01 March 2020

ნაწილი 2.4: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

შეიხულ-ისლამის სიტყვებიდან გასაგებია შემდეგი:
-          პირველ საკითხში (ანუ ჭკუით/გონებით კარგისა და ცუდის განსაზღვრის საკითხში) მისაღები არის ის, რომ ჭკუას ცუდისა და კარგის გარჩევა/განსაზღვრა შეუძლია.
-          მეორე საკითხში (ანუ დასჯა/არ დასჯის საკითხში) მისაღებია ის, რომ პიროვნება მასთან შარიათის მიღწევამდე არ დაისჯება. შარიათის მასთან მიღწევა კი, რათქმაუნდა ჰუჯჯეთით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჭკუას/გონებას კარგისა და ცუდის გარჩევა შეუძლია, მას არ ძალუძს, რომ ვააჯიბები და ჰარამები დააწესოს, რაც თავისთავად მადლსა და სასჯელს მოითხოვს.[1]
იბნუ’ლ-ყაიიმმა გაკიცხა იმ აზრზე მყოფნი, რომლებიც შეცდომაში ჩავარდნენ და უარყვეს, რომ ჭკუას/გონებას კარგისა და ცუდის გარჩევა არ შეეძლო. ასევე, გაკიცხა ისინი, რომლებიც ამბობდნენ, რომ მხოლოდ ჭკუა-გონების საფუძველზე ჩადენილი ქმედების გამო პიროვნების დასჯა შესაძლებელი იყო. მან თქვა: „მუთაზილებმა და მათ მიმყოლებმა ზღვარს გადახვედით, როდესაც ეს ორი საფუძველი ერთმანეთისგან არ გაანცალკევეთ... სწორი არის შემდეგი: ეს ორი საკითხი ერთმანეთს არ უკავშირდება. ქმედებები შეიძლება იყოს როგორც კარგი ასევე ცუდი, ასევე შეიძლება იყოს სასარგებლო და ზიანის მომტანიც. ამ ორს შორის სხვაობა მსგავსია დაგემოვნებულს, დაყნოსილსა და დანახულს შორის სხვაობისა. თუმცა, მათ გამო სასჯელის ან მადლის მიღება მხოლოდ ბრძანებისა და აკრძალვის შედეგად წარმოიშვება. მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებისა და აკრძალვის მოსვლამდე ცუდი რამ არსებითად ცუდია, სასჯელს არ საჭიროებს, თუმცა მისი სიგლახის უარყოფაც არ შეიძლება. უზენაესი ალლაჰი (დამნაშავეს) მხოლოდ შუამავლის გამოგზავნის შემდეგ დასჯის. მაგალითად, ეშმაკებისა და კერპების მიმართ შესრულებული თაყვანისცემა, სიცრუე, ზინა, სისასტიკე და მსგავსი ყველაფერი ცუდი და მიუღებელია. თუმცა, მათ გამო დასჯა შარიათს უკავშირდება.
ისინი, რომლებიც უარყოფენ იმ აზრს, რომ ჭკუით/გონებით კარგისა და ცუდის გარჩევა შეიძლება, ამბობენ: ‘თვით ქმედება ცუდი არ არის. ქმედების სიგლახე ან სიკარგე მხოლოდ შარიათით დგინდება.’
მუთეზილები კი ამბობენ, რომ ქმედების სიგლახე და მასთან დაკავშირებული სასჯელი ჭკუა-გონებიდან გამომდინარეობს.
ოთხი იმამის ასჰაბის სწავლულთა უმეტესობა კი შემდეგნაირად ამბობს: ‘ქმედების სიგლახე გონებით განისაზღვრება. სასჯელი კი შარიათის გაცნობა-გაგებაზეა დამოკიდებული. შააფი მეზჰებიდან სა’დ იბნ ალი აზ-ზენჯანის, ჰანბელიდან აბუ’ლ-ჰატტაბის და აბუ ჰანიფეს შეხედულება ამგვარია.
ყურანი ადასტურებს იმას, რომ ეს ორი საკითხი[2] ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული და აცხადებს, რომ სასჯელი მხოლოდ და მხოლოდ შუამავლის გამოგზავნის შემდეგაა.“[3]
იბნუ’ლ-ყაიიმი სხვა ადგილას საკითხის „თავჰიდის რითი შეცნობაა შესაძლებელი“ შესახებ ამბობს: „ამ თემის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. ერთმა ჯგუფმა თქვა, რომ გონებით/ჭკუით თავჰიდი შეიცნობა, მისი მიმტოვებელი კი დაისჯება. მათ აღნიშნეს თავჰიდის ცოდნის საჭიროებაზე და მისი მიმტოვებლის დასჯაზე, რომელიც ჭკუა-გონებით შეიცნობა. რელიგიის ადამიანამდე მიღწევა კი დამატებითი ახსნა-განმარტებისთვის მიიჩნიეს. ეს შეხედულება მუთეზილებისა და მათი იმამების მიმყოლთა აზრია.
მეორე ჯგუფი აცხადებს, რომ ორივე მათგანი ანუ თავჰიდის ცოდნის საჭიროება და დასჯა ჭკუით არ განისაზღვრება. ამბობენ, რომ ჭკუით არცერთი ვააჯიბი არ განისაზღვრება, ვინაიდან ვააჯიბი მხოლოდ შარიათით დგინდება. ყოველივე ამის გამო აცხადებენ, რომ შარიათის მიღწევამდე შესრულებული ქმედების გამო პიროვნება სასჯელს არ მიიღებს. ეს შეხედულება ეკუთვნით აშარიტებს და მათ, რომლებიც ამ საკითხში მათ აზრს იზიარებენ. ეს ორი შეხედულება გადმოცემულია აჰმედის, შაფიის და აბუ ჰანიფას მიმდევრებისგანაც.
სწორია ის, რომ თავჰიდის ცოდნის საჭიროება დგინდება როგორც ჭკუით, ასევე რელიგიით. ყურანი ამას ადასტურებს და თავჰიდის შესახებ გონიერ არგუმენტებს წარადგენს. ასევე, ყურანი განმარტავს, რომ თავჰიდის სიკარგე და შირქის სიგლახე გონებასთან და ფითრათთან შესაბამისობაშია, რის გამოც თავჰიდს ბრძანებს, შირქს კი კრძალავს. ამის გამო ალლაჰი ჭკუის/გონების გასაგებ ფორმაში მაგალითებს განმარტავს. ამასთან დაკავშირებით ყურანში არაერთი გონივრული არგუმენტია:
„39/29. მაგალითად მოიყვანა ალლაჰმა კაცი, რომელიც მოურიგებელი მოწილენის ხელშია და კაცი რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანის ბრძანებაზე არის დამოკიდებული. ნუთუ მაგალითად შესადარები არიან? ქება-დიდება ალლაჰს, მაგრამ მათი უმრავლესობა არ უწყიან.“
„16/75. და ალლაჰმა მაგალითად მოიტანა იგავი მონისა, რომელიც სხვისი კუთვნილებაა და არაფერი ხელეწიფება, ხოლო ვისაც ჩვენ ვუბოძეთ მშვენიერი სარჩო, იგი გაიღებს მისგან დაფარულად და აშკარად; განა თანასწორნი არიან ისინი (1) (უმწეო მონა და თავისუფალი ადამიანი)? ქება-დიდება ალლაჰს! დიახაც, დიდი ნაწილი მათგან არ უწყიან.
76. და ალლაჰმა აგრეთვე მაგალითად მოიყვანა იგავი ორი კაცისა. ერთი მათგანი მუნჯია (1) (რომელსაც თავისი ნაკლიდან გამომდინარე საქმის წარმატებულად შესრულება არ შეუძლია, ურწმუნო ადამიანის ნამოქმედარის მსგავსია მისი), არაფრის შემძლე, ტვირთად აწევს თავის პატრონს. სადაც არ უნდა გაგზავნონ, ხეირი არ მოაქვს. განა თანასწორია იგი იმისა, ვინც ჭეშმარიტებას მეტყველებს და ჭეშმარიტ გზაზე ადგას?“
„22/73. ჰეი, ხალხო! მაგალითისთვისაა იგავი, მაშ მოუსმინეთ. უეჭველად, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით, გარდა ალლაჰისა, ვერ შექმნიან ბუზსაც კი, რომც გაერთიანდნენ ამისთვის. თუ ბუზი რამეს წაართმევს მათ, ისინი ვერ შეძლებენ მის უკან დაბრუნებას. სუსტია ის, ვინც თხოულობს და ისიც, ვისაც სთხოვენ!
74. არ აფასებენ ალლაჰს სათანადოდ, არადა ალლაჰი ყოვლადძლიერია, ყოვლისშემძლეა!“
თავჰიდს ბევრი გონივრული არგუმენტები გააჩნია, რაზეც ყურანში ყურადღებაა გამახვილებული. თუმცა, საკითხი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის ის, რომ ამ ვააჯიბის მიტოვების (ანუ თავჰიდის ცოდნის მიტოვების) გამო გამოწვეული სასჯელი შარიათის მოსვლამდე გადაიდება. აიათებში შემდეგნაირადაა ნათქვამი:
„17/15... და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი (1) (არავისი), სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს!“
„67/8. სადაცაა გასკდეს მძვინვარებისგან. ყოველჯერზე, როცა ყრიან მასში ჯგუფებს, ეკითხებიან მათ მისი მცველები: განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი?
9. პასუხობენ: დიახ, მოგვევლინა შემგონებელი, მაგრამ ცრუდ შევრაცხეთ და ვუთხარით: „არ გარდმოუვლენია ალლაჰს არაფერი, თქვენ მხოლოდ დიდ გზააბნევაში ხართ“.“
„28/59. და არ ანადგურებდა შენი ღმერთი ქვეყნებს, სანამ არ წარუგზავნიდა მის მკვიდრთ შუამავალს, რომელიც ამცნობდა მათ ჩვენს აიათებს. და არ ვიყავით ჩვენ გამნადგურებელნი ქვეყნებისა, თუ მათი მცხოვრებლები არ იყვნენ უსამართლონი!“
„6/131. ეს იმიტომ (1) (შუამავალთა წარგზავნა), რომ ღმერთი შენი როდია უსამართლოდ გამნადგურებელი სოფელთა თუ მკვიდრთა მათთა ისე, რომ არ იყონ შეგონებულნი (2) (არ წარეგზავნა მათთან შუამავალნი და არ განემარტათ მათ ალლაჰის აიათები).“
ეს აიათები დალილია იმისა, რომ შუამავლის გამოგზავნამდე ისინი ზალიმები არიან (ზალიმებად ითვლებიან), თუმცა ჰუჯჯეთის შესრულებამდე მათი ზულმის გამო არ განადგურდებიან. ასევე, ეს აიათები შემდეგ ორ შეხედულებას უარყოფენ:
პირველი: „ზულმი და ცუდი რამეები მხოლოდ რელიგიით შეიცნობა.“
მეორე: „მათი ზულმის გამო დაისჯებიან, მიუხედავად იმისა შარიათი მათთან მიღწეული რომც არ იყოს.“
შემდეგ აიათშიც ნათელია ის, რომ ყურანი ზემოთ ნახსენებ ორივე შეხედულებას უარყოფს:
„28/47. და ეს რომ არ მომხდარიყო და რომ სწვევოდათ უბედურება იმის გამო, რაც წაიმძღვარეს საკუთარმა ხელებმა, ისინი იტყოდნენ: „ღმერთო ჩვენო! რატომ არ მოგვივლინე შუამავალი, რომ მივყოლოდით შენს აიათებს და გავმხდარიყავით მორწმუნენი?““
ალლაჰი გვამცნობს, რომ მათ მიერ ნამოქმედარის გამო მათი დასჯა მიზეზთანაა დაკავშირებული. ალლაჰმა შუამავლის გაგზავნამდე და ჰუჯჯეთის შესრულებამდე ისინი არ დასაჯა:
„4/165. და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების (წარგზავნის) შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება (სათქმელი) ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.“
„6/155. და ეს წიგნი (1) (ყურანი), რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ, უბიწოა. მაშ, მიყევით მას და იყავით ღვთისმოშიშნი (არ გაეკაროთ სისაძაგლეს), ეგების შეწყალებულნი იქმნეთ თქვენ!
156. რომ თქვათ: წიგნი მხოლოდ ზეგარდმოევლინა ჩვენ წინ ორ ხალხს (1) (იუდეველებს და ქრისტიანებს) და წარმოდგენა არ გვაქვს რას კითხულობდნენ ეგენი.
157. და რომ არ თქვათ: წიგნი რომ ჩვენ გარდმოგვლენოდა, დიახაც, მაგათზე უფრო სწორ გზაზე ვიდგებოდით, აჰა, თქვენ გებოძათ ცხადი მტკიცება თქვენი ღმერთისგან, ჭეშმარიტი გზა და წყალობა. მაშ, ვინ არის იმაზე უფრო უსამართლო, რომელმაც ცრუდ ჩათვალა ალლაჰის აიათები და პირი იბრუნა მისგან. რომელნიც პირს იბრუნებენ ჩვენი აიათებისგან, სულ მალე დავსჯით მკაცრი სასჯელით იმისთვის, რომ პირს იბრუნებდნენ!“
„39/56. მანან, სანამ იტყოდეს ყველა სული: ვაი, ჩემს თავს, სრულ არ ვჰქმენ მსახურება ალლაჰისადმი! და ვიყავი ერთ-ერთი დამცინავთაგანი!
57. ან თქვას: „ალლაჰს, რომ ჭეშმარიტ გზაზე დავედგინე, უთუოდ, ვიქნებოდი ღვთისმოშიშთაგანი.
58. ან რომ არ მოუხდეს თქმა, როცა სასჯელს დაინახავს: ნეტავ, იყოს უკან დაბრუნება და ვიყო კეთილისმქმნელთაგანი.
59. არამც და არამც! უეჭველად, შენ გებოძა ჩემი აიათები (1) (წმინდა ყურანი), მაგრამ შენ ცრუდ შერაცხე ისინი, გაამაყდი და შეიქმენ ურწმუნოთაგანი.“
ყურანი ხშირად გვატყობინებს იმას, რომ ჰუჯჯეთი წიგნებითა და შუამავლების საშუალებით ხორციელდება.



[1] მადლსა და სასჯელს მოითხოვს დაწესებული ჰუქმები: ვააჯიბები ან ჰარამები. იქიდან გამომდინარე, რომ ჭკუას ჰარამებისა და ვააჯიბების განსაზღვრის შესაძლებლობა არ აქვს, ვერც მადლს მიიღებს და ვერც სასჯელს მანამ, სანამ პიროვნებასთან ჰუჯჯეთი არ მიაღწევს.
[2] პირველი საკითხი: ჭკუით/გონებით ქმედების კარგისა და ცუდის დადგენა. მეორე საკითხი: ალლაჰი შუამავლის გამოგზავნამდე ადამიანს არ დასჯის.
[3] იბნუ’ლ-ყაიიმ, მედარიჯუ’ს-სალიყინ, 1/254-255.