04 March 2020

მეზჰებებზე გაყოლა

იმამ შაფიიმ თქვა: „პიროვნებისთვის შუამავლის სუნნეთი ცხადი თუ გახდება, ამის შემდეგ სხვისი შეხედულების საფუძველზე სუნნეთის მიტოვება მისთვის ჰარამია, რაშიც ალიმების იჯმაა.“[1]
იბნ შაჰინს შაფიისა და სხვების მეზჰები როცა უხსენეს, მან თქვა: „ჩემი მეზჰები მუჰჰამმედობაა (მუჰამმედის გზაა).“[2]
შაფიი მეზჰებთან დაკავშირებული სწავლულებიდან აბუ ბაქრ ალ-ყაფფალმა, აბუ ალი ბინ ჰაირანმა, ყადი ჰუსეინმა და აბუ ისჰაყმა თქვეს: „ჩვენ შაფიის მიმყოლნი კი არ ვართ, არამედ ჩვენი შეხედულება მისი შეხედულების შესაბამისია.“[3]
ჰანეფი მეზჰებთან დაკავშირებული სწავლულებიდან მუჰამმედ აბდულაზიმ არ-რუმი ალ მაყყი ამბობს: „იცოდე, რომ ალლაჰს ადამიანი შაფიით, მალიქით, ჰანეფითა და ჰანბელით პაწუხისმგებელი არ გაუხდია. ალლაჰმა ადამიანებს მუჰამმედისა და მასთან ერთად მოვლენილის დაჯერება და მათი შესრულების პასუხისმგებლობა დააკისრა.“[4]
სარაჰსი „ალ-მებსუტ“-ში აბუ ჰანიფეს მოსწავლისგან, იმამ მუჰამმედისგან გადმოგვცემს: „მიბაძვა დასაშვები რომ ყოფილიყო, მაშინ აბუ ჰანიფამდე ჰასან ალ-ბასრისა და იბრაჰიმ ან-ნეჰაიზე მიბაძვა უფრო მისაღები იქნებოდა.“[5]
სუიუტი ამბობს: „მალიქმა, აბუ ჰაჰიფემ და შაფიიმ ნებადართულად ჩათვალეს რომ მათთვის მიებაძათ? ვალლაჰი არასდროს! პირიქით, ვფიცავ ალლაჰს, რომ ისინი ამგვარი რამის წინააღმდეგი იყვნენ და კრძალავდნენ.“[6]
ზეჰები ამბობს: „კონკრეტულ მეზჰებს, ჩვენს პერიოდში მცხოვრებთა მსავსად, მხოლოდ ის მიჰყვება, ვისაც ცოდნა ნაკლები აქვს ანდა ფანატიკოსია.“[7]
აბუ მუაზ ალ-ჩუბუყაბადი



[1] იბნ ყაიიმ, ი’ლამუ’ლ-მუვაყყი’ინ 2/361.
[2] თარიჰუ ბაღდად, 11/267.
[3] მუსა ალ-ჰიჯავი, ალ-იყნა 2/262; ალი ბინ ემრულლაჰ ალ-ჰანნაი, ტაბაყათუ’ლ-ჰანეფიიე, გვ: 39; ლექნევი, ტაბაყათუ’ლ-ფუყაჰა, გვ: 7.
[4] ალ-ყავლუ’ს-სადიდ, გვ: 2.
[5] ალ-მაბსუუთ სარხისი, 16/28.
[6] არ-რადდუ ალა მენ აჰლედე ილე’ლარდ, გვ: 53.
[7] სიერუ ა’ლამი’ნ-ნუბელა, 14/491.