31 July 2022

6. მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბი ვინ არის?

 ნაწარმოების ავტორია იმამ მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი). დაიბადა 1703 წელს (ჰიჯრით 1115 წ.) და გარდაიცვალა 1792 წელს (ჰიჯრით 1206 წ.). დაიბადა ნაჯდის პროვინციაში, ქალაქ უიაინა-ში. თამიმ-ის საგვარეულოდან იყო. იმამმა პატარა ასაკშივე ცოდნის მიღება დაიწყო. მის განათლებაში მამას, აბდულვაჰჰაბ ბინ სულეიმანს დიდი წვლილი მიუძღვნის. ვინაიდან, ის ყადი იყო. მუჰამმედმა პირველ რიგში მამიდან ყურანი და ფიყჰი შეისწავლა. ზრდასრულ ასაკს, როდესაც მიაღწია ჰაჯობა შეასრულა, შემდეგ კი, მექქაში დარჩა და ადგილობრივი სწავლულებისგან ცოდნა მიიღო. შემდეგ კი, მედინაში წავიდა და ასევე, ადგილობრივი შეიხებიდანაც მიიღო ცოდნა. მათ შორის იყვნენ აბდულლაჰ ბინ იბრაჰიმ ბინ სეიფ ან-ნაჯდი და მუჰამმედ ჰაიათუ’ს-სინდი.

ცოდნის გაღრმავებისთვის ბასრა-სკენ (ერაყი) გაეშურა. ბასრას მომწოდებლებიდან ცნობილია მუჰამმედ ალ-მაჯმუიი. თავჰიდისკენ მოპატიჟება აქ დაიწყო და ხალხს ყურანისა და სუნნეთისკენ მოუხმო, რის გამოც მოწინააღმდეგე მხრიდან სხვადასხვა დაბრკოლებები შეხვდა. შედეგად კი, ბასრა დატოვა. მისი განზრახვა შამში წასვლა იყო, თუმცა არასაკმარისი მატერიალური სამყოფელის გამო ვერ მოახერხა შამში ჩასვლა. ბასრადან ზუბეირში, იქიდან კი, იჰსა-ში წავიდა. შემდეგ კი, მამასთან მივიდა, რომელიც ქალაქ ჰურეიმილაში[1] იმყოფებოდა. მამის გარდაცვალებამდე (ჰჯ. 1153 / გრიგ. 1740 წ.) სწავლებითა და მოპატიჟებით იყო დაკავებული. თუმცა, აქაც მოწინააღმდეგეები ჰყავდა, რომლებსაც მისი მოკლვა სურდათ. ამ მიზეზით იგი უიაინაში დაბრუნდა. იმ დროისთვის უიაინას ამირი ოსმან ბინ მუჰამმედ ბინ მუამმარი იყო. ამირი შეიხს კარგად დახვდა. უთხრა: „ადამიანები ალლაჰისკენ მოიპატიჟე, ჩვენ შენთან ერთად შენი დამხმარეები ვართ.“

ალლაჰის ნებით, შეიხმა ხალხის ალლაჰისკენ მოპატიჟება და თავჰიდის გავრცელება დაიწყო. ხალხი ქალაქის გარეთა ნაწილიდანაც მოდიოდნენ და მისგან ცოდნას იღებდნენ, მას კითხვებს უსვამდნენ და ფეთვებს იღებდნენ.

მწერალმა ერთხელ ამირს უთხრა: „მოგვეცი ნება, რომ ზეიდ ბინ ალ-ჰატტაბის საფლავზე აშენებული აკლდამა დავანგრიოთ, რადგან ის არ არის სწორი. არც ალლაჰია ამ საქმისგან კმაყოფილი. შუამავალმა საფლავებზე აკლდამების აშენება და მათი მესჯიდად გამოყენება აკრძალა. ეს აკლდამა ხალხს სწორი გზიდან აცდენს, შირქისკენ მოუხმობს და მრწამსს უცვლის. რის გამოც მისი დანგრევაა საჭიროა.“ ამირმა კი, უპასუხა: „არ არის წინააღმდეგობა.“ შეიხმა ეს საქმე თავად იკისრა და აკლდამა დაანგრია. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც მსგავსი აკლდამები და ნატვრის ხეები იყო, რომლებიც ხალხს შირქისკენ მიუძღვოდა, ყველა მათგანი გაანადგურა. ეს ამბავი სწრაფადვე გავრცელდა. ამავე დროს კი, მტკიცედ ბრალეული მრუში კაცი და ქალი სიკვდილით დასაჯა და ამით აშკარად განაცხადა, რომ ალლაჰის საზღვრებს მტკიცედ იცავდა. ეს ყოველივე სულაიმან ბინ ურაირ ალ-ჰალიდის ყურამდეც მივიდა. იგი შეშინდა, რომ ტახტი არ დაეკარგა, რის გამოც ამირ ოსმანს წერილი მიწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბი უნდა მოეკლა. ამირი ოსმანი შეწუხდა ამ ფაქტით და შეიხს თხოვა, რომ მისგან წასულიყო. შეიხმა კი უპასუხა: „ის, რასაც ვქადაგებ, ალლაჰის რელიგიაა. ლაა ილაჰა ილლალლაჰ-ის დამკვიდრება და შუამავალ მუჰამმედის მოწმეობის დაკანონებაა. ვინც ამ რელიგიას ჩაეჭიდება, ალლაჰი მას დაეხმარება და არ უღალატებს, გააძლიერებს და მტრის ქალაქებს უბოძებს. თუ მოითმენ, მყარად იქნები და ამ სარგებელს დათანმხდები, მაშინ ახლავე გიმახარობლებ, რომ ალლაჰი შენ დაგეხმარება და დაგიცავს როგორც მისგან, ასევე სხვისგანაც. ასევე, მოგცემს მის ხელთ არსებულ ქალაქებს.“ მიუხედავად ამ შეგონებისა, შედეგი არ გამოიღო.

ამგვარი მდგომარეობის გამო, შეიხმა უიაინა დატოვა და დერ’იააში წავიდა. მისი დერ’იააში ყოფნის შესახებ მუჰამმედ ბინ სუუდმა გაიგო. რის შემდეგაც შეიხთან სასაუბროდ წავიდა, რომელიც მუჰამმედ ბინ სუვეილის სტუმარი იყო. შეიხს უთხრა: „კარგი ამბავი შენ! დახმარება გეწევა და უსაფრთხოდ იქნები.“ შეიხმა უპასუხა: „შენც ასევე! დახმარება თქვენც გეწევათ, გაძლიერდებით და უფრო კარგ მდგომარეობაში იქნებით. ეს ალლაჰის რელიგიაა. ვინც მას დაეხმარება, ალლაჰიც დაეხმარება მას.“ ამირმა განაგრძო: „შემოგფიცავთ იმის შესახებ, რომ ალლაჰის შუამავლის რელიგიაზე ვიქნები და მის გზაზე ვიბრძოლებ. თუმცა, მეშინია, რომ თუ ალლაჰმა გამარჯვება გიწყალობა, ჩემი ქალაქიდან გადასახლდები.“ შეიხმა უპასუხა: „ფიცი მხოლოდ მაგით შედგება... ასევე, სიტყვას ვდებ, რომ თქვენთვის სისხლის წილ სისხლს ავიღებ, ნგრევის წილ ნგრევა და თქვენი მიწიდან არ გადავსახლდები.“

ადამიანებმა შეიხთან მისვლა ყოველი კუთხიდან დაიწყეს. დერ’იაა ჰიჯრათის მიწას დაემსგავსა. ადამიანებმა შეიხისგან მიღებული გაკვეთილები ერთმანეთს გაუზიარეს. მასთან ჯგუფებად და ცალ-ცალკე მოდიოდნენ. დერ’იააში დიდი სიყვარული, დახმარება და მხარდაჭერა დამკვიდრდა. შეიხმა ამ ადგილას ხალხს შეასწავლა აყიდა, ყურანი, თაფსირი, ფიყჰი, ფიყჰის უსული[2], ჰადისი, არაბული ლიტერატურა, ისტორია და სხვადასხვა სასარგებლო რამ. ახალგაზრდამ თუ მოხუცმა მისგან სარგებელი მიიღო. დერ’იააში ცოდნა გავრცელდა. თან ჯიჰადი დაიწყო და მნიშვნელოვან პიროვნებებს მოუწოდა, რომ მუსლიმები გამხდარიყვნენ და იმ ტერიტორიაზე შირქი ამოეძირკვათ. ჯერ ნაჯდიელებიდან დაიწყო. ამირებსა და სწავლულებს შეტყობინება გაუგზავნა. ასევე, შეტყობინება გააგზავნა ეგვიპტის, შამის, ერაყის, ინდოეთის, იემენის და სხვა მიწის სწავლულებთანაც. გავრცელებული შირქისა და ბიდ’ათების შესახებ საუბარს აგრძელებდა. სიტყვიერი დაპირისპირებები და კონტრარგუმენტების წარდგენა მიმდინარეობდა. ასე გაგრძელდა შემდგომაც იმ ფორმამდე, რომ ბოლოს ბროშურებად და წიგნებად შეიკრა. უმეტესი მათგანი დაბეჭდილია.

მწერალმა ისლამისკენ მოპატიჟება და ჯიჰადი სიკვდილამდე განაგრძო. დერ’იის ამირმა, მუჰამმედ ბინ სუუდმა და მისმა ოჯახმაც შეიხს გარდაცვალებამდე დაეხმარა და მხარი დაუჭირა. დაახლოებით 50 წლის განმავლობაში მიმდინარე მოპატიჟება ადამიანების თავჰიდში შესვლის საბაბი გახდა. აკლდამები დაანგრიეს, შარიათისკენ მიბრუნდნენ, წინაპრებისგან დარჩენილი და ტაღუთის კანონები მიატოვეს და ჭეშმარიტებისკენ იბრუნეს სახე. ქალაქებში, სოფლებში, გზებში სიმშვიდემ დაისადგურა. შეიხმა სხვადასხვა ადგილას მასწავლებლები და ყადები გაგზავნა. ეს უდიდესი სარგებელი და ჭეშმარიტება მთელ ნაჯდის ტერიტორიაზე გავრცელდა, სადაც ალლაჰის რელიგიამ დაიბატონა.

მოკლედ, რომ ვთქვათ, შეიხ მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბმა საკუთარი სიცოცხლე ალლაჰის რელიგიის გავრცელებას შეწირა.

ასე, რომ შეიხი სალაფების გზაზე იყო. მას სწამდა ალლაჰის, მისი სახელების, თვისებების, ანგელოზების, შუამავლების, წიგნების, ახირეთის დღის, კარგისა და ცუდის. მისი მრწამსი ალლაჰისადმი დიდი იმამების მსგავსი იყო. ის ალლაჰის სახელ-თვისებებს არ ამახინჯებდა, მას ქმნილებებს არ ამსგავსებდა. იმანის საკითხში სალაფების მსგავსად ფიქრობდა: „იმანი სიტყვა და საქმეა. იზრდება და მცირდება. ალლაჰზე მორჩილებით იზრდება, ხოლო ალლაჰის წინააღმდეგ წასვლით მცირდება.“

ასევე, ტაღუთთან დაკავშირებით მან თქვა: „ალლაჰის პირველი ბრძანება ადამიანებზე იყო ტაღუთის უარყოფა და ალლაჰის რწმუნება... ტაღუთი ბევრია. მათგან უპირატესი კი ხუთია: იბლისი; მას, ვისაც ეთაყვანებიან და ამით კმაყოფილია; ის, ვინც მსახურებისკენ მოიპატიჟებს; ის, ვინც აცხადებს, რომ დაფარული უწყის; და ის, ვინც განსჯის ალლაჰის გარდა სხვა კანონით.“

ეს ყველაფერი მისი მრწამსიდანაა. ის როგორც სიტყვით, ასევე საქმითაც სალაფების გზაზე იდგა. მათი გზიდან არ გადაუხვევია. საჰაბეებისა და მათ მიმყოლთა გზას გაჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ მის დროიდან დღემდე მოყოლებული ბევრმა თავჰიდის მტერმა გააკრიტიკა და იბრძოლა მის წინააღმდეგ, ალლაჰმა მისი საშუალებით თავჰიდის გზა გაანახლა. ამასთან ერთად, გარდა შუამავლისა, არცერთი ადამიანი არ არის უშეცდომო. შეიხის ზოგიერთი შეხედულება არასწორი რომც იყოს, ალლაჰმა მისი შრომა სარგებლიანი გახადა, მის მიერ დაწერილი ნაწარმოებები ჩვენამდე მოაღწია და იმ წიგნებთა რიგებშია, რომლებსაც სწავლობენ და ქადაგებენ. ალლაჰმა სიკეთე უბოძოს მას. ალლაჰუმმა ამინ.



[1] არაბეთი.

[2] ცოდნა, რომელიც შარიათულ ჰუქმებს არგუმენტებით გვასწავლის.