23 December 2019

ნაწილი 1.1: უცოდინრობის განმარტება და მისი გავლენა პასუხისმგებელ პირზე

პირველი ნაწილი

უცოდინრობის განმარტება და მისი გავლენა პასუხისმგებელ პირზე

ამ საკითხს ხუთი სათაურის ქვეშ განვიხილავთ:
1)      უცოდინრობის (ჯაჰილობის) მნიშვნელობა,
2)      გასასამართლებელი საბუთის მნიშვნელობა,
3)      უცოდინრობის ზეგავლენა პასუხისმგებელ პირზე,
4)      უცოდინრობა, რომელიც პიროვნებაზე შარიათული ჰუქმების გაცემას აბრკოლებს,
5)      უცოდინრობა, რომელიც თაქფირის დამაბრკოლებელია.

1)      უცოდინრობის (ჯაჰილობის) მნიშვნელობა
·         უცოდინრობას, როდესაც ვამბობთ ვგულისხმობთ შემდეგს: „შარიათული ჰუქმების ან მათი მიზეზების არ ცოდნა“.
·         უცოდინრობა ორ ნაწილად იყოფა:
ა) ალ-ჯაჰლუ’ლ-ბასით: რაღაცის საერთოდ არ ცოდნა. მსგავსი პიროვნებისა, რომელმაც ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) არ იცის.
ბ) ალ-ჯაჰლუ’ლ-მურაყყაბ: რაღაცის არასწორად ცოდნა. მსგავსი პიროვნებისა, რომელიც აცხადებს, რომ შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მატყუარაა.
·         უცოდინრობა (ჯაჰილობა), როგორც ცოდნასთან, ასევე ქმედებასთანაც (ამელთანაც) დაკავშირებულია:
იბნი თაიმია ამბობს: „ჯაჰილობა განიმარტება, როგორც ცოდნის არ ქონა, ასევე ცოდნის შესაბამისი ამელის (ქმედების) არ ქონაც.“[1]
იბნუ’ლ ყაიიმმა თქვა: „ყათადე ამბობს: ‘მუჰამმედის ასჰაბებმა (საჰაბეებმა) ალლაჰის საწინააღმდეგოთ ყოველი ამხედრებული ჯაჰილად მიიჩნიეს.’ ამ სიტყვებში ჰარამების არ ცოდნა არ იგულისხმება, რადგან პიროვნება უცოდინარი, რომ ყოფილიყო, ამხედრებულად არ მოიხსენებდა. ჰარამების არ მცოდნეს არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად სასჯელი არ აქვს. ცოდვის ჩამდენს შესრულებული ცოდვის ჰარამობის რომც სჯეროდეს, შესრულებული ეს ცოდვა მაინც „ჯაჰილობა“-დ მოიხსენიება. ამგვარი რამ კი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ქმედება პიროვნების ცოდნის სიმწირის და სისუსტის გამო სრულდება ან კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ მოქმედი პირი ნამოქმედარის საფუძველზე უცოდინრების (ჯაჰილების) დონემდე ეცემა.“[2]
ქმედებაში ჯაჰილობა (უცოდინრობა) „ჯაჰლუ’ლ ამელ“ არის: შესასრულებელი ქმედების საწინააღმდეგოდ შესრულება. ასეთ დროს პიროვნების მრწამსი სახიხი იქნება თუ არა, არაფერს შეცვლის.
პიროვნება რაღაცის საპირისპიროს ისე თუ შეასრულებს, რომ ამ ქმედებისადმი მრწამსი სახიხი ექნება (მაგ: პიროვნებამ დალია ალკ. სასმელი. ამავდროულად მას სწამს, რომ ალკ. სასმელის დალევა ჰარამია), მაშინ მსგავსი პიროვნება ამხედრებულია. ამგვარი ჯაჰილობა ალლაჰის შემდეგ აიათებში მოიხსენიება:
„6/54. და როცა მოვლენ შენთან, რომელთაც სწამთ ჩვენი აიათები, უთხარი: „მშვიდობა თქვენდა!“ ღმერთმა თქვენმა თავს დაუწერა მწყალობლობა. უეჭველად, რომელი თქვენგანიც უმეცრებით ჩაიდენს სიავეს, მერე მოინანიებს ამის შემდგომ და გამოასწორებს, უეჭველად, იგი (ალლაჰი) შემნდობია, მწყალობელია!“
„12/33... და თუ მათ მზაკვრობას არ ამაცილებ, შეიძლება გადავიხარო მათკენ და უგუნურთა (უვიცთა/უცოდინართა) შორის აღმოვჩნდე!“
„12/89. უთხრა: „გაიხსენეთ თუ არა, რა უყავით იუსუფს და მის ძმას, როცა იყავით უმეცარნი?““
სურა ნისას მე-17 აიათიც იგივე მნიშვნელობისაა.
ასევე, პიროვნება რაღაცის საპირისპიროს ისე თუ შეასრულებს, რომ ამ ქმედებისადმი მრწამსი სახიხი არ ექნება (მაგ: პიროვნებამ დალია ალკ. სასმელი. ამავდროულად მას სწამს, რომ ალკ. სასმელის დალევა ჰალალია), მაშინ ამგვარი პიროვნება ქააფირია. ამგვარი ჯაჰილობა ალლაჰის შემდეგ აიათშია გადმოცემული:
„39/64. უთხარი: „განა მიბრძანებთ თაყვანივსცე ვინმეს მაგიერ ალლაჰისა, ჰოი, უმეცარნო?““
·         ჯაჰილობა (უცოდინრობა), როგორც წინა აიათებში ვიხილეთ, ხშირ შემთხვევაში ცუდად მოხსენებისთვისაა. ზოგჯერ კი, როგორც შემდეგ აიათშია, მდგომარეობის განსამარტად გვევლინება:
„2/273... უვიცთ მდიდარნი ჰგონიათ ისინი მათი თავმდაბლობიდან გამომდინარე...“
ამ აიათში ნახსენები „უცოდინრობა“ გამოუცდელობის მნიშვნელობას ატარებს.
·         ჯაჰილობა (უცოდინრობა) და წერა-კითხვის არ ცოდნა ერთიდაიგივე მნიშვნელობის არ არის: ჯაჰილობის მნიშვნელობაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება წერა-კითხვის უცოდინრობას: წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი მსგავსია ახალად დაბადებული ბავშვისა, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის. ყოველივე ამის გამო, ასეთ ადამიანს „უმმიი“ ეწოდება. უზენაესმა ალლაჰმა შუამავალი შემდეგნაირად დაახასიათა:
„7/157. რომელნიც მიჰყვებიან შუამავალს, წერა-კითხვის უცოდინარ ელჩს (1) (შუამავალ მუჰამმედს)...“
შემდეგ აიათში კი, წერა-კითხვის უცოდინრობა განმარტებულია:
„29/48. შენ არ კითხულობდი მანამდე არც ერთ წიგნს და არ გადაგიწერია შენი მარჯვენათი...“
ჯაჰილობა და წერა-კითხვის უცოდინრობა ერთიდაიგივე არ არის. საჰაბეებიდან უმეტესება წერა-კითხვის უცოდინარი იყო. მიუხედავად ამისა, ისინი ამ უმმეთის ყველაზე დიდი ‘ალიმები (სწავლულები) არიან. მაშინ, როცა წერა-კითხვა სწავლების მნიშვნელოვან საშუალებად გადაიქცა, უცოდინრობამაც წერა-კითხვის არ მცოდნე ხალხში იჩინა თავი.
აქვე გვინდა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტს ხაზი გავუსვათ: წერა-კითხვის უცოდინრობა ჩვენი შუამავლის ერთ-ერთი სასწაული იყო. ვინაიდან, წერა-კითხვის უცოდინრობის მიუხედავად ის ყოველივეს მცოდნე იყო (ადამიანთა შორის). შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გარდა სხვა პიროვნებამ წერა-კითხვა თუ არ იცის, მაშინ ეს ფაქტი მისთვის ნაკლოვანებაა. ყადი იიადი ნაწარმოებში „აშ-შიფაა ფი ჰუქუქი’ლ-მუსტაფა“ ამ საკითხზე ყურადღებას ამახვილებს.[3]



[1] მეჯმუუ’ლ-ფატვა, 7/539.
[2] მიფთაჰუ დარი’ს საადე, 1/101, დარუ’ლ ფიქრ-ის გამოცემა.
[3] იბნ-ი მანზურ, ლისანუ’ლ-არაბ, ნაწილი „ჯა-ჰა-ლა“: 11/129-130, დარუ’ლ სადირის გამოცემა; რა’იბ ა;-ისფეჰაანიი, ალ-მუფრედაათ ფი ‘არიბი’ლ-ყურ’ან, ნაწილი „ჯა-ჰა-ლა“: ალ-მუ’ჯემუ’ლ-ვასიით: 1/143-144; იბნ-ი ჰაზმ ალ-იჰქაამ ფიი უსუულ’ილ-აჰქაამ: 1/46;