12 July 2022

5. ‘ნავაყიდუ’ლ ისლამ’ის კომბინაციის მნიშვნელობა

სიტყვა „ნავაყი“-ი, „ნაყიდ“-ის მრავლობითი ფორმაა. „ნაყიდ“-ი კი, გაფუჭებას-მოშლას ნიშნავს. იმამ ჯურჯანიმ (ალლაჰმა შეიწყლოს იგი) თქვა: „ნაყიდის ტერმინოლოგიური მნიშვნელობა შეკვეცა, გატეხვა, გაფუჭებაა.“[1]

რაღაცის „ნაყიდი“ ნიშნავს ამ რაღაცის გაფუჭებას-მოშლას. რელიგიაში მისი მნიშვნელობა კი, მოშლა-ანულირებაა. მაგალითად, ნავააყიდულ-ვუდუ - ანუ აბდესის მომშლელი რაღაცეები.

სიტყვა „ისლამი“-ს ფუძეა „სელემე“, რომლის მნიშვნელობაც დაკავშირება, მორჩილება, კმაყოფილებაა. იმამ იბნ მანზურმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ისლამი ნიშნავს მორჩილებასა და დაკავშირებას. ხოლო, როგორც შარიათული ტერმინი, მისი მნიშვნელობა შემდეგია: აშკარა მორჩილება და შარიათის ბრძანებების აშკარად შესრულება. შუამავლის საშუალებით მოვლენილზე დაკავშირება.“[2] იმამ ჯურჯანიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) კი, თქვა: „ისლანი ნიშნავს შუამავლის საშუალებით მოვლენილზე დაკავშირება-მორჩილებას.“[3]

როგორც უკვე ითქვა, ისლამი არის ალლაჰის მიერ შუამავლის საშუალებით მოვლენილ რელიგიაზე სრული მორჩილება და საჭიროებების შესრულება. იმამ იბნ ყაიიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ისლამი არის ალლაჰის ერთობა, მხოლოდ მასზე თაყვანისცემა, მასზე თანაზიარის არ გაჩენა, ალლაჰისა და შუამავლის რწმუნება, შუამავლის საშუალებით მოვლენილზე დამორჩილება-გაყოლა. თუ ჯიუტი (ნებითა და შეგნებით უარმყოფელი) ქააფირი არ არის, მაშინ სულ ცოტა - უვიცი ქააფირია.“[4]

ისლამი, როგორც რელიგია კი, არის მრწამსისა და ქმედების სისტემა და ცხოვრების ისეთი ფორმა, რომელიც ალლაჰის მიერ შუამავლის საშუალებით მოგვევლინა, რომლის საშუალებითაც ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც სიმშვიდეს ვაღწევთ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ისლამი არის თავჰიდის ნიზამი (წესდება, კანონი), რომლის გარდაც ალლაჰი სხვა რელიგიას არ მიიღებს.

აქედან გამომდინარე, „ნავაყიდუ’ლ-ისლამი“-ს კომბინაცია ნიშნავს: ისლამის მომშლელი რაღაცები. ანუ ის საქმეები, რომლებიც ადამიანს რწმენას აკარგვინებს და სამუდამოდ ჯოჯოხეთის მკვიდრად აქცევს. სხვაგვარად, მუსლიმის რწმენის მომშლელი და მურთადად[5] გადამქცევი. მნიშვნელობა არ აქვს ეს სიტყვით შესრულდება, რწმუნებით თუ ქმედებით.

მურთადი არის პიროვნება, რომელმაც ისლამში შესვლის შემდეგ, მისი მომშლელი ქმედება შეასრულა და ქააფირი (ურწმუნო) გახდა.

შეიხ ჰამდ ბინ ათიქმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მურთადი არის პიროვნება, რომელმაც ენით, ქმედებით ან რწმუნებით ქუფრი შეასრულა.“[6]

იმამ ალ-ჰიჯავიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მურთადს ეძახიან მას, ვინც ისლამის შემდეგ ქუფრში აღმოჩნდა. ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს, რუბუბიეთიდან, ულუჰიეთიდან ან სახელ-თვისებებიდან რომელიმეს თუ უარყოფს, ალლაჰს მეგობარს ან შვილს თუ მიაკუთვნებს, ან შუამავალთაგან რომელიმეს თუ უარყოფს, ან ალლაჰსა და შუამავალს თუ გალანძღავს, ქააფირი გახდება.“[7]

ალლაჰი ბრძანებს: 2/217…თუ რომელიმე თქვენგანი განეშორება თავის სარწმუნოებას და მოკვდება ურწმუნოდ, ასეთებს ამაოებად ექცევათ ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრება; აი, ცეცხლის ბინადარნი, ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან.”

როგორც აიათშია ნათქვამი, რწმენის მოშლით რელიგიიდან გამსვლელი ამ მდგომარეობაში თუ გარდაიცვლება, ყველა ის ქმედება გაუნულდება, რაც მორწმუნეობის დროს შეასრულა და ვერანაირ სარგებელს ვეღარ მიიღებს, სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნას დაიმსახურებს. მის სუნსაც კი ვერ შეიგრძნობს. ყადი იადმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „იჯმაა[8] იმასთან დაკავშირებით, რომ ქააფირებს თავიანთი ქმედებები სარგებელს ვერ მოუტანს, მასზე არც სიკეთე იქნება და არც სასჯელის შემსუბუქება.“[9]

მურთადის ამქვეყნიური ჰუქმი კი, შემდეგია:

შარიათის უფლებამოსილი პირის მიერ ისლამისკენ მოპატიჟება შესრულდება. თუ მოინანიებს და ისლამს დაბრუნდება, ძალიან კარგი, თუ არადა სიკვდილით დაისჯება. იბნ აბბასის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის სალამი და მშვიდობა მას) თქვა: „ვინც (ისლამის მიტოვებით) რელიგიას შეიცვლის მოკალით.“[10]

იმამ მერგინანიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მნიშვნელობა არ აქვს მურთადი მონა იქნება თუ თავისუფალი, ისლამისკენ უნდა იქნას მოპატიჟებული. თუ არ დათანხმდება სიკვდილით დაისჯება. თუ ვადა მიეცემა, ეს სამი დღეა. ვინაიდან ეს დრო გამოცდის და საპატიო მიზეზის გასვლისთვისაა. აბუ ჰანიფესა და აბუ იუსუფის მიხედვით, ვადა რომც მოითხოვოს ან არ მოითხოვოს, მისი სასჯელის სამი დღით გადავადება მუსთეჰაბია[11]. იმამ შაფი’ის მიხედვით კი, სასჯელი სამი დღით გადავადდება. მანამდე დასჯა კი, ჰალალი არ არის, რადგან მუსლიმანის რწმენიდან გასვლა რაიმე ეჭვის საფუძველზეა და მისი დაფიქრებისთვის რაღაც დროა საჭირო.“[12]

მურთადსა და მუსლიმებს შორის მეურვეობა შეწყდება. მუსლიმების სასაფლაოზე არ დასაფლავდება. მუსლიმი გარდაცვლილისადმი შესასრულებელი რიტუალებიდან არცერთი არ შესრულდება მისთვის. მემკვიდრეც არ ეყოლება. მისი ქონება ისლამის ხაზინას ეკუთვნის. უსამე ბინ ზეიდის (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) გადმოცემის მიხედვით, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანა: „მუსლიმი ქააფირის, ხოლო ქააფირი მუსლიმის მემკვიდრე ვერ იქნება.“[13]

იმამ აჰმედ ბინ ჰანბელმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „სხვადასხვა აზრი არ არის სწავლულთა შორის, რომ მუსლიმი არ შეიძლება იყოს ქააფირის მემკვიდრე.“[14]

ყოველივე ამის გამო, ისლამის მომშლელი პუნქტების სწავლა და სხვაზე შესწავლა უპირველესი და დანარჩენ ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ვინაიდან, რაც არ არის ცნობილი, როგორ შეიძლება მისგან მორიდება? მუსლიმმა ისლამიდან გამსვლელი პუნქტებიდან ყველაზე მცირეც, რომ შეასრულოს და მონანიების გარეშე გარდაიცვალოს, ალლაჰი მას არასოდეს არ აპატიებს. ამის შესახებ ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

4/48. უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს იმას,რომ მას რაიმე თანაუზიარონ და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ვისაც ინებებს…”

დაე, ალლაჰმა უმმეთს ისლამით უნაკლო ცხოვრება და მისი მომშლელი ფაქტორებიდან შორს ყოფნა უწყალობოს. ალლაჰუმმა ამინ.



[1] ჯურჯანი, ათ-თარიფათ: 232.

[2] იბნ მანზურ, ლისანუ’ლ-არაბ: 12/92.

[3] ჯურჯანი, ათ-თარიფათ: 23.

[4] იბნ ყაიიმ, ტარიყუ’ლ-ჰიჯრეთეინ: 411.

[5] მურთადი - რწმენიდან განდგომილი.

[6] იბნ ათიქ, რისალეთუ’დ-დიფაი ან აჰლი’ს-სუნნა ვა’ლ-ითთიბა: 28.

[7] ალ-ჰიჯავი, არ-რავდუ’ლ-მურაბბა ფიი შერხი ზადუ’ლ-მუსთაყნა: 2/499-500.

[8] სწავლულთა საერთო შეხედულება.

[9] ალ-მინჰაჯ ფი შერხი სახიხი მუსლიმ: 3/87.

[10] სახიხი. ბუხარი 3017; აბუ დავუდ 4351.

[11] მოსაწონია.

[12] მერგინანი, ალ-ჰიდაია ფი შერხი ბიდაიეთუ’ლ მუბთედი: 2.406.

[13] სახიხი. ბუხარი 6764; მუსლიმ 1614.

[14] იბნ ყუდამე, ალ-მუღნი: 6/367.