01 December 2019

მე-8 ნაწილი: ბ) სუნნეთში არსებული არგუმენტები


იბნი აბბასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „იყო ერთი ჯარია, რომელსაც პატრონისგან შვილი ჰყავდა. ეს ქალი შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შესახებ ცუდ და შეუფერებელ სიტყვებს ამბობდა. პატრონი მას შენიშვნას აძლევდა და უკრძალავდა ასეთი ფორმით საუბარს, თუმცა ქალი არ უსმენდა და იგივეს აკეთებდა. ერთ-ერთ საღამოს ქალმა შუამავლის ლანძღვა ისევ დაიწყო, რის გამოც კაცმა იგი ხანჯლით მოკლა. დილას ეს ამბავი შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) აცნობეს. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ხალხს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც კაცი წამოდგა, „საფები“[1] გაყო, შუამავალთან მივიდა და თქვა: ‘ჰეი შუამავალო! მე იმ ქალის პატრონი ვარ. გლანძღავდა და შენ შესახებ შეუფერებელ სიტყვებს ამბობდა. ამგვარ საუბარს ვუკრძალავდი, თუმცა არ წყვეტდა. მისგან ორი ვაჟიშვილი მყავს. ჩემს მიმართ თბილი იყო. გუშინ ღამით შენ შესახებ ისევ ცუდი სიტყვების თქმა დაიწყო. მეც ხანჯალი ავიღე და მოვკალი.’ ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: ‘ყურადღება! მოწმენი იყავით, რომ მოკლული ქალის სისხლი ყისასს[2] არ საჭიროებს.’“[3]
იბნი თაიმია ამ ჰადისის განმარტებაში ამბობს: „ეს ჰადისი არგუმენტია იმისა, რომ იმ ქალის სისხლის ნებადართულობა შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ლანძღვაში გამოიხატება. ასევე, არგუმენტია იმის, რომ ასეთ დროს ისლამურ მიწას შეფარებული არამუსლიმის სისხლიც ნებადართულია. უპირველესად კი, მუსლიმანი კაცები და ქალები სიკვდილით დაისჯებიან, თუ ისინი შუამავალს გალანძღავენ.“[4]
იბნი აბბასის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, სახელად ასმა ბინტ მერვანი შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შესახებ ცუდად საუბრობდა. ამის გამო, შუამავალმა თქვა: „ჩემს ჰაყს[5] ვინ დაიცავს?“ იმ ქალის საგვარეულოდან ერთ-ერთმა საჰაბემ, სახელად „უმაირ ბინ ადიი“ წამოდგა და თქვა: „მე! ჰეი ალლაჰის შუამავალო.“ რის შემდეგაც წავიდა და ის ქალი მოკლა. შუამავალმა ამ ამბის შემდეგ თქვა: „ამ საკითხში ამგვარი ჰუქმის არსებობის შესახებ არავინ იკამათებს.“ შემდეგ კი მის გვერდით მყოფებს მიუბრუნდა და უთხრა: „ვისაც უყვარს იმის ყურება, ვინც ალლაჰს და მის შუამავალს ეხმარება, მაშინ უმაირ ბინ ადიის შეხედოს.“[6]
ქა’ბ ბინ ეშრეფის ამბავიც ამ საკითხის ერთ-ერთი არგუმენტია. ქა’ბ ბინ ეშრეფი ებრაელი პოეტი იყო, რომელიც შუამავალს ლანძღავდა და ხალხს მის წინააღმდეგ განაწყობდა. ამით შეწუხებულმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) საჰაბეებს მიმართა: „ქა’ბ ბინ ეშრეფს ვინ მიხედავს? უეჭველად, მან ალლაჰი და მისი შუამავალი შეაწუხა.“ ამის გაგონებაზე მუჰამმედ ბინ მესლემემ თქვა: „ჰეი ალლაჰის შუამავალო! გინდა, რომ მოვკლა იგი?“ შუამავალმა უპასუხა: „დიახ.“[7]



[1] რიგი.
[2] იგივეთი ანაზღაურებას.
[3] აბუ დავუდ, ჰადისის ნომერი: 4361; ჰადისი სახიხია.
[4] ას-სარიმუ’ლ მესლუულ ალა შატიმი’რ-რასუულ, გვ: 66.
[5] უფლებას.
[6] ას-სარიმუ’ლ მესლუულ ალა შატიმი’რ-რასუულ, გვ: 101; ასევე, „ქანზუ’ლ უმმალ, ჰადისის ნომერი: 35491; „მუსნედი შიჰაბ“, ჰადისის ნომერი: 662 და 663.
[7] ბუხარი, ჯიჰად, 158, ჰადისის ნომერი: 3031;