21 March 2020

კორონა ვირუსისგან თავის დაცვა


მსოფლიოს დაემუქრა სასიკვდილო ვირუსი, სახელად კორონა, რომელიც მთელი მსფლიოს მასშტაბით გავრცელდა. ადამიანებმა არი იციან თუ რა მოიმოქმედონ, როგორ მოიქცნენ... ყველა საუბრობს იმას თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ამ ვირუსისგან... რათქმაუნდა რჩევათა უმეტესობა სასარგებლოცაა... თუმცა, მე ამ პატარა პოსტით შევეცდები უფრო მეტი ყურადღება სულიერ მხარეს დავუთმო. ვიმედოვნებ, რომ ამ რჩევებს ყურს დაუგდებთ და სარგებელს მიიღებთ...
სანამ საკითხის ახსნა-განმარტებას შევუდგებოდე, მანამ კარგად უნდა შეიცნოთ ის, რომ: უზენაესი ალლაჰი ქმნილებათა მიმართ საკუთარ დედებზე უფრო მოწყალეა. სწორედ ამიტომ, როგორც სხვა საკითხებში, ასევე ამ შემთხვევაშიც ქმნილებებს სწორი გზა აჩვენა, მათთვის სულიერად და ფიზიკურად განკურნების შესაძლებლობები შექმნა.
ასე, რომ მოდით ყველამ ერთად წავიკითხოთ და თავი დავიცვათ ავადმყოფობისგან.


1. ყველაფერზე წინ საჭიროა ვიწამოთ ის, რომ ყოველი უბედურება ადამიანის საკუთარი ნამოქმედარის საფუძველზე წარმოიშობა, ვინაიდან უზენაესი ალლაჰი უსამართლოდ არავის ექცევა.
"4/40. უეჭველად, ალლაჰი იოტისოდენადაც არავის დაჩაგრავს..."
"42/30. და რაც სიავეთაგან გეწიათ იმისთვისაა, რაც მოიხვეჭა თქვენმა ხელებმა და მოგიტევებთ მრავალთა."
"37/39. და არ მოგეზღვებათ, გარდა თქვენივე ჩადენილისა.
40. თვინიერ მსახურთა ალლაჰისა წრფელთა."


2. ასევე, საჭიროა რომ ვიწამოთ შემდეგი: "ალლაჰის ნების გარეშე ზიანს ან სარგებელს ვერავინ და ვერაფერი მოგვიტანს."
აბუ ჰურაირას გადმოცემის მიხედვით, შუამავალმა (სალლალლაჰუ 'ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: "ავადმყოფობა თავისით არ ვრცელდება..." (ბუხარი, : 12, 19/5740).


3. ყოველ ავადმყოფობას თავისი განკურნების საშუალება გააჩნია, რის გამოც ისინი უნდა ვეძებოთ.
ჯაბირისგან გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: "ყოველ ავადმყოფობას მკურნალობის საშუალება გააჩნია..." (მუსლიმ, 7/2204).


"ალლაჰმა ავადმყოფობასთან ერთად მათი მკურნალობის გზაც გააჩინა. ამიტომ იმკურნალეთ..." (თირმიზი, 3/2109).


4. ალლაჰს ხშირად უნდა ვთხოვოთ და ვევედროთ, რომ ავადმყოფობა არ დაგვემართოს.
40/60. და ბრძანა თქვენმა ღმერთმა: „შემევედრეთ და შევისმენ თქვენს ვედრებას.
2/186. და თუ შეგეკითხებიან შენ (მუჰამმედ) ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, უეჭველად, მე ახლოს ვარ, შევისმენ მლოცველის ვედრებას, როცა ის შემევედრება. მაშ, შეისმინონ ჩემი და მირწმუნონ მე, ეგებ სწორი გზით წავიდნენ!
) ჯუმა დღეს შესრულებული ვედრება:


აბუ ჰურაირა (რადიალლაჰუ 'ანჰ) გადმოგვცემს: "ალლაჰის შუამავალმა ჯუმა დღის შესახებ ისაუბრა: ამ დღეს ისეთი საათი, რა დროსაც მუსლიმანი ამ დროზე დამთხვევით ალლაჰისგან რამეს თუ ისურვებს, ის აუცილებლად აუსრულდება." (იბნუ'-მუნზირ, 1716; ალ-ასვათ, მალიქ 1/108; ბუხარი, 935; მუსლიმ, 852/13)
) შუაღამისას შესრულებული ვედრება:
ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: "უზენაესი ალლაჰი ღამის მესამედში დედამიწის ცამდე დაეშვება და ბრძანებს: 'მვედრებელი არ არის? რომ შევუსრულო. მსურველი არ არის? რომ მივცე. პატიების მთხოვნელი არ არის? რომ ვაპატიო.'" (ბუხარი, 1096; მუსლიმ, 758/168;
) ეზნისა და ყამეთის დროს შესრულებული ვედრება:
ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: "ეზნისა და ყამეთს შორის გაკეთებული დუა უკან არ გაიბრუნება. (ამიტომ) შეევედრეთ." (თირმიზი, 3595).
ჰეი ალლაჰის მსახურო! არ დაგავიწყდეს, რომ დუა არის ისეთი რამ, რომლის ყველგან და ყოველთვის შესრულება შესაძლებელია. დუა უბედურებებს აგაცილებს და ბედნიერებას მოგიტანს. დუით გამოწვეული უამრავი ხილული თუ უხილავი წყალობა არსებობს. ასე, რომ დუა გააკეთეთ (ვედრება აღავლინეთ).

5. მნიშვნელოვანია შემდეგი: ავადმყოფობის ადგილას არ უნდა წავიდეთ, ხოლო ავადმყოფი ჩვენ თუ ვართ, მაშინ იმ ადგილიდან არ უნდა გავიდეთ. ამას ისლამი გვასწავლის.

6. მნიშვნელოვანია სისუფთავის დაცვა. როგორც ვიცით, ისლამი გვეუბნება: "სისუფთავე რწმენიდანაა." "სისუფთავე რწმენის ნახევარია." ისლამი განსაკუთრებულ ყურადღებას პირის სისუფთავეს ანიჭებს: შუამავალმა ბრძანა: "პირი სუფთა გქონდეთ..." (სუიუტი, ჯამიუ' საღირ, 2/2603; იბნი მაჯე, 1/291;).
ალლაჰის შუამავლის მიერ ნახსენები პირის სისუფთავეში ორი რამ იგულისხმება: პირველი ეს უშუალოდ ფიზიკურად პირის სისუფთავეს ეხება. ხოლო მეორე ის, რომ სიცრუე არ უნდა ვისაუბროთ, ცუდი და ბილწი სიტყვები არ უნდა გამოვიყენოთ, ცილი არ უნდა დავწამოთ, სხვის ნამუსს არ უნდა შევეხოთ და ..
აიშა (ადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: "შუამავალი ჭამის წინ ხელებს იბანდა და ისე ჭამდა." (იბნი ჰიბბან, 2/1215; იბნი ჰუზეიმე, 1/218;).


7. მნიშვნელოვან საკითხებს შორის სწორი კვებაცა. სხვანაირად, რომ ვთქვათ ჯანმრთელად უნდა ვიკვებოთ.
შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: "...მუცლის ერთი მესამედი საჭმელს, ერთი მესამედი წყალს, ხოლო ერთი მესამედი ჰაერს უნდა ეჭიროს." (თირმიზი, 4/2486).
აბუ ჰურაირა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: "შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ფეხზე მდგომმა წყალი არ დალიოს. ვინც დავიწყებით დალევს, ეგრევე გადმოღვაროს." (მუსლიმ, 6/2026).
აბუ საიდ ალ ჰუდრიმ თქვა, რომ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ფეხზე დგომით წყლის დალევა აკრძალა." (მუსლიმ, 6/2025).
ანასმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „შუამავალმა ფეხზე დგომით წყლის დალევა აკრძალა.“ მას კითხეს: „და საჭმელი? ამ საკითხში ჰუქმი რა იქნება?“ მან უპასუხა: „მსგავსი რამ უფრო მძიმე დანაშაულია.“ (მუსლიმ, 6/2024; თირმიზი, ეშრიბე 11/1880; აბუ დავუდ, ეშრიბე 13/3717).
შუამავალმა ბრძანა: „წყალი ერთ დალევაზე არ დალიოთ. ორ ან სამ ნაწილად (მოსვენებით) დალიეთ. წყლის დალევის დროს ბისმილლაჰ თქვით, დასრულების დროს კი ალლაჰს მადლობა გადაუხადეთ (ალჰამდულილლაჰ).“ (თირმიზი, 13/1886).
ზემოთ მოცემული რჩევები ბევრი ადამიანისთვის უმნიშვნელოც კია, თუმცა იცოდეთ, რომ თითოეული მათგანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, ჭამა-სმის საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი ჰალალის მირთმევაა.
ზოგიერთს სულ არ ადარდებს რა არის აკრძალული და ნებადართული, რაც მოუნდება ყველაფერს მიირთმევს, მიუხედავად იმისა, ის ჰალალია თუ ჰარამი. არ დაგავიწყდეთ ის, რომ კორონა ვირუსი გავრცელდა იქიდან, სადაც ჰარამი ჰალალი არავის აინტერესებს და ყველაფერს მიირთმევს. ასევე, შეგახსენებთ იმას, რომ მეთოთხმეტე საუკუნეში წარმოშობილი ავადმყოფობა „შავი ჭირი“ ჩინელებიდან გავრცელდა. 

უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „ჰეი ადამიანებო! ჭამეთ ის რაც ჰალალი და სუფთაა...“ (სურა ბაყარა, აიათი 168).


8. და ბოლოს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ არსებობს ყველაფრის წამალი, გარდა სიკვდილისა და ეს არის „კვლიავი“ (ჩორექ ოთუ).
ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „უეჭველად კვლიავი სიკვდილის გარდა ყველაფრის მკურნალია.“ (ბუხარი, 12/5727; მუსლიმ, 7/2215).
მე მჯერა, რომ ის, ვინც ამ ჰადისს გულით დაიჯერებს და მიირთმევს მას, ალლაჰის ნებით შიფას ნახავს და ავადმყოფობისგან შორს იქნება.