25 July 2018

4. გადამწყვეტი თაქფირის დამაბრკოლებლები

პირველ რიგში სიტყვა „დამაბრკოლებელი“ განვმარტოთ. ისლამის ტერმინოლოგიაში მისი მნიშვნელობა შემდეგია: „დამაბრკოლებელი არის ის, რაც ქმნილებაზე ჰუქმის გაუქმებას იწვევს.“[1](el-Kafi’l-Vafi fi Usuli’i-Fıkhi’l-İslam, Mustafa Said el-Hınn, გვ. 53). მოვიყვანოთ მაგალითი: ვიცით, რომ გარკვეული რაოდენობის ქონების მეპატრონე ვალდებულია გადაიხადოს ზექათი. თუმცა, პიროვნებას ზექათისთვის დაწესებულ გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ვალი თუ აქვს, ამ შემთხვევაში მასზე ზექათის გაცემა სავალდებულო აღარ არის, ამ შემთხვევაში გარკვეული რაოდენობის ვალი, ზექათის დამაბრკოლებელია.
მოვიყვანოთ სხვა მაგალითი: ჩვენთვის ცნობილია ის, რომ პიროვნების მიერ, ნებაყოფლობით წარმოთქმული ქუფრი სიტყვები, პიროვნებას ქუფრში ჩააგდებს და ქააფირი გახდება. მოსამართლეც შესაბამისად ამ პიროვნებას მურთადის ჰუქმს მიანიჭებს. თუმცა, პიროვნება ქუფრ სიტყვას იქრაჰის (ძალდატანების) ქვეშ თუ იტყვის, მაშინ მოსამართლე ამ მოვლენას თაქფირის დამაბრკოლებლად ჩათვლის და მას მურთადის ჰუქმს აღარ მიანიჭებს ანუ იქრაჰი თაქფირის დამაბრკოლებელია.
აქედან გამომდინარე, პიროვნება თუ შარიათული დამაბრკოლებლების ერთად ქუფრს სჩადის, მაშინ მასზე თაქფირი ეგრევე არ კეთდება, ხოლო პიროვნება შარიათული დამაბრკოლებლების გარეშე ქუფრს თუ სჩადის, მაშინ მასზე თაქფირის გამოტანა დასაშვებია.
ახლა კი შარიათული დამაბრკოლებლების ახსნა-განმარტებას შევუდგეთ:

იქრაჰი (ძალდატანება)

მნიშვნელობა: პიროვნების შეშინებით ან მასზე დამუქრებით, საკუთარი კმაყოფილების გარეშე, იმ საქმის გაკეთების ან იმ სიტყვის თქმის იძულება, რომელსაც თავისუფლად ყოფნის დროს არ გააკეთებს ან არ წარმოთქვამს. მოძალადეს „მუქრიჰ“-ი, ძალადობის მსხვერპლს კი „მუქრეჰ“-ი ეწოდებათ.
იქრაჰი, თაქფირის დამაბრკოლებლებიდან ყველაზე ძლიერი დალილია, რომელიც ალლაჰის სიტყვას უკავშირდება. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„16/106. გარდა მათი, ვისი გულიც რწმენით იყო გაჟღენთილი, მაგრამ იძულებული გახდა. ხოლო ვინც უარყო ალლაჰი მას მერე, რაც ირწმუნა და გული გაუხსნა ურწმუნოებას, მაშინ მათზეა რისხვა ალლაჰისგან და მათთვისაა დიდი სასჯელი!“
აიათის მოვლენის მიზეზი შემდეგია: მუშრიქებმა ამმარ ბინ იარის ოჯახი ტყვედ აიყვანეს და აწამეს. ამმარმა ბოლოს წამებას ვერ გაუძლო და ის სიტყვები წარმოთქვა, რომლის გაგონებაც მუშრიქებს სურდათ. ეს ამბავი შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) როცა აცნობეს, შუამავალმა ამმარს ჰკითხა: „გული როგორ მდგომარეობაშია?“, ამმარმა უპასუხა: „გული რწმენით სავსეა“. ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მსგავს შემთხვევაში შეგიძლია ისევ ისე მოიქცე.“[2](Tefsiri’l-Kur’ani’l-Azim, 2/776).
ამ თემის შესახებ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „უეჭველად, ალლაჰმა ამ უმმეთის შეცდომის, დავიწყების და იქრაჰის ქვეშ გაკეთებულის ცოდვა გააუქმა.“[3](İbn-i Mace, 2043).
ისლამის სწავლულებს შორის არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, რომ იქრაჰი თაქფირის დამაბრკოლებლებიდან ერთ-ერთია, თუმცა სწავლულებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იქრაჰის პირობებმა გამოიწვია.
იქრაჰის ნაწილები: იქრაჰი ორ ნაწილად იყოფა: სულიერი და ფიზიკური.
1)       ფიზიკური იქრაჰი: დამუქრება ფიზიკურ იქრაჰს არ მიეკუთვნება. ამ ნაწილში შედის ქმედებები, როგორიცაა: პიროვნების გალახვა, ყელში ხელის მოჭერა, რომელიმე სახსრის მოტეხვა და ა.შ.
2)       სულიერი იქრაჰი: სულიერ იქრაჰში ფიზიკურად ზარარის მიყენება პირობად არ ითვლება. ეს ნაწილი მხოლოდ მუქარას მოიცავს.
ისლამის სწავლულებს შორის ორი სხვადასხვა აზრია, იმის შესახებ თუ იქრაჰის რომელი ნაწილი ითვლება თაქფირის დამაბრკოლებლად.
1-           იმამ აბუ ჰანიფა, შააფი და მალიქი თვლის, რომ სულიერი იქრაჰი საკმარისია. ისინი ფიქრობენ, რომ პიროვნებაზე ფიზიკურად ზარარის მიყენება პირობად არ ითვლება. მათი აზრით, სიტყვები როგორიცაა „მოგკლავ“, „გაგამათრახებ“, „გაწამებ“ იქრაჰისთვის საკმარისია, რადგან ფიზიკურად მიყენებული ზარალი უკვე დასრულებულია, რის შემდეგაც პიროვნებას შიში აღარ აქვს, რომც ჰქონდეს უკვე გვიანია, რადგან ფიზიკური ძალადობა უკვე დასრულებულია და მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია. (რადგან მოსახდენი მოხდა და დრო უკან არ დაბრუნდება).
2-           იმამ აჰმად ბინ ჰანბელი კი, იქრაჰის ორივე ნაწილს გადმოსცემს. პირველი ის, რომ ფიზიკური იქრაჰი საკმარისია, მეორე ის, რომ სულიერი იქრაჰია საკმარისი. ჰანბალი მეზჰების ერთ-ერთი ალიმი ‘იბნ-ი ყუდამა’-ც უპირატესობას ბოლო ნაწილს ანიჭებს.

საფუძვლიანი იქრაჰის შესახებ მეზჰებების შეხედულებები

1-       ჰანეფი მეზჰები: ჰანეფი მეზჰებმა იქრაჰი ორ ნაწილად გადმოსცა: სრული და არასრული იქრაჰი:
A)      სრული იქრაჰი: მოძალადის მიერ მსხვერპლის მოკვლა, დამახინჯება, დიდი ხნით შიმშილი და მსგავსი, რთულად გადასატანი მუქარის შემცველი იქრაჰია.
სრული იქრაჰის ჰუქმი: ჰანეფი მეზჰების მიხედვით ის, ვინც სრული იქრაჰის ქვეშ აღმოჩნდება შეუძლია შეასრულოს ან თქვას ყველაფერი, გარდა ოთხი ქმედებისა: არ შეუძლია მუსლიმის მოკვლა, არ უნდა ჩაიდინოს მრუშობა, მშობლები არ უნდა გალახოს და მუსლიმი სასიკვდილოდ არ უნდა ცემოს.[4](Fıkıh Usulu, Hasan Karakaya, გვ. 246).
B)       არასრული იქრაჰი: შეიცავს მუქარას, როგორიცაა: დაპატიმრება, მსუბუქად გალახვა, ქონების განადგურება და ა.შ
არასრული იქრაჰის ჰუქმი: ჰანეფი მეზჰების მიხედვით არასრული იქრაჰის ქვეშ მყოფი პიროვნება შეძლებისდაგვარად შეზღუდულია. მსგავსი იქრაჰის ქვეშ მყოფი პიროვნება ყველა მის ნამოქმედარზე პასუხისმგებელია, მაგრამ მსხვერპლი თუ ქალია და მას მრუშობა აიძულეს, მაშინ ამის გამო არ გასამართლდება. ასევე, მსხვერპლმა ალკოჰოლური სასმელი, რომ დალიოს, ამისთვის არ დაისჯება.
2-       შააფის მეზჰები: მსხვერპლის გალახვა, დიდი ხნით პატიმრობა ან მისი ქონების განადგურება, იქრაჰის ქვეშ შედის. პატიმრობის ხანგრძლივობას და გალახვის სიმძლავრეს მნიშვნელობა არ აქვს. შააფი მეზჰების მიხედვით, მსხვერპლს (რაც არუნდა მწვავე იყოს სასჯელი) არ შეუძლია ორი რაღაცის გაკეთება:
A)          არ შეუძლია მოკლას მუსლიმი... და მაინც, მსხვერპლი სხვა მუსლიმს თავისი სულის გადასარჩენად თუ მოკლავს, შარიათის წესით დაისჯება.
B)           მრუშობის ჩადენის უფლება არ აქვს... და მაინც, ამ უსირცხვილობას თუ ჩაიდენს, მუქარის ეჭვის გამო ზინას სასჯელი არ დაეკისრება.

3-       მალიქის მეზჰები: ამ მეზჰების მიხედვით იქრაჰში შედის ქმედებები, როგორიცაა: შეშინება, გამოკეტვა, გალახვა და პატიმრობა. პატიმრობის ვადას და გალახვის დონეს მნიშვნელობა არ აქვს. მსხვერპლზე ძლიერი ტკივილის მიყენებაც იქრაჰში შედის და პიროვნების შიშის არსებობა არ არსებობის პირობა საჭირო არაა. მალიქი მეზჰების მიხედვით, რაც არ უნდა იყოს იქრაჰი, ორ რაღაცის შესრულებაზე ნებას არ რთავს:
A)      იქრაჰის მიუხედავად, სხვა პიროვნების მოკვლის უფლება არ აქვს. ეს სიკვდილის ფასად რომც დაუჯდეს, უნდა მოითმინოს და მსგავსი რამ არ უნდა შეასრულოს.
B)       არ უნდა იმრუშოს... და მაინც კაცმა თუ იმრუშა, შესაბამისად დაისჯება, ხოლო ქალმა თუ იმრუშა სასჯელი არ დაეკისრება.

4-       ჰანბელი მეზჰები: იმამ აჰმად ბინ ჰანბელის მიხედვით, მხოლოდ მუქარა იქრაჰისთვის საკმარისი არ არის. იმამი იქრაჰის პირობად აყენებს ქმედებებს, როგორიცაა: მსხვერპლის გალახვა, დახრჩობა, სახსრის მოტეხვა, წყალში დახრჩობა და ა.შ. მუშრიქები ამმარ-ს (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თავს წყალში აყოფინებდნენ და ასეთნაირად აწამებდნენ, რის გამოც ამმარმა ვეღარ გაუძლო და მათი სურვილი შეასრულა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) კი მისი ეს საქციელი არ დაგმო და უთხრა, რომ კიდევ თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა იგივეს გაკეთება შეეძლო. აქედან გამომდინარე, იმამ აჰმადი მუქარას იქრაჰად არ მიიჩნევს და მსხვერპლზე ფიზიკური ზარარის მიყენებას პირობად აყენებს. ჩვენთვის იმამ აჰმადის მეორე შეხედულებაც ცნობილია, რომლის მიხედვითაც მუქარა იქრაჰისთვის საკმარისია. იბნ-ი მანსური იმამის სიტყვებს გადმოგვცემს: „იქრაჰი შედგება მაშინ, როცა მსხვერპლს სიკვდილისა და გალახვის შიში გაუჩნდება.“ ჰანბელი მეზჰების ერთ-ერთი ალიმი იბნ-ი ყუდამა, უპირატესობას ბოლო შეხედულებას ანიჭებს და ამბობს: „ფიყჰის ალიმების უმეტესობა ამ შეხედულებაზეა. აბუ ჰანიფე და შაფიც ამ აზრზეა. იქრაჰი მუქარის შედეგად წარმოიშვება, რადგან პიროვნების მიმართ მწვალებლობა თუ შესრულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სასჯელი უკვე დასრულებია და მსხვერპლის მიმართ ძალადობა აუცილებელი აღარ გახდება. პიროვნებაზე მაიძულებელი ფაქტორი არის ის, რომ მსხვერპლს შიში აქვს იმისა, რაც მას მომავალში ელის. პირველი შეხედულების მიხედვით, სიკვდილით მუქარის შემთხვევაში მსხვერპლი იქრაჰის ქვეშ არ ითვლება, ხოლო მუქარა თუ შესრულდება და მსხვერპლი მოკვდება, მაშინ მასზე ნების მიცემას მნიშვნელობა აღარ აქვს. ჰანბელის მიხედვით მძიმედ გალახვა, დიდი ხნით პატიმრობა ან გამოკეტვა იქრაჰში შედის, თუმცა მსხვერპლის გალანძღვა-გინება, მცირედ გალახვა ან მცირე ქონების მითვისება იქრაჰში არ შედის.[5]
ალიმების შორის არსებული სხვადასხვა აზრის მიზეზი არის ის, რომ ყურანში და სუნნეთში ამ საკითხის შესახებ დალილები არის ზოგადი და დაზუსტებული, დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ალიმების საერთო აზრით, როგორც საკითხის დასაწყისში ვახსენეთ, იქრაჰი თაქფირის ყველაზე ძლიერი დამაბრკოლებელია.

იქრაჰის შესრულებისთვის საჭირო პირობები

იბნ-ი ჰაჯარ-მა იქრაჰის შესრულებისთვის რამოდენიმე პირობა ჩამოაყალიბა:
1-) საჭიროა ის, რომ მოძალადეს გააჩნდეს ძალა იმის მიმართ, რასაც იმუქრება. ამასთანავე ძალადობის მსხვერპლს მუქარისგან თავის დაღწევა არ უნდა შეეძლოს.
2-) ძალადობის მსხვერპლი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მოძალადის ნებას თუ არ შეასრულებს, მოძალადე დაპირებულ მუქარას ნამდვილად აღასრულებს.
3-) მუქარა თუ შეიცავს სიტყვებს, როგორიცაა: „ამას თუ არ გააკეთებ ხვალ ასე და ასე დაგსჯი“, მაშინ იქრაჰი არ ითვლება, რადგან აუცილებელია მუქარა შეიცავდეს ახლანდელ დროს ანუ მუქარა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. მოძალადის მუქარაში მომავალი დრო გამოხატული თუ არის, მაშინ ძალადობის მსხვერპლი იქრაჰის ქვეშ არ იმყოფება.
4-) მსვერპლის მიერ (ძალადობის შედეგად) შესრულებული ქმედება ნებაყოფლობითი არ უნდა იყოს.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსხვერპლმა არ უნდა გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მოძალადე მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედება მისი კმაყოფილების გამოხატულება იქნება. მაგალითად, მოძალადემ მსხვერპლისგან შუამავლის გალანძღვა თუ ისურვა, ხოლო მსხვერპლმა იმაზე მეტი თუ გააკეთა, რაც მისგან მოითხოვეს, მაშინ მისი ყოველი ზედმეტი სიტყვა მისი კმაყოფილების მაჩვენებელი იქნება, რის მიხედვითაც მსგავსი პიროვნება ყველა სწავლულის მიხედვით ქააფირია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსხვერპლმა მოძალადის სურვული არაპირდაპირი გზით უნდა შეასრულოს. იმამ ქურთუბი ამბობს:
„ალიმებმა თქვეს, რომ მსხვერპლა მოძალადის მიერ მოთხოვნილი ქმედება ან სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით უნდა შეასრულოს. (ანუ სიმართლე ისეთ ფორმაში უნდა თქვას, რომ მოძალადე ვერ მიხვდეს და მოტყუვდეს). წინააღმდეგ შემთხვევაში ანუ მსხვერპლი მსგავსად თუ არ მოიქცევა, მაშინ ქააფირი გახდება.“[6](El-Cami’li Ahkami’l-Kur’an, 5/137).
მაგალითად: მოძალადემ შუამავლის („ნების“) გალანძღვა მოითხოვა. მსხვერპლი კი „ნები“-ის მაგიერ „ნებიი“-ს ამბობს, რაც „მაღალ ადგილს“ ნიშნავს. მოძალადე ამას ვერ მიხვდება და იფიქრებს, რომ მისი სურვილი შესრულდა, სინამდვილეში კი არ შესრულებულა. ასევე მინდა შეგახსენოთ ის, რომ შიში და იქრაჰი სხვადასხვაა. ბევრია ისეთი, ვისაც შიში აქვს თავისი პოსტის დაკარგვის გამო, რის გამოც ქუფრის შემცველ სიტყვებსა და ქმედებებს ასრულებს, რაც ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელია. ასევე მინდა ვთქვა ისიც, რომ ის, ვინც მოძალადის ნებას არ შეასრულებს და ამის გამო მოკლული იქნება, ალლაჰის ნებით ის მაღალ საფეხურს მიაღწევს და უფრო მეტ ჯილდოს მიიღებს.



[1] el-Kafi’l-Vafi fi Usuli’i-Fıkhi’l-İslam, Mustafa Said el-Hınn, გვ. 53
[2] Tefsiri’l-Kur’ani’l-Azim, 2/776
[3] İbn-i Mace, 2043
[4] Fıkıh Usulu, Hasan Karakaya, გვ .246
[5] Fıkıh Usulu, Hasan Karakaya, გვ .246-248
[6] El-Cami’li Ahkami’l-Kur’an, 5/137