03 February 2021

ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის დაწვა ისურვა

„ჩვენამდე მყოფ საზოგადოებიდან ერთ-ერთ კაცს სიკეთე საერთოდ არ ჰქონდა გაკეთებული. სიკვდილის მოახლოების დროს, შვილებს საკუთარი სხეულის დაწვა და ფერფლის ზღვაში მიმოფანტვა უბრძანა. მან თქვა: „ალლაჰმა რომ გამაცოცხლოს მკაცრად დამსჯის.“ ალლაჰმა ხელმეორედ როდესაც გააცოცხლა, ჰკითხა თუ რაიყო მისი ქმედების მიზეზი. მან კი უპასუხა, რომ ამგვარი რამ მისდამი (ალლაჰისადმი) შიშმა გააკეთებინა. რის შემდეგაც ალლაჰმა იგი შეიწყალა.“

ეს ჰადისი ბუხარისა და მუსლიმის წიგნებშია გადმოცემული. ამ ამბავის მთხრობელნი ამბობენ, რომ კაცმა ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვი შეიტანა, მიუხედავად ამისა, ალლაჰმა მას აპატია. რაც იმას ნიშნავს, რომ უცოდინრობა საპატიოა.

პასუხის გაცემამდე გვინდა ვთქვათ, რომ ეს ჰადისი სხვადასხვა სიტყვებითაა გადმოცემული:

ა) გადმოცემები, რომელთა მიხედვითაც კაცმა საკუთარი თავის დაწვა ალლაჰის შიშის გამო ბრძანა, სადაც ალლაჰის ძალაუფლების უარყოფის შესახებ არაფერია ნათქვამი.[1]

ბ) გადმოცემები, რომლებიც გარეგნულად ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვის შეტანაზე მიუთითებს, სადაც ნათქვამია „ლეინ ყედერე ალეიიე რაბბი - ჩემი ღმერთი თუ შეძლებს.“[2]

გ) გადმოცემები, რომლებიც ალლაჰის ძალაუფლების უარყოფაზე კი არა, არამედ მტკიცებაზე მიუთითებს: „ჩემს ღმერთს შეუძლია ხელმეორედ გაცოცხლება“ იფიქრებს, რომ სასჯელი არ მოელის.[3]

აქ რისი თქმაც გვინდა, შემდეგია: ზოგიერთი მწერალი ჰადისის ერთ ვერსიას გადმოსცემს და ამით მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. ჰადისის მნიშვნელობას ამგვარად თუ გავიგებთ, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა მნიშვნელობის მიმნიჭებელი სწავლულების თა’ვილი (ინტერპრეტაცია) უსაფუძვლოა. მკითხველმა ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას, რადგან ჰადისი სხვადასხვა სიტყვითაა მოღწეული. აქედან გამომდინარე, სწავლულებმა ზოგადი წესისა და არგუმენტების საფუძველზე ჰადისი სხვადასხვა მნიშვნელობით განმარტეს. ახლა კი, ვიხილოთ ჰადისის შესახებ ნათქვამი სიტყვები:

1)      ჰადისის გარეგნობის მიხედვით შეფასება, რის მიხედვითაც კაცს ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვი შეეპარა

ამ შეხედულებას იზიარებენ შეიხულ ისლამ იბნ თეიმიიე და იბნ ყაიიმი.

იბნ თეიმიიე (რაჰიმაჰულლაჰ): „კაცმა იფიქრა, რომ ფერფლის გაფანტვის შემთხვევაში ხელმეორედ ვერ გაცოცხლდებოდა და ამგვარად, ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვი შეეპარა. ასეთი რამ მუსლიმანების ერთხმიანი აზრით ქუფრია, თუმცა კაცი ერთ-ერთი უცოდინარი მორწმუნე იყო, რომელსაც ეშინოდა ალლაჰის სასჯელის. ალლაჰმაც მას აპატია.“[4]

იბნ ყაიიმ (რაჰიმაჰულლაჰ): „...კაცმა ალლაჰის ძალაუფლებასა და ხელმეორედ გაცოცხლების შესაძლებლობაში ეჭვი შეიტანა. ასევე, არავითარი სიკეთე არ ჰქონდა გაკეთებული. ალლაჰმა მას ჰკითხა: ‘რამ გაიძულა ამის შესრულება?’ მან უპასუხა: ‘შენს მიმართ შიშმა ჩემო ბატონო. ეს შენ უკეთესად იცი.’ ალლაჰმა მას აპატია.’“[5]

ასევე, კაცის უცოდინრობასა და ეჭვის არსებობას იბნ ჰაზმიც (რაჰიმაჰულლაჰ) აცხადებს.[6]

2)      ისინი, რომლებმაც ჰადისი სრული სიტყვებით აიღეს და მათ შორის კავშირის დამყარებას შეეცადნენ

სწავლულები, რომლებმაც აიღეს ის გადმოცემები, რომლებიც არა უარყოფას, არამედ მტკიცებას გამოხატავდნენ. ეს მეთოდი იმიტომ აირჩიეს, რომ ამგვარი მნიშვნელობა არაბულ ტერმინოლოგიაში არსებობს.

იმამ ნავავი მუსლიმის შარხში (განმარტებაში) ამბობს: „ერთ-ერთმა ჯგუფმა თქვა: ამ ჰადისის განმარტება, როგორც ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვის შეტანა, სახიხი არ არის, რადგან მის ძალაუფლებაში ეჭვის შემტანი ქააფირია. სხვა გადმოცემა გვიჩვენებს, რომ ამგვარი რამ ალლაჰისადმი შიშის გამო გააკეთა. სინამდვილეში კი, ქააფირს ალლაჰისგან არ ეშინია და ასევე, ქააფირის შეწყალებაც არ ხდება. ამ ჯგუფის მიხედვით, ჰადისის ორი თა’ვილი (ინტერპრეტაცია) არსებობს:

1-     სასჯელი თუ აღთქმულია (ქაზა): მაშინ ეს ზმნა (ყადერე) შესაძლებელია წაკითხული იქნას, როგორც გაორმაგებით, ასევე გაორმაგების გარეშეც. ორივე შემთხვევაში მნიშვნელობა იგივეა.

2-     თუ შეიკვეცა (დეიიექე): მაშინ ამგვარი რამ ყურანშიცაა გამოყენებული. მაგ: სურა ფაჯრ/16 და ენბიია/87.

ამ მნიშვნელობასა და თაფსირს გადმოსცემს: იმამ ა’ინი, ბუხარის შერხში (ირშად ას-სარი 10/439), იმამ სუიუტი, იმამ იბნი აბდულბერისგან - მუვატტას შერხში (თენვირ ალ-ჰევალიქ, 1/239) და ჰაფიზ იბნი ჰაჯერი, ფეთხუ’ლ-ბარიში (13/289).

განმმარტებლების ყველაზე დიდი დალილი ყველა გადმოცემის ერთიანად გათვალისწინებაა. მაგალითად, ზოგიერთ გადმოცემაში ნათქვამია: „ალლაჰს ძალა თუ ეყოფა“, ზოგიერთში კი: „ალლაჰთან თუ წავალ დამსჯის“. მუსლიმის გადმოცემაში კი ნათქვამია: ‘უეჭველად, ალლაჰს ჩემი დასჯა შეუძლია.“ იმის გამო, რომ გადმოცემები ურთიერთსაპირისპიროა, სწავლულებმა ეს ჰადისი არაბული ენის ლექსიკური მნიშვნელობის შესაბამისად განმარტეს.

შენიშვნა: იბნი თეიმიიე და იბნი ჰაზმი ამბობენ, რომ ზმნის „ყადარე“ ლექსიკური მნიშვნელობა „შეკვეცა“ არ არის. იბნ ჰაზმი ასეთი ფორმით გადმომცემთა შესახებ მძიმე სიტყვებს ამბობს: „სიტყვების დამმახინჯებლებმა თქვეს, რომ...“

ის, რომ ამ ფორმის განმარტება არაბულ ენაში მისაღებია და საჰაბეებს ზოგიერთი აიათი ამგვარად განუმარტავს, იხილეთ ქურთუბის სურა ენბიას 87-ე აიათში. აქ გადმოცემული ზმნა ‘ყედერე’, ‘დეიიექე’-ს მნიშვნელობითაა. იბნ აბბასიც ამგვარად განმარტავს.

3)      კაცს ეჭვი არ შეპარვია. არაბულ ენაში გავრცელებული მეთოდი გამოიყენა. მნიშვნელობა ისეთია თითქოს მსმენელს ეჭვს უჩენს, სინამდვილეში კი ჭეშმარიტებაზე საუბრობს. შემდეგი აიათი ამის მაგალითია: „ჰკითხე: „ვინ გაძლევთ სარჩოს ზეციდან და მიწიდან“? უპასუხე: „ალლაჰი! და უეჭველად, ერთ-ერთი ჩვენგანი ან სწორ გზას ადგას, ან ცხად გზააბნევაშია“.“ (სურა სებე, 24). მიუხედავად ეჭვის გამომხატველობისა, მასში ჭეშმარიტებაა. (იმამ ნავავიმ განმარტების დროს გადმოსცა).

განმარტების ეს ფორმა შეგიძლიათ იხილოთ სურა სებეს 24-ე აიათის თაფსირში (ფეთხულ ყადირ სევქანი-ქურთუბის თაფსირი).

განმარტების მიხედვით, კაცს ეჭვი არ ჰქონია. დარწმუნებული იყო იმაში, რომ ალლაჰი მას გააცოცხლებდა და დასჯიდა.

4)      კაცი ფათრათის დროს ცხოვრობდა. იმ დროს მცხოვრებთათვის თავჰიდის „ასლი“[7] საკმარისია, რადგან შარიათის დეტალები მათთან მიღწეული არ იყო.

ეს შეხედულება იმამ ნავავიმ, მუსლიმის შერხში და იბნი ჰაჯერმა, ფეთხულ ბარში გადმოსცა.

5)      კაცი თვისების უცოდინარია. თვისების არ მცოდნის მიმართ თაქფირი კი იხთილაფის თემაა. ყადი იაზი ამბობს: „იბნ ჯერირ ათ-თაბერიმ თვისების არმცოდნეს თაქფირი გაუკეთა.“ იმამ აშ’არიც ამ აზრზე იყო, თუმცა შემდეგ აზრი შეიცვალა. (ამ ჰადისის განმმარტებელი იმამ ნავავი).

6)      ზოგიერთი სიტყვების მიხედვით, ეს კაცი უწინ მცხოვრები საზოგადოებიდანაა. შესაძლებელია, რომ იმ დროს მათ შარიათში ქააფირს ეპატიებოდა, ხოლო ჩვენს შარიათში კი შეიცვალა. (ჰაფიზი, ფეთხულ ბარში გადმოსცემს და თან დასძენს: „ყველაზე შორს მყოფი შეხედულება.“)

7)      კაცმა სიტყვები სიკვდილის მოახლოებისას წარმოთქვა. მსგავსად კაცისა, რომელიც საუბრის დროს ვერ აზროვნებს და ვერ ხვდება წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობას.

ამგვარ განმარტებას იმამ ნავავი, მუსლიმის შერხში და ჰაფიზ იბნი ჰაჯერი, ფეთხულ ბარში გადმოსცემს. ეს შეხედულება იბნი ჰაჯერის არჩევანიცაა.

თქვენ იხილეთ ჰადისი და მისი განმარტებები. შეფასებისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

-          სწავლულებმა ეს ჰადისი სხვადასხვანაიად რატომ განმარტეს? უმრავლესობის თა’ვილი ემხრობა იმას, რომ კაცს ძალაუფლებაში ეჭვი არ შეუტანია. როგორც ზოგიერთები ფიქრობენ - „უცოდინრობა სალაფების მიხედვით აბსოლუტურად საპატიო“ - თუ არის, მაშინ საკუთარი უცოდინრობის გამო რატომ არ გაამართლეს?

-          კაცი ჩვენამდე მცხოვრები საზოგადოებიდანაა. წინა დროის ამბები აბსოლუტური არგუმენტი არ არის, რადგან როგორც უკვე ითქვა, შესაძლებელია, რომ ის ფათრათის დროს მცხოვრები ყოფილიყო. ისინი მხოლოდ თავჰიდის შესრულებითა და შირქისგან შორს ყოფნით იყვნენ პასუხისმგებელნი.

-          მთავარი წესის მიხედვით, „ალბათობის არსებობის დროს მისი დალილად გამოყენება მიუღებელია.“ ამ ჰადისში არა ერთი, არამედ ათობით ალბათობას აქვს ადგილი.

-          მიუხედავად კაცისა და შესრულებული ქმედების ქუფრისა, მისი მდგომარეობა საპატიო რომ ყოფილიყო, ამის დამამტკიცებელი საბუთი იარსებებდა, რადგან ერთ-ერთი წესის მიხედვით, „საჭიროების შემთხვევაში გაფრთხილების გაჭიანურება დაშვებული არ არის.“ ალლაჰი და მისი შუმავალი ქუფრი სიტყვისა და ქმედების შემთხვევაში, ეგრევე გაფრთხილებას იძლეოდნენ, მსგავსად ზათუ ენვათის ჰადისისა.

დასკვნა: ზემოთ მოცემული ყოველი შესაძლებლობისა და განმარტებებიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ: ეს ჰადისი ვინმეს არგუმენტი ვერ იქნება... მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა ეს ჰადისი უცოდინრობის გასამართლებლად რომც გამოიყენოს, ვიტყვით, რომ ჯააჰილობის ადგილი და პიროვნების მდგომარეობა ამის განზოგადოებას აბრკოლებს ანუ მიუღებელია ამ ამბავის აღება და იმის თქმა, რომ უცოდინრობა ყველა მდგომარეობაში საპატიოა, რადგან ეს კაცი ჩვენამდე ცხოვრობდა და ჰუჯჯათი მასთან არ მისულა.

ამ ჰადისის გამოყენებით, ცხად საკითხებში შირქში მყოფების გამართლება არცერთ განმარტებას არ შეესაბამება...

თაფსირის (კაცის უცოდინრობა და მისი საპატიოდ მიჩნევა) გადმომცემი სწავლულების ყველა სიტყვის ერთად შეკრებისას გასაგები ხდება, რომ მათ მიერ ეს საკითხი განზოგადებული არ არის.

შეიხულ ისლამ იბნი თეიმიე: „მურთადია ის, ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს ან შუამავალს და მის მიერ მოტანილს შეიძულებს ან ის, ვინც საჰაბეს, თაბი’ინებს და ეთბაუ თაბი’ინებიდან რომელიმეს ქააფირებთან ერთად ბრძოლაში დაადანაშაულებს ან მას დასაშვებად მიიჩნევს ან მტკიცე იჯმას უარყოფს ან ალლაჰსა და მის შორის შუამდგომელს დაიყენებს და მას შეევედრება... კაცი ალლაჰის რომელიმე თვისების უცოდინარი თუ არის მაშინ, როდესაც მისი მსგავსი პიროვნება იგივე თვისების უცოდინარი არაა,[8] მაშინ ესეც მურთადია. თუ ისეთია, რომ შეიძლება მართლაც უცოდინარი იყოს, მაშინ მურთადი არ არის. ამის გამო, შუამავალმა ალლაჰის ძალაუფლებასა და ხელმეორედ გაცოცხლებაში ეჭვის შემტანს თაქფირი არ გაუკეთა...“ (იჰთიარეთ ილმიიე, 5/535).

შეიხმა ალლაჰის გარდა სხვაზე შემვედრებელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეგრევე მურთადად გამოაცხადა. ალლაჰის თვისების უცოდინარის შესახებ კი ეგრევე თაქფირი არ გამოიტანა, ახსნა-განმარტება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჰადისში გადმოცემული კაცის უცოდინრობის საპატიოდ მიმღებებს, ჰადისი ზოგადად კი არ აუღიათ, არამედ კონკრეტული მდგომარეობებით შემოსაზღვრეს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ის კაცი წინათ მცხოვრები იყო, რომელთანაც ჰუჯჯათი არ მიღწეულა.

შეიხულ ისლამ იბნ თეიმიიე: „ვედრების სამი ფორმა არსებობს. პირველი: ალლაჰის გარდა მკვდარზე შევედრება. არ აქვს მნიშვნელობა ეს შუამავლის მიმართ იქნება თუ რომელიმე მორწმუნე პიროვნების მიმართ. ამგვარ სიტყვებს მიეკუთვნება: ‘ეი შენ გადამარჩინე“ ან ‘შენ შემოგეკედლები’ ან ‘მტრის წინაშე დამეხმარე’ და სხვა. ეს ყოველივე კი, ალლაჰზე თანაზიარის დადგენაა. მათგან უდიდესი კი, შემდეგი სიტყვებია: ‘მაპატიე, ჩემი მონანიება მიიღე’. უცოდინარი მუშრიქების მიერ შესრულებულის მსგავსად.“ (ფათავა 1/350-351).

როგორც ხედავთ შეიხი, საკუთარ პერიოდში არსებული და ასევე, ჩვენ დროშიც გავრცელებული ამ შირქის საკითხში დეტალებში არ წასულა და ეგრევე მუშრიქი ჯააჰილები უწოდა.

რომელიმე სწავლულის რაიმე საკითხის შესახებ ნათქვამი სიტყვების მიღება არგუმენტთან, პიროვნებასთან, საკითხთან და ვაყიასთან[9] შესაბამისობის გათვალისწინების გარეშე და მისი სიტყვებიდან ზოგადი ჰუქმის დაწესება უდიდესი უბედურებაა. სამწუხაროდ დღესდღეობით ასე ხდება.



[1] იმამ ბუხარი, ნაწილი „აჰადის ალ-ენბიია“

[2] ბუხარი და მუსლიმი.

[3] მუსლიმი.

[4] ფეთვა, 3/231.

[5] ჰადი ალ-ერვაჰ, 269.

[6] ელ-ფასლ, 3/252.

[7] საფუძველი.

[8] ანუ ერთიაიგივე ადგილას და დროს მცხოვრები ორი პიროვნებიდან ერთი უცოდინარი, ხოლო მეორე მცოდნე თუ არის.

[9] მდგომარეობა