20 April 2022

აიშას ჰადისი

 „აიშამ გვერდით მყოფებს ჰკითხა: ‘გიამბოთ ამბავი, რომელიც მე და შუამავალს გვეხება?’ უპასუხეს: ‘დიახ’. აიშამ (ალლაჰის იყოს მისგან კმაყოფილი) განაგრძო: ‘შუამავალთან ყოფნის ჩემი რიგი იყო, რა დროსაც იგი ისვენებდა. როდესაც იფიქრა რომ მე მეძინა, ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. მეც ეგრევე ჩავიცვი და გავყევი. სასაფლაოს ადგილას, რომლის სახელია ‘ბაქი’ მივიდა და დიდხანს გაჩერდა. შემდეგ კი, ხელები სამჯერ წამოსწია. შემდეგ იმ ადგილიდან წავიდა და მეც წავედი. სახლში შუამავლის მისვლამდე მივედი. შიგნით როდესაც შემოვიდა მკითხა: ‘რა გჭირს აიშა?’ ვუთხარი, რომ არაფერი მჭირდა, რის შემდეგაც მითხრა: ‘ან მეტყვი რა მოხდა ან ალლაჰი მაცნობებს.’ ამგვარი სიტყვების შემდეგ მიზეზი ვუთხარი. რის გამოც მკერდზე მტკივნეულად მიჯიკა და მითხრა: ‘იფიქრე, რომ ალლაჰი და მისი შუამავალი დაგჩაგრავს?’ აიშამ თქვა: ‘ადამიანებმა, რომც დამალონ ალლაჰმა იცის. დიახ...’“[1]

ან თქვა: „ადამიანებმა, რომც დამალონ ალლაჰი აცნობებს.“

აიშამ (ალლაჰის იყოს მისგან კმაყოფილი) იფიქრა, რომ შუამავალი სხვა მეუღლესთან წავიდა, რის გამოც უკან გაჰყვა. შემდეგ კი, ეს ამბავი მოხდა.

ამ ჰადისის გამოყენებით ზოგიერთები ამბობენ: „აიშამ არ იცოდა, რომ ალლაჰი ყველაფრის მცოდნე იყო. მიუხედავად ამისა, შუამავალმა თაქფირი არ გამოუტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ უცოდინრობა საპატიოა. ამგვარი რამ აიშასთვის თუ საპატიოა, მაშინ დღევანდელი ხალხისთვის უფრო საპატიო იქნება.“

ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ჰადისის სამი გადმოცემა არსებობს.

-          ყველაზე გავრცელებული და სწავლულების მიერ მისაღები გადმოცემა იმამ მუსლიმის სახიხშია, სადაც ნათქვამია: „ადამიანებმა რამდენიც არ უნდა დამალონ, ალლაჰმა იცის, დიახ...“ თითოეული სიტყვა აიშას ეკუთვნის ანუ საკუთარ თავთან ისაუბრა, შემდეგ კი საკუთარი თავი დაამოწმა.

-          იმამ ნესაის გადმოცემა: „ადამიანებმა რამდენიც არ უნდა დამალონ, ალლაჰმა უწყის.“ თქვა: „დიახ“. ამ გადმოცემის მიხედვით, კითხვის დამსმელი აიშა, პასუხის გამცემი კი შუამავალია. ანუ სიტყვა „დიახ“ შუამავალს ეკუთვნის. იმამ აჰმედიც ამგვარად გადმოსცემს.

-          ასევე, იმამ ნესაიმ „ჯენაიზ“ ნაწილში იგივე სიტყვები „დიახ“-ის გარეშეა გადმოცემული. ანუ აიშამ თქვა: „ადამიანებმა რამდენიც არ უნდა დამალონ, ალლაჰმა უწყის.“

ა) ყურადღებას თუ მიაქცევთ, ზოგიერთ გადმოცემაში აიშა ალლაჰის ყოვლადმცოდნეობას ადასტურებს. ანუ ალლაჰის ყოვლადმცოდნეობაში ეჭვის ქონას ადგილი არ გააჩნია. სხვა გადმოცემაშიც იგივეა, თუმცა სიტყვა „დიახ“ არც შუამავლისგან და არც მისგან არ თქმულა, რაც ნიშნავს, რომ სიტყვები ეჭვზე კიარა, დამოწმებაზე მიუთითებს. ზოგ გადმოცემაში კი, აიშამ სიტყვები თქვა, პასუხი კი შუამავალმა გასცა. ამ გადმოცემების მიხედვით, აიშამ ალლაჰის ყოვლადმცოდნეობაში ეჭვი შეიტანა.

რაც შეეხება გადმოცემებზე უპირატესობის მინიჭებას:

მუსლიმის შერხში იმამ ნავავი ამბობს: „სახიხი არის ის, რომ აიშას სიტყვები საკუთარი თავის დამოწმებაა.“

მუსლიმის ერთ-ერთი განმმარტებელი, ყადი იაზიც იგივეს ამბობს.[2]

მუსლიმის განმმარტებლებიდან ერთ-ერთი, აბუ აბდულლაჰ მუჰამმედ ბინ იუსუფ ალ-ჰუსეინი ამბობს: „უსულში მისი მნიშვნელობა შემდეგია: მას უთქვამს ‘ალლაჰმა იცის’, შემდეგ კი ‘დიახ’ სიტყვით თავისი ნათქვამი დაადასტურა.“[3]

მუსლიმის განმმარტებლებიდან ერთ-ერთმა, ალი ბინ სულეიმან ალ-მაღრიბმა თქვა: „სიტყვა ‘დიახ’, მისი სიტყვების გაგრძელებაა. საკუთარი სიტყვები სიტყვა ‘დიახ’-ით კიდევ ერთხელ დაადასტურა.“[4]

როგორც ხედავთ, ჰადისის განმმარტებლები და მკვლევარები ემხრობიან იმ აზრს, რომ სიტყვა „დიახ“ ისევ აიშას ეკუთვნის.

ბ) წინა თემებში ერთ-ერთ მეთოდოლოგიაზე ვისაუბრეთ: „საჭიროების დროს ახსნა-განმარტების გაჭიანურება დასაშვები არ არის“... წარმოგიდგენიათ, რომ აიშამ ქუფრი სიტყვა თქვა და შუამავალმა იგი არ გააფრთხილა?! მაშინ, როდესაც თვით შუამავალი მოევლინა იმისათვის, რომ ადამიანები ქუფრისგან და შირქისგან გაეფრთხილებინა.

1400 წლის შემდეგ მათ ეს საკითხი მოიყვანეს იმისათვის, რომ ქუფრში უცოდინრობა გაემართლებინათ. თუმცა, შუამავალმა კი, იმ მომენტში არავითარი რეაქცია არ გამოხატა ხო?! მათ იციან ყველაფერი და შუამავლის პირად მოსწავლემ, აიშამ არ იცის არა?!

იმისათვის, რომ აშკარა შირქში მყოფი საზოგადოება გაამართლოთ, თუ გიფიქრიათ ვისზე და რაზე გიწევთ ზიანისა და შეურაცხყოფის მიყენება?!

სასარგებლო ინფორმაცია:

შეიხულ ისლამ იბნი თაიმიია ფეთვაში ამბობს, რომ აიშამ არ იცოდა ალლაჰის თვისება, თუმცა შუამავალმა მას თაქფირი არ გამოუტანა. ასევე, ამბობს, რომ ამის გამო შუამავალმა მას მკერდის მიმდებარედ მტკივნეულად დაარტყა.[5]

ა) შეიხულ ისლამის აზრი, რომ სიტყვა „დიახ“ აიშას არ ეკუთვნის, ჰადისის განმმარტებლების საწინააღმდეგოა. ამის გამო, მისმა მოსწავლემ, იბნ მუფლიჰმა მისი ეს შეხედულება არ მიიღო[6] და თან დასძინა, რომ სიტყვა „დიახ“-ი აიშას ეკუთვნოდა.

ბ) შეიხულ ისლამის სიტყვები: „ამის გამო შუამავალმა მას მკერდის მიმდებარედ მტკივნეულად დაარტყა“, გადმოცემის საწინააღმდეგოა, რადგან შუამავალმა აიშა იმ აზრის გამო დატუქსა, როცა იფიქრა, რომ სხვა ქალთან მიდიოდა: ‘იფიქრე, რომ ალლაჰი და მისი შუამავალი დაგჩაგრავს?’

გ) რომც ვიფიქროთ, რომ იბნი თეიმიიას შეხედულება სწორია და დავუშვათ ის ფაქტი, რომ უცოდინრობა საპატიოა: როგორც წინა თემაში იყო, იბნი თეიმიამ შირქი, სასაფლაოებისადმი შესრულებული ვედრება, მკვდრებისგან შუამდგომლობის მოლოდინი და სახელ-თვისებებში უცოდინრობა ერთმანეთისგან განასხვავა. პირველის შემთხვევაში დაწვრილმანებაზე არ წასულა და ზემოთ ხსენებულ საკითხებში უცოდინარს მურთადი უწოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში იყამეთულ-ჰუჯჯა პირობად მიიჩნია. მოკლედ, ეს არასწორი შეხედულებაც კი არ გამოდგება არგუმენტად თანამედროვე მურჯიტებისთვის.



[1] მუსლიმ

[2] მუქმილ, 3/103-104

[3] მუქმილ იქმალულ იქმელ, 3/103

[4] ვეშიია ად-დიიბა 1/103

[5] ფათავა, 11/411-413

[6] ალ-ფურუ, 6/164