19 July 2022

2. სურა ბაყარა აიათი 257: მორწმუნეებისა და ქააფირების მეგობრები

ბაყარა 2/257. ალლაჰი მფარველია მათი, რომელთაც ირწმუნეს. ისინი გამოჰყავს მას სიბნელიდან (ქუფრისა და შირქის) სინათლეში (თავჰიდისა და რწმენის). და რომელთაც უარყვეს მათი მეგობარი, ტაღუთია, რომელსაც ისინი გაჰყავს სინათლიდან სიბნელეში. ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი, იქნებიან მასში მარადიულად.

ალლაჰი გვამცნობს, რომ მისი კმაყოფილების მომპევებლებს გამოიყვანს ქუფრიდან, გაუქრობს ეჭვებს და დააყენებს მშვიდობიან, ნათელ და ჭეშმარიტ გზაზე. ხოლო, ქააფირების ეშმაკ მეგობრებს კი, თავიანთ ჯააჰილობასა და გზასაცდენილობას მოკაზმულად მოაჩვენებს, ჭეშმარიტი გზიდან ააცდენს.

ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი, იქნებიან მასში მარადიულად- ალლაჰმა სიტყვა „ნურ“ (სინათლე) მხოლობითში გადმოსცა, ხოლო სიბნელე (ზულუმაათ) მრავლობითში. ვინაიდან, ჭეშმარიტება ერთია, ხოლო ქუფრი მრავალნაირი, რომელთა ყველა სახეობაც ბათილია. ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „6/153. ეს არის ჩემი გზა ჭეშმარიტი, მიჰყევით მას და ნუ გაჰყვებით (სხვა) ბილიკებს, რომლებითაც დაიფანტებით თქვენ მისი (ალლაჰის) გზიდან. ეს მოგცათ მცნებად, ეგებ იყოთ ღვთისმოშიშნი.“

“6/1. ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც შექმნა ცანი და დედამიწა, და დაადგინა სიბნელე და სინათლე.”

კიდევ ბევრი აიათია იმის დასტურად, რომ ჭეშმარიტება ერთი და მთლიანია. ხოლო, ცრუმორწმუნეობა განცალკევებული და სხვადასხვაა.

იბნ ქასირი