25 July 2018

1. თაქფირის პირობები

გაზვიადებული ნათქვამი არ იქნება ის, თუ ვიტყვით, რომ ვინც თაქფირის პირობები არიცის სხვას თაქფირი არ უნდა გამოუტანოს. ისევე, როგორც ქონების განაწილების წესების/კანონების არ მცოდნე ქონებას ვერ გაანაწილებს, ასევე თაქფირის პირობების, მიზეზებისა და დამაბრკოლებლების არ მცოდნე, თაქფირის შესახებ ვერ ისაუბრებს. თაქფირის პირობების, მიზეზებისა და დამაბრკოლებლების არ მცოდნე, თაქფირის გამოტანის დროს ისეთ შეცდომას დაუშვებს, როგორსაც მიწის/ქონების გამნაწილებელი, რომელიც ცოდნას არ ფლობს თუმცა მიწას/ქონებას მაინც ანაწილებს.
ჰასან ქარაქაია „შართ“-ის (პირობის) შესახებ ამბობს: „ჰუქმის მიღება/გაცემა  შართის არსებობაზეა დამოკიდებული. რაც იმას ნიშნავს, რომ იქ სადაც არ არის შართი/პირობა არ არის ჰუქმიც. მაგრამ არის მდგომარეობა, როცა შართის/პირობის არსებობის შემთხვევაში ჰუქმი აუცილებელი არაა.“[1](Fıkıh Usulü, Hasan Karakaya, გვ. 216. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჰასან ქარაქაიას სიტყვა „შართის“ განმარტების ჩვენს საკითხში გადმოცემა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მის აყიდას სწორად მივიჩნევთ. მისი განმარტების გადმოცემის მიზეზი სიტყვა „შართის“ ტერმინოლოგიური მნიშვნელობის გაგებაა და მეტი არაფერი).
პიროვნების აზროვნება და ზრდასრულობა თაქფირის პირობებიდანაა. პიროვნება აზროვნებისა და ზრდასრულობის გარეშე ქააფირი-ურწმუნო არ გახდება. თუმცა ყველა მოაზროვნის ურწმუნოდ გამოცხადებაც საჭირო არ არის ანუ თუ არის შართი/პირობა, იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად (ურწმუნოების) ჰუქმი უნდა გაიცეს. მაგრამ თუ არ სრულდება შართი/პირობა (ამ შემთხვევაში ზრდასრულობა და აზროვნება), ამ შემთხვევაში თაქფირის გამოტანა არ არის აუცილებელი.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: ადამიანი ქააფირად/ურწმუნოდ რომ ჩაითვალოს, აუცილებელია იყოს ზრდასრული და მოაზროვნე. პიროვნებაზე, რომელიც ზრდასრული და მოაზროვნე არ არის, თაქფირი არ გამოიტანება ანუ ბავშვზე და გიჟზე თაქფირის გამოტანა აკრძალულია. თუ ეს შართი არ არის, თაქფირიც არ არის, რადგან შართის არ არსებობა, თაქფირის არ არსებობას გულისხმობს.
ისლამის ალიმებმა (სწავლულებმა) თაქფირის პირობები სამ ნაწილად ჩამოაყალიბეს:
პირველი ნაწილი: ქმედების სუბიექტის (პიროვნება, რომელიც მოქმედებს) შესახებ პირობები. ესენია:
1)             ქმედების სუბიექტი (ანუ ის, ვინც ასრულებს ქმედებას) უნდა იყოს მოაზროვნე და ზრდასრული,
2)            ქმედება განძრახულად უნდა შესრულდეს,
3)            არჩევანი სუბიექტის (შემსრულებლის) სურვილით/გადაწყვეტილებით უნდა გაკეთდეს.
გიჟი ან არასრულწლოვანი ქუფრს თუ ჩაიდენს ქმედებაზე პასუხისმგებელი არ იქნება. პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ და მხოლოდ ზრდასრულობისა და აზროვნების ქონის შემდეგაა შესაძლებელი. ამ შართების/პირობების დამაბრკოლებლები „სიგიჟე და ბავშვობაა“.
ასევე, ქმედების სუბიექტი ქმედებას (ამ შემთხვევაში ქუფრს) განძრახ თუ არ ასრულებს ანუ მოქმედებას უნებლიედ თუ ასრულებს, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაში არ არის (თაქფირი არ კეთდება), მსგავსი იმ ადამიანისა, რომელმაც უდაბნოში აქლემი დაკარგა...(ჰადისს მოგვიანებით მოვიყვანთ). ამ ადამიანს ქუფრი სიტყვა განძრახულად არ უთქვამს. მან დიდი სიხარულის საფუძველზე, (აქლემის პოვნის შედეგად გამოწვეული სიხარულის საფუძველზე) უნებლიედ ქუფრი სიტყვები წარმოთქვა. უნებლიობა თაქფირის დამაბრკოლებელი გახდა და ადამიანი ქუფრით არ დადანაშაულდა. მაგრამ აქ საყურადღებოა ერთი რამ: განხსვავება არის მათ შორის, რომელიც  ქუფრს ამბობს, მაგრამ არ განუძრახავს ეს (უნებლიედ წამოსცდა) და რომელსაც ქუფრის სიტყვების თქმა არ განუძრახავს (ანუ არ თვლის, რომ მისი სიტყვები და ქმედება ქუფრია), თუმცა შეცდომით თქვა. ის, ვინც ქუფრ სიტყვას იტყვის, ეს განძრახული (არა უნებლიედ) რომც არ ჰქონდეს, მაინც ქააფირი/ურწმუნო გახდება და არ იქნება საყურადღებო მისი სიტყვები, როგორიცაა „მე ეს სიტყვები გულით არ მითქვამს“ და ა.შ.
ქმედების სუბიექტის მესამე პირობა არის ის, რომ სუბიექტმა ქმედება თავისი სურვილით/გადაწყვეტილებით უნდა შეასრულოს. თუ ქუფრს თავისი სურვილით არა და დაძალებით (იქრაჰით) გააკეთებს ან იტყვის, მაშინ პიროვნება ქმედებაზე პასუხისმგებელი არ იქნება (თაქფირი არ გაკეთდება). აქედან გამომდინარე, „იქრაჰი“ თაქფირის დამაბრკოლებელია.
მეორე ნაწილი: პირობები თაქფირის მიზეზებისა და ქმედებების შესახებ.
ქმედების სუბიექტის (პიროვნება, რომელიც მოქმედებს) ნამოქმედარი ქუფრის შესახებ არავითარ ეჭვს არ უნდა შეიცავდეს. ეს კი:
1)            ქმედების სუბიექტის ქუფრი ქმედება ან სიტყვა უდავო/უტყუარი უნდა იყოს,
2)            შარიათული დალილი ჩადენილი ქუფრისა ასევე უდავო/უტყუარი უნდა იყოს.
პასუხისმგებლის ქუფრი სიტყვა ან ქმედება უდავო/უტყუარი თუ არ არის, ასეთ შემთხვევაში თაქფირის გაკეთება ნებადართული არ არის. თაქფირის გამოტანისთვის საჭიროა პასუხისმგებლის სიტყვა ან ქმედება არ შეიცავდეს არანაირ ეჭვს. ვარაუდი ან ეჭვი თუ არსებობს, თაქფირის გამოტანა დაუშვებელია. უფრო გასაგები, რომ იყოს მაგალითი მოვიყვანოთ: მაგალითად ვიღაცამ თქვა მსგავსი სიტყვები, როგორიცაა „მოღალატე მუჰამმადი“. ჩვენ ამის მთქმელ ადამიანთან ვერ მივალთ და ვერ ვეტყვით, რომ შენ ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მოღალატე უწოდე და ამის გამო შენ ურწმუნო გახდი, რადგან ალბათობა არის იმისა, რომ მუჰამმადი შეიძლება მის მეგობარსაც ერქვას. ამ ალბათობის გამო, ჯერ უნდა ვკითხოთ თუ ეს სიტყვები ვის მიმართა და თუ იტყვის, რომ შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) იგულისხმა, მაშინ ამ ადამიანზე თაქფირს გამოვიტანთ. მაგრამ თუ თქვა, რომ მის სიტყვებში არა შუამავალი, არამედ მისი მეგობარი იგულისხმა, მაშინ არავითარი პრობლემა აღარ იქნება.
თუ დალილი აშკარა და მზესავეთ ნათელი არ იქნება, მაშინ თაქფირი ეგრევე არ სრულდება. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ნამაზის არ მლოცველის საკითხი. არსებობს ჰადისები, რომლებიც ნამაზის არ მლოცველს ქააფირად აცხადებს, არსებობს ჰადისები, სადაც ნამაზის არ მლოცველს ურწმუნოდ არ აცხადებს.[2]( İbn-i Mace, hadis no: 1401; Nesai, hadis no: 457: Abu Davud, hadis no: 425.). ნამაზის შესახებ გადმომცემ ჰადისებში იხთილაფი (სხვადასხვა აზრი) არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰადისებში მოცემული სიტყვა „ქუფრ“-ი, დიდ ქუფრს მიეკუთვნება თუ პატარა ქუფრს. ამის გამო სწავლულებიდან ზოგიერთი, ჰადისის გარეგნობის მიხედვით, ნამაზის არ მლოცველს უწრმუნოდ აცხადებს,[3] (ამ აზრზე არიან საჰაბეები, ჰანბელი მეზჰები, იბნ-ი თაიმიია, იბნ-ი ყაიიმ, შევქანი და მისი მიმდევრები). ზოგიერთი ალიმი კი ჰადისში მოხსენებულ სიტყვა  „ქუფრ“-ს, პატარა ქუფრად მიიჩნევს, რის გამოც ამბობს, რომ პიროვნება სანამ ნამაზის ფარძობას (აუცილებლობას) არ უარყოფს, მანამ ქუფრში არ ჩავარდება.[4] (დანარჩენი მეზჰების იმამები ამ აზრზე არიან.).
ამ თემასთან დაკავშირებით ქუფრის შესახებ დალილები „სარიჰ“ (უდავო/უტყუარი) არ არის. აქედან გამომდინარე, ამ თემის შესახებ რომელიმე აზრის მომხრეს ურწმუნოდ ვერ გამოვაცხადებთ. (მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი: თუ ადამიანი ემხრობა იმ აზრს, რომლის მიხედვითაც ნამაზის არ მლოცველი ქააფირია, რათქმაუნდა ასეთი ადამიანი ურწმუნოდ ჩათვლის მას, ვინც ნამაზს არ შეასრულებს. ამის გამო ამ ადამიანის მდგომარეობა არ განიკიცხება. მაგრამ ის, ვინც მეორე აზრზე მყოფებს (რომლებიც ნამაზის არ მლოცველს იხთილაფიდან გამომდინარე ურწმუნოდ არ თვლიან) გააკრიტიკებს და განსჯის, ასეთი ადამიანის საქციელი გადაჭარბებულად ჩაითვლება, რომელიც გასაკრიტიკებელია). ასეთ შემთხვევაში ორივე ჯგუფის (ალიმების ჯგუფის) დალილებს შორის არჩევანი გაკეთდება და ერთ აზრზე არ მყოფების მდგომარეობა საპატიოდ ჩაითვლება. (ჩვენი თემა თაქფირის მიზეზებს, პირობებსა და დამაბრკოლებლებს ეხება, რის გამოც ნამაზის შემსრულებელ/არ შემსრულებლის შესახებ აქ დაწვრილებით არ ვისაუბრებთ. მოგვიანებით კიდევ დავუბრუნდებით ამ თემას.).
მესამე ნაწილი: ქმედების სუბიექტის ქმედებაში შემავალი პირობები აშკარა/უტყუარი უნდა იყოს და არა ვარაუდის ან ეჭვის შემცველი.
1)            პიროვნების ნამოქმედარი პიროვნების მიერ აღიარებული/მიღებული უნდა იყოს,
2)            ქმედების დადასტურება ორი მოწმის მოწმეობით უნდა მოხდეს.[5](Ar-Risaletu’s-Selasiniyye”, Abu Muhammad al-Makdisi, გვ. 37.).
დალილებიდან ყველაზე ძლიერი, პიროვნების მიერ აღიარებული ქმედებაა (ანუ აღიარება, რომ მან ქუფრი მართლაც ჩაიდინა). თუ პიროვნება ამბობს: „ეს მე გავაკეთე“, მაშინ სხვა დალილების მოძებნა საჭირო აღარ არის. მისი ეს აღიარება თაქფირის გამოსატანად საკმარისია. ხოლო პიროვნება, რომელიც დანაშაულს (ქუფრს) არ აღიარებს, ითვლება უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი ქუფრი ქმედება საჯარო/ცნობილი არ გახდება.
საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: განსხვავებაა ქუფრი ქმედების აღიარებასა და ქუფრის აღიარებას შორის. დღესდღეობით ცნობილი მურჯიტები თვლიან, რომ პიროვნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გავა რწმენიდან თუ ქუფრს აღიარებს. ეს კი უაზრობის გარდა მეტი არაფერია. აჰლი სუნნას შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: „პიროვნება როცა ქუფრს გააკეთებს და მოსამართლის წინაშე წარსდგება, მას ეკითხებიან ქუფრის გაკეთება-არგაკეთების შესახებ და არა მიიღო/აღიარა თუ არა ის ქუფრი ქმედება (რომელიც მან ჩაიდინა) ქუფრად. ქუფრ ქმედებას როცა აღიარებს, მიუხედავად იმისა ეს ქუფრი ქუფრად აღიარა თუ არა, სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.“ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია!
მოქმედი პირის (ბრალდებულის) აღიარება თუ არ არის, მაშინ ორი მოწმე უნდა მოიძებნოს (მუსლიმი, სრულწლოვანი, სამართლიანი, საღი აზროვნების). ორი ასეთი მოწმე თუ დაამოწმებს, რომ პიროვნებამ ქუფრი გააკეთა, მაშინ პიროვნება დამნაშავედ ჩაითვლება. იბნ-ი მუნზირ-ი ამბობს: „სწავლულები შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ პიროვნების მურთადად გამოცხადებისთვის ორი მოწმის არსებობა საკმარისია. თუ ეს პიროვნება მურთადობის შემდეგ ისლამში არ დაბრუნდება, ორი მოწმის მოწმეობით დაისჯება (სიკვდილით).“[6](“Kitabu’l-İcma”, გვ. 123. “al-Kevkebu’d-Durriyy’l-Münir”, გვ. 65.).
იბნ-ი ყუდამე ამბობს: „სწავლულების მიხედვით ორი მოწმე საკმარისია იმისთვის, რომ პიროვნება მურთადად ჩაითვალოს. ამ შეხედულებაზე არიან იმამ მალიქი, ავზაი, შააფი და ჰანეფი. იბნ-ი მუნზირი ამბობს: „ჰასან ბასრი-ს გარდა ამ თემის წინააღმდეგ არავინ წასულა. ჰასან-ის მიხედვით, სიკვდილის დასჯისთვის ოთხი მოწმეა საჭირო.“[7]( İbn-i Kudame, “al-Muğni”, Kitabu’l Mürted. “ar-Risaleu’s-Selasiniyye”, გვ. 205.).
მოწმეში განსახილველი პირობა ოთხია:
1)            მუსლიმი უნდა იყოს,
2)            ზრდასრული უნდა იყოს,
3)            საღი აზროვნების უნდა იყოს,
4)            სამართალიანი უნდა იყოს.
ამ პირობებიდან ერთი პირობაც, რომ არ მოიძებნოს, მაშის მოწმის მოწმეობა არ მიიღება ანუ თუ პიროვნება არ არის ზრდასრული ან არ არის საღი აზროვნების ან არ არის მუსლიმი ან არ არის სამართლიანი, მაშინ მისი მოწმეობა სანდოდ არ ჩაითვლება და არ მიიღება.
„7. ეგენი არინ (მუნაფიყები), რომელნიც ამბობენ: არ გაიღოთ იმათზე, ვინც ალლაჰის შუამავალთან ერთადაა, რათა დაიშალონ. მაშინ როცა ალლაჰს ეკუთვნის საგანძური ცათა და მიწის, მაგრამ ორპირნი არ შეიმეცნებენ.
8. ამბობენ: თუ მედინაში დავბრუნდებით, უთუოდ, უძლიერესები სუსტებს გამოაძევებენ, არამც და არამც! დიდება ალლაჰს ეკუთვნის, მის შუამავალს და მორწმუნეებს, მაგრამ ორპირნი არ უწყიან ამას.“ (სურა ალ-მუნაფიყუუნ).
ამ აიათის მოვლენის მიზეზი შემდეგია: ზეიდ ბინ არქამ-ი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „ერთ-ერთ ლაშქრობაში ვიყავი. იქვე ახლოს (მუნააფიყების მეთაურის) აბდულლაჰ იბნ-ი უბეი-ის სიტყვები მოვისმინე: „ჰეი ხალხო! შუამავლის ახლობლებს/მეგობრებს არ დაეხმაროთ, რომ დანაწილდნენ და დაიშალნონ. მის ერთად მედინაში თუ დავბრუნდებით, უეჭველად ძლიერები სუსტებს მედინადან  გამოაძევებენ.!“ ზეიდი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „იბნ-ი უბეინის ეს სიტყვები ბიძაჩემს ან ომარს ვუთხარი. მან კი შუამავალს აცნობა. ამის შემდეგ შუამავალმა თავისთან მიხმო, მისვლის დროს ეს სიტყვები გავუმეორე. შემდეგ ალლაჰის შუამავალმა აბდულლაჰ იბნ-ი უბეისთან შიკრიკები გააგზავნა და თავისთან იხმო, როდესაც მოვიდნენ თავიანთი სიტყვები უარყვეს და დაიფიცეს, რომ მათ მსგავსი რამ არ უთქვამთ. ამის შემდეგ შუამავალმა მე მტყვანად, ის კი მართალ კაცად გამოაცხადა. ძალიან შევწუხდი, სახლიდან გარეთ არ გავდიოდი. ბიძია მოვიდა და თავისი სიტყვებით „ჰეი შვილო, ბოლოს მაინც ისე გააკეთე, რომ შუამავალმა მატყუარად და მტყვანად გამოგაცხადა“ ჩემი მდგომარეობა უფრო დაამძიმა. მაშინ, როცა წუხილის პიკზე ვიყავი, ალლაჰმა ეს აიათი მოავლინა, რის შემდეგაც შუამავალი ჩემთან მოვიდა და ასე მითხრა: „ჰეი ზეიდ! უეჭველად ალლაჰმა მართალი გიწოდა“.[8](Buhari, Kitabu’t-Tefsir, Münafikun Suresi. Hadis no: 4900.).
როგორც ვხედავთ, ზეიდ ბინ არქამის სიტყვები სიმართლე იყო, თუმცა ალლაჰის შუამავალმა იბნ-ი უბეი მუნააფიყად არ გამოაცხადა და არ დასაჯა. ამის მიზეზი კი ორი რამ შეიძლება იყოს:
1)            მოწმის არასრულწლოვნება, ან
2)            ერთი მოწმის არსებობა (ანუ არასაკმარისი მოწმის არსებობა).
მუსლიმის მურთადად გამოცხადება ადვილი საქმე არ არის. ამისთვის რამოდენიმე პირობა არსებობს. ამ პირობების გარეშე, პიროვნებამ (მუსლიმმა) დანაშაული (ურწმუნოება) რომც ჩაიდინოს, დამნაშავედ არ ითვლება. დამნაშავედ რომ ჩაითვალოს, საჭიროა ყველა პირობამ თავი ერთად მოიყაროს.
იბნ-ი თაიმიია (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ალლაჰის შუამავალი სასჯელს არც თავისი შეხედულებით, არც ‘ერთი’ მოწმის საფუძველზე, არც ვაჰის მიხედვით არ გასცემდა (ანუ ვაჰი ჩამოუვიდა, რომ ის პიროვნება მართლაც მუნააფიყი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, პიროვნება სანამ არ აღიარებდა თავის დანაშაულს ან მოწმეობა სანამ არ შესრულდებოდა (ისე როგორც საჭიროა), მანამ არ სჯიდა.).[9] (“es-Sarimo’l-Meslul”, გვ. 362.).
„6. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი მოვა თქვენთან გზასამცდარი რაიმე ამბით, მაშინვე გამოიკვლიეთ, რათა არ უქმნათ სიავე ხალხს უმეცრებით და მერე არ ჩავარდეთ სინანულში იმის გამო, რაც გააკეთეთ.“ (სურა ალ-ჰუჯურათ).



[1] Fıkıh Usulü, Hasan Karakaya, გვ. 216. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჰასან ქარაქაიას სიტყვა „შართის“ განმარტების ჩვენს საკითხში გადმოცემა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მის აყიდას სწორად მივიჩნევთ. მისი განმარტების გადმოცემის მიზეზი სიტყვა „შართის“ ტერმინოლოგიური მნიშვნელობის გაგებაა და მეტი არაფერი.
[2] İbn-i Mace, hadis no: 1401; Nesai, hadis no: 457: Abu Davud, hadis no: 425.
[3] ამ აზრს ემხრობიან საჰაბეები, ჰანბელი მეზჰები, იბნ-ი თაიმიია, იბნ-ი ქაიიმ, შევქანი და მისი მიმდევრები.
[4] დანარჩენი მეზჰების იმამები ამ აზრზე არიან.
[5] Ar-Risaletu’s-Selasiniyye”, Abu Muhammad al-Makdisi, გვ. 37.
[6] “Kitabu’l-İcma”, გვ. 123. “al-Kevkebu’d-Durriyy’l-Münir”, გვ. 65.
[7] İbn-i Kudame, “al-Muğni”, Kitabu’l Mürted. “ar-Risaleu’s-Selasiniyye”, გვ. 205.
[8] Buhari, Kitabu’t-Tefsir, Münafikun Suresi. Hadis no: 4900.
[9] “es-Sarimo’l-Meslul”, გვ. 362.