30 January 2021

5.4: სწავლულების ზოგიერთი გამონათქვამები, რომლებიც „ცოდნის მიღების შესაძლებლობა“-ს ეხება

 4.        ყადი შიჰაბუდდიინ ალ-ყაარააფიი ალ-მაალიქიი (რაჰიმაჰულლაჰ)

ნაწარმოებში, რომლის სახელია „ალ-ფარუყ“, იგი ამბობს: „93-ე განსხვავება: წესებს ‘ღვთიმსახურებებში დავიწყება არ განიკიცხება, უცოდინრობა კი განიკიცხება’ შორის განსხვავება (მაშინ როცა ორივე მათგანის მიერ შესრულებული ქმედება უცოდინრობას ეფუძნება) შემდეგია: ღაზზაალი ნაწარმოებში, რომლის სახელია „ილიააუ ულუუმი’დ-დიინ“, ხოლო შაფიი ნაწარმოებში, რომლის სახელია „არ-რისალე“, გადმოსცემს: ‘პიროვნებისთვის დასაშვები არ არის რომელიმე ქმედების შესრულება მანამ, სანამ შესასრულებელი ქმედების შესახებ ალლაჰის მიერ დაწესებულ ჰუქმებს არ გაიგებს... შესასრულებული ქმედების ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, მაგ. ადამიანი ნამაზის მიმართ უცოდინარი თუ იქნება, მაშინ ის ამბოხებულად ჩაითვლება, რადგან მან ცოდნა მიატოვა. ამგვარი პიროვნება მსგავსია პიროვნებისა, რომელმაც ცოდნის მიღების შემდეგ დაკისრებული ვალდებულება საკუთარი ნებით მიატოვა. ამ საკითხში იმამ მალიქის შეხედულებაც ეს არის ანუ ნამაზის შესახებ უცოდინრობა იგივეა, რაც საკუთარი ნებიდან გამომდინარე უცოდინრობა. ამ საკითხში უცოდინარი ადამიანი მავიწყარა კი არა, არამედ საკუთარი ნებით მიმტოვებელი ადამიანის მსგავსია.

რაც შეეხება მავიწყარა ადამიანს: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) ჰადისის მიხედვით, ამგვარი პიროვნების მდგომარეობა ნაპატიებია: „ჩემი უმმეთიდან შეცდომით, დავიწყებითა და იქრაჰის ქვეშ შესრულებული ქმედების პასუხისმგებლობა გაუქმებულია.“

უმმეთის იჯმაა იმასთან დაკავშირებით, რომ დავიწყების შემთხვევაში პასუხისმგებლობა უქმდება. პირველი განსხვავება ეს არის.

რაც შეეხება მეორე განსხვავებას: დავიწყება არის ის, რაც ადამიანის ხელიდან არ გამომდინარეობს, მისი ცოდნით აღკვეთა შეუძლებელია. უცოდინრობის დაძლევა კი, ცოდნის მიღებით შესაძლებელია. აი ამ ორი სხვაობით დავიწყებასა და უცოდინრობას შორის განსხვავება გასაგები ხდება.“

შემდეგ ყარაფიმ თქვა: „94-ე განსხვავება: მდგომარეობები, რა დროსაც უცოდინრობა საპატიოა და მდგომარეობები, რა დროსაც უცოდინრობა საპატიო არ არის: არსებობს მდგომარეობები, რომელზეც ნება ალლაჰმა გასცა და რა დროსაც მოქმედი პირის მდგომარეობა საპატიოა. ასევე, არსებობს მდგომარეობები, რომლებიც ალლაჰის მიერ დადგენილ უცოდინრობის მდგომარეობებს განეკუთვნება, თუმცა მოქმედი პირის მდგომარეობა საპატიო არ არის. ნაპატიებია უცოდინრობა, რომლის თავიდან აცილება ზოგადად შეუძლებელია. ხოლო, უპატიებელია უცოდინრობა, რომლისგანაც თავის დაღწევა მარტივი და შესაძლებელია.“[1]

ასევე, ყარაფი ამბობს: „შარიათული წესი გვიჩვენებს, რომ პასუხისმგებელი პირისთვის უცოდინრობის გაქარწყლების შესაძლებლობა თუ არსებობს, მაშინ უცოდინრობა საპატიო მიზეზი ვერ იქნება. ალლაჰმა თავის ქმნილებებთან შუამავლების საშუალებით შეტყობინება გაგზავნა, რითაც ცოდნის მიღება და მის მიხედვით მოქმედება სავალდებულო გახადა. ის, ვინც ცოდნის მიღებითა და ქმედების მიტოვებით უცოდინარი დარჩება, მაშინ ორი სავალდებულო რამის მიტოვების გამო ამბოხებული და ცოდვილი იქნება. თუ შეისწავლის და ამელს (ქმედებას) მიატოვებს, მაშინ ერთი სავალდებულოს მიტოვებით ამბოხებული და ცოდვილი იქნება. ხოლო, თუ თან ისწავლის და თან იმოქმედებს, მაშინ გადარჩენილი იქნება.“[2]

წიგნის განმმარტებელი ამბობს: „შარიათული წესი გვიჩვენებს, რომ უცოდინარს თავისი უცოდინრობის გაქარწყლება თუ შეუძლია, მაშინ მისი უცოდინრობა მისთვის საპატიო არ არის. განსაკუთრებით მაშინ თუ დიდი დროა გასული, რადგან შეიძლება ერთ დღეს არ იცოდეს, მეორე დღეს კი იცოდეს.“[3]

„განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი დროა გასული“ - ამ სიტყვების არგუმენტი შემდეგი აიათია:

35/37. და მოთქვამენ: „ღმერთო ჩვენო! გამოგვიყვანე აქედან და ვიქმთ სიკეთეს და არღა ვიქმთ, რასაც ვაკეთებდით“. განა თქვენთვის არ გვიბოძებია საკმაო სიცოცხლე იმისათვის, რომ შეგეგონებინათ იმათ მსგავსად, ვინც შეიგონა? და თანაც თქვენთან შემგონებელი მოვიდა. მაშ, იგემეთ, რამეთუ არ ჰყავთ უსამართლოებს მეოხე!”

5.        აბუ ჰამიდ ალ-ღაზზალი (რაჰიმაჰულლაჰ)

„უცოდინრობის საფუძველზე რომელიმე ცოდვის საშუალებით სიქველის (სიკეთის) შემსრულებლის მდგომარეობა საპატიო არ არის. თუმცა, თუ ისლამში ახალად შევიდა და დრო ვერ ნახა შესწავლისთვის, მაშინ მისი მდგომარეობა საპატიოდ მიიჩნევა. ალლაჰი ბრძანებს: ‘16/43. თუ თქვენ არ იცით, მაშ, ჰკითხეთ მცოდნეებს.’[4]

6.        იბნ ყუდამე ალ-ჰანბელი (რაჰიმაჰულლაჰ)

„სიკვდილით არ დაისჯება ის, ვისაც მრუშობის ჰარამობის შესახებ არ ეცოდინება და ისე იმრუშებს. ომარმა, ოსმანმა, ალიმ და სწავლულებმა თქვეს: ‘სიკვდილით დაისჯება მხოლოდ ის, ვინც იცის. მრუში თუ განაცხადებს, რომ მრუშობის ჰარამობის შესახებ არაფერი იცოდა და თუ დადგინდება მისი ისლამში ახალად შესვლა ან მოშორებულ ადგილას ცხოვრება, მაშინ მისი მიზეზი მიიღება, რადგან შესაძლებელია, რომ იგი სიმართლეს ამბობდეს. ხოლო პიროვნებისთვის, რომელიც მუსლიმანებს შორის ცხოვრობს, ასეთი ინფორმაციის საიდუმლოდ დარჩენა შეუძლებელია, რის გამოც მისი განაცხადი - მე არ ვიცოდი - არ მიიღება, რადგან შეუძლებელია ის ფაქტი, რომ მრუშობის ჰარამობა მას არ გაეგო. ამგვარად დადგინდება, რომ იგი ტყუის. ასევე, თუ განაცხადებს, რომ აკრძალული გზებით გაკეთებული ნიქაჰის მიუღებლობა არ იცოდა, მაშინ მისი სიტყვა მიიღება, რადგან ომარმა მიიღო იმ კაცის სიტყვები, რომელმაც „იდდეთ“-ის (დაყოვნების პერიოდი)[5] დროს შესრულებული ნიქაჰის ჰარამობის შესახებ არ იცოდა. ამგვარი მდგომარეობები უმრავლესობისთვის დახურულია, ვინაიდან ამის ცოდნა სწავლულის ხელშია.“[6]

7.        იბნ რეჯებ ალ-ჰანბელი (რაჰიმაჰულლაჰ)

„დარულ-ისლამში მუსლიმანებს შორის მცხოვრები ადამიანი თუ იმრუშებს, შემდეგ კი განაცხადებს, რომ მან მრუშობის ჰარამობის შესახებ არ იცოდა, მისი განაცხადი არ მიიღება, რადგან მიუხედავად იმისია, რომ მისი „ასლი“[7] უცოდინრობაა, რეალობა და გარემო საპირისპიროს აჩვენებს.“[8]

სიტყვები „გარემოება (ზახირ)“ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ის მუსლიმანებს შორის ცხოვრობდა და შესაძლებლობა ჰქონდა მრუშობის ჰარამობის შესახებ ინფორმაცია მიეღო. ხოლო, სიტყვები „მიუხედავად იმისა, რომ ასლი უცოდინრობაა“, ამ თემაზე წინა თავებში ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ადამიანის პირველი მდგომარეობა უცოდინრობაა ანუ ის, უცოდინარი იბადება.

8.        სუიუტი (რაჰიმაჰულლაჰ)

„ვისი უცოდინრობის შესახებ განაცხადი მიიღება და ვისი არა: საპატიო არ არის ისეთი ჰარამების უცოდინრობა, რომელიც ხალხთა უმრავლესობის მიერ ცნობილია. თუმცა, გამონაკლისია ისლამში ახალად შესულის მდგომარეობა ან ის, ვინც მოშორებით ცხოვრობს  და არ იცის მრუშობის, კაცის მოკვლის, ქურდობის, ალკ. სასმელების, ნამაზის შესრულების დროს საუბრის, მარხვის დროს ჭამისა და მსგავსი საკითხების ჰარამობის შესახებ.“[9]

9.        იბნ ჰაჯერ ალ-ჰეითემი (რაჰიმაჰულლაჰ)

„ჩვენი აზრით პიროვნების ადგილმდებარეობა - მუსლიმანებისგან შორს მცხოვრები, სადაც გამორიცხულია ის ფაქტი, რომ მას მუსლიმანებთან მისვლით ცოდნის მიიღება შეუძლია, თუმცა ამას არ აკეთებს - ან ისლამში ახალად შესული თუ იქნება, მაშინ მისი უცოდინრობა საპატიოდ ჩაითვლება და მის მიმართ ჰუჯჯათი შესრულდება. ამის შემდეგ, ისევ იგივე სიტყვას თუ დაუბრუნდება, მაშინ ქააფირი გახდება. ასევე, იგივე მდგომარეობაა მის შესახებ, ვინც საკუთარ მდგომარეობას სწორად მიიჩნევს ან ამით კმაყოფილია.“[10]

10.        შეიხ მუჰამმედ იბნ აბდულვაჰჰაბ (რაჰიმაჰულლაჰ)

„გასაკვირია ის თუ როგორ შეგაქვთ ეჭვი ჯერ კიდევ ამ საკითხში. მაშინ, როცა მე თქვენ რამოდენიმეჯერ აგიხსენით: თაქფირი არ კეთდება მანამ, სანამ არ ისწავლის - ისლამში ახალად შესული, შორს უდაბნოში მცხოვრები, რომლის მიმართაც ჰუჯჯათი არ შესრულებულა, ისეთი თემების უცოდინარი, რომელიც დახურულია. ხოლო, რაც შეეხება საფუძვლებს, რომლებიც ალლაჰის მიერ ცხადადაა ნათქვამი და რომელიც მის წიგნში ნათლადაა გადმოცემული: ამ საკითხში ალლაჰის ჰუჯჯათი ყურანია. ყურანი ვისთანაც მიღწეულია, ის უკვე შეგონებულია.“[11]

ეს სიტყვები ზღვარს უვლებს მის მიერ ნათქვამ სხვა სიტყვებს, რომლებიც უცოდინრობის გამართლებას ეხება.

11.        უსთად აბდულყაადირ უდეჰ (რაჰიმაჰულლაჰ)

„თემექქუნის“ წესს შემდეგნაირად განმარტავს:

„ისლამის შარიათის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი შემდეგია: დამნაშავემ შესრულებული ქმედების ჰარამობის შესახებ თუ იცის, მაშინ ის შესრულებულ ქმედებაზე პასუხისმგებელია. თუ არ იცის, მაშინ პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ცოდნისთვის კი, ცოდნის მიღების შესაძლებლობა საკმარისია. პიროვნება, რომელიც მიღწეულია გარდატეხის ასაკამდე და რომელიც გონიერია, ცოდნის მიღების შესაძლებლობა თუ ექნება, გინდ არგუმენტებთან მიღწევა იყოს გინდ ვინმეზე შეკითხვა, რომელიც ინფორმაციას ფლობს, მაშინ ასეთი ადამიანის უცოდინრობა და ამის მიზეზად გამოყენება მიღებული არ იქნება. ყოველივე ამის გამო, სწავლულებმა თქვეს: ‘დარულ-ისლამში ჰუქმების არცოდნა საპატიო არ არის.’

პასუხისმგებელი პირი მცოდნედ ჩაითვლება თუ მას ცოდნის მიღების შესაძლებლობა ექნება. მანამ, სანამ ადამიანებს ცოდნის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ჰარამობის შესახებ საერთოდ რომც არ იცოდნენ ან ცოტა იცოდნენ, მათი მდგომარეობა ჩაითვლება ისე, თითქოს ისინი მცოდნენი არიან.... აი ეს არის შარიათის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც გამონაკლისი არ აქვს. სწავლულებმა მოშორებით მცხოვრებთათვის, რომლებსაც მუსლიმანებთან შეხება არ აქვთ და ასევე, ისლამში ახალად შესულთა უცოდინრობა საპატიოდ იმიტომ მიიჩნიეს, რომ მათი ეს შეხედულება ეყრდნობა საფუძველს, რომლის მიხედვითაც მანამ, სანამ პიროვნებისთვის ცოდნის მიღება შესაძლებელი არ გახდება, მისთვის ჰარამობის უცოდინრობის პასუხისმგებლობა არ არსებობს. იმისათვის, რომ ცოდნის მიღება არ შეუძლიათ, არ განიხილებიან მათ მსგავსად, რომლებმაც შარიათის ჰუქმები იციან. ხოლო, ადამიანი, რომელიც მუსლიმანებს ან მცოდნე პიროვნებებს შორის ცხოვრობს და უცოდინრობას აცხადებს, მისი ეს განცხადება მიღებული არ არის...“[12]

12.        შეიხ შანქითი (რაჰიმაჰულლაჰ)

„ის, ვინც ცოდნის მიღების შესაძლებლობის მიუხედავად, დაუდევრად მოიქცევა და ადამიანის შეხედულებებს ალლაჰის ბრძანებებზე მაღლა დააყენებს, მაშინ მისი მდგომარეობა საპატიო არ არის.“[13]



[1] ალ-ფურუუყ, 2/148-150, დარულ მაარიფეს გამოცემა.

[2] ალ-ფურუუყ, 4/264.

[3] ალ-ფურუუყ, 4/289.

[4] იჰიააუ ულუუმი’დ-დიინ, 4/389.

[5] პერიოდი რა დროსაც ქალს არ შეუძლია გათხოვება.

[6] ალ-მუღნიი მეა’შ-შერხი’ლ-ქებირ, 10/156.

[7] საფუძველი ანუ ის, რომ ადამიანი უცოდინარი იბადება.

[8] იბნ რეჯებ, ალ-ყავააიდ, გვ: 343.

[9] სუიუტი, ალ-ეშბაჰუ ვე’ნ-ნაზააირ, გვ: 357-358, დარუ’ლ-ქითაბუ’ლ-არაბიია-ს გამოცემა, ჰ. 1407. ასევე იხ: ალ-მევსუათუ’ლ-ფიყჰიიე, 14/230.

[10] აზ-ზევააჯირ, 2/366, დარუ’ლ-მაარიფე-ს გამოცემა, ჰ. 1402.

[11] ად-დურერუ’ს-სენიიე ფი’ლ-ეჯვიბეთი’ნ-ნეჯდიიე, 8/90 და 9/28.

[12] აბდა’ულ-ყადიირ უუდეჰ, ათ-თაშრიუ’ლ-ჯინააი’ლ-ისლაამი, 1/430-431, დარუ’ლ-იჰიიაი თერასე’ლ-არაბიიე-ს გამოცემა, ჰ. 1405. ასევე, ამ სიტყვების მსგავსი გადმოცემულია: აბდულქერიმ ზეიდან, ალ-ვეჯიზუ ფი უსული’ლ-ფიყჰი, გვ: 76-77 და 112-114, მუესსესეთუ’რ-რესაილ-ის გამოცემა, ჰ. 1405; მუჰამმედ აბუ ზეჰრა, უსულუ’ლ-ფიყჰ, გვ: 347-352, დარუ’ლ-ფიქრი’ლ-არაბიიე-ს გამოცემა;

[13] შანქითი, ედვააუ’ლ-ბეიან, 7/554-555.