16 January 2021

5.3: სწავლულების ზოგიერთი გამონათქვამები, რომლებიც „ცოდნის მიღების შესაძლებლობა“-ს ეხება

 3.    იბნუ’ლ-ყაიიმ (რაჰიმაჰულლაჰ)

„...ადამიანების მიმართ ალლაჰის ჰუჯჯათი შუამავლებით, წიგნების გარდმოვლენითა და მათთან მიღწევით სრულდება, მიუხედავად იმისა ისინი ცოდნას მიიღებენ თუ ვერა. მათ მიმართ იყამეთუ’ლ ჰუჯჯათი შესრულებულად ითვლება, რადგან ცოდნის მიღების შესაძლებლობა გააჩნიათ. ის, ვინც ალლაჰის ბრძანებებისა და აკრძალვების შესწავლის შესაძლებლობის მიუხედავად ცოდნას არ მიიღებს, (მაშინ მისი მდგომარეობა არასაპატიოა) რადგან მის მიმართ ჰუჯჯათი უკვე შესრულებულია.“[1]

„ვალდებულებების შესახებ ჰუქმები ცოდნის მიღების შესაძლებლობისა და ძალის მიხედვით იცვლება.“[2]

„თუ იკითხავენ: ‘როგორც აიათშია ნათქვამი - ისინი ფიქრობენ რომ სწორ გზაზე დგანან - პიროვნება საკუთარ თავს ჭეშმარიტ გზაზე თუ მიიჩნევს, მაშინ გზასაცდენილობის საკითხში მისი მდგომარეობა საპატიოა?’ შემდეგნაირად ვუპასუხებთ: ‘რომლებმაც ალლაჰის შუამავლის მოტანილს ზურგი შეაქციეს, საკუთარი თავი ჭეშმარიტ გზაზე რომც მიაჩნდეთ, მათი მდგომარეობა გამართლებული მაინც არ არის, რადგან ჭეშმარიტი გზისკენ მომპატიჟებლისგან ზურგი იქციეს და თავიანთი დაუდევრობის საფუძველზე საჭიროებისამებრ არ მოიმოქმედეს. ასეთ დროს, მათი გზასაცდენილობის მიზეზი დაუდევრობა და ზურგის შექცევაა. განსხვავებაა ამგვარ მდგომარეობას შორის და ისეთი პიროვნების მდგომარეობას შორის, ვისთანაც ჰუჯჯათი არ მისულა. ყურანში არსებული მუქარა პირველ ჯგუფს მოიცავს. ხოლო, რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ალლაჰი არავის დასჯის მანამ, სანამ ჰუჯჯათს არ მიუტანს.’“[3]

„გადმოცემულია შუამავლის სარწმუნო სიტყვები: ‘მას, ვინც გზასაცდენილობისკენ მოუწოდებს, მიმდევართა ცოდვა ისე დაეწერება, რომ მის მიმდევართა ცოდვებს არაფერი დააკლდებათ.’ ეს კი გვიჩვენებს, რომ მიმდევართა ქუფრი სწორედ მათზე გაყოლისა და მიბაძვის შედეგია. ასევე, გაუგებრობას ადგილი რომ არ ჰქონდეს, საჭიროა შემდეგი საკითხის განმარტება: განსხვავებაა მიმბაძველს, რომელიც ჭეშმარიტების შესწავლის შესაძლებლობის მქონე გზასაცდენილია და მას შორის, რომელსაც ამის არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია. დაკისრებული ვალდებულება შეუსრულებლად ეთვლება მას, ვისაც ცოდნის მიღების შესაძლებლობა გააჩნდა და შესაბამისი ძალისხმევა არ გამოიჩინა. ამის გამო ალლაჰის წინაშე ასეთი ადამიანი გამართლებული არ არის. ხოლო, რაც შეეხება მას, ვისაც არანაირად არ შეუძლია ცოდნის მიღება და რომელსაც შეკითხვისა და შესწავლის გზები მოჭრილი აქვს: ამგვარი ხალხი ორ ნაწილად იყოფიან:

პირველი: ის, ვისაც ჭეშმარიტ გზაზე ყოფნა სურს, უყვარს და ყველაფერს ურჩევნია იგი, თუმცა ფიზიკურად არ შეუძლია ჭეშმარიტების მოძებნა, გაგება ან ისეთი ადამიანის ნახვა, ვინც ჭეშმარიტი გზისკენ მიუთითებს. ამგვარი პიროვნების ჰუქმი მსგავსია ფათრათის დროს მცხოვრების ჰუქმისა, ვისთანაც ჰუჯჯათი არ მისულა.[4]

მეორე: გზასაცდენილი, ვისაც არ სურს ჭეშმარიტი გზა. ის, ვინც თავისი გზასაცდენილობით კმაყოფილდება.

პირველი ამბობს: ჰეი ჩემო ღმერთო, ამჟამინდელ ჩემ მდგომარეობაზე უკეთესი რომ ვიცოდე, უეჭველად მას ავირჩევ და წინას მივატოვებ. თუმცა, იმის გამო რომ ამჟამინდელის გარდა სხვა არაფერი ვიცი, უკეთესს ვერც ვასრულებ. ეს არის ის, რაც შემიძლია.

მეორე კატეგორიის ადამიანი კი, არსებულ მდგომარეობაზე კმაყოფილია. სხვა რამეს არც ირჩევს და არც მოითხოვს. მისთვის სულერთია ჭეშმარიტების გაგება შეეძლება თუ არა.

ამ ორი კატეგორიის ხალხიდან თითოეული ცოდნის მიღებაში უსუსურია. შემდეგი განსხვავების გამო ერთი მეორეზე არ შეიდარება: პირველი პიროვნება ფათრათის პერიოდში მცხოვრები რელიგიის მაძიებელია, რომელიც მთელ ძალისხმევას ხარჯავს, თუმცა ჭეშმარიტებას ვერ იპოვის, რის გამოც უცოდინარი დარჩება. მეორე კი არის ის, ვისაც ჭეშმარიტების მიგნება საერთოდ არ სურს, რელიგიას საერთოდ არ იკვლევს და ამგვარად შირქის გზაზე მოკვდება. ამ ორ უმწეოს შორის განსხვავება სწორედ ეს არის.

ამ საკითხის კარგად გაგება საჭიროა. ალლაჰი ყიამეთის დღეს საკუთარი ჰუქმითა და სამართლით განსჯის. ალლაჰი არ დასჯის მას, ვის მიმართაც შუამავლების საშუალებით ჰუჯჯათი არ შესრულებულა. ეს არის ზოგადი ჰუქმი, რომელიც მის გაჩენილთ ეხება. რაც შეეხება პიროვნებებს და იმას თუ რომლის მიმართ შეასრულა ალლაჰმა ჰუჯჯათი - აი ამ საკითხში ჩარევა შეუძლებელია. ასეთ დროს, პიროვნებისთვის ვალდებულებაა რწმენა იმისა, რომ ქააფირია ის, ვინც ისლამის გარდა სხვა რელიგიას წარმოადგენს და ის, რომ ალლაჰი მანამ არ დასჯის ვინმეს, სანამ შუამავლების საშუალებით ჰუჯჯათს არ მიუტანს. ზოგადი ჰუქმი ეს არის. პიროვნებების ჰუქმი კი ალლაჰთანაა. ახირეთისთვის განკუთვნილი ჯილდოსა და სასჯელის შესახებ ჰუქმებს ალლაჰი გასცემს.

რაც შეეხება ამქვეყნიურ (დედამიწისეულ) ჰუქმებს: ჰუქმი ადამიანების ნამოქმედარის (გარეგნობის) მიხედვით გაიცემა. მაგალითად, ქააფირების ბავშვები და მათ შორის მცხოვრები გიჟები ამქვეყნიური ჰუქმით ქააფირები არიან, რადგან მათი ჰუქმი მათი მეურვის მიხედვით გაიცემა.

ამგვარი დეტალური ახსნა-განმარტების შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხში გაუგებრობა აღარ იარსებებს.“[5]



[1] მედარიჯუ’ს-სალიყიინ, 1/239.

[2] ი’ლაამუ’ლ-მუვაქქინ, 4/220.

[3] მიფთაჰუ დარი’ს-საადე, გვ. 44.

[4] მთარგმნელის შენიშვნა: დედამიწიესული ჰუქმით ქააფირებად ითვლებიან, თუმცა არ დაისჯებიან მანამ, სანამ მათ მიმართ ჰუჯჯათი არ შესრულდება.

[5] თარიყუ’ლ-ჰიჯრეთეინ, გვ: 412.