22 October 2019

მე-17 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

ჩადენილი ცოდვების მიტევება

როდესაც ვინმე ისლამს იღებს, მას ღმერთი ყველა ჩადენილ ცოდვას პატიობს. კაცი, სახელად არმი მუჰამედთან მივიდა და უთხრა: “გამომიწოდე შენი მარჯვენა ხელი და მე გპირდები, რომ ერთგული ვიქნები.” ღვთის შუამავალმა გაუწოდა მარჯვენა ხელი. არმმა თავისი ხელი უკან წაიღო. ღვთის შუამავალმა ჰკითხა:რა მოგივიდა, ო, არმ? მან უპასუხა: “მოცემული პირობა უკან მიმაქვს.” ღვთის შუამავალმა ჰკითხა: ამ პირობის შესრულებით რას ელოდი სანაცვლოდ? არმმა უპასუხა: “იმას, რომ ღმერთი ჩადენილ ცოდვებს მომიტევებდა”. ამაზე ღვთის შუამავალმა უპასუხა: არ იცოდი, რომ ისლამის მიღებისას ყველა ჩადენილი ცოდვა გეპატიება?[1]
ისლამის მიღების შემდეგ, ადამიანი თავისი კეთილი თუ ცუდი ქმედებებისთვის, მუჰამედის (სალამი და მშვიდობა მას) შემდეგი ნათქვამის მიხედვი განისჯება: შენი ღმერთი, რომელიც ნეტარია და დიდებული, ყველაზე მოწყალეც არის. თუ ვინმე კარგი საქმის გაკეთებას ჩაიფიქრებს და ვერ შეასრულებს, ეს კეთილი საქმის შესრულებად ჩაეთვლება. და თუ შეასრულებს, 1000-დან 7000-მდე კეთილი საქმის შესრულებად ჩაეთვლება. თუ ბოროტი საქმის გაკეთებას ჩაიფიქრებს და ვერ შეასრულებს, ეს მაინც კეთილი საქმის გაკეთებაში ჩაეთვლება. თუ შეასრულებს, ეს ცუდი საქმის გაკეთებად ჩაეთვლება ან ღმერთი ამ ცოდვას შეუნდობს.[2]





[1] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #121, და მუსნად აჰმადში, #17357.
[2] იხილეთ: მუსნად აჰმადში, #2515, და სახიხ მუსლიმში, #131.