14 March 2020

ნაწილი 2.5: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

იბნუ’ლ ყაიიმმა მრავალ ადგილას განმარტა ის, რომ ჭკუა-გონებით კარგისა და ცუდის გარჩევა შესაძლებელია.[1]
მუთეზილები რელიგიას ორ ნაწილად ჰყოფენ: უსულ[2] და ფურუ’-ი[3].

უსული: ეს თავჰიდია. ისინი ამბობენ: „იმის გამო, რომ თავჰიდი კარგი (სასიკეთო), ხოლო შირქი კი ცუდია, მათი ჭკუით ცოდნა ვააჯიბია. პიროვნებასთან შუამავალი თუ არ მიღწეულა და ამგვარად (ანუ ასეთ დროს) თუ მოკვდა (როგორც ურწმუნო), მაშინ ის დაისჯება, როგორც ქააფირი.“ ეს შეხედულება შემდეგ არგუმენტს ეწინააღმდეგება: „‘17/15... ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი (1) (არავისი), სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს!’“ ჭკუა-გონების ჰუჯჯათად განხივლის კუთხით ამგვარი შეხედულება არასწორია.[4]

ფურუ’: მასში იგულისხმება დაწვრილებითი შარიათული ჰუქმები.
როგორც იბნი თაიმიიამ თქვა, რელიგიის ამგვარად გაყოფა ბიდ’ათია, რაც სალაფებს არ გაუკეთებიათ.[5]
ამასთან ერთად, სხვა კუთხით იბნი თაიმიია რელიგიის ორ ნაწილად „უსულ“ და „ფურუ’“ ნაწილებად გაყოფას ასახელებს: „სწორია ის, რომ ორივე ნაწილიდან თითოეული იყოფა დიდ (უსულ) და პატარა (ფურუ’) საკითხებად.“[6]
იბნი თაიმიია ამ სიტყვებში გულისხმობს ითიყადისა (რწმენა, აყიდა) და ქმედების შესახებ ჰუქმებს.
ასევე, მუთეზილების საპასუხოდ იბნ ჰაჯერი, აბუ მუზაფფერ ას-სემ’ანისგან გადმოსცემს: „ჭკუას არც ვააჯიბის და არც ჰარამის დაწესება არ შეუძლია. მას (ჭკუა-გონებას) მასში (ჰარამისა და ვაააჯიბის დაწესებაში) არავითარი წილი არ გააჩნია. მანამ, სანამ რელიგია ჰუქმს არ მოავლენს, პასუხისმგებლობა არავის ეკისრება: ‘არ ვართ დამსჯელნი შუამავლის გამოგზავნამდე’, ‘შუამავლების შემდეგ ადამიანებს გასასამართლებელი საბუთი რომ არ ჰქონოდათ.’ ამის არგუმენტია ეს და სხვა აითები.
ის, ვინც იტყვის, რომ შუამავლების მოვლენის მთავარი მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ფერ’ი (დაწვრილებითი) საკითხების ახსნა-განმარტებაა, მაშინ ის (ავტომატურად) გულისხმობს იმას, რომ ალლაჰისკენ მომპატიჟებლები შუამავალი კი არა, არამედ ადამიანის ჭკუა-გონებაა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ შუამავლების არსებობა არარსებობის ტოლია. ასეთი რამ კი გზასაცდენილობისთვის საკმარისი მიზეზია... ჩვენ არ უარვყოფთ იმას, რომ ჭკუა-გონებით თავჰიდისკენ მისწრაფება შესაძლებელია. არამედ, ჩვენ არ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ თავჰიდის შეცნობის აუცილებლობა (ვააჯიბობა) მხოლოდ და მხოლოდ ჭკუა-გონებითაა განსაზღვრული.“[7]

მოკლედ: ჭკუა-გონებას - ქმნილებათა მიმართ სასჯელისა და მადლის დაწესებაში წვლილი არ მიუძღვის. პასუხისმგებლობა, მადლი და სასჯელი მხოლოდ და მხოლოდ მოვლენილით (ალლაჰისგან მოვლენილით და შუამავლით) სრულდება.

არგუმენტები, რომლებიც უარყოფენ აზრს, რომლის მიხედვითაც, თავჰიდი მხოლოდ და მხოლოდ ჭკუა-გონებით შეიცნობა
1.       “16/36. და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს…”
მხოლოდ ჭკუა-გონება თავჰიდის გასაგებად საკმარისი რომ ყოფილიყო, მაშინ შუამავლების გამოგზავნა საჭირო აღარ იქნებოდა, მსგავსი რამ კი ალლაჰისთვის დამახასიათებელი არ არის. თავჰიდი მხოლოდ ჭკუა-გონებით გასაგები რომ ყოფილიყო, მაშინ შუამავლები თავჰიდისთვის კი არა, არამედ ფერ’ი (მეორეხარისხოვანი) ჰუქმების ხალხზე გასაცნობად მოვიდოდნენ. თუმცა, როგორც აიათშია ნათქვამი, შუამავლების გამოგზავნის მიზეზი თავჰიდია.

2.       ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) იემენში მუაზ ბინ ჯაბალი როდესაც გაგზავნა, თან დააბარა: „პირველად რაზეც მათ მოუწოდებ თავჰიდი იყოს.“[8]
ეს ჰადისი არგუმენტია იმისა, რომ თავჰიდის შეცნობა მხოლოდ ჭკუით კი არა, არამედ შუამავლების საშუალებითაა შესაძლებელი.

3.       „42/52. და სწორედ ამგვარად ზეშთაგაგონეთ შენ სული ჩვენი ბრძანებისგან. არ იცოდი შენ რა არის წიგნი და არც რწმენა. მაგრამ ჩვენ დავადგინეთ იგი ნათელად. დავადგენთ მისით ჭეშმარიტ გზას, ვინებებთ ვისაც, რამეთუ, უეჭველად, შენ უწინამძღვრებ ჭეშმარიტი გზისკენ.“
აიათი გვამცნობს, რომ შუამავალმა აიათების მოვლენამდე იმანი (რწმენა) რა იყო არ იცოდა. ჭკუით ჰიდაეთის პოვნა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მაშინ ამას ყველაზე უკეთ ჩვენი შუამავალი მუჰამმედი შეასრულებდა. შემდეგი აიათებიც ამ თემის არგუმენტებია:
„93/7. გზააბნეული გპოვა და სწორ გზაზე დაგადგინა?“
„12/3. ჩვენ გიყვებით შენ საუკეთესო ამბებს, რაც ამ ყურანით შთაგაგონეთ, თუმცაღა აქამდე, დიახაც, რომ უმეცართა შორის იყავი.“

4.       „67/6. ხოლო იმათთვის, რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთი, სასჯელი ჯოჯოხეთის. და რა საზარელი ფინიშია!
7. როცა ჩაგდებულ იქნებიან მასში, შემოესმებათ მისი დუღილის საშინელი ხმა,
8. სადაცაა გასკდეს მძვინვარებისგან. ყოველჯერზე, როცა ყრიან მასში ჯგუფებს, ეკითხებიან მათ მისი მცველები: განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი?
9. პასუხობენ: დიახ, მოგვევლინა შემგონებელი, მაგრამ ცრუდ შევრაცხეთ და ვუთხარით: „არ გარდმოუვლენია ალლაჰს არაფერი, თქვენ მხოლოდ დიდ გზააბნევაში ხართ“.
10. და კიდევ ამბობენ: „რომ ვყოფილიყავით შემსმენნი და მოგვეხმო გონებისთვის, არ ვიქნებოდით ცეცხლის ბინადარნი“.“
ეს აიათები არგუმენტია შემდეგის: ჯოჯოხეთის მცველები ქააფირებს ეკითხებიან: „განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი?“ და არ ეკითხებიან: „განა არ გქონდათ ჭკუა-გონება?“ ეს ყოველივე არგუმენტია იმისა, რომ ჰუჯჯეთის შესრულება და საპატიო მიზეზის განულება არა ჭკუით, არამედ შუამავლის საშუალებით ხორციელდება. ასევე მათი სიტყვები: „რომ ვყოფილიყავით შემსმენნი და მოგვეხმო გონებისთვის“ მიუთითებს იმაზე, რომ ჭკუა-გონება მარტოდმარტო ჰუჯჯეთი არ არის და იგი შუამავალზე და მასთან ერთად მოვლენილზეა დამოკიდებული.



[1] დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: იბნუ’ლ-ყაიიმ, მედარიჯუ’ს-საალიყინ, 3/509-513; მიფთაჰუ დარი’ს-საადე, 2/2-113.
[2] ისლამის საფუძვლები.
[3] ნაწილები, მეორე ხარისხოვანი საკითხები.
[4] მთარგმნელის შენიშვნა: ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, რათა არ მოხდეს საკითხის არასწორად გაგება.
[5] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 12/492 და 23/346.
[6] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 6/56.
[7] ფეთხუ’ლ-ბარი, 13/303; ასევე იხ: იბნ ჰაზმ, ალ-იჰქამ ფი უსული’ლ-აჰქამ, 1/52-60.
[8] მუთთეფექუნ ‘ალეიჰ.