25 March 2020

ნაწილი 2.7: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

სხვა ჯგუფის შეხედულება კი, შემდეგნაირია: „ის ფაქტი, რომ ყოველი ქმნილება ისლამის რელიგიაზე იბადება, ნიშნავს იმას, რომ ეს მათთვის ჰუჯჯათია. ყოველივე ამის მიუხედავად, შირქს თუ შეასრულებენ, მათთვის საპატიო მიზეზი არაფერი იქნება. პიროვნებასთან შუამავალი (და მისი მოწოდება) მიღწეული რომც არ იყოს, ის შირქს თუ ჩაიდენს, მაშინ მისი უცოდინრობა გამართლებული არ იქნება.“
საჭიროა ვიცოდეთ ის, რომ ალიმების უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ სურა ა’რაფში მოცემული მისაყი და ფითრათი ერთიდაიგივეა. იბნუ’ლ-ყაიიმი ამბობს: „წინა და ახალი სწავლულებიდან რამოდენიმემ ამგვარად თქვა. სურა ა’რაფში მოცემულ აიათს ყველაზე უკეთ ალლაჰის შუამავლის შემდეგი სიტყვები განმარტავს: ‘ყოველი დაბადებული ისლამის რელიგიაზე იბადება. შემდეგ კი, დედ-მამა მას ქრისტიანად და ებრაელად აქცევს.’ ალლაჰის მიერ ადამიანებში ჩადებული ფითრათი და აღებული მისაყი საკუთარი თავების დამოწმებისთვისაა.“[1]
არასწორია იმის თქმა, რომ მხოლოდ მისაყი და ფითრათი ადამიანებისთვის ჰუჯჯათად საკმარისია. ამის არგუმენტები შემდეგია:
1.       16/78. და ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენი დედების მუცლებიდან, როცა არაფერს უწყოდით; და გიბოძათ თქვენ ყურთასმენა, და თვალთახედვა და შემეცნების უნარი, ამრიგად, ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!
იბნუ’ლ-ყაიიმი (რაჰიმაჰულლაჰ) გადმოგვცემს, რომ მუჰამმედ იბნ ნასრ ალ-მარვაზის როდესაც განუცხადეს, რომ მისაყი ჰუჯჯათი იყო, მან სურა ნაჰლის ეს აიათი მოუყვანა არგუმენტად. მუჰამმედ იბნ ნასრი ამბობს: „...ალლაჰი ბრძანებს: ‘და ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენი დედების მუცლებიდან, როცა არაფერს უწყოდით.’ ისინი კი ამბობენ, რომ ადამიანი ალლაჰს იცნობს, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა იცოდეს ადამიანმა ეს არის... ‘და ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენი დედების მუცლებიდან, როცა არაფერს უწყოდით.’ - ალლაჰის ამ სიტყვების მიუხედავად, ვინმე თუ ისევ აცხადებს, რომ ადამიანმა ეს საკითხი (ალლაჰის ცნობა) დაბადებიდანვე იცის, მაშინ ნუთუ არის ისეთი ვინმე, ვინც ამ სიტყვების მთქმელზე მეტად ეწინააღმდეგება ალლაჰის წიგნს? ამგვარი პიროვნება წიგნის უცოდინარია და სამყაროთა ღმერთის წინააღმდეგ ჯიუტობს.“[2]
2.       „42/52. და სწორედ ამგვარად ზეშთაგაგონეთ შენ სული ჩვენი ბრძანებისგან. არ იცოდი შენ რა არის წიგნი და არც რწმენა. მაგრამ ჩვენ დავადგინეთ იგი ნათელად. დავადგენთ მისით ჭეშმარიტ გზას, ვინებებთ ვისაც, რამეთუ, უეჭველად, შენ უწინამძღვრებ ჭეშმარიტი გზისკენ.“
ეს აიათი არგუმენტია იმისა, რომ ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) იმანი რა იყო არც მისაყით და არც ფითრათით არ იცოდა. მან იმანის მნიშვნელობა გაიგო მაშინ, როდესაც ვაჰი მოევლინა, რაც თავისთავად ჰუჯჯათია.
3.       „4/165. და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად (გამოიგზავნა), შუამავლების (წარგზავნის) შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება (სათქმელი) ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.“
აიათი არგუმენტია იმისა, რომ ჰუჯჯათის შესრულება და საპატიო მიზეზის გაუქმება მხოლოდ შუამავლის გამოგზავნითაა შესაძლებელი. ასევე, სურა მულქში გადმოცემული დიალოგიც ამის არგუმენტია: „67/8. სადაცაა გასკდეს მძვინვარებისგან. ყოველჯერზე, როცა ყრიან მასში ჯგუფებს, ეკითხებიან მათ მისი მცველები: განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი?
9. პასუხობენ: დიახ, მოგვევლინა შემგონებელი, მაგრამ ცრუდ შევრაცხეთ და ვუთხარით: ‘არ გარდმოუვლენია ალლაჰს არაფერი, თქვენ მხოლოდ დიდ გზააბნევაში ხართ’.“
შანქითი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ყურანში ისეთი აიათი ბევრია, რომელიც აცხადებს, რომ შუამავლის მოპატიჟების გარეშე გარდაცვლილ ადამიანს ალლაჰი არ დასჯის. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ჭკუა/გონება და ფითრათი (ჰუჯჯათობისთვის) საკმარისი არ არის. ალლაჰის შემდეგი სიტყვები ამ თემას უფრო ნათელს ხდის: ‘და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი (1) (არავისი), სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს!’...“[3]
ზემოთ მოცემული ჰადისის „შენგან ამაზე გაცილებით ცოტა ვისურვე და სიტყვა მომეცი, რომ თანაზიარს არ გამიჩენდი. თუმცა, სახე იბრუნე და თანაზიარი გამიჩინე.’[4] საფუძველზე თუ ითქვა, რომ „მისაყისა და შუამავლების საშუალებით ჰუჯჯათის შესრულება როგორ გავაერთიანოთ?“, მაშინ შემდეგნაირად ვუპასუხებთ: „ეს ჰადისი შუამავლის საშუალებით ჰუჯჯათის შესრულებასაც შეიცავს, რაზეც არაერთი არგუმენტი მიანიშნებს. ჰადისის შინაარსი შემდეგნაირია: „(ალლაჰმა უთხრა ადამიანს:) შენგან მისაყი ავიღე იმასთან დაკავშირებით, რომ თანაზიარს არ დამიდგენდი, თუმცა (ჩემს მიერ გამოგზავნილი) შუამავლების საშუალებით ჰუჯჯათის შესრულების შემდეგ, სახე იბრუნე და თანაზიარი გამიჩინე.“
აბდულაზიზ იბნ ბაზმაც ამ ჰადისის მოყვანის შემდეგ მსგავსი რამ თქვა: „ანუ (ალლაჰმა უთხრა ადამიანს): ‘შენგან ვისურვე, რომ შუამავლის მიერ მოტანილი შარიათის მიხედვით (გეცხოვრა და) ჩემზე თანაზიარი არ დაგედგინა.’ რაშიც მოიაზრება შუამავლების საშუალებით მხოლოდ ალლაჰზე თაყვანისცემის ბრძანება და მასზე თანაზიარის არ დადგენა. მიუხედავად ამისა, ქმნილებათა უმეტესობამ (დადებულ პირობას - მისაყს და შუამავლების მოწოდებას) ზურგი შეაქცია და ალლაჰს თანაზიარი დაუდგინა.“[5][6]
ის, ვინც შარიათული საკითხებითაა დაკავებული, კარგად უნდა იცოდეს არგუმენტების განმსაზღვრელი ზოგადი წესები. ფიყჰის მთლიანობაში კონკრეტული თემის განმსაზღვრელი ზოგადი ყაიდა სათაურდება, როგორც „ფიყჰის საფუძვლები“. ფიყჰის ნაწილებიდან ერთი ნაწილის განმსაზღვრელი წესები კი სათაურდებიან, როგორც „ფიყჰის წესები“. ამ საფუძვლებისა და წესების უგულებელყოფა ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანს. მაგალითად, როგორც შემდეგ აიათშია მოცემული, ცოდვილი მორწმუნის დასჯა ალლაჰის ნება-სურვილთან არის დაკავშირებული: „4/48. უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაზიარნი გაუჩინონ მას, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ინებებს ვისაც...“
ქალების ფიცთან დაკავშირებით უბადე იბნ სამითის მიერ გადმოცემული ჰადისიც იგივე შინაარსისაა. წესის „ალლაჰის ნება-სურვილი“-ს უგულებელმყოფი პიროვნება ხარიჯიტებისა და მუთაზილების შეხედულების მატარებელი უნდა იყოს. ასევე, ამ საკითხში წესი არის ის, რომ ჯოჯოხეთში შევა მხოლოდ ის, ვისთანაც შუამავლის მოპატიჟებამ მიაღწია.[7] სხვა არგუმენტებიც ამ წესის მიხედვით უნდა გავიგოთ.
4.       თუ იკითხავენ: „მისაყისა და ფითრათის მნიშვნელობა რა არის? მათში ჰუჯჯათი საერთოდ არ მოიძებნება?“, შემდეგნაირად ვუპასუხებთ:
დიახ, ორივე მათგანი ჰუჯჯათია, თუმცა არასაკმარისი. მათი არასაკმარისობა ორი მიმართულებით გამოიხატება:
ა) მათი (მისაყისა და ფითრათის) ადამიანზე შეხსენება საჭიროა, რადგან დედამიწაზე ყოფნის დროს ადამიანის მიერ მათი გახსენება შესაძლებელი არ არის. შემდეგი აიათები ამის არგუმენტია:
“16/78. და ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენი დედების მუცლებიდან, როცა არაფერს უწყოდით;“
შუამავლები იმიტომ მოევლინენ, რომ დავიწყებული მისაყი ხალხს გაახსენონ.
„88/21. მაშ, შეაგონე, შენ ხომ მხოლოდ შემგონებელი ხარ!“
„2/221... და განუმარტავს ადამიანებს თავის აიათებს, ეგებ გაიხსენონ და შეისმინონ!“
„7/3... და რაოდენ მწირია თქვენი თვალთახედვა.“
„38/29. ეს უბიწო წიგნი მოვავლინეთ შენთან, რათა შეიგონონ მისი აიათები და რომ განსაჯონ ბრძენკაცთა, ჭკუასაკითხთა!“
„5/7. გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენდა (ისლამი) და აღთქმა მისი, რომელიც თქვენ აღგითქვათ (მისაყი). თქვენ თქვით: ‘შევისმინეთ და გმორჩილებთ!’ და გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი უწყის გულისნადებს.“
აიათებიდან ნათლად ჩანს, რომ შუამავლები მისაყის შეხსენებისთვის მოევლინენ.
ბ) ახსნა-განმარტებაა საჭირო - ანუ საჭიროა რომ ალლაჰის უფლებები ქმნილებათა მიმართ დაწვრილებით იყოს ახსნილი. ამისათვის კი შუამავლები გამოიგზავნა. აქედან გამომდინარე, შეგონება (შუამავლებითა და წიგნების საშუალებით) მისაყისა და ფითრათის შემავსებელია, რომლებიც მარტოდმარტო იყამეთუ’ლ ჰუჯჯათისთვის საკმარისი არ არის. ამის განსამარტად შეგვიძლია გადმოვცეთ იბნ-ი თაიმიიას სიტყვები: „სწორია ის, რომ ალლაჰის მიერ გაჩენილი ადამიანის ფითრათი ისლამის რელიგიაზეა. ეს ის ფითრათია, როდესაც ალლაჰმა ადამიანებს ჰკითხა: ‘არ ვარ მე თქვენი ბატონ-პატრონი?’, მათ კი უპასუხეს: ‘დიახ. შენ ჩვენი ბატონ-პატრონი ხარ.’“ ამის შემდეგ, იგი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ის ფაქტი, რომ ადამიანი ამ ფითრათით იბადება, არ ნიშნავს იმას, რომ დაბადების შემდეგ მათ ფაქტობრივად ისლამის სწამთ. უზენაესმა ალლაჰმა დედების მუცლებიდან სრულიად უცოდინარი გამოგვიყვანა. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს იმას, რომ ისეთი ფაქტორის არარსებობის შემთხვევაში, რა დროსაც ფითრათი შეიცვლება, გულის მიერ ისლამის მიღება და მისკენ მიმართვა ხდება.“[8]
ასევე, იბნუ’ლ-ყაიიმი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „...იმის გამო, რომ ალლაჰის მოწყალება სრულია (ჭეშმარიტია), იგი ადამიანებს შუამავლების მოსვლის შემდეგ დასჯის. პიროვნება ისეთ ქმედებას თუ ჩაიდენს, რომელიც გასაკიცხია და სასჯელს საჭიროებს, ასეთ დროს ალლაჰს ქმნილებათა მიმართ ორი ჰუჯჯათი გააჩნია, რომელთა შესრულების შემდეგაც ადამიანს დასჯის. მათგან პირველია: ‘ადამიანის ფითრათი, რომელშიც ჩადებულია ის, რომ ალლაჰი ადამიანის გამჩენი და ბატონ-პატრონია.’ და მეორე: ‘შუამავლის გამოგზავნა, რომლის საშუალებითაც ეს საკითხი დეტალურად უნდა განიმარტოს და სრულყოფილი გახდეს.’ ამის შემდეგ ადამიანისთვის უკვე ორი მოწმეობა არსებობს: ფითრათი და შარიათი. პიროვნება ახირეთში თავისი ენით დაამტკიცებს იმას, რომ ქააფირია: 6/130…ამქვეყნიურმა ცხოვრებამ აცდუნა ისინი და დაამოწმეს თავიანთ წინააღმდეგ, რომ ურწმუნონი იყვნენ.მათ მიმართ ალლაჰის სასჯელი განხორციელდება მაშინ, როდესაც ისინი ორივე მოწმეობას (ფითრათი და შარიათი) გაივლიან და თავიანთი ენით საკუთარ ურწმუნოებას დაამოწმებენ. ამგვარი რამ კი უკიდურესად სამართლიანია.“[9]
იგივე საკითხის შესახებ იბნ-ი თაიმიია (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „შუამავლები ფითრათისა და იმ საკითხების შესახსენებლად მოვიდნენ, რაც ადამიანებმა უწინ იცოდნენ. ასევე, მოვიდნენ იმისთვის, რომ უწინ გაგებული რამ გაამყარონ, დაეხმარონ და თავიდან ააცილონ ხალხს ის, რაც მათ არღვევს. შუამავლები ფითრათის გასამყარებლად და შესავსებად (სრულყოფისთვის) მოევლინენ და არა მათი შეცვლისთვის ან სხვა მიმართულების მიცემისთვის. რელიგიის მწვერვალი მოვლენილი შარიათით ფითრათის სრულყოფაა.“[10]
იბნუ’ლ-ყაიიმი ამბობს: „ალლაჰი შუამავლებს გზავნის იმიტომ, რომ ადამიანებს თავიანთ ფითრათში და გონებაში არსებული რამ შეახსენონ. ასევე, ასწავლონ და გააცნონ ალლაჰის უფლებები ადამიანებზე, აკრძალვები, ნებადართვები, ჯილდოები და სასჯელები.“[11]
დასკვნა: ზემოთ მოცემული ყოველივე მოწმობს იმაზე, რომ მისაყით და ფითრათით ქმნილებებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. მხოლოდ ეს ორი (მისაყი და ფითრათი) ადამიანების მიმართ ჰუჯჯათი ვერ იქნება, რადგან ჰუჯჯათი მხოლოდ და მხოლოდ შუამავლების საშუალებით სრულდება.



[1] იბნუ’ლ-ყაიიმ, აჰქამუ აჰლი’ზ-ზიმმა, 2/527; ასევე, იხ: იბნ თაიმიია, მეჯმუუ ფათავა, 14/296; შერხუ აყიდეთი’თ-თაჰავიი, 268; თეფსირუ იბნი ქესირ, 2/261-264.
[2] იბნუ’ლ-ყაიიმ, აჰქამუ აჰლი’ზ-ზიმმა, 2/525-526.
[3] აშ-შანქითი, ადვაუ’ლ-ბეიან, 2/336.
[4] მუთთეფექუნ ‘ალეიჰ.
[5] ფათავა ვე მაყალათ ბინ ბაზ, 3/335;
[6] მთარგმნელის შენიშვნა: შეიძლება ზოგიერთი პიროვნება აბდულაზიზ იბნ ბაზს არ აღიარებდეს და მის შეხედულებებს არ ითვალისწინებდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ საკითხის მიმართ იბნ ბაზის შეხედულება სალაფი სწავლულების შეხედულებას ემთხვევა. ასევე, ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავებს იმის უფლებას, რომ რომელიმე მწერლის ნაწარმოებიდან ამოვგლიჯოთ ცალკეული სწავლულების, შეიხების და ა.შ. სიტყვები. ვინაიდან, ჩვენი მიზანია, რომ ცოდნის მაძიებელმა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით მიიღოს ცოდნა და არ დაექვემდებაროს კონკრეტულ ჯამაათს ან სწავლულს. ამგვარი დამოკიდებულება მკითხველს დაეხმარება საკითხის უკეთ გაგებაში.
[7] სურა ალ-ან’ამ, 6/130; სურა აზ-ზუმარ, 39/71; სურა ფათირ, 35/37; სურა ალ-მულქ, 67/6-10.
[8] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 4/245-247; ასევე, იხ: იბნუ’ლ-ყაიიმ, აჰქამუ აჰლი’ზ-ზიმმა, 2/568-609.
[9] იბნუ’ლ-ყაიიმ, აჰქამუ აჰლი’ზ-ზიმმა, 2/564-565.
[10] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 16/348.
[11] იბნუ’ლ-ყაიიმ, არ-რუჰ, გვ: 224; ასევე, იხ: იბნუ’ლ-ყაიიმ, მიფთაჰუ დარი’ს-საადე, 2/82; თეფსირუ ქურთუბი, 7/317; ღაზზაალიი, იჰიააი ულუმიდდიინ, 1/103.