10 August 2019

ნაწილი 4. არსებობს თუ არა ეგრეთ წოდებული ვაჰჰაბიზმი?

ოთხივე მეზჰების იმამების მიხედვით, წვერის გაპარსვა ჰარამი, ხოლო გამპარსავი ფასიყია (მოურიდებლად ცოდვის ჩამდენი).
“ალ-მენჰელუ’ლ-აზბულ’ლ-მევრუუდ ფიი შერჰ-ი სუნენ-ი ებუუ დავუდ” სახელობის ნაშრომის მქონე, შეიხ მუჰამმედ ალ-ჰატტაბი ამბობს: “წვერის გაპარსვა მუჯთეჰიდი[1] იმამების: იმამ ებუ ჰანიფეს, იმამ მალიქის, იმამ შააფის, იმამ აჰმედ ბინ ჰანბელისა და სხვა დიდი ‘ალიმების მიხედვით ჰარამია.”
“ამ ბოლო დროს ბევრმა სამეცნიერო ნაშრომებით დაკავებულმა პირმა წვერი გაიპარსა და ულვაშები გამოუშვა; მათ შორის ზოგიერთები ქააფირებს (ურწმუნოებს) დაემსგავსნენ და ულვაშების კიდურებიც დაიმოკლეს, ცხვირის ქვედა ნაწილი კი დაიტოვეს; ამგვარად, უვიცთა უმრავლესობა მათი შემხედვარე მოტყუვდა.”
იბნი ჰაზმი “მუჰალლა” სახელობის წიგნში ამბობს: „ულვაშების დამოკლება და წვერის გამოშვება ფარძია. ამის არგუმენტი იბნი ომერის (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) მიერ მაღალი ხარისხით გადმოცემული ჰადისია: ‘მუშრიქთა საპირისპიროდ მოიქეცით, ულვაშები დაიმოკლეთ და წვერი გამოუშვით.”[2]
“ალ-იბდა’ ფიი მადარრილ-იბთიდა” სახელობის ნაშრომის ავტორი ამბობს: “ოთხი დიდი მეზჰების იმამები ერთხმად ეთანხმებიან იმ აზრს, რომ წვერის გაშვება ვააჯიბი, ხოლო გაპარსვა ჰარამია.“
იმამი ებუ ჰანიფე “ალ-დურრუ’ლ-მუჰთარ” სახელობის წიგნში თავის აზრს შემდეგნაირად გამოხატავს: „მუსლიმანისთვის წვერის გაპარსვა ჰარამია.“
“ნიჰაე” სახელობის წიგნში კი შემდეგნაირადაა გადმოცემული: “წვერის ერთი ხელის მოდებისოდენაზე მეტის მოჭრა ვააჯიბია. მაგრამ ერთი ხელის მოდებისოდენაზე უფრო ნაკლების დატოვება და ქალის მსგავსი ცხოვრების სტილის აღება არცერთ აღმოსავლელ ‘ალიმს მუბაჰად (ნებადართულად) არ ჩაუთვლია. წვერის მთლიანად მოპარსვა კი ინდოელების, ებრაელების, მაზდეანების და არამუსლიმანების საქმეა.“
მალიქი მეზჰების დიდი ‘ალიმები წვერის გაპარსვას ჰარამად თვლიან და ასევე დასძენენ, რომ თუ წვერი მოუხდენარი და ულამაზო იქნება მაშინ კაცმა უნდა შემოიკეთოს და ლამაზად დაიყენოს. ებულ ჰასენის “შერჰუ’რ-რისაალე” სახელობის ნაშრომში და განმარტებებში ამგვარადაა გადმოცემული. “შერჰ’ლ უბააბ” სახელობის ნაშრომში შაფი მეზჰების მოწინავე იმამების შეხედულებებია გადმოცემული. შეიხაან (ორი შეიხი ანუ იმამი რაფიღი და იმამი ნავავი) ამბობენ: „წვერის გაპარსვა მექრუჰია.“ ამ აზრს არ დაეთანხმა იბნირ-რაფიღა და შაფის “უმმ” სახელობის ნაშრომიდან არგუმენტით შეეწინააღმდეგა. ეზრაღი ამბობს რომ: “სინამდვილეში უმიზეზოდ მთლიანად გაპარსვა ჰარამია.” იბნი ყასიმ ალ-იბადის ზემოთ ხსენებულ ნაშრომის განმარტებაშიც მსგავსი შეხედულებაა მოხსენებული.
ჰანბელი მეზჰების მოწინავე იმამებსაც წვერის გაპარსვის ჰარამობის თაობაზე არგუმენტი მოჰყავთ. ამათგან ზოგიერთები “ყველაზე უფრო მხარდასაჭერი შეხედულება ისაა, რომ წვერის გაპარსვა ჰარამიაო ამბობენ.” გარდა ამისა “შერჰუ’ლ-მუნთეჰა”, “შერჰუ მანზუმეთი’ ლ-აადააბ” და სხვა ნაშრომებს თუ გადავხედავთ იგივე აზრი თვალნათლივ ჩანს.



[1] რელიგიური პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ საკითხის შესახებ არსებული არგუმენტების გამოკვლევის საფუძველზე ჰუქმს (განჩინებას) გამოსცემს.
[2] მუსლიმ, ტაჰარე, 2/16, ჰადისის ნომერი 53.