25 July 2018

3. საყურადღებო პირობები, რომლებსაც განსაზღვრული/გადამწყვეტი თაქფირი მოითხოვს

1)       თაქფირის დამაბრკოლებლების განულება-აღმოფხვრა
პიროვნებაზე (რომლის მუსლიმობა აშკარა და ჭეშმარიტია) ურწმუნოების სტატუსის მინიჭებამდე, საჭიროა დამაბრკოლებლების განულება-აღმოფხვრა (თუ არსებობს  დამაბრკოლებლები). ამის შემდეგ, პირობებზე დაყრდნობით პიროვნების ურწმუნოდ გამოცხადება შესაძლებელია. უკეთ გასაგებად მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ: მაგალითად, იქრაჰი (ზეწოლა, ძალდატანება) თაქფირის დამაბრკოლებლებიდან ერთ-ერთია. თუ მოგვივა ამბავი იმის შესახებ, რომ რომელიმე მუსლიმმა ჩაიდინა ქუფრი (ურწმუნოება), ურწმუნოდ გამოცხადებამდე საჭიროა გავარკვიოთ მისი ეს ქმედება გამოწვეული იყო თუ არა იქრაჰით. თუ აღმოჩნდება, რომ ბრალდებული იქრაჰის ქვეშ იყო, მაშინ თაქფირის გაკეთებისგან თავს შევიკავებთ. მაგრამ ასე თუ არ იქნება და სხვა დამაბრკოლებლებიც განულდება, მაშინ თაქფირს გავუკეთებთ.
2)       საჭიროა ჩატარდეს გამოკვლევა, რომელიც არავითარ ეჭვს არ დატოვებს
მეორე პირობა არის ის, რომ გადამწყვეტი თაქფირის გამოტანამდე, აუცილებელია გამოკვლეული იქნას და ჭეშმარიტი ინფორმაციის საფუძველზე დამტკიცდეს პიროვნების ქუფრი. უნდა დამტკიცდეს მართლა თქვა თუ არა მუსლიმმა ქუფრი სიტყვა ან მართლაც გააკეთა თუ არა ქუფრი საქმე. როგორც წინა თავში ვთქვით, მუსლიმზე თაქფირის გამოტანა ეჭვებისა და ალბათობის საფუძველზე დაუშვებელია. მასზე თაქფირის გამოტანა მხოლოდ ჭეშმარიტი დამამტკიცებელი საბუთის შემდეგაა შესაძლებელი. მითუმეტეს დღეს, როცა მუსლიმის სიტყვების სანდოობამ ძალა დაკარგა. არსებობს შემთხვევა, როცა მუსლიმი თქვენზე „თეთრს“ ამბობს, ხოლო თქვენამდე ეს სიტყვა აღწევს, როგორც „შავი“.
რადგან ჩვენი ეპოქის ხალხის მდგომარეობა ასეთია, შესაბამისად მუსლიმის მიერ ნათქვამი სიტყვა უნდა გადავამოწმოთ და ეგრევე არ უნდა ვიმოქმედოთ. სიტყვის მომტანს უნდა ვუთხრათ, რომ „იქნებ შენ არასწორად გაიგე.“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მუსლიმზე თაქფირის გამოტანაში არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან შესაძლებელია, რომ სიტყვის მომტანმა მუსლიმის სიტყვები შეცვალა ან არაობიექტურად მოიქცა ან კარგად ვერ გაიგო ნათქვამი სიტყვები და როგორც ვთქვით ალბათობის შემთხვევაში თაქფირის გამოტანა დაუშვებელია.[1](Kava’id fi’t-Tekfir, 91).
3)       ჰუჯჯათი-ს შესრულება
მუსლიმისთვის (რომელიც ბრალდებულია ქუფრი სიტყვის თქმით ან ქუფრის მოქმედებით) თაქფირის გამოტანა დაშვებულია მესამე პირობის განხორციელების შემდგომ. ბრალდებულ მუსლიმს შარიათული დალილების საფუძვლებზე უნდა განემარტოს, რომ მის მიერ წარმოთქმული სიტყვა ან გაკეთებული საქმე ქუფრია. ხოლო პიროვნება ყოველივე ამის შემდეგ თუ უარს იტყვის და გაჯიუტდება, მაშინ მასზე თაქფირის გამოტანა დასაშვებია. (აქვე მინდა აღვნიშნო შემდეგი საკითხი: ზოგიერთს მისი სიტყვები ჰუჯჯათ-ად მიაჩნია, რის გამოც ერთხელაც კი არ დაფიქრებულა იმის შესახებ, რომ ფლობს თუ არა საკითხის მიმართ საკმარის და ჭეშმარიტ ცოდნას, რასაც ჰუჯჯათ-ი მოითხოვს.)

შედეგი

ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლების შესრულებით, ჩვენ შევძლებთ თავი დავიცვათ ხარიჯიტობის არაზომიერი თაქფირისგან და ასევე შევძლებთ თავი დავიცვათ მურჯიტებისგან, რომლებიც უღირს ადამიანებს მუსლიმის სტატუსს ანიჭებენ.
აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო შემდეგ საკითხზე:  ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლები ეხება პიროვნებას, რომელიც არის ნამდვილი მუსლიმი, რომელმაც წარმოთქვა შაჰადა და განუდგა ტაღუთს, ქუფრსა და შირქს. აქედან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლები არ ეხებათ იმათ, ვისაც ჯერ კიდევ ქუფრისგან და შირქისგან თავი არ დაუღწევია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი (საფუძვლებზე დაყრდნობით) არის ის, რომ თაქფირის გამოტანა არ ვიჩქაროთ მათზე, ვინც უარყო ტაღუთი და განუდგა მათ. არ დაგავიწყდეთ ის, რომ სულსწრაფობას ცუდის მეტი არაფერი არ მოაქვს. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს:
„დაფიქრებით, გაზომვით მოქმედება ალლაჰისგან, სულსწრაფობა კი ეშმაკისგანაა.“[2](Tirmizi, 2012).
თუ გაიხსენებთ, ამ თემის დასაწყისში ჩვენ გადმოვეცით ისლამის სწავლულების სიტყვები, რომლებმაც თქვეს, რომ „ათასი ქააფირის მიტოვება უფრო უკეთესია, ვიდრე ერთი უდანაშაულო მუსლიმის სისხლისა და ქონების ჰალალად ჩათვლა.“ მართლაც და ეს ასეა! ჰადისების მიხედვით, უდანაშაულო მუსლიმზე თაქფირის გაკეთება იგივეა, რაც მუსლიმის მოკვლა.[3](Buhari, Eyman, 7. Hadis no: 6652). მუსლიმის სისხლი, ალლაჰის წინაშე დედამიწიზე, უფრო მეტიც ქააბეზე უფრო ღირებულია. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ქააბას შეხედა და ბრძანა: „სალამი შენ ეი ქააბა! შენ რა დიდებული ხარ, შენი ხელშეუხებლობაც რა დიდებულია! (მაგრამ) მორწმუნის ხელშეუხებლობა (ალლაჰის წინაშე) შენზე უფრო მაღლა დგას. მაშინ, როცა შენს მიმართ ერთი რაღაც აკრძალა, მორწმუნეების მიმართ სამი რაღაც აკრძალა: მისი სისხლი, ქონება და ღირსება!“[4](Silsiletu’l Ehadisi’s-Sahiha, 3420).
აქედან გამომდინარე, მუსლიმებმა დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ სხვა მუსლიმზე თაქფირის გაკეთების მიმართ. მუსლიმი თუ ბრალდებულია ქუფრის გაკეთებით ან თქმით, საჭიროა მისი ჰუქმი მცოდნეს გადაეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოდნის გარეშე ჰუქმის გამომტანი ალლაჰის წინაშე პასუხს აგებს. რა კარგად ბრძანებს უზენაესი ალლაჰი:
„17/36. არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ მოგეპოვება შენ. უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან პასუხი მოეკითხება! (1) (მის პატრონს)“
დღესდღეობით, აშკარად ვხედავთ თუ „იჩთიჰად“-ის საკითხებში მუსლიმებს ერთმანეთის მიმართ თაქფირი როგორ გამოაქვთ. სამწუხაროდ ეს რეალობაა. ალლაჰს ვთხოვ, რომ ჩვენ შორის არსებული გამოასწოროს. უეჭველად, წარმატება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისგანაა!



[1] Kava’id fi’t-Tekfir, 91
[2] Tirmizi, 2012
[3] Buhari, Eyman, 7. Hadis no: 6652
[4] Silsiletu’l Ehadisi’s-Sahiha, 3420