21 December 2019

ნაწილი 1.0: უცოდინრობა და უცოდინრობის წარმოშობა

შესავალი

ამ საკითხის ირგვლივ არსებული დაპირისპირება

უცოდინრობა და უცოდინრობის წარმოშობა დღესდღეობით საკამათო თემებს შორის ერთ-ერთია.
ამ თემას პირდაპირ უკავშირდება თაქფირი და მისი წესები. თაქფირის საკითხი ძალიან პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც საიიდ ყუტბმა (რაჰიმაჰულლაჰ) და ნაჯდის სწავლულებმა თავიანთ წიგნებში ისლამიდან გასვლის თემების ახსნა დაიწყეს. ზოგიერთმა ჯგუფმა ამ წიგნებში არსებული „აბსოლუტურ/ზოგად თაქფირთან“ დაკავშირებული ჰუქმები კონკრეტულ პიროვნებებზე გაატარა ისე, რომ თაქფირის დამაბრკოლებლები არ გაითვალისწინა. ზოგიერთმა კი, კონკრეტულ პირზე თაქფირის გამოტანამდე, მასში არსებული უცოდინრობა და ა.შ. დამაბრკოლებლების აღმოფხვრის საჭიროებაზე მიუთითა. ორივე ჯგუფმა თავიანთი მოსაზრებების დამადასტურებელი არგუმენტები წარადგინეს. უფრო მეტიც, მათ მიერ მოყვანილი არგუმენტებიდან ზოგიერთი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. ეს მდგომარეობა იმ დონემდეა მისული, რომ ორივე ჯგუფი ერთიდაიგივე სწავლულის ორ სხვადასხვა საწინააღმდეგო შეხედულებას არგუმენტის სახით გადმოსცემს.
ამ დაპირისპირების მიზეზი სწავლულების სიტყვებისა და შარიათული არგუმენტების არასწორ ფორმატში განხილვაა. სინამდვილეში კი, ერთ აზრზე ყოფნა შესაძლებელია და სწორედ ასეც უნდა მოხდეს. ალლაჰის ნებით შევეცდებით, რომ ეს საკითხი სწავლულების სიტყვებისა და შარიათის არგუმენტების ირგვლივ საერთო აზრად გადმოვცეთ.
ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც თაქფირის თემა დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ თემად იქცა, არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავებს ისლამს მიაკუთვნებენ, ყოველგვარი ძალდატანებისა და დაბრკოლების გარეშე ქუფრ ქმედებებს ასრულებენ. ამის მიზეზი კი ისლამური კანონების მმართველობიდან გაუქმება და რელიგიიდან გასვლის (მურთადობის) გავრცელებაა, ასევე მისი დაუსჯელობა.
ამ საკითხში სალაფ სწავლულებს შორის დიდი განსხვავება არ არის. მიზეზი შემდეგია: დარულ ისლამში (ისლამურ მიწაზე) კონკრეტული პიროვნებების შესახებ ჰუქმის გაცემა ყადის (მოსამართლის) უფლებაა. ვინაიდან, თაქფირის პირობებსა და დამაბრკოლებებს მხოლოდ ყადი იკვლევს. კონკრეტული პიროვნებისთვის საპატიო მიზეზის ჩათვლა/არ ჩათვლა ყადის უფლება-მოვალეობაა. ამ საკითხში სხვა ვერავინ ჩაერევა.
უცოდინრობისა და საპატიო მიზეზის შესახებ ჩვენი ახნსა-განმარტება ოთხი ნაწილისგან შედგება:
1.       უცოდინრობის განმარტება და მისი გავლენა პასუხისმგებელ პირზე
2.       ჰუჯჯეთი (არგუმენტი/ცოდნა), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს
3.       შესრულების მხრივ, შუამავლის მეშვეობით გაცხადებული ცოდნის (ყურანი და სუნნეთი) ჰუჯჯეთობის (პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საკმარისობის) ფორმა
4.       შუამავლის მეშვეობით ალლაჰის მიერ ბოძებული ცოდნის ადრესატისთვის გაცხადება