28 August 2019

ნაწილი 5. სამი საფუძველი და ოთხი ყაიდა


მესამე საფუძველი: შუამავალ მუჰამმედის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ცნობა

ჩვენი შუამავალია მუჰამმედ ბინ აბდულლაჰ ბინ აბდულმუტალიბ ბინ ჰაშიმ.
ჰაშიმი ყურეიშელების ოჯახიდანაა, ყურეიშელები არაბებიდან არიან, არაბები კი იბრაჰიმ შუამავლის (‘ალეისალამ) შვილის, ისმაილის (‘ალეისალამ) შთამომავლები არიან. ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შუამავლობა ორმოცი წლის ასაკში მიიღო და ოცდასამი წელი შუამავალი იყო. სამოცდასამი წლის ასაკში კი გარდაიცვალა.
„ალაყ“ სურას პირველი აიათით „იყრა/წაიკითხე“ გადამცემი (ნები), ხოლო მუდდესსირ სურას პირველი აიათით შუამავალი (რესულ) გახდა.
ის მექქაში ცხოვრობდა. შემდეგ კი, მედინაში გადასახლდა. უზენაესმა ალლაჰმა შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) იმისთვის გამოგზავნა, რომ ხალხი შირქისგან (მრავალღმერთიანობისგან) გაეფრთხილებინა და თავჰიდისკენ (ერთღმერთიანობისკენ) მოეწოდებინა. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია:
„74/1. ჰეი შენ, სამოსში გახვეულო!
2. წამოდექი და შეაგონე!
3. და ადიდე ღმერთი შენი!
4. და შენი სამოსი განიწმინდე,
5. და განერიდე სიბილწეს!
6. ნუ გაზრდი შენს მიერ გაკეთებულ სიკეთეს დაყვედრების მიზნით,
7. და მოითმინე შენი ღმერთის კმაყოფილებისთვის!“
„წამოდექი და შეაგონე“-ს მნიშვნელობა: ადამიანები შირქისგან გააფრთხილე და მათ ერთღმერთიანობა მოუწოდე.
ადიდე შენი ღმერთი“-ს მნიშვნელობა: თავჰიდით ალლაჰი განადიდე.
„განიწმინდე სამოსი“-ის მნიშვნელობა: შენი ქმედება შირქისგან გაასუფთავე.
„განერიდე სიბილწეს“-ის მნიშვნელობა: სიბილწე კერპია. მათგან განრიდება კი, კერპისა და მისი მიმდევრების მიტოვებაა.
ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ათი წლის განმავლობაში ადამიანებს თავჰიდი მოუწოდა. ათი წლის შემდეგ  ცად ამაღლდა (მირაჯ), სადაც ხუთი დროის ნამაზი ფარძად დაწესდა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სამი წლის განმავლობაში ნამაზი მექქაში შეასრულა, შემდეგ კი მედინაში გადასახლება (ჰიჯრეთი) ებრძანა.
ჰიჯრეთი შირქის მიწიდან ისლამის მიწაზე გადასახლებას ნიშნავს. ყოველი მუსლიმანისთვის შირქის მიწიდან ისლამის მიწაზე ჰიჯრეთის შესრულება ფარძია. ჰიჯრეთი ყიამეთის (წარღვნის) დღემდე გაგრძელდება. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა:
„4/97. უეჭველად, როცა ანგელოზებმა მიიბარეს ისინი, რომელნიც საკუთარ თავს ვნებდნენ (1) (ვინც ჰიჯრა არ გააკეთა და ურწმუნოებთან დარჩენა არჩია), შეეკითხნენ: რითი იყავით დაკავებული (2) (რას აკეთებდით რწმენისათვის)? მიუგეს: უძლურნი ვიყავით მიწაზე (3) (მექაში)! უთხრეს: განა არ იყო ალლაჰის მიწა იმდენად ვრცელი, რომ სხვაგან გადასახლებულიყავით (4) (როგორც ეს გააკეთეს სხვა დანარჩენმა, გადასახლდნენ ეთიოპიაში და მედინაში)? აი ისინი, რომელთა თავშესაფარი ჯოჯოხეთია. და რა საძაგელი თავშესაფარია?!
98. გარდა უძლური კაცებისა, ქალებისა და ბავშვებისა, რომელთაც არ ძალუძთ იღონონ რამე და არცა შეუძლიათ გზას დაადგენ (1) (რომ გადასახლდნენ მექადან სხვაგან სადმე),
99. ეგების მიუტევოს ალლაჰმა მაგათ; ალლაჰი ხომ შემნდობია, შემწყნარებელია!“
ასევე:
„29/56. ჰეი, მორწმუნე მსახურნო ჩემნო! უეჭველად, ვრცელია ჩემი მიწები. მაშ, მხოლოდ მე მეცით თაყვანი!“
ბეღავიმ (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „აიათის მოვლენის მიზეზი მექქაში დარჩენილი და ჰიჯრეთის არ შემსრულებელი მუსლიმანები არიან. ალლაჰმა მათაც „მორწმუნეებო“-თი მიმართა.“
ჰიჯრეთის შესახებ სუნნეთში არსებული არგუმენტი კი შემდეგია: „თავბის (მონანიების) კარების დაკეტვამდე ჰიჯრეთის კარები არ დაიხურება. მონანიების კარები კი მანამ არ დაიხურება, სანამ მზე დასავლეთიდან არ ამოვა.“[1]
შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მედინაში, როდესაც ჩავიდა, ზექათი, მარხვა, ჰაჯობა, ჯიჰადი, ეზანი, სიკეთისკენ მოწოდება და ცუდის აკრძალვა, ასევე, ისლამის სხვა დანარჩენი წესების შესრულება ბრძანა. ამგვარად ათი წელი გავიდა. შემდეგ კი შუამავალი გარდაიცვალა, თუმცა მისი რელიგია (ისლამი) მუდმივია. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უმმეთს (საზოგადოებას) ყველაფერი კარგი მოუწოდა და ყველაფერი ცუდი აუკრძალა. მის მიერ მოწოდებული სიკეთე არის თავჰიდი და ყველაფერი ის, რაც ალლაჰის კმაყოფილების მომპოვებელია. აკრძალული კი, ყველაფერი ის, რაც ალლაჰის მიერ მოუწონარი და მიუღებელია.
ალლაჰმა მუჰამმედ შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) კაცობრიობისთვის და ჯინებისთვის გამოგზავნა. ადამიანისა და ჯინისთვის შუამავალზე მორჩილება ფარძად დააწესა. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „7/158. უთხარი (1) (შენ, ჰეი მუჰამმედ): ჰეი, ადამიანებო! უეჭველად, მე ვარ ყველა თქვენგანისთვის შუამავალი ალლაჰისა, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა...“
უზენაესმა ალლაჰმა რელიგია მუჰამმედ შუამავლის საშუალებით დაასრულა. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „5/3... დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული თქვენთვის, სრულად გიბოძეთ წყალობა ჩემი და ავირჩიე ისლამი თქვენს სარწმუნოებად....“
დალილი იმისა, რომ ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გარდაიცვალა, ალლაჰის შემდეგი სიტყვებია:
„39/30. უეჭველად, შენ მოკვდები და უეჭველად, ისინიც მოკვდებიან!
31. მერე უეჭველად, აღდგომის დღეს თქვენ თქვენივე ღმერთის წინაშე განისჯებით!“
ადამიანები სიკვდილის შემდეგ ისევ გაცოცხლდებიან. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა: „20/55. მისგან (1) (მიწისგან) გაგაჩინეთ თქვენ და მასშივე დაგაბრუნებთ (2) (სიკვდილის შემდეგ საფლავში) და მისგან გამოგიყვანთ (3) (აღდგომის დროს) კიდევ ერთხელ!“
ასევე:
„71/17. და ალლაჰმა გაგაჩინა თქვენ მიწისგან მცენარედ,
18. მერე დაგაბრუნებს თქვენ იქ და გამოგიყვანს იქიდან.“
ადამიანები და ჯინები აღდგომის შემდეგ ნამოქმედარის მიხედვით განიკითხებიან და სამაგიეროს მიიღებენ. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „53/31. ალლაჰს ეკუთვნის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რათა მიუზღოს იმათ, რომელთაც სიავე ჰქმნეს იმით, რაც ჩაიდინეს და მიუზღოს იმათ, რომელთაც სიკეთე ჰქმნეს, საუკეთესოთი.“
ის, ვინც სიკვდილის შემდეგ გაცოცხლებას უარყოფს, ქააფირი (ურწმუნო) გახდება. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „64/7. ჰგონიათ, რომელთაც ურყვეს, რომ არ იქნებიან გაცოცხლებულნი. უთხარი: „არამც და არამც! ვფიცავ ჩემს ღმერთს, უთუოდ, გაცოცხლდებით, მერე უსათუოდ გეცნობებათ იგი, რასაც სჩადიოდით, და ეს იოლია ალლაჰისთვის!“
ალლაჰმა ყოველი შუამავალი მახარობლად და გამფრთხილებლად მოავლინა. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „4/165. და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების (წარგზავნის) შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება (სათქმელი) ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.“
პირველი შუამავალი ნუჰი, ბოლო კი მუჰამმედია. ამის არგუმენტი შემდეგია: „4/163. უეჭველად, ჩვენ შენ შთაგაგონეთ, როგორც ნუჰს შთავაგონეთ და შუამავლთ მის შემდგომ...“
ალლაჰმა ყოველ უმმეთს ნუჰიდან მუჰამმედამდე შუამავლები გამოუგზავნა, რათა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს. ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა: „16/36. და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს...“
ალლაჰმა ყველა მსახურს ტაღუთის უარყოფა და ამგვარად ალლაჰის დაჯერება უბრძანა.
იბნი ყაიიმმა (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „ტაღუთი არის: ყველა ის სათაყვანებელი, რაც/ვინც მსახურს ზღვარის გადალახვაში ხელს უწყობს. ტაღუთი ბევრია, მათი თავი კი შემდეგი ხუთია:
1-      იბლისი ანუ ეშმაკი (ალლაჰმა დაწყევლოს იგი).
2-      პიროვნება, რომელიც საკუთარ თავზე მსახურებას ითხოვს და კმაყოფილია ამით.
3-      პიროვნება, რომელიც საკუთარი თავზე მსახურებისთვის სხვას მოუწოდებს.
4-      პიროვნება, რომელიც აცხადებს, რომ დაფარული უწყის.
5-      პიროვნება, რომელიც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა მოავლინა (ანუ ის, ვინც ალლაჰის შარიათით არ მოქმედებს).
ამის დალილი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „2/256. იძულება არაა სარწმუნოებაში. ჭეშმარიტი გზა ნათლად გამოირჩა ცდომილისგან. მაშ, ვინც უარყოს ტაღუთი (ეშმაკი და ეშმაკისეული გზა) და იწამოს ალლაჰი, უეჭველად, ის მყარ საყრდენს არის ჩაჭიდებული, რომლის ნგრევა შეუძლებელია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.“
აი ეს აიათი „ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“-ის მნიშვნელობაა.
ერთ-ერთ ჰადისში ნათქვამია: „საფუძველი ისლამი, ბოძი ნამაზი, მწვერვალი კი ალლაჰის გზაზე ჯიჰადია.“[2]
უკეთესად ალლაჰმა უწყის. სალამი და დალოცვა მუჰამმედს, მის ოჯახს და საჰაბეებს.



[1] მუსლიმ.
[2] სუნენი თირმიზი, ჰადისის : 2558; სუნენი იბნი მაჯე, ჰადისის : 63.