26 November 2020

4.5: რისალეთ ჰუჯჯათის შესრულების ფორმა

 პირველი გაფრთხილება: ჰუჯჯათის შესრულების დროს მისი (ჰუჯჯათის) გაგება-არ გაგების პირობის საკითხი[1]

ნაჯდის ალიმების (სწავლულების) გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ჰუჯჯათის შესრულებასა და გაგებას შორის განსხვავებაა. მოპირდაპირე მხარემ ჰუჯჯათი რომც ვერ გაიგოს, იგი (ჰუჯჯათი) მაინც შესრულებულად ითვლება. ამ შეხედულებას ემხრობა შეიხ მუჰამმედ იბნ აბდულვაჰჰაბიც (რაჰიმაჰულლაჰ). იგი ამბობს: „რაც შეეხება რელიგიის ღია და აშკარა საფუძვლებს: ეჭვი არ არის მასში, რომ ალლაჰის ჰუჯჯათი ყურანია. ვისთანაც ყურანი მიღწეულია, ის შეგონებულად ითვლება. პრობლემის მთავარი მიზეზი არის ის, რომ თქვენ ვერ არჩევთ ერთმანეთისგან ჰუჯჯათის შესრულებასა და ჰუჯჯათის გაგებას. მიუხედავად იმისა, რომ ქააფირებისა და მუნააფიყების უმეტესობის მიმართ ჰუჯჯათი შესრულებულია, მათ იგი ვერ გაიგეს: ’25/44. თუ ფიქრობ, რომ მათი უმრავლესობა შეისმენს ან შეიგნებს? ისინი სხვა არავინ არიან, თუ არა მსგავსნი პირუტყვისა, ან მათზე მეტად გზააბნეულნი!’ ჰუჯჯათის შესრულება სხვაა, ხოლო მისი გაგება სხვა. მათი ქუფრის განმსაზღვრელი - მათთან ჰუჯჯათის მიღწევაა, თუნდაც ვერ გაიგონ იგი. ამ საკითხის გაგება თქვენთვის თუ რთულია, მაშინ ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვები წაიკითხეთ, რომლებიც ხარიჯიტების შესახებაა: ‘მათ სადაც შეხვდებით მოკალით’, ‘ისინი ზეცის ქვემოთ მყოფთაგან ყველაზე ცუდი მკვდრები არიან’. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მათი (ხარიჯიტების) რელიგიიდან გასვლის მიზეზი თავიანთი შეხედულებების სიმკაცრე და ზღვარგადასულობა იყო. სინამდვილეში კი (მათი ურწმუნოების მიზეზი), ჰუჯჯათის ვერ გაგება იყო, რომელმაც მათთან მიაღწია.“[2]

ასევე, ნეჯიდელი შეიხ სულეიმან იბნ სეჰმანი ამბობს: „ჩვენმა მასწავლებელმა, აბდულლატიფმა (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: ‘საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ ჰუჯჯათის შესრულება და ჰუჯჯათის გაგება. მასთან, ვისაც ცოდნის გაგება შეუძლია, შუამავლის მოპატიჟებამ თუ მიაღწია, მაშინ მის მიმართ ჰუჯჯათი შესრულებულია. პირობა არ არის ის, რომ მან იგი გაიგოს. ამას თუ გავიაზრებთ, მაშინ ჰუჯჯათის შესრულების საკითხში არსებული ეჭვებიდან უმრავლესობა გაქრება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

25/44. თუ ფიქრობ, რომ მათი უმრავლესობა შეისმენს ან შეიგნებს? ისინი სხვა არავინ არიან, თუ არა მსგავსნი პირუტყვისა, ან მათზე მეტად გზააბნეულნი!’

‘2/7. დახშო ალლაჰმა მათი გულები და მათი სმენა თვალებზე საბურველი გადაჰკვრიათ და სწორედ მათ - სასჯელი დიადი.’

ვამბობთ, რომ: ‘მდგომარეობა, რა დროსაც პიროვნებას ცოდნის გაგება შეუძლია’ - სიტყვების მნიშვნელობა შემდეგია: პიროვნების მდგომარეობა, რა დროსაც იგი არ არის პატარა, გიჟი და მსგავსი; ან პიროვნების მდგომარეობა, რა დროსაც იგი გაგონილ სიტყვას ვერ ხვდება და თარჯიმანი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პიროვნებასთან შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შუამავლობა და ყურანი თუ მიაღწია, მაშინ მის მიმართ ჰუჯჯათი შესრულებულად ითვლება:

‘6/19... ჰკითხე შენ: „რა არის ყველაზე დიდი მოწმეობა?“ უპასუხე: „ალლაჰია მოწმე ჩემსა და თქვენს შორის, და შთამეგონა მე ეს ყურანი, რათა შეგაგონოთ ამით თქვენ და იგინიც, რომელთაც მისწვდება.’

‘4.165. და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება ალლაჰის წინაშე.’

ამის შემდეგ: არავის მდგომარეობა არ არის საპატიო თუ უცოდინარია ალლაჰის, ანგელოზების, წიგნების, შუამავლებისა და ახირეთის მიმართ რწმენაში. ალლაჰი აცხადებს, რომ უმეტესობა ქუფრშია, რასაც მათ უცოდინრობას უკავშირებს.’“[3]

ეს თემა მათ წიგნებში ხშირადაა გადმოცემული. ამის მიხედვით:

1-   თუ იტყვიან, რომ: „ჰუჯჯათის შესრულებისთვის საჭირო არ არის, რომ იგი გაიგონ ისე, როგორც სწავლულებმა“, მაშინ მართლები იქნებიან.

2-   თუ იტყვიან, რომ: „ჰუჯჯათის შესრულებისთვის საჭირო არ არის მისი (ჰუჯჯათის) შინაარსის გაგება“, მაშინ ეს სიტყვები არასწორია, რადგან ალლაჰი გვატყობინებს, რომ ქააფირებმა გაიგეს შუამავლის სიტყვების მნიშვნელობა - მოწოდება ერთღმერთიანობაზე. მაგალითად, ეს იგულისხმება „ად“ თემის მიერ შუამავლისადმი ნათქვამ სიტყვებში:

„7/70. უთხრეს: განა იმისთვის მოხვედი ჩვენთან, რომ თაყვანი ვცეთ მხოლოდ ალლაჰს და თავი ვანებოთ იმას, რასაც ეთაყვნებოდნენ ჩვენი მამები?...“

მექქაში მცხოვრებმა ქააფირებამ კი, თქვეს: „38/5. განა ღვთაებები, ერთ ღვთაებად დაადგინა? უეჭველად, ეს საოცრებაა.“

„37/35. რამეთუ როცა მათ ეტყოდნენ „არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა!“ ურჩობდნენ

36. და ამბობდნენ: „განა ჩვენი ღვთაებების მიმტოვებელნი ვართ გიჟი პოეტის გამო?“

ეს აიათები გვიჩვენებს იმას, რომ ქააფირები ხვდებოდნენ თუ რისი თქმა უნდოდა შუამავალს და რა მოიაზრებოდა მის სიტყვებში, რაც შემდეგი იყო: „მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰზე მსახურება. კერპებისა და სხვა სათაყვანებლების მიტოვების საჭიროება.“ თუმცა, ამ ყოველივეს მათ ზურგი შეაქციეს თავიანთი სიამაყისა და სიჯიუტის გამო.

მუჰამმედი იბნ აბდულვაჰჰაბმა ნაწარმოებში „ქეშფუ’შ-შუბუჰათი ფი’თ-თევჰიდ“-ში ამ საკითხს ხაზი გაუსვა და თქვა: „არაბ მუშრიქებმა ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰი’-სგან გაიგეს უფრო მეტი, ვიდრე შემდეგში მოსულებიდან უმრავლესობამ.“ ნაწარმოების - „ფეთხუ’ლ- მეჯიდ“-ის მფლობელმა, მისმა შთამომავალმა შეიხ აბდურაჰმან ბინ ჰასანმა ნაწარმოებში „ალ-მევრიდუ’ლ-აზებუ’ზ-ზულალ ფი ქეშფი შუბჰეთი ეჰლი’დ-დალალ“-ში იგივე მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. წინა გვერდებზე იბნ თაიმიიას შემდეგი სიტყვები გადმოვეცით:

„ალლაჰი ამბობს: ‘9/6... შეიფარე იგი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა...’ აქ მოხსენებულ სიტყვა ‘მოსმენა’-ში იგულისხმება მისი სრული მნიშვნელობის გაგება. ასე, რომ მნიშვნელობის გაუგებრად, მხოლოდ სიტყვების მოსმენით მიზანი მიღწეული ვერ იქნება...“[4]

მოკლედ, რომ ვთქვათ, ჰუჯჯათის შესრულებისთვის მისი მნიშვნელობის გაგება პირობაა.

ასევე, პრობლემა აღარ იარსებებს თუ გვეცოდინება, რომ ორი სახის გაგება, ორი სახის მოსმენა და ორი სახის ჰიდაეთი არსებობს. ალლაჰმა გვაცნობა, რომ ქააფირებში მხოლოდ ერთი სახის მოსმენა, გაგება და ჰიდაეთია. მეორე სახეობები კი მათგან განდევნა. მათში არსებული პირველი სახეობის მოსმენა, გაგება და ჰიდაეთი მათ მიმართ ჰუჯჯათის შესრულებისთვის პირობაა. ეს ეხება ჰუჯჯათის მნიშვნელობას და მისგან გამომდინარე საკითხის გაგებას. ქააფირებში არარსებული მეორე სახეობის მოსმენა, გაგება და ჰიდაეთი კი, ჰუჯჯათის მიღების, მისი რწმენის და მორჩილების შესახებაა.



[1] ანუ ჰუჯჯათის შესრულებისას პირობა არის თუ არა რომ მოპირდაპირე მხარემ გაიგოს იგი (ჰუჯჯათი).

[2] არ-რასააილუ’შ-შაჰსიია, გვ: 244-245.

[3] სულეიმან იბნ სეჰმან, ქეშფუ’შ-შუბჰეთეინ, გვ: 91-92. ასევე, ედ-დურერუ’ს-სენიიე ფი’ლ-ეჯვიბეთი’ნ-ნეჯდიიე, ქითაბუ’ლ-მურთედ, 8/245.

[4] ალ-ჯევაბუ’ს სახიხ: 1/67.