29 August 2019

ნაწილი 6. სამი საფუძველი და ოთხი ყაიდა


ოთხი ყაიდა

შეიხ მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბმა (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „დიდი არშის პატრონსა და უზენაეს ალლაჰს ვთხოვ, რომ ამქვეყანაზეც და ახირეთშიც ბარაქა მოგცეს. ასევე, გაქციოს ისეთად, რომელიც წყალობის მიღების შემდეგ მადლობას გადაიხდის, გასაჭირის დროს მოითმენს და ცოდვის ჩადენის შემდეგ მოინანიებს.
იცოდე, ალლაჰმა შენ იმიტომ შეგქმნა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მას ემსახურო. ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „51/56. და მე არ გამიჩენია ჯინები და ადამიანები, თუ არა ჩემდამი თაყვანისცემისთვის.“
ამის შემდეგ იცოდე, რომ ისევე, როგორც ნამაზს სისუფთავის შემდეგ ნამაზი ეწოდება, ასევე ღვთისმსახურებაც თავჰიდთან ერთად თუ იქნება, მაშინ შეგვიძლია, რომ მას ღვთისმსახურება ვუწოდოთ.
ამის შემდეგ იცოდე, რომ ისევე, როგორც ნამაზი აბდესის ერთად ნამაზია, ასევე, ღვთისმსახურებაც თავჰიდითაა ღვთისმსახურება. ისევე, როგორც აბდესის მომშლელი ფაქტორებიდან ერთ-ერთის განხორციელების შემთხვევაში აბდესი იშლება, ასევე, შირქის ღვთისმსახურებაში შერევის შემთხვევაში ღვთისმსახურება იშლება.
როდესაც ისწავლი, რომ შირქის ღვთისმსახურებაში შერევა ღვთისმსახურებას ანულებს და მის პატრონს სამუდამო ჯოჯოხეთში მოახვედრებს, როგორც ალლაჰმა ბრძანა: „4/48. უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაზიარნი გაუჩინონ მას, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ინებებს ვისაც...“ ასევე, სუფთა თავჰიდს, მის საწინააღმდეგო დიდ შირქს და ამ შირქის განმარტებაში დამხმარე შემდეგ ოთხ ყაიდას თუ შეისწავლი, მიხვდები, რომ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ესენია.
ოთხი ყაიდა შემდეგია:

პირველი ყაიდა: იცოდე, რომ იმ ქააფირებს, რომლებასც ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ებრძოლა, სწამდათ, რომ ალლაჰი შემქმნელი და საქმეების მომწესრიგებელი იყო. თუმცა, ეს მათი მუსლიმანობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „10/31. უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან (1) (წვიმას) და მიწიდან (2) (მცენარეულს)? ან ვინ განაგებს ყურთასმენასა და თვალთახედვას? და ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისგან და გამოჰყავს მკვდარი ცოცხალისგან? და ვინ განაგებს საქმეებს? (3) (სამყაროთა შორის) მაშინ ისინი იტყვიან: ალლაჰი! მაშ უთხარი: განა არ უნდა შეგეშინდეთ?“

მეორე ყაიდა: მუშრიქები ამბობდნენ: „ალლაჰთან დაახლოებისა და მასთან შუამდგომლობის მიზნით ევლიებსა[1] და კერპებს ვევედრებით და მათკენ მივისწრაფით.“ ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „39/3... ხოლო რომელთაც აიყვანეს მის გარდა მეგობრები, (ამბობენ) „არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა იმისთვის, რომ დაგვაახლოონ ალლაჰს რაც შეიძლება მეტად...“.
„10/18. და ალლაჰის ნაცვლად თაყვანს სცემენ სხვას, რომელიც არც ზიანს აყენებს მათ და არც სიკეთე მოაქვს მათთვის. და ამბობენ: ისინი შუაკაცნი არიან ჩვენი ალლაჰის წინაშეო...“
მუშრიქების ამგვარმა აზრებმა (კარგმა განზრახვებმა) მათი შირქი ვერ გააუქმა.

მესამე ყაიდა: შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მოვიდა ხალხთან, რომლებიც სხვადასხვა ფორმის ღვთისმსახურებებს აღავლენდნენ. მათგან ზოგი ანგელოზებს, ზოგი შუამავალს და მორწმუნეებს, ზოგი ხეს და ქვებს, ზოგიც კი მზესა და მთავერს ეთაყვანებოდა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მათი გარჩევის გარეშე ყველას წინააღმდეგ იბრძოლა. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „8/39. და შეებრძოლეთ მაგათ იქამდე, სანამ არ გაქრება ცდუნება (1) (წარმართება, მრავალღმერთიანობა) და არ იქნება სარწმუნოება მთლიანად ალლაჰისა (2) (მხოლოდ ერთღმერთიანობა, მონოთეიზმი,). ხოლო თუ შეწყვეტენ ისინი (3) (ურწმუნოებას), უეჭველად, ალლაჰი ხედავს, რასაც სჩადიან. (4)“

მეოთხე ყაიდა: ჩვენს შორის არსებული მუშრიქების შირქი მანამდე არსებული მუშრიქების შირქზე უფრო მძიმეა, რადგან მანამდე არსებული მუშრიქები მშვიდობის დროს შირქს სჩადიოდნენ, გასაჭირის დროს კი ალლაჰისკენ მიისწრაფვოდნენ. დღევანდელი მუშრიქების შირქი კი გასაჭირსა თუ ლხინში გრძელდება. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „29/65. როცა სხდებიან ისინი გემში, მთელი გულით ევედრებიან ალლაჰს. ხოლო როცა გადაარჩენს მათ და ნაპირზე გაიყვანს, მაშინვე თანაზიარს უდგენენ!“

შეიხ მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბის სიტყვები დასრულდა. ალლაჰმა შეიწყალოს იგი და მუსლიმანებისთვის გაწეული მომსახურებისთვის სარგებლით დააჯილდოვოს.



[1] ევლია: ალლაჰთან დაახლოებული პირი.