25 December 2020

არჩევნები და ეჰვენ-ი შერ

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

ქება-დიდება ალლაჰს. მას ვადიდებთ, მისგან ველით დახმარებასა და შეწევნას. საკუთარი თავის სიავისგან და ქმედებების სიგლახისგან მას მივეკედლებით. ალლაჰი ვისაც დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ვერავინ ააცდენს მას. ხოლო, ვისაც ააცდენს ჭეშმარიტი გზიდან, მას ვერავინ დააბრუნებს ჭეშმარიტ გზაზე. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და ასევე, ვამოწმებ რომ მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია.

მანხაჯი შუამავალ მუჰამმედის (მშვიდობა და სალამი მას) გზა, საფუძველი ყურანი და სუნნეთი, ცხოვრების რეგულატორი შარიათი, მიზანი კი დედამიწაზე ალლაჰის რელიგიის დამკვიდრებაა. ეს ყოველივე ისლამის უცვლელი პრინციპებია.

იცოდეთ და სხვასაც აცოდინეთ, რომ ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი ტაღუთი დემოკრატიაა, რითიც თანამედროვე „ფარაონები“ ხელმძღვანელობენ.

დემოკრატიის დამცველები, როგორც წინა პერიოდში, ასევე დღესაც ეჰვენ-ი შერის გამოყენებით ე.წ „ისლამურ“ პარტიებს მხარს უჭერენ და სხვასაც მოუწოდებენ.

რას ნიშნავს „ეჰვენ-ი შერ“-ი?

სიტყვა „ეჰვენ“-ი „უფრო მსუბუქს“ ნიშნავს. სიტყვა „შერ“-ი კი ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას გულისხმობს. თანაწყობა „ეჰვენ-ი შერ“-ში კი, მოიაზრება ზიანისა და სიგლახის კუთხით ყველაზე უფრო ნაკლებად საზიანო. ეს ფიყჰის ერთ-ერთი წესია. ხოლო, როგორც აყიდა იგი გადმოცემულია ჯევდეთ ფაშას და მის თანაგუნდელთა ნაშრომში, სახელად „მეჯელლე“:

თავი 21: “გამოუვალი მდგომარეობები აკრძალვებს ნებადართულად აქცევს.“

ანუ: გამოუვალი მდგომარეობა ჩვენს რელიგიაში არსებულ აკრძალვებს ნებადართულად გარდაქმნის და ცოდვას ანულებს.

მაგალითად: როგორც ვიცით ალკ. სასმელი და ღორის ხორცი ჰარამია. თუმცა, პიროვნება წყლისა და საკვების არ არსებობის გამო სიცოცხლის დაკარგვის საფრთხის წინაშე თუ დგას, მაშინ მისთვის საკმარისი რაოდენობის ალკ. სასმელის დალევა და ღორის ხორცის ჭამა დაშვებულია, რადგან ის გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება და სხვა გზა არ გააჩნია.

თავი 22: “გამოუვალი მდგომარეობები უნდა დაკმაყოფილდეს იმდენად რამდენსაც თვითონ მოითხოვს.“

ანუ: გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში დაკმაყოფილდეს უნდა ის საჭიროება, რაც იმ დროისთვიაა აუცილებელი.

მაგალითად: როგორც ვიცით ქალების უცხო მამაკაცთან დაუფარავად ყოფნა ჰარამია. თუმცა, გამოუვალი მდგომარეობის დროს (მაგ. ქალი ექიმი თუ არ მოიძებნება) მამაკაცს შეძლია ქალს ოპერაცია გაუკეთოს, რადგან ორივე მათგანი გამოუვალი მდგომარეობის წინაშეა. თუმცა, ქალს არ შეუძლია სხვა ადგილის ჩვენება და ასევე, მამაკაც ექიმს არ შეუძლია ქალ პაციენტს სხვა ადგილას შეხედოს ან შეეხოს გარდა აუცილებელი ადგილისა.

ასეთ დროს უნდა შესრულდეს ის, რასაც საჭიროება მოითხოვს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში (ზღვარის გადამეტებით) კი ნებადართულობა გაუქმდება და ჰუქმი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება.

თავი 28: “გამოუვალი მდგომარეობისას წარმოშობილი საზიანო ორი გზიდან უპირატესობა ენიჭება ნაკლებად საზიანოს. ამგვარად მეტად საზიანო რამ თავიდან აცილებული იქნება.“

მაგალითად: როგორც ცნობილია, ფარძი ნამაზის შესრულების დროს ფეხზე დგომა (ყიამი) აუცილებელია. თუმცა, ფეხზე დგომის შემთხვევაში ჭრილობა თუ გაიხსნება და სისხლის დენის მიზეზი გახდება, მაშინ ნამაზის მჯდომარე მდგომარეობაში შესრულება დასაშვებია, რადგან პიროვნება ასეთ დროს ორი ცუდი მდგომარეობის წინაშე დგას. ან ყიამს შეასრულებს და სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის ან ნამაზს მჯდომარე მდგომარეობაში შეასრულებს და ფარძ ყიამს მიატოვებს. ამ შემთხვევაში ყიამის მიტოვება უფრო მსუბუქი დანაშაულია ვიდრე, სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. პიროვნებას მჯდომარე მდგომარეობაში ნამაზის შესრულება მანამ შეუძლია, სანამ ყიამით ნამაზის შესრულება უსაფრთხო არ გახდება,

თავი 29: „გამოუვალი მდგომარეობებიდან უპირატესობა ენიჭება ნაკლებად საზიანოს.“

მაგალითად: როგორც ვიცით სხეული ჩვენი ამანათია, ამიტომ რომელიმე კიდურის მოჭრა ან მასზე ზიანის მიყენება ჰარამია. თუმცა, ფეხის თითზე განგრენა თუ არის და მისი მოკვეთით ფეხის ან სულის გადარჩენა შესაძლებელია, მაშინ მისი მოკვეთა დასაშვებია, რადგან ასეთ დროს პიროვნება ორი ცუდის წინაშე დგას. განგრენიან ადგილს მოიკვეთავს ან სიცოცხლეს დაკარგავს. ასეთ დროს პიროვნება გამოუვალი ორი ცუდიდან ნაკლებად ცუდის არჩევის უფლება აქვს.

აქედან გამომდინარეობს შემდეგი პირობები:

1. გამოუვალი მდგომარეობის არსებობა: ანუ პიროვნება ორიდან ერთს თუ არ შეასრულებს, მაშინ განადგურდება. ე.ი ისეთი ფაქტის წინაშე დგას, სადაც სხვა გზა არ არსებობს.

2. ორი ცუდი არჩევანის გარდა სხვა არჩევანის არ არსებობა: ანუ პიროვნება როდესაც ორი ცუდის ან საზიანოს წინაშე აღმოჩნდება, მას სხვა ასარჩევი გზა არ უნდა ჰქონდეს ან თავის დაღწევის საშულება არ უნდა გააჩნდეს.

3. არჩეული რამ უფრო ნაკლებად საზიანო უნდა იყოს: ანუ პიროვნება ორი საზიანო მდგომარეობის წინაშე როცა აღმოჩნდება, უნდა აირჩიოს ის, რომელიც ნაკლებად საზიანოა.

ყოველივე ამის შემდეგ გასაგებია ის, რომ პიროვნება გამოუვალ მდგომარეობაში როცა აღმოჩნდება, მას არ უნდა გააჩნდეს მესამე გზა, რითაც თავს დააღწევს. ასევე, გამოუვალი მდგომარეობის დროს უპირატესობა ნაკლებად საზიანოს უნდა მიანიჭოს. ამ პირობების გარეშე „ეჰვენ-ი შერ“-ის შესრულება დაუშვებელია.

ახლა კი, ვისაუბროთ არსებულ მდგომარეობაზე:

როგორც ცნობილია დემოკრატიულ სისტემებში ხალხი ირჩევს თავიანთ წარმომადგენლებს, რომლებიც შემდეგ პარტიებს ქმნიან ან უერთდებიან. არჩეული პარტია განსაზღვრულ პერიოდში არჩევნებში მონაწილეობს. საკმარისი ხმის დაგროვების შემთხვევაში ხელში ძალაუფლებას ჩაიგდებს, რის შემდეგაც დემოკრატიით მართვას განაგრძნობს. დროთა განმავლობაში საზოგადოების ნებით პარტია ცვლილებებს განიცდის. დროის ერთ პერიოდში შეიძლება x პარტია იყოს, შემდეგ კი y პარტია. თუმცა მმართველობითი სისტემა არასდროს იცვლება. დემოკრატია უცვლელია. მმართველები კი იცვლებიან. ანუ გზა უცვლელია, მგზავრების გადამყვანი ავტობუსი და მძღოლი კი ცვლადია. დემოკრატიის გზაზე ყოფნის დროს რომელ ავტობუსში იქნებით და რომელი მძღოლი გაგიძღვებათ წინ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველა მათგანი ერთიდაიგივე გზის მგზავრია.

მუსლიმანებმა რომლებმაც გაიგეს თუ რა არის თავჰიდი, კარგად იციან რომ დემოკრატია არა ისლამის, არამედ შირქის გზაა. რის გამოც დემოკრატიისკენ მიმავალ ავტობუსებს ანუ პარტიებს უარყოფენ. ამ ავტობუსის მძღოლებს არ მისცემენ იმის უფლებას, რომ დემოკრატიის გზაზე წაიყვანონ.

ხოლო, მათ ვინც ვერ გაიგეს თავჰიდის მნიშვნელობა, სხვადასხვა კატეგორიებად იყოფიან. ზოგიერთი ამბობს რომ დემოკრატია ისლამის გზა არ არის და რომ ქუფრის სისტემაა, თუმცა ვინც დემოკრატიის გზაზე დგას მას ვერ უარყოფს. ზოგიერთი კი დემოკრატიას მიიჩნევს, როგორც ამდროისთვის საჭიროებას... მათი საერთო შეხედულებით, პარტიების შექმნა და ამგვარად ძალაუფლების მიღება დაშვებულია. ამის გასამართლებლად კი ჩვენთვის ცნობილ სიტყვებს ამბობენ: „საჭიროა მტრის იარაღით შეიარაღება“, „საჭიროა რომ ადგილი ცარიელი არ იყოს.“

არჩევნების მოსვლის შემდეგ მათ პარტიას ისლამთან აკავშირებენ და ხალხს მხარდაჭერისთვის მოუწოდებენ. როცა ვეუბნებით, რომ ყოველი მათგანი დემოკრატიის გზისკენ მიმავალია, უსაფუძვლოდ გვპასუხობენ: “აუცილებელია ავირჩიოთ ის, რომელიც ნაკლებად საზიანოა“, „ჩვენი მიზანი ისლამის დამკვიდრებაა“. ანუ დემოკრატიის მხარდასაჭერად „ეჰვენ-ი შერ“-ს იყენებენ. მოდით ვნახოთ პირობები აკმაყოფილების თუ არა მას:

პირველი პირობის მიხედვით: „გამოუვალი მდგომარეობის არსებობა: ანუ პიროვნება ორიდან ერთს თუ არ შეასრულებს, მაშინ განადგურდება. ე.ი ისეთი ფაქტის წინაშე დგას, სადაც სხვა გზა არ არსებობს.“ დემოკრატიის მხარდამჭერებს ვეკითხები: არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მიიღოთ და პარტიებს არ შეუერთდეთ, განადგურდებით? თქვენი სული საფრთხის წინაშე დადგება? თუ მომავლიდან უბედურების შესახებ ამბები მოგდით, რაც ჩვენ არ ვიცით? მიზეზების გამოგონებას მოეშვით და ჩაბარდით ალლაჰს.

მეორე პირობის მიხედვით: „ორი ცუდი არჩევანის გარდა სხვა არჩევანის არ არსებობა: ანუ პიროვნება როდესაც ორი ცუდის ან საზიანოს წინაშე აღმოჩნდება, მას სხვა ასარჩევი გზა არ უნდა ჰქონდეს ან თავის დაღწევის საშულება არ უნდა გააჩნდეს.“ დემოკრატიის მხარდამჭერებს ვეკითხები: ვინ ან რამ დაგტოვათ არჩევანის წინაშე, სადაც x ან y პარტია უნდა აირჩიოთ? დემოკრატიაზე ზურგის შექცევით, წრფელი გულით მხოლოდ ალლაჰზე მსახურების შესაძლებლობა არ გაგაჩნიათ?

მესამე პირობის მიხედვით: „არჩეული რამ უფრო ნაკლებად საზიანო უნდა იყოს: ანუ პიროვნება ორი საზიანო მდგომარეობის წინაშე როცა აღმოჩნდება, უნდა აირჩიოს ის, რომელიც ნაკლებად საზიანოა.“ დემოკრატიის მხარდამჭერებს ვეკითხები: არჩევნებში მონაწილე მორწმუნედ მიჩნეული მუნაფიყი უფრო საზიანოა თუ ყველასთვის ცნობილი ურწმუნო? ის უფრო საზიანოა ვინც ამბობს, რომ მმართველობის სისტემა დემოკრატიული შეიძლება იყოს თუ ის, ვინც აშკარად შარიათული სისტემის წინააღმდეგია? ის უფრო საზიანოა ვინც ხალხს ისლამის სახელით ატყუებს თუ ის, ვინც აშკარად დემოკრატის მხარდამჭერია, რის გამოც ხალხის მოტყუება აღარ სჭირდება?

ვალლაჰი გამოსავალი ისლამია. დემოკრატია გამოსავალი არ არის და არც არასდროს იქნება. დემოკრატიის სისტემაში პარტიის შექმნით ისლამის დამკვიდრება უდიდესია ტყუილია.

გამოფხიზლდით! თუმცა გული თუ მკვდარი გაქვთ ვერ გაიგებთ. ჰიდაეთი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისგანაა.

“7/179. ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ბევრი ჯინი და ადამიანი ჯოჯოხეთისთვის. მათ გული აქვთ, რომლითაც არ შეიმეცნებენ და მათ თვალები აქვთ, რომლითაც არ დაინახავენ და მათ ყურები აქვთ, რომლითაც არ შეისმენენ. ეგენი პირუტყვებივით არიან, ოღონდ უფრო გზააბნეულნი მათზე. ისინი უგულისყურო უვიცები არიან!”

ჩვენო ალლაჰო! გზასაცდენილებისა და ტაღუთის სიავისგან შენ შემოგეკედლებით.

ქება-დიდება ალლაჰს. ლოცვა და სალამი მის შუამავალ მუჰამმედს, მის ოჯახს და საჰაბეებს.