19 January 2021

მოწაფეების აიათი

„5/112. და როცა მოწაფეებმა ჰკითხეს მარიამის შვილ ღისას: ‘შეუძლია შენს ღმერთს, რომ გარდმოავლინოს ზეციდან ჩვენდა სუფრა?’ მიუგო: ‘გეშინოდეთ ალლაჰის, თუკი ხართ მორწმუნენი!’

113. მიუგეს მათ: ‘გვსურს მივირთვათ მისგან, რათა ვიჯეროთ ჩვენი გულები და ვიცოდეთ, რომ რაც გვაუწყე სიმართლეა და ვიყოთ მოწმენი ამისა.’“

ამ აიათების გამოყენებით ამბობენ: „მოწაფეებმა ‘ისას (მშვიდობა მას) შუამავლობასა და ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვი შეიტანეს. მიუხედავად ამისა, მათზე თაქფირი არ გაკეთებულა ანუ მათი უცოდინრობა საპატიო აღმოჩნდა.“

აიათების გაგებისთვის საჭიროა არაბული ენისა და ტერმინოლოგიის კარგად ცოდნა. ვნახოთ, თუ როგორ გაიგეს სალაფმა სწავლულებმა ეს აიათი. სწავლულების შეხედულებების განხილვის დროს ყურადღება მიაქციეთ ორ რამეს:

ა) სწავლულთა უმეტესობამ ეს აიათი უცოდინრობასა და საპატიო მიზეზს რატომ არ დაუკავშირა?

ბ) ზოგიერთები ამტკიცებენ - „სალაფების ერთხმიანი აზრით უცოდინრობა საპატიოა“, თუ ეს ასეა, მაშინ რატომ განმარტავენ სალაფები დაწვრილებით ამ აიათებს? ამ საკითხში სალაფების იჯმა რომ ყოფილიყო, მაშინ მარტივად და მოკლედ იტყოდნენ, რომ ისინი (მოწაფეები) უცოდინრები იყვნენ და ამით დაასრულებდნენ საუბარს.

რაც შეეხება აიათის თაფსირს (განმარტებას):

აიშამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: „მოწაფეებს ეჭვი არ ჰქონიათ იმისა, რომ ალლაჰი სუფრას გარდმოავლენდა. მათ იკითხეს: ‘ღმერთისგან ისურვებ?’“[1]

აიშას (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) სხვა გადმოცემაში ნათქვამია: „მოწაფეები იმ დონეზე იცნობდნენ ალლაჰს, რომ მსგავს შეკითხვას - ‘ალლაჰს შეუძლია?’ - არ დასვამდნენ. მათ ‘ისას უთხრეს: ‘ღმერთს რომ სთხოვო შეგიძლია?’“[2]

ალიმ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: „სიტყვებში ’შეუძლია ღმერთს’ იგულისხმება ‘ღმერთი შეასრულებს შენ სურვილს?’“[3]

სუდდიმ თქვა: „მათ თქვეს: ‘შენ რომ სთხოვო შეასრულებს ღმერთი?’“[4]

საიდ ბინ ჯუბეირ: „მათ თქვეს: ‘შენ ისურვებ ღმერთისგან?’“[5]

ჰასან ალ-ბასრი: „ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვი არ შეპარვიათ. მათი შეკითხვა გამოცდის შეკითხვის მსგავსია. გარდმოავლენს? არ გარდმოავლენს? თუ გარდმოავლენს, მაშინ ჩვენთვის ისურვე.“

იმამ ბაღავის თაფსირში: „...აიათის მნიშვნელობა შემდეგია: ‘შენ შესთხოვ ღმერთს?’. სხვებმა კი სხვანაირად წაიკითხეს. ასე, რომც იყო მათ ეჭვი არ შეუტანიათ. არამედ იკითხეს: ‘გარდმოავლენს? თუ არ გარდმოავლენს?’ ან მნიშვნელობა ასეთია: ‘შენ რომ სთხოვო შეგისრულებს?’“

იბნ ჯავზი „ზადულ მესირ“-ის თაფსირში გადმოსცემს: „მნიშვნელობა შემდეგია: ‘ღმერთი შეგისრულებს?’ ან ‘შენ ისურვებ?’. შემდეგ კი ამბობს: „ზოგიერთმა იფიქრა, რომ მათი რწმენა ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი. არგუმენტად კი, ‘ისას სიტყვები მოჰყავთ: „გეშინოდეთ ალლაჰის.“ ანუ ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ ალლაჰის ძლევამოსილებაში ეჭვი შეიტანეს... სარწმუნო და სწორი განმარტება კი, პირველია...“

იბნი ჯავზი: „იბნუ’ლ ენბარი ამბობს: ‘არავის ეკადრება ის, რომ მოწაფეებს ალლაჰის ძლევამოსილებაში ეჭვის შეპარვა დააბრალოს. მათ მიერ ნათქვამი სიტყვები შემდეგი სიტყვების მსგავსია: ‘შენ ჩემთან დარჩენა შეგიძლია?’ მიუხედავად ამ შეკითხვისა, კითხვის დამსმელმა იცის, რომ მას დარჩენის ძალა აქვს. თუმცა მნიშვნელობა კი შემდეგია: ‘შენთვის მოსახერხებელია? შენთვის მისაღებია?“

იმამ ქურთუბი თავის თაფსირში იგივე შინაარსის განმარტებას გადმოსცემს იმამ ალ-ფარრასგან, იბნი ჰასსარისგან და მუაზ ბინ ჯებელისგან.

ასე, რომ ამ განმარტებებიდან გამომდინარეობს შემდეგი ორი საკითხი:

ა) აიათი წაკითხული უნდა იქნას შემდეგნაირად: „ჰელ თესთეთიუ რაბბექე (შენ შეგიძლია?)“ და არა შემდეგნაირად: „ჰელ იესთეთი’უ რაბბუქე (შენს ღმერთს შეუძლია?“

წაკითხვის ამგვარი ფორმა სალაფებიდან უმეტესობის არჩევანია. ამ ფორმით წაკითხვის დროს არავითარი პრობლემა არ არის: „შენ შეგიძლია ისურვო ღმერთისგან?“

ბ) ტერმინოლოგიური მნიშვნელობითაა ანუ „ჰელ იესთეთი’უ რაბბუქე (შენს ღმერთს შეუძლია?“ ამ სიტყვებს სხვა მნიშვნელობაც გააჩნია. „ისთითაა - იგულისხმება როგორც შესაძლებლობა, ასევე დანახვაც ანუ მისი ფორმა შემდეგი კი, არაა - „შეუძლია მოავლინოს?“, არამედ ესაა - „მოავლენს?“ ამ ორს შორის სხვაობა ცხადია.

რომელი მნიშვნელობითაც არ უნდა წაიკითხოთ, შედეგი ის არის, რომ მოწაფეებს ალლაჰის შესაძლებლობაში ეჭვი არ შეუტანიათ.

ზოგიერთმა სწავლულმა კი განაცხადა, რომ მათ ალლაჰის ძლევამოსილებაში ეჭვი არ შეუტანიათ, არამედ რწმენისა და გულწრფელობის გაღრმავებისთვის მსგავსი რამ მოითხოვეს. ეს ფაქტი შედარებულია იბრაჰიმ შუამავლის (მშვიდობა მას) სურვილზე, რომელიც ბაყარა სურას 260-ე აიათშია გადმოცემული: “2/260. და როცა შეევედრა იბრაჰიმმა: ღმერთო ჩემო, მახილვინე მე, როგორ აცოცხლებ მკვდრებს, ბრძანა (ალლაჰმა): ნუთუ არ გწამს? მიუგო (იბრაჰიმმა): პირიქით, ოღონდ დასაშოშმინებლად გულისა ჩემისა. უთხრა: მაშინ დაიჭირე ოთხი ჩიტი, შეიჩვიე შენთან, შემდეგ ყოველ გორაკზე თითო ნაჭერი დადე მათი, და მოუხმე მათ, ისინი ქროლვით გამოქანდებიან შენსკენ. და იცოდე, რომ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.”

როგორც აიათშია გადმოცემული იბრაჰიმს (მშვიდობა მას) ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვი კი არ შეპარვია, არამედ იბრაჰიმმა გულის დასაშოშმინებლად მოითხოვა მსგავსი რამ. იგივენაირად განმარტავენ მოწაფეების სურვილსაც.

იმამ ქურთუბი აიათის განმარტებაში ამბობს: „მათი მოთხოვნა იბრაჰიმ შუამავლის მოთხოვნის მსგავსია.“

იმამ ალუსი განმარტებაში ამბობს, რომ ამგვარი მოთხოვნა იბრაჰიმის მოთხოვნის მსგავსია. ასევე, გადმოსცემს, რომ ეს განმარტება ათა-სია.

თაჰირ ბინ აშურამ განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა ეჭვს არ შეიცავს, არამედ რწმენის გაზრდისთვისაა, როგორც იბრაჰიმის მოთხოვნა.

სიტყვები „ვიცოდეთ, რომ რაც გვაუწყე სიმართლეა“ - არ ნიშნავს რომ მათ ‘ისა შუამავლის არ ირწმუნეს, რადგან არაბულ ტერმინოლოგიაში „ილმი“ დანახვის მნიშვნელობით, ხოლო „დანახვა“ ილმის მნიშვნელობითაც გამოიყენება.

„2/143... და დავადგინეთ ყიბლე, რომლისკენაც იდექი მხოლოდ იმიტომ, რომ გაგვეგო (გამოგვემჟღავნებინა) ვინ მიჰყვება შუამავალს და ვინ გაბრუნდებოდა უკან ქუსლებზე შემდგარი...“

აიათში მოხსენებული სიტყვა „გაგება“ დანახვის-გამოაშკარავების მნიშვნელობითაა, რადგან ალლაჰის ცოდნა მარადიულია. მან ისეც იცის გზიდან ვინ დაბრუნდება და ვინ არა.

„105/1. განა არ დაინახე, როგორ მოექცა უფალი შენი სპილოს პატრონებს?“

სინამდვილეში კი, შუამავალს ეს არ დაუნახავს, მან მხოლოდ იცოდა. ალისგანაა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ცნობილი ის ფაქტი, რომ თაფსირებში დანახვა ცოდნის მნიშვნელობით, ცოდნა კი, დანახვის მნიშვნელობითაა გადმოცემული.[6]

ეს კი, მიუთითებს იმაზე, რომ მოწაფეების სურვილი იბრაჰიმ შუამავლის სურვილის მსგავსია, რაც ისეც ცნობილია. ხოლო, დანახვით კიდევ ერთხელ სურდათ, რომ რწმენა გაეძლიერებინათ.

ზოგიერთი საკითხის განმარტება:

ა) იმამ თაბერისა და იბნი ჰაზმის მსგავსი ზოგიერთი სწავლული აცხადებს, რომ მოწაფეებმა ალლაჰის ძლევამოსილებაში ეჭვი შეიტანეს.

იმამ თაბერის აზრით, მათ ეჭვი გაუჩნდათ, თუმცა იგი არ ამბობს, რომ ეს საკითხი უცოდინრობის გამართლების არგუმენტია. საკითხის „ალლაჰის თვისების არ მცოდნეზე თაქფირი სრულდება?“ შესახებ იმამ თაბერი ამბობს, რომ ეს ქუფრია (ანუ იმამ თაბერის აზრით ალლაჰის თვისების არცოდნა ქუფრია და სწორედ ამიტომ აცხადებს, რომ მასში ეჭვის შემტანი ქააფირია). ასევე, იმამის აზრით, აიათის დანარჩენი ნაწილი უცოდინრობის გამართლების არგუმენტი კი არა, პირიქით გაუმართლებლობის არგუმენტია, რადგან ალლაჰმა თქვა: „გეშინოდეთ ალლაჰის თუ ხართ მორწმუნენი“.

მიზეზი, თუ რის გამოც ამ საკითხს შევეხეთ არის ის, რომ ზოგიერთს იმამ თაბერის ამგვარი განმარტება უცოდინრობის გასამართლებლად მოჰყავს და აცხადებს, რომ მოწაფეებს ეჭვი ჰქონდათ, მიუხედავად ამისა კი, ეპატიათ. ასევე, სურა ა’რაფ/30 და სურა ქეჰფ/103-104 აიათების განმარტებაში შეგიძლიათ იხილოთ იმამ თაბერის აზრი შემდეგი საკითხისადმი - „ქუფრის შესრულებისთვის ილმი (ცოდნა) პირობა არ არის“.

რაც შეეხება, იმამ იბნი ჰაზმს (რადიალლაჰუ ‘ანჰ): იმამი ამ შეხედულებით ჯუმჰურის (სწავლულების) წინააღმდეგ აღმოჩნდა და განაცხადა, რომ მათ ალლაჰის ძლევამოსილებაში ეჭვი შეეპარათ.

ჩვენ ვიტყვით: დავუშვათ, რომ ჯუმჰურის წინააღმდეგ წასვლით, იბნი ჰაზმის ეს შეხედულება გავიზიარეთ და ვთქვით, რომ „ამ აიათიდან უცოდინრობის გამართლება“ გამომდინარეობს. მაშინ დაისმის კითხვა: საჰაბეებისა და ჯუმჰურის საწინააღმდეგო ეს შეხედულება, ზოგადი მნიშვნელობითაა საპატიო თუ კონკრეტულ პიროვნებებსა და საკითხებს მოიცავს?

-          პირველი: ალლაჰის სახელ-თვისებების უცოდინრობის საკითხში სწავლულთა შორის იხთილაფია.

-          მეორე: ისინი ახალად გამუსლიმანებულები არიან. აიათის გარეგნულ მნიშვნელობას იყენებენ ისინი, ვინც აცხადებენ, რომ მოწაფეებმა ეჭვი შეიტანეს. აიათის გარეგნული წყობა კი გვიჩვენებს, რომ ისინი ისლამში ახალად იყვნენ შესულნი, რის გამოც ალიმები ასეთი კატეგორიის ხალხის მდგომარეობას ალლაჰის ზოგიერთ სახელ-თვისებებში საპატიოდ მიიჩნევენ.

აქედან გამომდინარე, ეს საკითხი უცოდინრობის საყოველთაოდ გამართლების არგუმენტად არ გამოდგება, რადგან საზოგადოების მიერ შესრულებული ქუფრები ცხადად არის დაწერილი საკუთარ ხელთ არსებულ წიგნებში. ისინი ახალად გამუსლიმანებულ ხალხის კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. საბოლოო ჯამში, სწავლულთა და არგუმენტის მიხედვით, ეს საკითხი დღევანდელი ხალხის უცოდინრობის გასამართლებლად არ გამოდგება.

ბ) ყურანის განმმარტებლები ამ საკითხის განმარტების დროს შემდეგ მეთოდს მიჰყვებიან: ჯერ ორ თაფსირს გადმოსცემენ, შემდეგ კი ერთ შეხედულებას ირჩევენ და მის შესახებ ვრცლად ან მოკლედ საუბრობენ. ჯუმჰური საჰაბეების თაფსირს და გადმოცემას ირჩევს, რომელშიც არავითარი ეჭვი არ არის. უცოდინრობის გასამართლებელი არგუმენტის გამომყენებლებს, ამ საკითხის განმარტება საწინააღმდეგო შეხედულების თაფსირებიდან მოჰყავთ. თუმცა, იმამის საბოლოო არჩევანზე არაფერს ამბობენ. მკითხველს კი ჰგონია, რომ ყველა თაფსირი ერთიდაიგივეს გადმოსცემს ანუ ის, რომ მოწაფეებს ალლაჰის ძლევამოსილებაში ეჭვი შეეპარათ. რაღაცის ერთ წიგნში გადმოცემა სულ სხვა რამეა, ხოლო მწერლის მიერ ამ გადმოცემის აღიარება კი სულ სხვა. ეს ფაქტიც ძალიან მნიშვნელოვანია.

გ) ზოგიერთმა სწავლულმა თქვა, რომ მოწაფეების ორი ჯგუფი არსებობდა. ერთი მათგანი მორწმუნე, ხოლო მეორე ურწმუნო იყო. ამბობენ, რომ ისინი მეორე ჯგუფის მოწაფეები იყვნენ, თუმცა ამასთან დაკავშირებით არავითარი არგუმენტი არ გადმოუციათ. აიათის გარეგნობა და ჰავარის წოდება ამგვარი შეხედულების საპირისპიროა, ასე რომ ეს შეხედულება ბათილია.



[1] ქურთუბის თაფსირი

[2] ად-დურ ალ-მანსურ ფი თეფსირ ბილ-მა’სურ იმამ სუიუტი

[3] ად-დურ ალ-მანსურ ფი თეფსირ ბილ-მა’სურ იმამ სუიუტი

[4] ბაჰრულ მუჰით

[5] ბაჰრულ მუჰით

[6] ქურთუბის თაფსირი