იგი მოსესნაირი უნდა იყოს.
2.  ის ებრაელების ძმათა წრიდან უნდა იყოს.
3.  ღმერთი მას ავისი პირით ალაპარაკებს და იგი ღმერთის ნათქვამს გაავრცელებს.
მო ეს სამი საკითხი უფრო ღრმად განვიხილოთ.

1)   მოსესნაირი წინასწარმეტყველები: არცერთი წინასწარმეტყველი არ ჰგავდა ისე ერთმანეთს, როგორც მოსე და მუჰამედი ჰგავდნენ. ორივე ფუფუნებით აღსავსე ცხოვრებას ეწეოდა. ორივეს ჰყავდა მტრები და მათზე გამარჯვება სასწაულებრივი გზებით მოახერხეს. ორივე აღიარეს შუამავლად და სახელმწიფო მოღაწედ. ორივე სხვაგან გადასახლდა და მათ მოკვლას ხშირად ცდილობდნენ. ამდენი მსგავსება არც იესოსა და მოსეს შორის ყოფილა. ქრისტესაგან განსხვავებით, მოსეც და მუჰამედიც ბუნებრივი გზით იშვნენ, ოჯახი ჰქონდათ და ბოლოს ორივე მათგანი გარდაიცვალა. და კიდევ, იესოს მისი მიმდევრები ღვთის შვილს უწოდებდნენ და არა შუამავალს. მოსე და მუჰამედი კი შუამავლები იყვნენ, მუსულმანების აზრით, იესოც შუამავალი იყო. ამ სტრიქონებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საუბარია მუჰამედზე და არა იესოზე, რადგანაც მუჰამედი მოსეს უფრო ჰგავდა.
იოანეს სახარებიდან ჩანს, აგრეთვე, რომ ებრაელები შემდეგი სამი წინასწარმეტყველების ახდენას მოელოდნენ:
1) იესოს მოსვლას;
2) ელიას მოსვლას;
3) შუამავლის მოსვლას.
ეს ნათლად ჩანს იმ სამი კითხვიდან, რომლებიც იოანე ნათლისმცემელს დაუსვეს. „და ეს არის, მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა წარგზავნენ იერუსალიმიდან მღვდლები და ლევიტელნი, რათა ეკითხათ მისთვის: ვინა ხარ შენ? და აღიარა, როლი უარყო; დიახ, აღიარა: მე ვარ იესო. და ჰკითხეს მას: მაშ ვინ? ელია ხარ? და თქვა: არა ვარ. შუამავალი ხარ? და მიუგო: არა“ (სახარება იოანესი, I თავი, 19-20). ბიბლიას ყურადღებით თუ წავიკითხავთ, მივხდებით, რომ იოანეს სახარების პირველი თავის 21-ე სტრიქონში ნახსენები „წინასწარმეტყველი“ სწორედ ის შუამავალია, რომელიც მეორე ჯულის მევრამეტე თავის მე-15 და მე-18 სტრიქონებშია ნახსენები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მეორე რჯულის მე-18 თავის სტრიქონში ნახსენები შუამავალი იესო არ არის.

2) ებრაელების ძმათა წრიდან: აბრამს (იბრაჰიმს) ორი ვაჟი ჰყავდა, ისმალი და ისააკი (დაბადება 21). ისმაელი არაბი ერის წინამძღოლი გახდა, ისააკი კი ებრაელების. წინასწარმეტყველი, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი, ებრაელი კი არა, მათი მოძმე ერიდან უნდა ყოფილიყო წარმოშობით. სწორედ მუჰამედი, ისმაელის შამომავალი იყო ეს წინასწარმეტყველი, ანუ ღვთის შუამავალი.
აგრეთვე, ესაია შუამავალი საუბრობს ღვთის მსახურზე, მის რჩეულსა და გზავნილზე, რომელიც ქვეყანაზე სამართლიანობას დაამყარებს (ესაია შუამავალი, 42-ე თავი, 1-13).
„არ შედრკება და არ მოეშვება, ვიდრე ქვეყნად სამართალს არ დაამყარებს. მის რჯულს მოელიან ზღვისპირელნი“ (ესაია შუამავალი, 42-ე თავი, 4).
მეთერთმეტე სტრიქონში ხალხი, გზავნილის, ვინმე კედარის მოლოდინშია. ვინ არის კედარი? დაბადების 25-ე თავის მე-13 სტრიქონში ნათქვამია, რომ კედარი ისმაელის ძეა, შუამავალ მუჰამედის წინაპარი.

3)   ღმერთი მას თავისი პირით ალაპარაკებს: ღმერთმა მართლაც აალაპარაკა მუჰამედი თავისი სიტყვებით. ღმერთმა მუჰამმედს ღვთის სიტყვების დასწავლაში დასახმარებლად ანგელოზი გაბრიელი გაუგზავნა, რათა მას სრული სიზუსტით გადაეცა ხალხისთვის ღმერთის ნათქვამი. ეს მისი სიტყვები არ არის. ეს მისი ნააზრევის შედეგი არ არის, ღმერთმა იგი თავისი პირით ანგელოზ გაბრიელის დახმარებით აალაპარაკა. მუჰამედის ცხოვრების მანძილზე ამ სიტყვებს მისი თანამოაზრეები მისი მეთვალყურეობით იზეპირებდნენ და წერდნენ.
მეორე რჯულში ღმერთმა თქვა: „თუ ვინმე არ შეისმენს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ის გამოაცხადებს ჩემი სახელით, თავად მოვთხოვ მას პასუხს“ (მეორე რჯული, 18-ე თავი, 19).
იმას ნიშნავს, რომ მას, ვისაც ბიბლიის სჯერა, ამ შუამავალი ნათქვამისაც უნდა დაიჯეროს, ეს შუამავალი კი ღვთის შუამავალი მუჰამედია (მუჰამედისა და ბიბლიას შორის არსებულ კავშირზე დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად გთხოვთ, ესტუმრეთ www.islam-guide. com/mib).



[1] ბიბლიის ციტირება მოხდენილია.