30 December 2019

ნაწილი 1.2: უცოდინრობის განმარტება და მისი გავლენა პასუხისმგებელ პირზე

1)      გასასამართლებელი საბუთის მნიშვნელობა
თავის გასასამართლებლად წამოყენებული მიზეზი.[1]
უცოდინრობის გასასამართლებელ საბუთად მიჩნევა გულისხმობს: ვაჯიბის (სავალდებულოდ შესასრულებლის) მიტოვების ან აკრძალვის შესრულების შემთხვევაში უცოდინრობის საპატიო მიზეზად გამოცხადებას.
2)      უცოდინრობის ზეგავლენა პასუხისმგებელ პირზე
·         პასუხისმგებელი პირი: პიროვნება, რომელსაც დაწესებული კანონების (ბრძანებებისა და აკრძალვების) შესრულება ევალდებულება.
·         ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო პირობა: პიროვნების მიერ ალლაჰის ბრძანებებისა და აკრძალვების გაგება/მიხვედრა. ეს კი ჭკუით/გონებით არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ ალლაჰის მიერ მოვლენილის გაგებას შესაბამისი გონება-აზროვნება ესაჭიროება, ალლაჰმა ზრდასრულობის ასაკი განსაზღვრა, რომელსაც თავისი ნიშნები გააჩნია.
·         ვალდებულებებთან დაკავშირებული რაღაცეები: ადამიანის ზრდასრულობა და აზროვნება-გონიერება. ამის არგუმენტი ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგი სიტყვებია:
„სამი კატეგორიის ადამიანისგან კალამი აღებულია[2]: (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება) გამოღვიძებამდე მძინარეს, ზრდასრულ ასაკამდელ ბავშვს და გიჟს, სანამ გონიერი არ გახდება.“[3]
·         პასუხისმგებლობა ორ ნაწილად იყოფა:
ა) გამოხატვა-შესრულების უფლებამოსილება: იგულისხმება პასუხისმგებელი პირის შესაბამისობა შესასრულებელი სიტყვებისა და ქმედებების მიმართ. ანუ რაოდენ ხელსაყრელია პიროვნების მდგომარეობა საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების პასუხისმგებლობისთვის.
პასუხისმგებლობის პირობები:
1.       გაგება-გააზრება - ანუ სრულწლოვან ასაკს მიღწეული ადამიანის მიერ ბრძანებებისა და აკრძალვების გაგება-გააზრება.
2.       სურვილი, ნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ბ) უფლება-მოვალეობების არსებობისთვის პიროვნების შესაბამისობა. ამის წყარო კი სიცოცხლეა. (ანუ იმისათვის, რომ პიროვნებამ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები შეასრულოს, უნდა ცოცხლობდეს).
·         ავარიდუ’ლ-აჰლიია: მასში ვალდებულებების დამაბრკოლებლები იგულისხმება. დამაბრკოლებლები ვალდებულებებს ამცირებენ ან მთლიანად ანულებენ. სხვანაირად, რომ ვთქვათ, ისინი პასუხისმგებელი პირის მიერ ნათვქამ სიტყვებსა და შესრულებულ საქმეზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას აბრკოლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმნილების უფლებების გარდა, ალლაჰის უფლებებთან დაკავშირებულ რაღაცეებში ამ სიტყვებისა და ქმედებების საფუძველზე გამოწვეულ შედეგზე პიროვნება პასუხისმგებელი არ იქნება.
·         ვალდებულებების დამაბრკოლებლების ნაწილები: გამოხატვის (შესრულების) პირობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორია: გაგება და ნება. მათი დამაბრკოლებლები კი შემდეგია:
გაგება/გააზრების გაქრობა: ასაკით პატარა, სიგიჟე, დავიწყება, ძილი, უცოდინრობა, სიმთვრალე.
ნების გაქრობა: ეს კი იქრაჰით (ძალდატანებით) სრულდება.
სწავლულების მიხედვით, დამაბრკოლებლები ორ ნაწილად იყოფა:
ა) ზეციური დამაბრკოლებლები: ისეთი დამაბრკოლებლებია, რომელიც ალლაჰის ნებით სრულდება და ადამიანს მასში წვლილი არ მიუძღვნის. იმის გამო, რომ ადამიანის შესაძლებლობას აღემატება, მას ზეციური დამაბრკოლებელი ეწოდა. მაგალითებია: პატარა ასაკი, სიგიჟე, ფსიქოლოგიური პრობლემები, დავიწყება, ძილი, გონების დაკარგვა, ავადმყოფობა, სიკვდილი და ა.შ.
ბ) არაზეციური დამაბრკოლებლები: ქმნილების (ადამიანის) ნებით ან სხვების ზემოქმედების შედეგად წარმოშობილი დამაბრკოლებლები. პიროვნების საკუთარი ნების მაგალითებია: უცოდინრობა, სიმთვრალე, შეცდომა, ხუმრობა და ა.შ. სხვების ზემოქმედებით გამოწვეული დამაბრკოლებლების მაგალითი კი იქრაჰია (ძალდატანება).[4]

მიზეზი იმისა, რომ უცოდინრობა არაზეციური დამაბრკოლებელია

პიროვნებაში „ასლი“ (მთავარი, საფუძველი) უცოდინრობაა. აიათში შემდეგნაირადაა გადმოცემული:
„16/78. და ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენი დედების მუცლებიდან, როცა არაფერს უწყოდით; და გიბოძათ თქვენ ყურთასმენა, და თვალთახედვა და შემეცნების უნარი. ამრიგად, ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!“
ადამიანი სრულიად უცოდინარი იბადება. იქიდან გამომდინარე, რომ პიროვნების თავდაპირველი მდგომარეობა (ანუ საფუძველი) უცოდინრობაა, იგი პიროვნებიდან გამომდინარე დამაბრკოლებლებს განეკუთვნება, რადგან ადამიანი ვალდებულია უცოდინრობა ცოდნით შეცვალოს და მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეისწავლოს. ალლაჰმა ცოდნის მიღების საშუალებები შექმნა, როგორიცაა: სმენა, ხედვა და ა.შ. მათი ცოდნის მისაღებად გამოყენება ალლაჰისადმი მადლობის გადახდის ერთ-ერთი ფორმაა. პიროვნება ცოდნის მიღებას თუ უგულებელყოფს, ეს ნიშნავს იმას, რომ მან უცოდინრობა არჩია. ყოველივე ამის გამო, უცოდინრობა არაზეციურ დამაბრკოლებლებს მიეკუთვნება.[5]



[1] იბნი მანზურ, ლისანუ’ლ-არაბ, 4/5, მუ’ჯემუ’ლ ვასით, 2/59;
[2] პასუხისმგებლობის არ დაკისრება იგულისხმება ანუ სამი კატეგორიის ადამიანი თავისი ნამოქმედარის პასუხისმგებელი არ არის.
[3] აბუ დავუდი, ალისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს. თირმიზი ჰადისს ჰასენს უწოდებს.
[4] იბნ მალიქ, შერჰუ’ლ-მენარ ვა ჰავაშიიჰი ფი’ლ-უსულ, გვ: 943, გამოცემა ალ-ამანიია; სა’დუდდინ ათ-თაფთაზანი, შერჰუ’თ-თალვიჰ ალე’თ-თავდიჰ ვა-თ-თანყიჰ, 2/167; ალ-აამიდიი, ალ-იჰქამ ფი უსული’ლ-აჰქამ;
[5] იბნ ჰაზმ, ალ-იჰქამ ფი უსული’ლ-აჰქამ, 1/65-67; იბნ თეიმიია, მეჯმუუ ფათავა, 9/307-314; მიფთაჰუ დარი’ს-საადე, 1/106-107, გამომცემლობა დარუ’ლ-ფიქრ; აშ-შატიბი, ალ-მუვაფაქათ, 1/179-180;