12 February 2021

5.5: სწავლულების ზოგიერთი გამონათქვამები, რომლებიც „ცოდნის მიღების შესაძლებლობა“-ს ეხება

 13.    საუდის ფეთვას მუდმივი საბჭო-ს 9257 ნომრიანი ფეთვა:

„პიროვნება მხოლოდ ალლაჰისადმი შესასრულებელ ღვთისმსახურებებს, როგორიცაა: ალლაჰზე შესაწირის შეწირვა ან ალლაჰის წინაშე პირობის აღთქმა და ა.შ, სხვის მიმართ თუ შეასრულებს და ამასთანავე, ისეთ ადგილას თუ ცხოვრობს, სადაც მუსლიმანები არ ცხოვრობენ და მოპატიჟება მასთან არ მისულა, უცოდინრობის გამო კი არა, არამედ მოპატიჟების მასთან მიუღწევლობის გამო მისი მდგომარეობა საპატიოდ ჩაითვლება. იმამ მუსლიმი აბუ ჰურეირასგან, ეს კი შუამავლისგან (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) გადმოსცემს: ‘ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, იუდეველი იქნება თუ ქრისტიანი, ჩემს არსებობას თუ გაიგებს, ჩემს მიერ მოტანილს არ იწამებს და ამგვარად მოკვდება, მაშინ ის ჯოჯოხეთის მკვიდრთაგანი იქნება.’ შუამავალმა საპატიოდ არ მიიჩნია ისეთი ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც მისი არსებობა გაიგო და არ იწამა. რწმენის საფუძვლებში უცოდინრობა გამართლებული არ არის მისთვის, ვინც ისლამურ ქვეყანაში ცხოვრობს და შუამავლის არსებობაზე ინფორმაცია აქვს. რაც შეეხებათ საჰაბეებს, რომლებმაც შუამავლისგან ზათუ ენვათის მსგავსი ხე ისურვეს: ისინი ურწმუნოებიდან ახალად გამოსულები იყვნენ. მათ მხოლოდ ისურვეს, ქმედება კი არ განუხორციელებიათ. შარიათის საწინააღმდეგო რაღაცის მოთხოვნის დროს შუამავალმა აცნობა, რომ მათი სურვილის განხორციელების შემთხვევაში ქუფრში აღმოჩნდებოდნენ.“[1]

14.    შეიხ აბდულაზიზ იბნ ბაზ:

უცოდინრობის გამოცხადებასა და უცოდინრობის საპატიო მიზეზად ჩათვლის საკითხში ზოგიერთი დეტალი მოიძებნება. უცოდინრობა ყველასთვის საპატიო არ არის. ალლაჰის წიგნში ცხადად თქმული და მუსლიმებს შორის გავრცელებულ საკითხებში უცოდინრობის განაცხადი არ მიიღება. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საკითხი აყიდასა და რელიგიის საფუძვლებს ეხება. ალლაჰმა შუამავალი იმიტომ გამოგზავნა, რომ ხალხისთვის რელიგია დეტალურად განემარტა. აქედან გამომდინარე, შუამავალმა უმმეთს ცხადი შეტყობინება გადასცა და ჭეშმარიტი რელიგია დეტალურად შეასწავლა... ჭეშმარიტი გზა ალლაჰის წიგნშია გადმოცემული. ყოველივე ამის მიუხედავად, ადამიანები რელიგიაში არსებულ სავალდებულო და ასევე, ადამიანებს შორის გავრცელებულ საკითხებში უცოდინრობას თუ განაცხადებენ, მაგ: შირქი და ალლაჰის გარდა სხვაზე თაყვანისცემა, ნამაზის შესრულების ვალდებულობა ან რამაზნის მარხვა, ზექათის, ჰაჯობის, რომლის შესრულებაც შეძლებისდაგვარადაა... აუცილებლობა და ა.შ. - არცერთ საკითხში უცოდინრობა არ მიიღება, რადგან ეს თემები მუსლიმანთა შორის გავრცელებული და აუცილებლად შესასრულებელი საკითხებია.

ვინმემ რამდენადაც არ უნდა განაცხადოს რომ არ იცის: მუშრიქთა მიერ საფლავებისა და კერპების წინაშე შესრულებული ქმედებების, მკვდრებზე შევედრების, მათგან დახმარების თხოვნის, მათ მიმართ შესაწირის შეწირვის ან კერპებზე, ვარსკვავებზე, ხეებზე, ქვების მიმართ ყურბნის დაკვლის ან მკვდრებისგან, ჯინებისგან, ანგელოზებისგან ან შუამავლებისგან ჯანმრთელობისა და მტრის წინაშე დახმარების მოთხოვნის შესახებ... ყოველივე ამ ქმედების შირქის შესახებ ალლაჰის წიგნში ცხადადაა გადმოცემული, ასევე შუამავალმაც განაცხადა...

შუამავალმა ჯუბბეთი[2] იჰრამის[3] შემსრულებელსა და სუნამოს გამომყენებელს შემდეგნაირად მიმართა: „ჯუბბე გაიხადე, სუნამო ჩამოირეცხე და უმრე შეასრულე ისე, როგორც ჰაჯობა.“ მისი უცოდინრობის გამო, შუამავალმა გამოსასყიდი არ მოითხოვა. ამგვარ თემებში უცოდინარი უნდა შეგონდეს.

რაც შეეხება რელიგიის საფუძვლებსა და ცხადად გამოცხადებულ ჰარამებს: ამ საკითხში არავის უცოდინრობა არ მიიღება. მუსლიმანებს შორის მყოფი პიროვნება თუ იტყვის, რომ მან მრუშობის ჰარამობის შესახებ არ იცის, არავითარ შემთხვევაში მისი ეს განაცხადი არ მიიღება და მისთვის მრუშობის სასჯელი აღსრულდება. ასევე, პიროვნება, რომელიც მუსლიმანებს შორის ცხოვრობს და ალკ. სასმელის ან მშობლების წინააღმდეგ წასვლის ჰარამობის შესახებ თუ იტყვის, რომ მან ეს არ იცოდა, მისი არცოდნა საპატიოდ არ ჩაითვლება და შესაბამისად დაისჯება. ამგვარად, საპატიო არ არის პიროვნების მდგომარეობა, რომელიც  ჰომოსექსუალიზმის ჰარამობის შესახებ იტყვის, რომ მან ეს არ იცოდა. ყოველი ეს ცხადი და ისლამის მიერ განსაზღვრული საკითხებია, რომლებიც მუსლიმანების მიერ ცნობილია.

თუმცა, უცოდინრობა შესაძლებელია საპატიო იყოს მისთვის, ვინც ისლამის ქვეყნიდან შორს ან ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც მუსლიმანები არ მოიძებნებიან. პიროვნება ამ მდგომარეობაში თუ მოკვდება, მაშინ მისი საქმე ალლაჰს ეკუთვნის. მისი ჰუქმი მსგავსია ფათრათის დროს მცხოვრების ჰუქმისა. სწორია ის, რომ ისინი ყიამეთის დღეს გამოიცდებიან. გამოცდის დროს ბრძანების შესაბამისად თუ იმოქმედებენ, სამოთხეში მოხვდებიან, თუ არადა ჯოჯოხეთში. ხოლო, რაც შეეხება მუსლიმანებს შორის მცხოვრებ ქუფრი ქმედების შემსრულებელსა და ვააჯიბების მიმტოვებელს: ასეთი პიროვნების მდგომარეობა საპატიო არ არის, რადგან ყველაფერი ცხადია და მოიძებნებიან მუსლიმანები, რომლებმაც იციან ნამაზის, მარხვის, ჰაჯობის, მრუშობის, ალკ. სასმელისა და მშობლების შესახებ. ყველაფერი ეს მუსლიმანებისთვის ცნობილი და გავრცელებული საკითხებია. ამგვარად, ასეთ დროს უცოდინრობის გამოცხადება მიუღებელია.“[4]

„ის, ვინც ისლამის ქვეყანაში ქუფრს გამოხატავს, მისი ჰუქმი ქააფირების მსგავსია. ხოლო, ვისთანაც მოპატიჟება და შუამავლის არსებობა არ მიღწეულა, ყიამეთის დღეს გამოცდის ნიშნად, როგორც „ესვედ იბნ სერი“-ს ჰადისშია გადმოცემული, ალლაჰი მასთან ცეცხლის მორგვს გაგზავნის და უბრძანებს, რომ მასში შევიდეს. ბრძანებას თუ შეასრულებს, ცეცხლი მისთვის გრილი გახდება და ამგვარად გადარჩება, ხოლო თუ არა, მაშინ ცეცხლი მისკენ გაემართება და გარს მოეხვევა...“[5]

მოკლედ, რისალლეთ ჰუჯჯათის შესრულების ზღვარი განისაზღვრება ცოდნის მიღების შესაძლებლობით. ადამიანს თუ მათი შესწავლის შესაძლებლობა არ გააჩნია, მაშინ მის მიერ შესრულებული ცოდვის შესაბამისი ჰუქმი მისი უცოდინრობის გამო დაბრკოლდება. თუმცა, ცოდნის მიღების შესაძლებლობის მიუხედავად, შესაბამისად თუ არ მოიქცევა, მაშინ მისი უცოდინრობა არ გამართლდება და ამგავრად, არ დაბრკოლდება მის მიმართ გასაცემი ჰუქმიც.

რაც შეეხება მას, ვისაც ცოდნის მიღების შესაძლებლობა გააჩნია და ამისთვის ძალისხმევას იჩენს, თუმცა ვერ იპოვის ისეთს, ვინც შეასწავლის ან იპოვის, თუმცა მხოლოდ ნაწილს შეისწავლის: ასეთ დროს ვააჯიბი ჰუქმების უმეტესობა რომც არ იცოდეს და მათით რომც არ მოქმედებდეს, დაკისრებული ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვლება.



[1] სამეცნიერო კვლევებისა და ფატვას მუდმივი საბჭო: აბდულლაჰ იბნ ყუუდ, აბდულლაჰ იბნ ღიდეიიან, აბდურრეზზაყ აფიფი, აბდულაზიზ იბნ ბაზ, ფეთავა’ლ-ლეჯნეთი’დ-დაიმეთი, 2/33-34, დარუ’ლ-ასიმა-ს გამოცემა, ჰ. 1411.

[2] მოკლე ლაბადა;

[3] წესები, რომლებიც მექაში მიმავალმა უნდა დაიცვას.

[4] იბნ ბაზ, ფეთავა ვე თენბიჰათ, გვ: 239-242, მექთებეთუ’ს-სუნნე-ს გამოცემა, ჰ.1409.

[5] იბნ ბაზ, ფეთავა ვე თენბიჰათ, გვ: 213.