26 July 2018

მოდით ყველამ ერთად ყურანს და სუნნეთს გავყვეთ!


ძვირფასო ძმებო და დებო! არ დაგავიწყდეთ ის, რომ ისლამის საზოგადოებაში ყველაზე დიდი უბედურება და ავადმყოფობა ბრმად წინაპრების გზაზე გაყოლაა.
მსგავსი საქციელი ყურანისა და სუნნეთის მიერ დაგმობილია. ეს არის ადამიანის ჭეშმარიტი გზიდან აცდენის ერთ-ერთი მიზეზი.
ეს ავადმყოფობა ისეა გაჟღენთილი, რომ ადამიანი ყურანისა და სუნნეთის წინაშე ყრუ და უმოქმედოა. შუამავლის დროს როგორც მექქელი მუშრიქები წინაპრების კვალზე გაყოლით ალლაჰის სიტყვას უარყოფდნენ და ზურგს აქცევდნენ, ასევე დღესაც პიროვნებას ალლაჰის წიგნიდან ან შუამავლის სუნნეთიდან რაიმეს თუ წარუდგენ, ის წინაპრების გზაზე მიყოლით უარყოფს ჭეშმარიტებას და მას ზურგს აქცევს.
ჰეი მუსლიმო! იცოდე, რომ სხვაზე ბრმად გაყოლა ყურანისა და სუნნეთის მიერ უარყოფილია. საკითხის შესახებ უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
*“5/104. როცა მათ ეუბნებიან: მოდით იმაზე, რაც ალლაჰმა ზეგარდმოავლინა და შუამავალთან, პასუხობენ: ჩვენ ისიც გვყოფნის, რაც ვპოვეთ ჩვენს მამებთან . მაგრამ ხომ შეიძლებოდა მათ მამებს არაფერი სცოდნოდათ და ყოფილიყვნენ არასწორ გზაზე?”*
*“31/21. როცა მათ ეუბნებიან: „მიყევით იმას, რაც ზეგარდმოგივლინათ ალლაჰმა!“ - პასუხობენ: „არამც და არამც! ჩვენ მივჰყვებით იმას, რაზეც ვჰპოვეთ ჩვენი მამები.“ და თუ ეშმაკი მოუხმობს მათ ცეცხლის სასჯელისკენ?”*
როგორც აიათებიდან ვხვდებით უზენაესი ალლაჰი გმობს ბრმად წინაპრების კვალზე გაყოლას.
ასე, რომ ჰეი მუსლიმო! არ ისაუბრო იმაზე, რაც არ გინახავს, არ გაგიგონია და არ დაგინახავს. არ იწამო მათი და არ იმოქმედო მათით. რელიგიის საკითხში რასაც კი შეასრულობ ყოველივეს შესახებ არგუმენტი უნდა გაგაჩნდეს. საკითხის შესახებ უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
*“17/36. არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ მოგეპოვება შენ. უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან პასუხი მოეკითხება!”*
*“28/50...და ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტ გზააბნევაში, ვიდრე ის, ვინც საკუთარ ვნებებს აჰყოლია, გარეშე ჭეშმარიტი გზისა ალლაჰისგან?”*
*“47/14. განა ის, ვინც ადგას ცხად მოწმობას მისი ღმერთისგან, მსგავსია იმის, ვისაც თავისი სიავე მოეკაზმა და აყოლილა ვნებებს?”*
ჰეი მუსლიმანო! არ დაივიწყო ის, რომ ყოველი რწმენა და ქმედება რაც თუ ისლამშია, ყურანისა და სუნნეთის მიხედვით სრულდება. ამ ორი საფუძვლის გარდა სხვა რაიმე საფუძველზე შესრულებული რწმენა და ქმედება მიუღებელია, რომელიც ვარაუდსა და ეჭვებზეა დამყარებული. მსგავსი რამ კი ისლამთან კავშირში არ არის. საკითხთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
*”10/36. და მათი უმრავლესობა საკუთარ ვარაუდს მისდევს, უეჭველად, ვარაუდი ჭეშმარიტებას ვერაფერს შეჰმატებს. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიან ეგენი.”*
ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ) ბრძანებს: “ვარაუდს მოერიდეთ, რადგან იგი სიტყვათა შორის ყველაზე მატყუარაა.” (ბუჰარი. მე-3 ტომი, გვერდი 6048)
ასე, რომ ჰეი მუსლიმანო! ვარაუდის შესაბამისად არ იმოქმედო. შენი რელიგია არგუმენტების საფუძველზე შეისწავლე და მისით იცხოვრე. არდაგავიწყდეს ის, რომ შენი ნამოქმედარი ისლამს თუ არ შეესაბამება, მაშინ შესრულებული ქმედებები ალლაჰის წინაშე მიუღებელია.
აიშა (რ.ა) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) ბრძანა: “ის, ვინც ისლამში სიახლეს შემოიტანს, უარყოფილი იქნება. (მუსლიმ, ტ:5, გვ: 1718)
სიტყვის გაგრძელება საჭირო არ არის. ვისაც სურს, რომ რელიგიაში მყარი იყოს, მაშინ მან ყურანისა და სუნნეთის მიხედვით უნდა იცხოვროს. მერწმუნეთ დღევანდელ პირობებში მუსლიმებს ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.
ალლაჰს ვთხოვ, რომ ჭეშმარიტ გზაზე ყოფნა გვარგუნოს!