12 November 2020

4.2: პიროვნების თვისებები, რომელიც რისალეთ ჰუჯჯეთს ასრულებს

 მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ პირველად ჰუჯჯათი ვინც შეასრულა ეს შუამავალი მუჰამმმადია (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ). მის შემდგომ კი, ჰუჯჯათს ასრულებს ალიმი (სწავლული), სამართლიანი და ცნობილი პიროვნება, რომელიც არგუმენტებს მისგან (შუამავლისგან) ღებულობს. არ არის საჭიროება იმისა, რომ ეს პიროვნება (ჰუჯჯათის შემსრულებელი) თანამდებობის პირი იყოს. თუმცა, დარულ ისლამში (ისლამურ მიწაზე) სასჯელის აღსრულება ჰუჯჯათის შესრულებაზე თუა დამოკიდებული, მაშინ ჰუჯჯათის შემსრულებელი სტატუსის მქონე (ავტორიტეტული) უნდა იყოს. ჰუჯჯათის შემსრულებლის თვისებები ეს არის. რისალეთ ჰუჯჯათი ამგვარად სრულდება. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ერთი აიათი რომც იყოს, ჩემგან აიღეთ და გაავრცელეთ.“[1] სხვა ჰადისში ნათქვამია: „აქ მყოფმა აქ არ მყოფს გაუზიაროს.“[2] ისლამისკენ მოპატიჟება „ფარძი ქიფაია“[3] არის. ზოგჯერ კი, ის „ფარძი ‘აინ“[4]-ია.

ჰუჯჯათის შემსრულებელი პიროვნების ნიშან-თვისებები შემდეგნაირია:

·         ჰუჯჯათი ერთი პიროვნების ცნობით (ჰაბერუ’ლ ვაჰიდ) სრულდება

ვინაიდან შუამავალი ერთი ადამიანი იყო, მისი საშუალებით მთელი უმმეთი შეგონებულია. შუამავალმა თავის დროს, დედამიწის მეფეებთან ელჩები გაგზავნა და ამგვარად, ისლამისკენ მოიპატიჟა. ელჩები თითო-თითო გააგზავნა და ამ ფორმით თითოეული ადრესატის მიმართ ჰუჯჯათი შეასრულა. მაგ: დიჰია ალ-ყალბი - ჰერაკლიუსთან, ჰატიბ იბნ აბი ბალტა - ეგვიპტის მეფესთან, მუყავყისთან, ამრ იბნ უმეიია ად-დამრი - ეთიოპიის მეფესთან, ნეჯაშისთან, ამრ იბნუ’ლ აასი კი - ომანის მეფის, ჯულენდის ორ შვილთან, აბდ და ჯეიფერთან გააგზავნა.[5]

უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „9/122. არ არის საჭირო, რომ მორწმუნეები ყველა ერთად გავიდნენ სალაშქროდ. ამრიგად, არ წავიდეს სალაშქროდ თითოეული ტომიდან მცირე ნაწილი, რათა მათ კარგად შეისწავლონ რჯული და შეაგონონ თავიანთი ხალხი, როცა ისინი უკან დაბრუნდებიან (1) (ლაშქრობიდან)! ეგებ მოკრძალებული იყვნენ ეგენი!“

ერთი და ერთზე მეტ პიროვნებისგან ჯგუფი წარმოიშობა. უზენაესმა ალლაჰმა სხვებს უბრძანა, რომ ერთი პიროვნების მიერ შესრულებული ჰუჯჯათი (ამ შემთხვევაში მოპატიჟება და გაფრთხილება) მიეღოთ. იმამ ბუხარიმ (რაჰიმაჰულლაჰ) „სახიხში“ „ჰაბერუ’ლ ვაჰიდის“ საკითხს ერთი ნაწილი დაუთმო და ამ თემის დალილები თან დაურთო.“[6]

იბნ ჰაზმმა თქვა: „შემდეგი თემის მიმართ მუსლიმანიდან ორსაც კი არ აქვთ საწინააღმდეგო აზრი: ნდობით აღჭურვილი მუსლიმანი ქააფირების მიწაზე რომ შევიდეს და იქაური ხალხი ისლამისკენ რომ მოიპატიჟოს, ყურანი რომ წაუკითხოს და ისლამის შარიათი ასწავლოს... ასეთ დროს იქაური ხალხი ვალდებული იქნება, რომ ეს მიიღოს. ამგვარად მათ მიმართ ჰუჯჯათი შესრულებული იქნება. იგივე მდგომარეობაა მაშინაც კი, როცა ხალიფა ან მუსლიმანების ამირი ქააფირების მეფეებიდან (მმართველებიდან) ან ქააფირ საზოგადოებიდან რომელიმესთან ელჩს გააგზავნის მათი ისლამისკენ მოპატიჟებისთვის, ყურანისა და ისლამური შარიათის სწავლებისთვის.“[7]

ის, რომ „ჰაბერუ’ლ აჰადის“ საშუალებით ჰუჯჯათი სრულდება, სალაფებს შორის სხვადასხვა აზრი არ არსებობს. ამ თემის შესახებ იხთილაფი წარმოშვეს მობიდათეებმა, რომლებმაც „აჰადის“ ჰადისები უარყეს იმის გამო, რომ მათი შეხედულებების წინააღმდეგი იყო. შემდგომ პერიოდებში კი, ზოგიერთმა სწავლის მაძიებელმა ზემოთ ხსენებული მობიდათეებისგან მსგავსი შეხედულებები აიღო. უფრო მეტიც, იქამდე მივიდა საქმე, რომ ზოგმა განაცხადა, რომ ჰაბერუ’ლ ვაჰიდი ცოდნაზე არ მიუთითებდა. ეს სიტყვა შემდგომ მცხოვრები ფაქიჰების (მცოდნეების) უმეტესობისა და აჰლი ჰადისის რამოდენიმე ჯგუფის შეხედულებად გადაიქცა. იბნუ’ლ ყაიიმმა ამ საკითხზე „მუჰთასარუ’ს სავააიყი’ლ მურსალა“-ში ისაუბრა.

სიტყვებში „ჰაბერუ’ლ ვაჰიდი ცოდნაზე არ მიანიშნებს“ იგულისხმება, რომ მისით ფიყჰის თემებში მოქმედება რომც მოხდეს, მისით ითიყადის (რწმენის) საკითხები არ განიხილება. მათი ეს შეხედულება ეხება დაყოფას: დინ’ი უსულ და ფურუ’. უსულ - აყიდის საკითხებს მოიცავს. ფურუ’ კი - შარიათული ამელის ჰუქმებისგან შედგება. ამბობენ, რომ აყიდა მხოლოდ ყურანით ან სარწმუნო სუნნეთით სრულდება/ დგინდება/ მყარდება. ეს სიტყვა მიუღებელია. ამ შეხედულების არასწორობის დასამტკიცებლად საკმარისი იქნება არგუმენტი იმისა, რომ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თითო-თითო საჰაბის გაგზავნით, სხვადასხვა მეფეების წინაშე ჰუჯჯათი შეასრულა. შუამავლის მიერ გაგზავნილი ელჩები მათგან მოითხოვდნენ, რომ თანაზიარის დადგენის გარეშე მხოლოდ ალლაჰზე ეცათ თაყვანი, მუჰამმედის შუამავლობა ეწამათ და ისლამის საჭირო საკითხები დაეჯერებინათ. ყოველი მათგანი აყიდის ნაწილია, რომელიც თითო კაცის ცნობით (ჰაბერუ’ლ ვაჰიდ) შესრულდა.

იბნუ’ლ ყაიიმი ამბობს: „საკვირველია ის, რომ ვიღაც ვიღაცები ჰაბერუ’ლ აჰადის წინააღმდეგი არიან. სამაგიეროდ კი, ფილოსოფოსებისგან, ჯაჰმიტებისგან და მუთაზილებისგან აღებულ ცრუ ინფორმაციას ლოგიკურს და სწორს უწოდებენ. ისლამის შეიხი, იბნ თაიმიია ამბობს: ‘რაც შეეხება ჰაბერუ’ლ აჰადს - ეს არის სამართლიანი მუსლიმანის მიერ გადმოცემული ცნობა (ინფორმაცია, ცოდნა). იგი არ არის, როგორც მუთევათირი (მაღალი დონის ჰადისი), თუმცა უმმეთმა მისით მოქმედება ან დამოწმების ფორმით, ამგვარი ცნობები მიიღო. მსგავსი შემდეგი მაგალითებისა:

ომარ იბნუ’ლ ჰატტაბი: „ქმედებები მხოლოდ განზრახვის მიხედვითაა.“

ანასი: „ჩაფხუტით მექქაში შევიდა.“

აბუ ჰურაირა: „ქალის მამიდამისისა და დეიდამისის მეშვეობით ნიქაჰი არ გაკეთდება.“

აბუ ჰურაირა: „შთამომავლობის გზით ჰარამი, ძუძუს წოვითაც ჰარამი გახდება.“

აბუ ჰურაირა: „აბდესის მოშლის შემდეგ, ალლაჰი მანამ არ მიიღებს ნამაზს თქვენგან, სანამ აბდესს არ აიღებთ.“

იბნ ომარი: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) რამაზნის თვეში ფითრა სადაყის გაცემა, დიდ-პატარასთვის, კაცისთვისა თუ ქალისთვის, ყველასთვის ფარძად დააწესა.“

ამ სახის „აჰად“ ამბები (ჰაბერი) უმმეთის წინა და მომდევნო თაობის სიღრმისეული ცოდნიდან გამომდინარეობს. სალაფებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არ არის. ოთხი იმამიდან გამორჩეული სწავლულების მეზჰებიც ეს არის...“

ამის შემდეგ კი, იბნი ჰაჯერი ოცზე მეტ დალილს ჩამოთვლის იმის შესახებ, რომ აჰად ჰაბერი ჰუჯჯათია. ასევე, აბუ’ლ-მუზაფფერ იბნი’ს-სემ’ანიც შემდეგს გადმოსცემს: „მაშინ, როცა ამბავი შუამავლისგან სახიხი გზით მოაღწევს ან ამბავს სანდო პიროვნებები და იმამები გადმოსცემენ... ეს ამბავი ვარაუდზე კი არა, ცოდნაზე მიუთითებს. ჰადისოლოგებისა და სუნნეთის საკითხებში პროფესიონალთა შეხედულება ეს არის. საპირისპირო შეხედულება კი, ყადერიესა და მუთაზილების შეხედულებაა. მათი ძირითადი მიზანი ჰადისების უარყოფაა. ცოდნაში არამყარ ზოგიერთმა ფაქიჰმა მათი შეხედულებები ისე აიღო, რომ ვერ მიხვდა მათ მთავარ მიზანს. უმმეთის სხვადასხვა ჯგუფის წევრები რაციონალურად თუ მოიქცევიან, მაშინ აღიარებენ, რომ აჰად ჰაბერი ილმია. ვინაიდან, ყოველი ჯგუფის წევრი საკუთარი აყიდისა თუ მრწამსის დასაცავად და მხარდასაჭერად აჰად ჰაბერს იყენებს არგუმენტად.“[8]

ყოველივე ეს რამოდენიმე პირობასთან ერთად მიუთითებს იმაზე, რომ აჰად ჰაბერის მეშვეობით რისალეთ ჰუჯჯეთი სრულდება. აჰად ჰაბერი რამოდენიმე გზით თუა მოღწეული ეს მის სიძლიერეზე მიუთითებს.



[1] ბუხარი.

[2] მუთთეფექუნ ‘ალეიჰ.

[3] ვალდებულება, რომელიც ყველას არ ეკისრება თუ ერთმა მაინც შეასრულა.

[4] ვალდებულება, რომელიც თითოეულს ეკისრება.

[5] იბნუ’ლ-ყაიიმ, ზაადუ’ლ-მეად, 3/60.

[6] ფეთხუ’ლ-ბარი, 13/231.

[7] იბნი ჰაზმ, ალ-იჰქამ ფი უსული’ლ აჰქამ, 1/112.

[8] იბნუ’ლ-ყაიიმ, მუჰთასარუ’ს-სავაიყი’ლ-მურსელე, გვ: 464-485.