19 December 2019

მე-11 ნაწილი: ხარიჯიტებისა და დღევანდელი მურჯიტების შედარება (ბოლო ნაწილი)


სალაფებმა თავიანთი პერიოდის ხარიჯიტები და მურჯიტები ერთმანეთს შეადარეს, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ მურჯიტები ხარიჯიტებზე უფრო საშიშნი არიან. ცხადია, რომ ამასთან დაკავშირებით რამოდენიმე მიზეზი არსებობს. მანამ, სანამ მიზეზების ჩამოთვლას დავიწყებდეთ, ამ საკითხის შესახებ სალაფების ნათქვამ სიტყვებს გადმოგცემთ:
იბრაჰიმ ან-ნეჰაი ამბოს: „ამ უმმეთისთვის მურჯიტების ფითნა (არეულობა) ხარიჯიტების ფითნაზე უფრო საშიშია.“
იმამ ზუჰრი ამბობს: „მურჯიტების გარდა სხვა საზიანო მობიდ’ათე არ ყოფილა.“
ყათადე ამბობს: „გზასაცდენილი ჯგუფებიდან არცერთი არ არის ისეთი ცუდი, როგორც მურჯიტობა.“
ყადი შურაიჰი ამბობს: „ისინი ყველაზე ცუდები არიან.“[1]
რაც შეეხება მიზეზებს: მიზეზთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მურჯიტების აზრით ქუფრი მხოლოდ გულით სრულდება. მათი ამგვარი ქმედება საზოგადოებას ქუფრი სიტყვების თქმისა და ქუფრი ქმედებების ჩადენისკენ უპრობლემოდ მოუწოდებს. ასეთ დროს კი ისლამის გაუქმება[2] და ძალაუფლების ხელიდან წასვლა გარდაუვალია.
მეორე მიზეზი არის ის ფუნქცია, რაც მურჯიტებმა ამელს (ქმედებას) მიანიჭეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი პერიოდის მურჯიტებს ამელის (ქმედების) გაუქმება არ ჰქონდათ განზრახული, შემდგომ პერიოდებში ამელი (ქმედება) თითქმის ნულს გაუტოლდა, რის საფუძველზეც უმოქმედო უმმეთი მომრავლდა. ყოველივე ამის გამო სალაფებმა მურჯიტებს ყველაზე ცუდი უწოდეს.
ნეტავ, როგორ დაახასიათებდნენ სალაფები დღეს მცხოვრებ „თანამედროვე“ მურჯიტებს?
ისლამურ სამყაროზე დაკვირვების შედეგად ვხვდებით თუ რაოდენ სწორი დასკვნა გამოიტანეს სალაფებმა. ისინი თავიანთი გონიერებით ხვდებოდნენ, რომ დროთა განმავლობაში მსგავსი შეხედულების მქონდე ადამიანი ისლამს ჩამოშორდებოდა, რის გამოც ხალხი ამგვარი მოსაზრებებისგან გააფრთხილეს. სამწუხაროდ, სალაფების მოლოდინი გამართლდა. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად პიროვნების აშკარა ქუფრისა, ის მაინც მუსლიმანად მოიხსენიება. უფრო მეტიც, ქუფრის მატარებელ ხალხზე მსახურებას, ალლაჰისა და მისი შუამავლის მსახურების მსგავსად განიხილავენ.
თანამედროვე მურჯიტების უკეთ გასაცნობად ისინი ხარიჯიტებს შევადაროთ, რათა ხალხმა მათგან თავი შორს დაიჭიროს:
1)      ხარიჯიტები ალლაჰის წიგნის მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან. უფრო მეტიც, მათ მიერ სუნნეთის მიტოვების ყველაზე დიდი ფაქტორი ალლაჰის წიგნის მიმართ ამგვარი მგრძნობიარობაა. თანამედროვე მურჯიტებს კი, ალლაჰის წიგნის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება არ გააჩნიათ, რის გამოც ალლაჰის კანონებით (შარიათით) არ დამკანონებლის მიმართ ლმობიერნი არიან. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი მათზე მსახურებისთვის ფათვაბსაც (დოგმებს, წესებს, ვალდებულებებს) გამოსცემს.
2)      ხარიჯიტები უარყოფენ და შესაბამისად ექცევიან მათ, ვინც ალლაჰის წიგნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. უფრო მეტიც, მოსამართლეობის დაწესების გამო ხალიფა ალისაც კი თაქფირი გამოუტანეს და მის წინააღმდეგ ამხედრდნენ. თანამედროვე მურჯიტები კი ალლაჰის კანონის საწინააღმდეგო კანონის გამომცემის წინააღმდეგ ხმასაც კი არ იღებენ.
3)      ხარიჯიტები სახელმწიფოსა და რელიგიის განცალკევებას დაუშვებლად თვლიან. სასტიკად ემხრობიან იმ აზრს, რომ ალლაჰის კანონი ცხოვრების ყოველ ნაწილში უნდა ბატონობდეს.[3] ამის საწინააღმდეგოდ, მურჯიტები აცხადებენ, რომ რელიგიისა და სახელმწიფოს განცალკევებით არაფერი დაშავდება. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი ამბობს: „ცეზარის უფლება ცეზარს, ალლაჰის უფლება კი ალლაჰს მიეცი!“ აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე მურჯიტები „საერო“-ნი[4] არიან.
4)      ხარიჯიტებს სწამთ, რომ განჩინება და მბრძანებლობა ყველა პირობებში მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ხალიფა ალის წინააღმდეგ წასვლისას ამას იმეორებდნენ. თანამედროვე მურჯიტები კი მსგავსი თვისებების ადამიანზე გადაცემაში პრობლემას ვერ ხედავენ.
5)      ხარიჯიტები ქმედებას (ამელს) დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. უფრო მეტიც, მათგან უმეტესობის შუბლზე სეჯდის კვალი აღინიშნება. თანამედროვე მურჯიტები კი ქმედებას (ამელს) შესაბამის ყურადღებას არ აქცევენ, მათთვის ამ უმმეთის გამორჩეული მორწმუნეები და უმოქმედო, ისლამის სტილით არ მცხოვრები ხალხი ერთიდაიგივე არიან.



[1] გადმოცემები იხილეთ: „არ-რისალეთუ’ს-სელასინიიე“, აბუ მუჰამმედ ალ-მაყდისი, 475, 476.
[2] მუსლიმანების დასუსტება იგულისხმება.
[3] სასარგებლოა შემდეგის ცოდნა: რომელიმე პიროვნება ამგვარი სიტყვების წარმოთქმის შემთხვევაში ხარიჯიტად ვერ იქცევა. პირიქით, ჩამონათვალიდან ზოგიერთი ნაწილი ყოველი მუსლიმანისთვის საფუძველს წარმოადგენს, რომლის მიღებაც სავალდებულოა. მიუხედავად იმისა, რომ ხარიჯიტები გზასაცდენილი არიან, ვერ ვიტყვით იმას, რომ მათ სწორი შეხედულებები არ გააჩნიათ. განსაკუთრებით კი, ამ ნაწილში მოხსენებული შეხედულების „რწმენისა და სახელმწიფოს ერთობა“აღიარება და მხარდაჭერა ყოველი მუსლიმანისთვის აუცილებელია. საპირისპიროს თქმა კი რწმენით მიუღებელია. ყოველივე ამის გააზრება საყურადღებოა, რათა პიროვნება ჭეშმარიტების თქმის დროს (რომელსაც ხარიჯიტებიც ამბობენ) ხარიჯიტად არ შეირაცხოს.
[4] არასასულიერო.