10 December 2020

‘ისას (მშვიდობა მას) ჩამოსვლა

 შეიხუ’ლ-ისლამ იბნ-ი თეიმიია[1]

(შემოკლებული ვერსია)

შეკითხვა: ორმა ადამიანმა ‘ისას (მშვიდობა მას) შესახებ იკამათა. ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ ალლაჰმა ‘ისას ჯერ სული წაართვა, შემდეგ კი მასთან წაიყვანა. მეორე კი ამბობდა, რომ ალლაჰმა იგი ცოცხლად წაიყვანა. ‘ისა (იესო) ალლაჰთან სულით ამაღლდა თუ სხეულით? ორივე მათგანის არგუმენტი რა არის? ასევე, აიათის 3/55. ალლაჰმა უთხრა: „ჰე, ღისა! მე მოგაკვდინებ შენ (და სხვა ვერავინ) და ჩემთან აგამაღლებ… მნიშვნელობა რა არის?

პასუხი: ქება-დიდება ალლაჰს. ‘ისა (იესო) ცოცხალია. სახიხ ჰადისში ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) გადმოგვცემს: „მარიამის შვილი ‘ისა დაეშვება, როგორც სამართლიანი მოსამართლე და იმამი. ჯვარს დაამტვრევს, ღორს მოკლავს და ჯიზიას[2] გააუქმებს.“[3]

ასევე, სახიხ ჰადისში გადმოცემულია: „შამის აღმოსავლეთით თეთრ მინარეზე დაეშვება და დეჯჯალს (ანტიქრისტეს) მოკლავს.“[4]

უსულო სხეული ციდან არ დაეშვება, თუმცა ხელმეორედ გაცოცხლების შემდეგ საფლავიდან წამოდგება.

„მე მოგაკვდინებ შენ (და სხვა ვერავინ) და ჩემთან აგამაღლებ, გიხსნი ურწმუნოთაგან და გაგათავისუფლებ მათგან.“

ალლაჰის სიტყვებიც მიუთითებს, რომ მას სიკვდილი არ უგულისხმია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ‘ისა (იესო) ყოველი მორწმუნის მსგავსი იქნებოდა. ალლაჰი მორმწუნეებს სულს ართმევს და ცისკენ ამაღლებს, სხეული კი მიწაზე რჩება. ამგვარად, რაიმე განსაკუთრებულობას ადგილი არ აქვს. ანუ ასე, რომ ყოფილიყო მაშინ ‘ისას (იესოს) შემდეგი ფორმით მოხსენიებას არავითარი აზრი არ ექნებოდა. „გიხსნი ურწმუნოთაგან და გაგათავისუფლებ მათგან.“

მისი სული სხეულისგან განცალკევებული რომ ყოფილიყო, მაშინ სხეულიც სხვა შუამავლების მსგავსად მიწაზე დარჩებოდა. სხვა აიათში ალლაჰი ბრძანებს:

„4/157. და მათი სიტყვებიდან გამომდინარე, „უეჭველად, ჩვენ მოვკალით მესიჰი ღისა ძე მარიამისა, შუამავალი ალლაჰისა;“ და არ მოუკლავთ იგი და არ გაუკრავთ, მაგრამ მოეჩვენათ მათ, და უეჭველად, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდს მიყვებიან, და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი,

158. არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან, რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!“

აიათში მოხსენებული სიტყვები „არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან“ მიუთითებს იმაზე, რომ ალლაჰმა ‘ისა სხეულითა და სულით წაიყვანა. ასევე, სახიხ ჰადისშიც ნათქვამია, რომ იგი სულითა და სხეულით დაეშვება. ყოველივე ამის გამო, ზოგიერთმა სწავლულმა ალლაჰის სიტყვების „მე მოგაკვდინებ შენ“ შესახებ თქვა, რომ მასში მოიაზრება „შენ სულსა და სხეულს ავიღებ“


[1] მეჯმუ’ულ ფათავა, ტ:4 / შუამავლებთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხი

[2] არამუსლიმებისთვის განკუთვნილი გადასახადი.

[3] ბუხარი, მეზაალიმ, 31; ჯადო, 103; ენბიია/49; მუსლიმ, იმან, 242, 343; აბუ დავუდ, მელააჰიიმ, 14.

[4] აბუ დავუდ, მელააჰიიმ, 14.