18 November 2020

4.3: რისალეთ ჰუჯჯეთის შესრულების ფორმა

 ·         საჭიროება იმისა, რომ იყამეთუ’ლ ჰუჯჯას შემსრულებელი ალიმი უნდა იყოს

ვინაიდან, უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა, რომ დავემორჩილოთ ალიმის მოწოდებას: 9/122. არ არის საჭირო, რომ მორწმუნეები ყველა ერთად გავიდნენ სალაშქროდ. ამრიგად, არ წავიდეს სალაშქროდ თითოეული ტომიდან მცირე ნაწილი, რათა მათ კარგად შეისწავლონ რჯული და შეაგონონ თავიანთი ხალხი, როცა ისინი უკან დაბრუნდებიან! ეგებ მოკრძალებული იყვნენ ეგენი!” რადგან ალიმები შუამავლის მემკვიდრენი არიან და მის შემდეგ ხალხის მიმართ რისალეთ’ულ ჰუჯჯათს ისინი შეასრულებენ: „სწავლულები შუამავლების მემკვიდრეები არიან. შუამავლები სამკვიდროდ არც დინარს და არც დირჰემს ტოვებენ. მათი სამკვიდრო მხოლოდ და მხოლოდ ილმია (ცოდნაა). ის, ვინც ამ ქონებას აიღებს, ის უხვი (ბარაქიანი) წილის მფლობელი იქნება.“[1]

ჯააჰილების (უცოდინრების) მოვალეობა შეკითხვის დასმაა და არა (სხვაზე) სწავლება: „16/43... თუ თქვენ არ იცით, მაშ, ჰკითხეთ მცოდნეებს (სწავლულებს).“

თუმცა, შარიათის სრულად ცოდნა და იჯთიჰადის მახასიათებლების ფლობა პირობა არ არის მისთვის, ვინც ჰუჯჯათს ასრულებს. პირობაა მხოლოდ იმ ჰუქმების კარგად ცოდნა, რაზეც საუბარი განხორციელდება. ამ საკითხში განსხვავება არ აქვს მუჯთეჰიდსა, არგუმენტირებულს ან არგუმენტის გარეშე გადმოცემულ ჰუქმს, რადგან შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „თუნდაც ერთი აიათი ჩემგან გადაეცით.“[2]

პიროვნება, რომელთანაც რელიგიაში არსებულმა რომელიმე ამბავმა მიაღწია, ამბის გადმომცემის ცოდნას თუ არ ენდობა და ამავდროულად ეს ამბავი რომელიმე ამელს (ქმედებას) თუ უკავშირდება, მაშინ უნდა მოიკითხოს და საკითხი გაარკიოს მასთან, ვის ცოდნასაც ენდობა, რადგან ეს ყველაფერი მისთვის ვააჯიბია. მსგავსად უქბე იბნ ამირის ამბავისა: მან შუამავალთან გაადამოწმა ერთი ქალის მიერ მონაყოლი ამბავი, რომლის მიხედვითაც მას და მის მეუღლეს ძუძუ მოაწოვა.

·         საჭიროება იმისა, რომ სწავლული სამართლიანი/სანდო უნდა იყოს

რადგანაც ფასიყის ნაამბობზე მინდობა არ შეიძლება: 49/6. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი მოვა თქვენთან გზასამცდარი რაიმე ამბით, მაშინვე გამოიკვლიეთ, რათა არ უქმნათ სიავე ხალხს უმეცრებით და მერე არ ჩავარდეთ სინანულში იმის გამო, რაც გააკეთეთ.”

როგორც ზემოთ ვთქვით, ამბავის მომტანი პიროვნების მდგომარეობა საეჭვო თუ არის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მის მიერ მოტანილი ამბავი სრულიად უნდა უგულებელვყოთ. ასეთ დროს საჭიროა ამბავი ვკითხოთ და გამოვიკვლიოთ ისეთ პიროვნებასთან, რომლის ვინაობაც სანდო და სარწმუნოა. ვინაიდან, უზენაესმა ალლაჰმა აიათში ბრძანა „გამოიკვლიეთ“ ანუ ფასიყის მიერ მოტანილი ამბავი კარგად გამოიკვლიეთ და სიმართლე დაადგინეთ. ალლაჰს არ უთქვამს, რომ ფასიყის სიტყვა  სრულიად უნდა უარვყოთ და მივატოვოთ.

რაც შეეხება სამართლიანობის/სანდოობის მახასიათებლებს, ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

·         საჭიროება იმისა, რომ მცოდნესა და სამართლიან პიროვნებას უნდა იცნობდეს ის, ვისაც ჰუჯჯათს უკეთებენ

ის, ვის მიმართაც ჰუჯჯათი სრულდება, თუ არ იცნობს მას, ვინვ ჰუჯჯათს ასრულებს, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ჰუჯჯათის შემსრულებლის მცოდნეობა და სამართლიანობა ცნობადი არ არის. იმის ცოდნა, რომ ადამიანი მცოდნე და სამართლიანია, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მას იცნობ. იბნ ჰაზმი ამ თემის შესახებ ამბობს: „წინა ნაწილში ვთქვით, რომ რელიგიაში მცოდნე და სამართლიანი პიროვნების მოწოდების მიღება ვააჯიბია. თუ რაიმე ამბავის ზეპირად ან წერილობით გადმომცემი პიროვნება მცოდნე და სანდოა, მაშინ მისი მოწოდების მიღება ვააჯიბია. თუ ხშირად უშვებს შეცდომას, უყურადღებოა და რაც იცის ფურცელზეც არ გადაუტანია ან საკითხი სრულიად ვერ შეისწავლა, მაშინ ვალდებულები არ ვართ, რომ მისი გადმოცემა მივიღოთ. ხოლო თუ არ ვიცით პიროვნების ვინაობა - ფასიყია, მცოდნეა, სამართლიანია თუ სხვა... მაშინ მანამ, სანამ მისი ვინაობა არ გაირკვევა მის მიერ გადმოცემის მიღება/აღიარებაში არ უნდა ვიჩქაროთ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითებიდან რომელიმე გამოიჩენს თავს (არასანდოობა, მეხსიერების სისუსტე, ცოდნის არასაკმარისობა და სხვა) მაშინ ასეთი ადამიანის მიერ გადმოცემული ამბავი არ უნდა მივიღოთ.“[3]

არგუმენტი იმისა, რომ ამბავის მომტანის ცნობადობა აუცილებელია:

9/122. არ არის საჭირო, რომ მორწმუნეები ყველა ერთად გავიდნენ სალაშქროდ. ამრიგად, არ წავიდეს სალაშქროდ თითოეული ტომიდან მცირე ნაწილი, რათა მათ კარგად შეისწავლონ რჯული და შეაგონონ თავიანთი ხალხი, როცა ისინი უკან დაბრუნდებიან! ეგებ მოკრძალებული იყვნენ ეგენი!”

უზენაესმა ალლაჰმა მცოდნე ჯგუფის ან პიროვნების მოპატიჟების მიღება/აღიარება ბრძანა, რადგან ისინი მათიანები იყვნენ ანუ მათ იციან ამა თუ იმ პიროვნების ან ჯგუფის მცოდნეობისა და მდგომარეობის შესახებ.

უზენაესი ალლაჰი მექქელი მუშრიქების საწინააღმდეგოდ ამბობს: „23/69. ან იქნებ ვერ იცნეს თავიანთი შუამავალი და იმიტომაც უარყოფენ მას?“

ალლაჰი კიცხავს მათ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შუამავლის სამართლიანობას და სანდოობას იცნობდნენ, უარყვეს იგი. შემდეგი აიათის განმარტებაშიც იგივეა ნათქვამი:

„26/214. და შეაგონე შენი ახლო ნათესავები!“

ამ აიათის მოვლენის შემდეგ, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თავისი ტომი შეკრიბა და უთხრა: „’რას იტყვით? დამიჯერებთ თუ გეტყვით, რომ ხეობაში ჯარი იმყოფება, რომელიც თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად მოემართებიან?’ მათ უთხრეს: ‘დიახ, რადგან ჩვენ შენგან მართალი სიტყვის მეტი არაფერი გაგვიგონია.’ ამის შემდეგ, შუამავალმა მათ მიმართა: ‘უეჭველად, მე ვარ შუამავალი, რომელიც მოევლინა მანამ, სანამ მძვინვარე სასჯელი დაგატყდებათ თავს.“[4]

ალლაჰის შემდეგი სიტყვებიც იგივე მნიშვნელობისაა:

„11/50. და ადის ხალხთან მათი ძმა ჰუდი (გავაგზავნეთ).“

„11/84. და მედიენის ხალხთან მათი ძმა შუღეიბი (გავაგზავნეთ).“

შაფი’ (რაჰიმაჰულლაჰ) „ჰაბერუ’ლ ვაჰიდ“-ის შესახებ საუბრისას იგივე პირობას (ცნობადობის პირობას) ხაზს უსვამს და ამბობს: „შუამავალმა მეცხრე წელს აბუ ბაქრი გააგზავნა, როგორც ჰაჯობაზე პასუხისმგებელი პირი. სხვადასხვა ქვექნებიდან და საზოგადოებიდან ჰაჯობის შემსრულებლები მასთან მიდიოდნენ. მან (აბუ ბაქრმა) მასთან მისულებს შეასწავლა ჰაჯობის დროს შესასრულებელი ღვთისმსახურებები და გააცნო მუბაჰი (ნებადართული) და აკრძალული ქმედებები. იმავე წელს შუამავალმა იგივე საქმისთვის ალი იბნ აბუ ტალიბიც გაგზავნა. მან (ალიმ) ყურბან ბაირამის (დღესასწაულის) დღეს ხალხს თავბა სურადან აიათები წაუკითხა. ასევე, რამოდენიმე თემთამ დადებული შეთანხმება გააუქმა და მათ დრო მისცა. მუსლიმანებს რამოდენიმე რამ აუკრძალა. მექქას ხალხისთვის აბუ ბაქრი და ალი ცნობილები იყვნენ, როგორც სარგებლიანი, მორწმუნენი და სამართლიანები. ჰაჯობის შემსრულებლებიდან რომელიმეს მათ (აბუ ბაქრისა და ალის) შესახებ ინფორმაცია თუ არ ექნებოდა, მაშინ აუცილებლად მოიძებნებოდა ის, ვინც მათზე ინფორმაციას მიაწვდიდა. შუამავალი ერთ პიროვნებას გააგზავნიდა და ამით შეგონებული იყო ის, ვისთანაც გაგზავნილი პირი მიდიოდა. ასევე, თორმეტ მეფეს ისლამისკენ მოპატიჟებისთვის თორმეტი ელჩი გაუგზავნა, რითაც მათ მიმართ ჰუჯჯათი შესრულებული იყო. ამ პიროვნებებზე გატანებულ წერილებს რაიმე ნიშანი (ბეჭედი და ა.შ.) არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად მისგან (შუამავლისგან) იყო. ამირების შერჩევის დროს საჭირო პირობას (ადამიანების მხრიდან ცნობილი) ელჩებშიც ეძებდა. მაგალითად, „დიჰიია“ (ერთ-ერთი ელჩის სახელი) ისეთ ადგილას გააგზავნა, სადაც მას იცნობდნენ. ხოლო თუ გაგზავნილ ელჩს მასპინძელი ვერ იცნობდა, მაშინ იმის დასამტკიცებლად, რომ ის ნამდვილად შუამავლის მიერ გამოგზავნილი იყო, არგუმენტს (დალილს) ითხოვდნენ. ასეთ დროს ელჩს მოცდა უწევდა მანამ, სანამ მასპინძელი ელჩის მდგომარეობისა და ცნობადობის გაარკვევდა. შუამავალი ელჩებს წერილის სახით ბრძანებებსა და აკრძალვებს ატანდა, რომელსაც ელჩები ზედმიწევნით ასრულებდნენ (აკრძალვებსა და ბრძანებებს). ელჩებიდან რომელიმე მის (შუამავლის) მიერ ნაბრძანებს ვერ გადააბიჯებდა. გაგზავნილი ყველა ელჩი მასპინძელის მხრიდან ყოველთვის ცნობილები იყვნენ თავიანთი სისწორითა და ჭეშმარიტებით.“[5]

·         არ არის საჭიროება იმისა, რომ ჰუჯჯათის შემსრულებელი პიროვნება ავტორიტეტული იყოს

ჰუჯჯათი ხალხს შუამავლების საშუალებით გადაეცემოდა და მათი უმრავლესობა თავიანთ ხალხთა შორის დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემდეგი აიათებიც ამაზე მიუთითებს“

„36/30. ფსუს იმ მსახურთ! არ მისულა მათთან არც ერთი შუამავალი, რომ მასხრად არ აეგდოთ!“

ფარაონის შესახებ: „43/52. ნუთუ არ ვარ ამ მდაბიოზე უკეთესი, რომელიც გასაგებადაც ვერ მეტყველებს?“

შუაიბის ხალხის შესახებ: „11/91. უთხრეს: „ჰეი, შუღეიბ! ბევრი რამ შენი ნათქვამიდან გაუგებარია ჩვენთვის. და, უეჭველად, გთვლით ჩვენ შორის სუსტად. შენი მოდგმა რომ არა, ჩაგქოლავდით. და არაფრით ხარ ჩვენზე აღმატებული!““

ლუტ შუამავლის შესახებ: „11/80. უთხრა: „ნეტავ, ძალა მომცა თქვენს დასაძლევად! ნეტავ, მქონდეს მტკიცე დასაყრდენი!““

ამ შინაარსის აიათი ბევრია. ეს ყველაფერი მიუთიებს იმაზე, რომ შუამავალთა უმეტესობა თავიანთი ხალხის შორის დამცირებულები და დაბალ საფეხურზე იყვნენ. მიუხედავად ამისა, როგორც ალლაჰმა გვაცნობა, ჰუჯჯათი ამ შუამავლების საშუალებით შესრულდა: „4/165. და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.“

თუმცა, დარულ ისლამში (ისლამურ მიწაზე) ცოდვის ჩადენისა და სასჯელის აღსრულების შემთხვევაში, ჰუჯჯათს ავტორიტეტული მმართველი ან მისი წარმომადგენელი ყადი (მოსამართლე) ასრულებს, რაც პირობაა. ამ საკითხში სწავლულთა იჯმაა. დარულ ისლამში პიროვნებების შესახებ ჰუქმის გაცემა და სასჯელის აღსრულება ავტორიტეტული პირების ან მისი წარმომადგენლების უფლებაა და არა საზოგადოების ნებისმიერი წევრისა. ვინაიდან და რადგანაც, ჰუჯჯათის შესრულებასა, ჰუქმის გაცემასა და სასჯელის აღსრულებას შორის განსხვავებაა.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, დედამიწისეულ ჰუქმებსა და ახირეთის (იმქვეყნიურ) ჰუქმებს შორის განსხვავებაა. ვისთანაც სამართლიანი, ალიმი (მცოდნე) და ცნობილი პიროვნების მხრიდან ჰუჯჯათი მიაღწევს და მის შესაბამისად არ იმოქმედებს, ახირეთში ცოდვის გამო სასჯელს დაიმსახურებს. თუმცა, ამ ცოდვის დედამიწისეული გამოსასყიდი თუ არის, მაშინ მის შესახებ ჰუქმს და სასჯელის აღსრულების ბრძანებას მხოლოდ ავტორიტეტული პიროვნება ან მისი წარმომადგენელი გასცემს.[6]

აქამდე რაც გადმოვეცით ეხებოდა იმ პიროვნების მახასიათებლებს, რომელიც იყამეთ’ულ ჰუჯჯათს ასრულებს.



[1] გადმოცემულია აბუ დავუდსა და თირმიზიში. იბნი ჰიბბანიმ მას სახიხი უწოდა.

[2] ბუხარი.

[3] იბნ ჰაზმ, ალ-იჰქამ ფი უსული’ლ-აჰქამ, 1/138.

[4] ბუხარი, 4770.

[5] შაფი’, არ-რისალე, გვ: 414-419; დამმოწმებელი: აჰმედ შაქირ.

[6] იხ. მეჯმუათუ’რ-რასაილ ვა’ლ-მესაილი’ნ-ნეჯდიიე, გვ: 478.