16 December 2019

მე-10 ნაწილი: პირველი პერიოდისა და ახლანდელ მურჯიტებს შორის განსხვავება


აჰლი სუნნეთის უთანხმოება ადრეული პერიოდის მურჯიტებთან მხოლოდ სიტყვით შემოიფარგლებოდა ანუ იმდროინდელი მურჯიტები აჰლი სუნნეთს რწმენის განმარტებისსას, კერძოდ, ამელის იმანის ნაწილად მიჩნევა-არ მიჩნევის საკითხს ედავებოდნენ. მათგან არცერთი არ ცდილობდა, რომ მუშრიქებისა და ტაღუთისთვის „სამოსი“ ეშოვათ. დროის გასვლის შემდეგ კი, ისინი ჩამოყალიბდნენ „ღულატუ’ლ მურჯიე“-ბად, რაზეც ზოგიერთ სალაფებს თაქფირი გამოაქვთ.
დღესდღეობით, ამ მეზჰების რამოდენიმე წევრი აშკარად აცხადებს, რომ მანამ, სანამ პიროვნებას სწორი რწმენა გააჩნია, გარეგანი ქუფრი სიტყვები და მოქმედებები, რელიგიაზე ზურგის შექცევა და ფარძების სრულად მიტოვება იმანს ზიანს ვერ მიაყენებს.[1]
დღეს არსებული მურჯიტები ხარიჯიტად მიიჩნევენ მათ, რომლებიც ალლაჰის მიერ მოვლენილი კანონით არ დამკანონებლებს „ტაღუთს“ უწოდებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ მსგავსი პიროვნებების არსებობის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფოზე გადაცემა ფარძია.
ასევე, სხვა ნიშან-თვისება, რაც ახლანდელ მურჯიტებს წინა მურჯიტებისგან განასხვავებს არის ის, რომ ახლანდელი მურჯიტები სალაფების სიტყვებს, რომელიც ხარიჯიტების წინააღმდეგ იყო მიმართული მუსლიმების დასაცავად, იყენებენ იმისათვის, რომ ტაღუთს მხარი დაუჭირონ და გაამართლონ.[2]
კიდევ ერთი განსხვავება არის ის, რომ სალაფების სიტყვებს მუვაჰიდი  მორწმუნეების წინააღმდეგ იყენებენ.
ხოლო, ყველაზე დიდი განსხვავება ახლანდელ და წინა პერიოდში არსებულ მურჯიტებს შორის შემდეგია: პირველი პერიოდის მურჯიტებმა უმმეთის ხარიჯიტების ფითნასგან დასაცავად, ქმედება რწმენისგან გაანცალკევეს. დღევანდელი მურჯიტები კი, მიუხედავად იმისა, რომ ამელს იმანის ნაწილად მიიჩნევენ,[3] ქუფრის გამკეთებელს თაქფირს მაინც არ უკეთებენ. უფრო მეტიც, ამ აზრზე მყოფმა ზოგიერთმა სწავლულმა უფრო შორს შეტოპა და ქააფირებისა და მუშრიქების მხარდამჭერი ფეთვების გამოცემა დაიწყო.[4]



[1]ოცდაათი წერილი“, აბუ მუჰამმედ ალ-მაყდისი, 457.
[2] იგივე ნაწარმოები, 456.
[3] ვგულისხმობთ მათ, რომლებიც საკუთარ თავს სალაფებს უწოდებენ და ამელს იმანის ნაწილად მიიჩნევენ.
[4]ოცდაათი წერილი“, აბუ მუჰამმედ ალ-მაყდისი, 458.