19 October 2019

მე-15 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

თავი 2

ისლამის უპირატესობები

ისლამს ცალკეული ადამიანისა და მთელი საზოგადოებისთვის ბევრი სარგებლობა მოაქვს. ამ თავში საუბარია იმ სარგებლობაზე, რომელიც ისლამს ადამიანისთვის მოაქვს.

სამარადისო სამოთხის კარი

ღმერთმა თქვა ყურანში: „2/25. რომელთაც ირწმუნეს და ჰქმეს სიკეთენი, ახარე მათ სამოთხენი, რომლის ძირს მოედინება მდინარეები...“ (ყურანი, მე-2 სურა, 25-ე მუხლი).
ღმერთმა აგრეთვე თქვა: 57/21. ისწრაფეთ მიტევებისკენ თქვენი ღმერთისგან და სამოთხისკენ, რომლის სივრცე ცათა და ქვეყნის სივრცის ტოლია. იგი გამზადდა იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰის და მისი შუამავლის. ესაა მადლი ალლაჰისა. უბოძებს მას, ინებებს ვისაც, რამეთუ ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია! (ყურანი, 57-ე სურა, 21-ე მუხლი).
შუამავალმა მუჰამმედმა გვითხრა, რომ სამოთხის ყველაზე დაბალი ფენის მცხოვრებლებსაც კი ათჯერ ექნებათ ამქვეყნის მოწონების შესაძლებლობა[1] და ათჯერ მიეცემათ ის, რასაც ინატრებენ და ათჯერ მოეწონებათ ეს.[2]
აგრეთვე შუამავალმა მუჰამედმა თქვა: სამოთხის ტერფის ტოლა სივრცეც კი უკეთესი იქნება ამ სამყაროზე.“[3]
მან აგრეთვე თქვა: სამოთხეში აგრეთვე არსებობს ისეთი რამეები, რომელსაც თვალი ვერ ხედავს, ყური ვერ ისმენს და ადამიანის გონება ვერ წარმოიდგენს.[4]
მან აგრეთვე თქვა: ამ ქვეყნად ყველაზე საცოდავი ადამიანიც კი ერთხელ მაინც მოხვდება სამოთხეში, ამ დროს მას ჰკითხავენ: “ადამის შვილო, ოდესმე დატანჯულხარ? ოდესმე თუ ყოფილხარ გასაჭირში?” და იგი უპასუხებს: “არა, ჩემო ღმერთო, ო, უფალო” არასდროს ავტანჯულვარ, არასდროს ვყოფილვარ გასაჭირში.[5]
სამოთხეში თუ მოხვდები, თქვენ იქ ბედნიერი ცხოვრება გელით ავადმყოფობის, ტკივილის, დარდისა და სიკვდილის გარეშე; ღმერთი კმაყოფილი იქნება შენით და იქ შენ სამუდამოდ იცხოვრებ. ღმერთმა თქვა ყურანში: „4/57. ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სულ მალე სამოთხეებში შევიყვანთ მათ, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან...“ (ყურანი, მე-4 სურა; 57-ე მუხლი).
(სამოთხისა და სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად გთხოვთ, ესტუმრეთ www.islam-guide. com/hereafter).



[1] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #186, და სახიხ ალ-ბუხარში, #6571.
[2] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #188, და და მუსნად აჰმადში, #13368.
[3] იხილეთ: სახიხ ალ-ბუხარში, #6568, და მუსნად აჰმადში, #13368.
[4] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #2825, და და მუსნად აჰმადში, #8609.
[5] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #2807, და მუსნად აჰმადში, #12699.