21 August 2019

ნაწილი 3. სამი საფუძველი და ოთხი ყაიდა

მეორე საფუძველი: ისლამის ცოდნა/შესწავლა არგუმენტების საფუძველზე
ეს კი ალლაჰზე ერთღმერთიანად ჩაბარება, მორჩილებით მასზე დაკავშირება, შირქისგან და მუშრიქებისგან შორს დგომაა, რაც ცალკე სამი საფეხურისგან შედგება: ისლამი, იმანი და იჰსანი[1]. ყოველი საფეხურისთვის განსაზღვრული პირობები არსებობს.
პირველი საფეხური: ისლამი
ისლამის პირობა ხუთია: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია, ნამაზის შესრულება, ზექათის გაცემა, რამაზნის თვეში მარხვა და ალლაჰის სახლის, მესჯიდი ჰარამის მონახულება.
შაჰადას შესახებ არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „3/18. ამოწმებს ალლაჰი, რომ არ არსებობს ღვთაება, გარეშე მისი; და ანგელოზთა და მცოდნეთაც სამართლიანად დაამოწმეს; არ არის ღვთაება, გარეშე მისა, ძლევამოსილისა, ბრძენისა.“
მნიშვნელობა: ალლაჰის გარდა სხვა ჭეშმარიტი ღვთაება არ არსებობს.
ლაა ილაჰა: ალლაჰის გარდა სხვა სათაყვანებლების უარყოფა.
ილლა ალლაჰ: ამტკიცებს, რომ თანაზიარის გაჩენის გარეშე მსახურება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰზე სრულდება. ასევე, მას ქონებაში თანაზიარი არ ჰყავს. ამის თაფსირს ალლაჰის შემდეგი სიტყვები აკეთებს: „43/26. და აკი, უთხრა იბრაჰიმმა თავის მამას და თავის ხალხს: „უეჭველად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც ეთაყვანებით,
27. გარდა, რომელმაც გამაჩინა. უეჭველად, იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზას!
28. და დაადგინა იგი სიტყვად მარადიულად მის შემდგომში (1) (შთამომავლობაში), ეგების უკუმოიქცნენ!“
ასევე, ამის თაფსირს ალლაჰის შემდეგი სიტყვებიც აკეთებს: „3/64. უთხარი (ო,მუჰამმედ!): ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! მოდით ერთ სიტყვაზე, საერთოზე თქვენთვის და ჩვენთვის, რომ არ ვცეთ თაყვანი არავის, გარდა ალლაჰისა, და არ გავუჩინოთ მას თანაზიარი, და არ დავიდგინოთ რომელიმე ჩვენგანმა ღმერთებად, მაგიერ ალლაჰისა. და თუ სახეს იბრუნებენ, უთხარი მათ: „დაამოწმეთ (მოწმე იყავით), რომ ჩვენ მუსლიმნი (1) (ალლაჰის მორჩილნი, ალლაჰს მინდობილები ვართ) ვართ.“
არგუმენტი იმის, რომ მუჰამმედი (ს.ა.ვ) ალლაჰის შუამავალია: „9/128. ვფიცავ, თქვენთან მოვიდა შუამავალი თქვენივე წიაღიდან. მძიმეა მისთვის, რომ თქვენ განსაცდელში ხართ. გული შესტკივა თქვენზე. მიმტევებელი და მწყალობელია მორწმუნეებისადმი!“
მნიშვნელობა იმის, რომ მუჰამმედი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ალლაჰის შუამავალია: მის ბრძანებებზე მორჩილება, გამოცხადებებზე დამოწმება, აკრძალვებისგან შორს ყოფნა და ალლაჰზე იმ ფორმით თაყვანისცემა, რა ფორმითაც მან გვასწავლა.
ნამაზის, ზექათისა და თავჰიდის თაფსირის არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „98/5. მათ არ ბრძანებიათ სხვა რამ, გარდა მრავალღმერთიანობისგან შორს, გულწრფელად თაყვანისცემა ალლაჰისა; და აღევლინათ ლოცვა და გაეღოთ ზექათი, და სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება!“
მარხვის არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა: „2/183. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა მარხვა, როგორც სავალდებულო იყო მათთვის, ვინც თქვენ უწინარეს იყო, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისგან.“
ჰაჯობის არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა: „3/97...ალლაჰი ავალდებულებს ადამიანს, ვისაც ძალა (4) (ვისაც შეუძლია მოიძიოს გადასაადგილებელი საშუალება და ასევე საგზალი.) შესწევს, გაემგზავროს და მოინახულოს ეს სახლი. და ვინც უარყო (5) (და ვინც უარყო სავალდებულო მოგზაურობის შესრულების აუცილებლობა, ვინაიდან, თუკი ადამიანს ძალუძს მექას მონახულება და ამას არ იწამებს, სასტიკად დაისჯება და რწმენიდან გაირიცხება), უეჭველად, ალლაჰი მდიდარია სამყაროებსა ზედა.“



[1] ალლაჰზე გულწრფელად მსახურება.