04 December 2020

4.7: რისალეთ ჰუჯჯათის შესრულების ფორმა

 მეორე გაფრთხილება: განსხვავება ჰუჯჯათის შესრულებასა და მოპატიჟებას შორის

მათ შორის შემდეგი სახის განსხვავებაა:

ჰუჯჯათის შესრულება არის ისე, როგორც შემდეგ აიათებშია ნათთქვამი:

„74/1. ჰეი შენ, სამოსში გახვეულო! 2. წამოდექი და შეაგონე!

„6/19... შთამეგონა მე ეს ყურანი, რათა შეგაგონოთ ამით თქვენ და იგინიც, რომელთაც მისწვდება.“

მოპატიჟება კი - „28/51. ვფიცავ, ჩვენ მივიტანეთ მათთან სიტყვა, რათა შეეგონათ!“

როგორც ამქვეყნად (დედამიწაზე), ასევე იმქვეყნად (ახირეთში) ალლაჰის მუქარა ჰუჯჯათის შესრულებაზეა დაფუძნებული. მოპატიჟება კი, რჩევა-დარიგების მიცემაა. მოპატიჟება რელიგიის გავრცელებისა და მიმყოლთა გამრავლების საბაბია, რომლის შესრულებაც ვააჯიბია. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც აბუ ბაქრის მსგავსად, მათთან მიღწეული ჰუჯჯათი ეგრევე მიიღეს და მუსლიმანები გახდნენ; ან ომარ ბინ ჰატტაბის მსგავსნი, რომლებმაც წლების შემდეგ მიიღეს ისლამი; ან აბუ სუფიანის მსგავსნი, რომლებმაც მტრობისა და ომის შემდეგ გამუსლიმანდნენ; ან აბუ ჯაჰლისა და აბუ ლეჰების მსგავსნი, რომლებიც ურწმუნოები გარდაიცვალნენ.

ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყოველივეს მიმართ ჰუჯჯათი შესრულდა მაშინ, როდესაც შუამავალმა თავისი შუამავლობის შესახებ განაცხადა.

მაშინ, როდესაც მუსლიმანის გარდა სხვამ არიცის ამა თუ იმ მავნებლობის შესახებ, მისთვის „ემრი ბილ მა’რუფ ვა ნეჰიი ‘ანილ მუნქერ“-ის[1] შესრულება ფარძი ‘აინია. ასევე, როგორც ამ თავში ვისაუბრეთ, რისალეთ ჰუჯჯათის შესრულება მუსლიმებისთვის ფარძი ქიფაია. ხოლო, ვალდებულება საკმარისად თუ ვერ სრულდება, მაშინ ცოდვა ყველასია.

დღესდღეობით, ორი მიზეზის გამო რისალეთ ჰუჯჯათის შესრულებაში შეფერხებაა:

პირველი: ცოტაა ისეთი პიროვნებები, რომლებიც ამას გააკეთებენ.

მეორე: არსებული ვითარებისა და ზოგიერთი დამაბრკოლებლის გამო მათთან მიღწევა რთულია. თუმცა, ალლაჰის წყალობით რელიგიის დაცვა და არსებული ნაკლოვანებების შევსება შესაძლებელია. წყალობათაგან ერთ-ერთი არის წიგნების დიდი რაოდენობით დაბეჭდვა, რაც ხელს უწყობს ცოდნის მიღებას. ასევე, რადიო, ტელევიზორი, ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერები, რაც ხელს უწყობს ცოდნის გავრცელებას ან რომელიმე ფეთვის მოსმენა-გაგებას.

ამით მესამე ნაწილი დავასრულეთ. წარმატება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისგანაა.



[1] სიკეთის ბრძანება და სიგლახის აკრძალვა