03 January 2021

5.1: ზომიერება მოპირდაპირე მხარის მიმართ რისალეთ ჰუჯჯათის შესრულებაში

 მდგომარეობებიდან ზოგიერთი, რის შესახებაც ალიმებმა (სწავლულებმა) თქვეს, რომ ჯაჰილობა (უცოდინრობა) საპატიო არ არის:

·         დარულ ისლამში მცხოვრებისთვის უცოდინრობა საპატიო არ არის

რადგან დარულ ისლამში ცოდნა გავრცელებულია. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებელ პირს ცოდნის მიღების შესაძლებლობა გააჩნია. ნათქვამია: ქააფირი დარულ-ჰარბში[1] მუსლიმანი, რომ გახდეს და დროის რაღაც მონაკვეთში ნამაზი არ ილოცოს, შემდეგ კი ნამაზის ვააჯიბობის შესახებ რომ გაიგოს, ასეთ დროს მისთვის გაცდენილი ნამაზი ანაზღარებას არ საჭიროებს. ხოლო, დარულ-ისლამში[2] რომ გამუსლიმანდეს (მსგავსად ისლამურ სახელმწიფოში გამუსლიმანებული ქააფირისა) და დროის რაღაც მონაკვეთში ნამაზი რომ არ შეასრულოს და შემდეგ კი დაიწყოს მისი შესრულება, ასეთ დროს გაცდენილი ნამაზი ანაზღაურებას საჭიროებს, რადგან მას შესაძლებლობა აქვს ნამაზის ვააჯიბობის (აუცილებლობის) გაგებისა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის დარულ-ისლამში ხედავს თუ როგორ ასრულებს ხალხი ნამაზს. ასე, რომ ნამაზის მიტოვებაზე პასუხისმგებელი თვითონაა და ნაკლიც მას ეკუთვნის. ამასთან ერთად, სწავლულებმა ზოგიერთი გამონაკლისი მდგომარეობის გათვალისწინებით თქვა, რომ დარულ-ისლამშიც შეიძლება უცოდინრობა საპატიო იყოს. ეს მდგომარეობები შემდეგია: ისლამში ახალად შესვლა და უდაბნოში ან რომელიმე მთის წვერზე დასახლება, რომლებსაც მუსლიმანებთან კავშირი არ აქვთ. ყველა ეს მდგომარეობა თუ გამონაკლისები უკავშირდება ცოდნის მიღების შესაძლებლობა/არ შესაძლებლობას. ზღვარი მხოლოდ დარულ-ისლამში ან დარულ-ჰარბში ყოფნა არ არის. თუმცა, ფაქტია ის, რომ დარულ-ისლამში ცოდნასთან მიღწევა შესაძლებელია, მეორე შემთხვევაში კი უცოდინრობაა გავრცელებული.

·         რელიგიის გარდაუვალ საკითხებში უცოდინრობა საპატიო არ არის

ცოდნა, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა იგივე დროსა და ადგილას ფლობს. მათი უცოდინრობა არავისთვის არ არის საპატიო, რადგან მათი მოპოვება მარტივი და შესაძლებელია. გარდაუვალი საკითხების ცოდნის აუცილებლობასთან ერთად ამბობენ, რომ დახურულ საკითხებში უცოდინრობა შესაძლებელია საპატიო იყოს, რადგან ყოველ ადამიანს არ შეუძლია ამ კატეგორიის ცოდნის მიღება.[3]

მდგომარეობები, რომლის შესახებაც ალიმებმა გვაცნობეს, რომ შესაძლებელია უცოდინრობა საპატიო იყოს:

- პიროვნება, რომელიც დარულ-ჰარბში გახდა მუსლიმანი და არ მოიძებნება ისეთი ვინმე, ვინც რელიგიას შეასწავლის: ამის მაგალითი „ნეჯაშია“. დარულ-ჰარბში რელიგიის მასწავლებელი რომ ყოფილიყო, მისი მდგომარეობა საპატიო აღარ იქნებოდა, რადგან ზღვარი მხოლოდ მიწის მდგომარეობა კი არა, ცოდნის მიღების შესაძლებლობის არსებობა/არ არსებობაა.

- ისლამში ახალად შესვლა: ამის დალილი კი ზათ’უ ანვათის ამბავია.

- ადამიანებისგან შორს, უდაბნოში ან მთის წვერზე ცხოვრება: ხალიფა ომარის დროს მცხოვრები ქალის მსგავსად, რომელმაც მრუშობა საკუთარი ენით აღიარა.

- მუსლიმანების დიდი ნაწილის მხრიდან უცნობი დახურული საკითხები.[4]

- რომელიმე ადგილას ცოდნის სიმწირე: საპატიოა ისეთი საკითხების უცოდინრობა, რისი შესწავლაც ფიზიკურად შეუძლებელია (სურვილისა და ძალისხმევის მიუხედავად). მსგავსად ზეიდ იბნ ნუფაილისა და ჰუზაიფას ჰადისისა.

ყველა ჩამოთვლილ მდგომარეობისთვის ზღვარი - ცოდნის მიღების შესაძლებლობის ქონა/არ ქონაა. პიროვნებას ცოდნის მიღების შესაძლებლობა თუ გააჩნია და მიუხედავად ამისა, მას არ მიიღებს, მაშინ ის საკუთარი უცოდინრობის პასუხისმგებელია და მისი მდგომარეობა საპატიო არ არის. ხოლო, ცოდნის მიღების შესაძლებლობა თუ არ გააჩნია, მაშინ მისი უცოდინრობა საპატიოა.



[1] მიწა, სადაც არამუსლიმანური კანონები ბატონობს.

[2] მიწა, სადაც ალლაჰის კანონი მოქმედებს.

[3] რელიგიის გარდაუვალი საკითხების შესახებ იხ: იბნ რეჯებ ალ-ჰანბელი, ჯამიუ’ლ-ილმი ვა’ლ-ჰიქემ, გვ: 59, მე-6 ჰადისის შერხი და იბნ თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა, 13/118.

[4] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 1/106, 4/54-55, 18/54-55.