20 April 2022

მუაზ-ის სეჯდე

 მუაზმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) შამიდან დაბრუნების შემდეგ, შუამავლის წინაშე სეჯდე აღასრულა. შუამავალმა ჰკითხა: „რა არის ეს მუაზ?“ მუაზმა უპასუხა: „შამში დავინახე თუ როგორ აღავლენდნენ თავიანთი რელიგიური წინამძღვრების წინაშე სეჯდეს. უეჭველად, შენ უფრო იმსახურებ მას.“ საპასუხოდ შუამავალმა უთხრა: „ვიღაცისთვის სეჯდეს შესრულება, რომ მებრძანა, მაშინ ცოლს ქმრის წინაშე სეჯდის შესრულებას (იმის გამო, რომ ქმრის უფლება დიდია) დავავალებდი.“[1]

ამ ჰადისის შესახებ ზოგიერთი ამბობს: „მუაზმა შუამავალს სეჯდე მიუძღვნა. სეჯდე კი, ღვთისმსახურებაა. მიუხედავად ქუფრი ქმედების გამო შუამავალმა მას თაქფირი არ გაუკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ უცოდინრობა საპატიოა.“

არასწორი შეხედულების პასუხი შემდეგია:

სეჯდე ორი სახისაა: მისალმების სეჯდე, რომელიც უწინ მცხოვრებ საზოგადოებაში მისალმებისა და დაფასების მიზნით სრულდებოდა. ძველად არსებულ შარიათშიც მიღებული იყო. მეორე სეჯდე კი, ღვთისმსახურების სეჯდეა, რაც თავისთავად რუბუბიეთ თავჰიდის მომშლელი შირქია.

ქურთუბი: აიათის „2/34...ჩვენ ანგელოზებს ვუბრძანეთ, რომ ადამისთვის სეჯდე აღესრულებინათ“ განმარტებისას ამბობს: „მისალმების ამგვარი ფორმა იაყუბ შუამავლამდე იყო მიღებული თუ მუჰამმედ შუამავლამდე, სწავლულებს შორის იხთილაფია. იხთილაფის გადმოცემის შემდეგ ამბობს: სწავლულების უმეტესობის მიხედვით, ამგვარი მისალმება მუჰამმედ შუამავლამდე იყო, შემდეგ კი აიკრძალა...“

იბნი ქესირ: იგივე აიათის განმარტებაში ამბობს: „ამგვარი მისალმება წინა უმმეთში მიღებული იყო. ჩვენი უმმეთისთვის კი აიკრძალა.“ შემდეგ კი, აკრძალვის არგუმენტად მუაზის ჰადისს გადმოსცემს.

მოლლა ალი ალ-ყარი: „ღვთისმსახურების განზრახვის გარეშე, სულთნის წინაშე სეჯდე მისალმების მიზნით თუ შესრულდება, მაშინ ეს ჰარამია და არა ქუფრი. თუმცა, ნათქვამია ისიც, რომ ქუფრია.“[2]

იბნი ჰაჯერ ალ-ჰეითემი: „ამგვარი სეჯდე ჰარამია და არა ქუფრი.“[3]

აბუ ბექირ ალ-ჯასსას: „ამგვარი სეჯდე სრულდებოდა პატივისცემის ნიშნად. მსგავსად ჩვენი დროის ხელის ჩამორთმევისა, ხელზე კოცნისა და გადახვევისა. ხელზე კოცნის შესახებ გადმოცემულია მისი მუბაჰობაც და მექრუჰობაც. თუმცა, მისალმების მიზნით ალლაჰის გარდა სხვის მიმართ შესრულებული სეჯდე აიშას, ჯაბირისა და ანასის გადმოცემებით აიკრძალა.“[4]

გადმოცემებითა და განმარტებებით დგინდება, რომ უწინ საზოგადოებაში მისალმების მიზნით სეჯდე მიღებული იყო. თუმცა, ამგვარი სეჯდე ჩვენს შარიათში აიკრძალა.

-          შუამავლის სიტყვები, რაც ქმრისადმი სეჯდეს ეხებოდა, ნაგულისხმევია მისალმების სეჯდე, ვინაიდან ქმრის უფლება ქალზე რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს, ის ღვთისმსახურების სეჯდეს არ იმსახურებს.

-          მუაზის სეჯდე ქუფრი სეჯდე, რომ ყოფილიყო, მაშინ შუამავლის მხრიდან საპირისპირო რეაქციას გავიგებდით, ვინაიდან შუამავალი ქუფრი ქმედების დანახვისთანავე, ეგრევე აფრთხილებდა.

-          მუაზი საჰაბეთა შორის ერთ-ერთი სწავლულია. შუამავალმა იგი ეჰლი ქითაბთან გაგზავნა. გაგზავნისას კი დაავალა, რომ მათთვის თავჰიდი განემარტა. გამორიცხული და ლოგიკას მოკლებულია ის აზრი, რომ შუამავალი ისეთ ადამიანს გააგზავნიდა რელიგიის გასავრცელებლად, რომელმაც არ იცის, რომ ღვთისმსახურების სეჯდის ალლაჰის გარდა სხვაზე აღვლენა მრავალღმერთიანობაა.

მოკლედ, მუაზის სეჯდე არ არის არგუმენტი იმისა, რომ დიდ შირქში უცოდინრობა საპატიოა, რადგანაც მუაზის სეჯდე მისალმების იყო, რომელიც შემდეგში აიკრძალა.

ვეცადეთ, რომ გავრცელებულ ეჭვებზე პასუხი გაგვეცა. რის შემდეგაც გასაგები გახდა, რომ უცოდინრობის გასამართლებლად მათ მიერ მოყვანილი არგუმენტები საკითხთან არავითარ კავშირში არ არის ან ძალიან ვიწრო ადგილას გამოსაყენებელი ფართო მასშტაბით გამოიყენეს.



[1] აჰმედ, იბნი მაჯე, იბნი ჰიბბან

[2] შერხუ შიფა 2/221

[3] ი’ლამ, ნავავისგან გადმოცემა 19

[4] აჰქამულ ყურან თაფსირ, ბაყარა 34