25 July 2018

5. თა’ვილ (ახსნა-განმარტება)

მუვაჰიდის მიმართ თაქფირის გამოტანის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი თა’ვილ-ია, რაშიც შეხედულების საფუძველზე, დალილზე არა შარიათული მნიშვნელობის მინიჭება იგულისხმება, რაც დალილის არასწორად გაგებას გულისხმობს. მსგავსი პიროვნება ჰუჯჯათის შემდეგ თუ თავისას დაიჩემებს, ქააფირი გახდება. ამის დალილი კი შემდეგია: ყუდამა ბინ მაზ’უნ-მა მაიდა სურას 93-ე აიათი არასწორად გაიგო (არასწორი მნიშვნელობა მიანიჭა), რის საფუძველზეც ჩათვალა, რომ მისთვის ღვინო ჰარამი არ იყო. ეს ამბავი ომარს (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მისმა ცოლმა და აბუ ჰურაირამ (რაჰიმაჰულლაჰ) აცნობეს, რის შემდეგაც ომარმა ყუდამა დაიბარა და აიათი განუმარტა, რის შემდეგაც მათ მოინანიეს და ალკ. სასმელის დალევისთვის სასჯელი მიიღეს.
მეორე დალილი შემდეგია: ადიი იბნი ჰათამ-მა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) სურა ბაყარას 187-ე აიათი არასწორად გაიგო, რის გამოც მან ორი ძაფი (თეთრი და შავი) აიღო და ელოდებოდა დროს, როდესაც ამ ორი ფერის ერთმანეთისგან განსხვავებას შეძლებდა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ეს როცა გაიგო, აუხსნა მას, რომ თეთრსა და შავ ძაფში დღე და ღამე იგულისხმებოდა. მიუხედავად არასწორი საქციელისა, შუამავალს მისთვის ხელმეორედ მარხვა არ უბრძანებია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საჰაბას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება (თუმცა არასწორი) ჰუქმის დამაბრკოლებელია.
მესამე დალილი შემდეგია: თალქ ბინ ჰუბაიბ-მა წაიკითხა აიათები, სადაც ალლაჰი მუშრიქების მხრიდან შუამდგომლობას კრძალავს. თალქ-მა ამ აიათებს მუსლიმებიც მიაკუთვნა, რის გამოც შუამდგომლობას უარყოფდა მანამ, სანამ ჯაბირ-მა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) აიათების სწორი მნიშვნელობა არ აუხსნა.[1](El-Edebu’l-Müfred, 818).
ალიმებს არ უთქვამთ, რომ თა’ვილი ყველა შემთხვევაში გამართლებულია. მათ თქვეს, რომ თა’ვილი გამართლებული იქნება მაშინ, როცა შემდეგი პირობები შესრულდება:
1)            თა’ვილი რელიგიის საფუძვლების უარყოფაზე მიმართული არ უნდა იყოს,
2)            ნიშნები მითითებული უნდა იყოს,
3)            ისლამში არსებულ მთავარ საკითხებს არ უნდა ეხებოდეს.
ახლა კი თითოეული მათგანის განმარტებას შევუდგეთ:

თავილი რელიგიის საფუძვლების უარყოფაზე მიმართული არ უნდა იყოს

მაგალითად: პიროვნება აიათის „57. ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ. კვლავ არ ირწმუნებთ?“ შესახებ თუ იტყვის, რომ აიათში მოცემული სიტყვის „ჩვენ“ მიხედვით გამჩენი ერთი კი არა რამოდენიმეა, ასეთ შემთხვევაში თა’ვილი მიუღებელია. ნაწარმოებში, რომლის სახელია „ed-Düreru’s-Seniyye’, გადმოცემულია:
„შეიძლება ითქვას ის, რომ ყოველი ქუფრის მიზეზი არასწორი თა’ვილია. მუშრიქებსაც გააჩნიათ თა’ვილი, რომლის გამოც შირქში არიან. მათ სჯერათ, რომ მორწმუნეს მათთვის დახმარების გაწევა და მათი უბედურებების აცილება შეუძლია, რის გამოც მათკენ მიისწრაფვიან და დუას/ვედრებას მათ მიმართ ასრულებენ. მიუხედავად თა’ვილისა, მათი ეს საქციელი ალლაჰის მხრიდან გამართლებული არ არის. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „39/3. კარგად შეიმეცნეთ, ხალასი რწმენა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის! ხოლო რომელთაც აიყვანეს მის გარდა მეგობრები, (ამბობენ) „არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა იმისთვის, რომ დაგვაახლოონ ალლაჰს რაც შეიძლება მეტად“, უეჭველად, ალლაჰი განსჯის მათ შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ. უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე იმას, ვინც მატყუარა, უმადურია!“

ნიშნები მითითებული უნდა იყოს

იმისათვის, რომ თა’ვილი მისაღები იყოს, რამოდენიმე ნიშანი, მითითება უნდა გააჩნდეს. ნიშნები სამ ნაწილად იყოფა:
1)            ლექსიკური ნიშნები,
2)            შარიათული ნიშნები,
3)            ტრადიციული ნიშნები.

 

ლექსიკური ნიშნები

a)        ლექსიკური ნიშნები
მაგალითისთვის შეგვიძლია მობიდათე თემის თა’ვილი მოვიყვანოთ, რომლის მიხედვითაც ისინი ალლაჰის სიტყვებს: „48/10..ხელი ალლაჰისა მათ ხელთა ზედაა.“ შემდეგნაირ განმარტებას აძლევენ: „ალლაჰის ძლევამოსილება, ალლაჰის წყალობა.“ მიუხედავად იმისა, რომ ეს განმარტება მცდარია, ის ლექსიკურ მნიშვნელობასთან ახლოსაა, რის გამოც თაქფირის დამაბრკოლებლად ითვლება.
ვიღაც თუ იტყვის, რომ „ვალლაჰი ამის შემდეგ მე პურს არასოდეს შევჭამ“, ხოლო შემდეგ კი პური რომ შეჭამოს, ჩვენ მას ვეტყვით, რომ ფიცის გატეხვის გამო გამოსასყიდის გადახდაა საჭირო. ამის შემდეგ ის თუ იტყვის, რომ „არა მე პური როცა ვთქვი ტანსაცმელი ვიგულისხმეო“, მაშინ მისი ასეთი აღიარება არ მიიღება, რადგან ენაში, სიტყვა პურში ტანსაცმელი არ იგულისხმება. თუ პიროვნება დაიფიცებს: „ვალლაჰი ამის შემდეგ ძირს არ დავწვები“, ხოლო შემდეგ გარეთ გავიდეს და რომ დაწვეს, ჩვენ ვეტყვით, რომ მან ფიცი არ შეასრულა, რის გამოც გამოსასყიდი ევალდებულება. მაგრამ ის თუ იტყვის, რომ სიტყვა სარეცელში მიწა იგულისხმა, გამომდინარე უზენაესი ალლაჰის სიტყვებისგან: “2/22. რომელმაც თქვენთვის დედამიწა სარეცელად გაფინა და ზეცა კამარად…რის მიხედვითაც მიწას სარეცელი უწოდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ამ ადამიანს ვეტყვით, რომ გამოსასყიდი სავალდებულო არ არის, რადგან ლექსიკაში მსგავსი მეთოდი არსებობს, რომელიც აღიარებული და დასაშვებია.
b)       შარიათული ნიშნები
ამის მაგალითი შემდეგია: ვიღაცამ ეს აიათი: „20/5. მოწყალემ მესვეურობა ზემო აღმართა!“ ამ აიათზე „42/11... არაფერია მსგავსი მისი, რამეთუ იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველი!“ დაყრდნობით შემდეგნარიად, რომ განმარტოს: „ალლაჰი არშზე ამაღლდა“, მისი ეს თა’ვილი მიღებული და აღიარებულია, რადგან პიროვნებამ სურა „შურაზე“ დაყრდნობით ასე გაიგო და შესაბამისად განმარტა კიდეც. მსგავსი თა’ვილი კი ისლამში აღიარებულია. იბნ-ი ჰაჯერი ამბობს: „თა’ვილი არაბულ ენის შესაბამისი თუ არის და ილმზე (ცოდნაზე) დაყრდნობით თუ სრულდება, მაშინ მსგავსი თა’ვილის პატრონი მართლდება და ცოდვილი არ არის.“[2](Fethu-l Bari, 12/304).
c)        ტრადიციული ნიშნები
ამის მაგალითად შეგვიძლია შემდეგი დავასახელოთ: ვიღაცამ თუ თქვა, რომ მან ხორცი შეჭამა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მან თევზის ხორცი შეჭამა. თუმცა იმის გამო, რომ თევზის ხორციც არსებობს, შეგვიძლია პიროვნების სიტყვებს მართალი ვუწოდოთ. (როგორ ფიქრობთ მიღებულია თუ არა ‘რაფიზიტების’ თა’ვილი, რომლის მიხედვითაც ისინი ამ აიათს „2/67.. უეჭველად, ალლაჰმა გიბრძანათ თქვენ ძროხა დაკლათ (შესწიროთ),.“ შემდეგნაირ განმარტებას აძლევენ „ალლაჰმა ამ აიათში აიშას შეწირვა ბრძანა“ - რათქმაუნდა მსგავსი თა’ვილი მიუღებელია).

ისლამში არსებულ მთავარ საკითხებს არ უნდა ეხებოდეს

ამის საუკეთესო მაგალითი აბუ ბაქრის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ხალიფობის დროს ზექათის არ გადამხდელების მდგომარეობაა. მათ თქვეს, რომ ზექათის აკრეფა მხოლოდ და მხოლოდ მუჰამმად შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შეეძლო, ეს თა’ვილი კი სურა თაუბას 103-ე აიათის საფუძველზე გამოიტანეს:
„9/103. აიღე მათი ქონებიდან მოწყალება, რომ მისით გაასუფთაო და განწმინდო ისინი. და შეევედრე მათთვის, უეჭველად, შენი ვედრება სიმშვიდეა (1) (წყალობაა) მათთვის. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ბრძენია!“
ისინი ამბობდნენ: „ამ აიათის მთავარი სუბიექტი ალლაჰის შუამავალია (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) და არა აბუ ბაქრი (რადიალლაჰუ ‘ანჰ). ასევე, შუამავლის მიერ მორწმუნეებისთვის შესრულებული დუა სიმშვიდეა, აბუ ბაქრის მიერ შესრულებული კი არა.“
მათი ეს თა’ვილი ძლიერი თა’ვილი იყო, თუმცა ეს ქმედება უმმეთის მიერ უარყოფილი იყო, რადგან ზექათის აღება ყოველი მუსლიმი ხალიფას უფლებაა. შესაბამისად, საჰაბეებმა მათ მურთადი უწოდეს და მათ წინააღმდეგ გაილაშქრნენ. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც საჰაბეებმა მათ წინააღმდეგ მურთადობის გამო გაილაშქრეს თუ ცოდვილიანობის გამო, ამ თემასთან დაკავშირებით იხთილაფია (სხვადასხვა შეხედულებაა). თუმცა, ყადი აბუ ია’ლა ამბობს, რომ საჰაბეებმა მათ წინააღმდეგ მურთადობის მიზეზით გაილაშქრეს და მათ შორის ამასთან დაკავშირებით იხთილაფი არ ყოფილა. ის ამბობს: „ამ საკითხის მიმართ საჰაბეების იჯმაა. ისინი ქუფრში ადანაშაულებდნენ მათ, ვინც ზექათზე უარს იტყოდა. მათ წინააღმდეგ გაილაშქრეს და მათ მურთადები უწოდეს. დიდი ცოდვის შემსრულებლის წინააღმდეგ კი მსგავსად არ მოქმედებდნენ.“[3](იხ. „İrca Saldırılarına Karşı Şüphelerin Giderilmesi“, გვ: 316).
იმამ ჯასსასი სურა ნისას 65-ე აიათის განმარტებაში, საკითხთან დაკავშირებით ამბობს: „ეს აიათი მოწმობს საჰაბეების მიერ გამოტანილ ჰუქმზე, რომლის მიხედვითც მათ ზექათის უარმყოფელნი მურთადებად მიიჩნიეს, მათ წინააღმდეგ იბრძოლეს და მათი შვილების მონებად აყვანა ნებადართულად სცნეს.“[4](Ahkamu’l-Kur’an, 2/302).
იბნ-ი თაიმიია (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „საჰაბეებსა და მის შემდეგ მომსვლელს შორის არსებობს ერთიანი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ზექათის არ გადამხდელნი მურთადები არიან და მათ წინააღმდეგ ბრძოლა დაშვებულია, თუნდაც ნამაზს და მარხვას ასრულებდნენ, რადგან მათი ეს თა’ვილი ზექათის გადაუხდელობის შესახებ, მიუღებელი და უარყოფილია...“[5](Mecmuu’l-Fetava, 28/519).
აქედან გამომდინარე, აღიარებული თა’ვილი თაქფირის დამაბრკოლებელია. თუ პიროვნება შარიათული დებულებების საფუძველზე თა’ვილს გამოიტანს და მასზე დაყრდნობით ქუფრ ქმედაბას ქუფრად არ ჩათვლის, მაშინ ჩვენ მას ეგრევე თაქფირის არ გამოვუტანთ. მას ჰუჯჯათს გავუკეთებთ და ავუხსნით, რომ მისი ეს თა’ვილი არასწორია. ყოველივე ამის შემდეგ, პიროვნება თუ გაჯიუტდება და იგივეს გააგრძელებს, მაშინ თაქფირის დამაბრკოლებელი განულებული იქნება და პიროვნებაზე ქუფრის შესაბამისი ჰუქმი გაიცემა.



[1] El-Edebu’l-Müfred, 818
[2] Fethu-l Bari, 12/304
[3] იხ. „İrca Saldırılarına Karşı Şüphelerin Giderilmesi“, გვ: 316
[4] Ahkamu’l-Kur’an, 2/302
[5] Mecmuu’l-Fetava, 28/519