27 September 2022

7.2 ‘ილმის (ცოდნის) განმარტება და მნიშვნელობა

 უეჭველად, რაღაცის ცოდნა მხოლოდ და მხოლოდ ‘ილმითაა შესაძლებელი. ტერმინოლოგიაში „’ილიმ“ რაღაცის ცოდნას ნიშნავს. ხოლო, ისლამურ ლიტერატურაში „რაღაცის იმგვარად შეცნობა, როგორიც ის არის.“

‘ილმის (ცოდნის) ანტონიმი[1] კი, ჯააჰილობაა[2]. რაღაცის საერთოდ არ შეცნობა „მარტივი უცოდინრობაა“. ხოლო, რაღაცის სხვაგვარად შეცნობა კი, „რთული უცოდინრობაა.“

ყურანსა და სუნნეთში ‘ილმი შექებულია. ხოლო, უცოდინრობა კი, გაკიცხულია. სიტყვა და საქმე მხოლოდ და მხოლოდ ‘ილმის შედეგია, რის გამოც ჯერ ‘ილმია, შემდეგ კი, სიტყვა და საქმე. აბდულლაჰ ბინ მუბარექმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „დასაშვები არ არის, რომ მუსლიმმა უცოდინრობით რაიმე საქმე წამოიწყოს. გარკვევის გარეშე მისი შესრულება სწორი არ იქნება.“[3] ‘ილმის (ცოდნს) მნიშვნელობისა და ღირებულების შესახებ არაერთი აიათი და ჰადისია. მათ შორის ზოგიერთი შემდეგია:

„35/28... ჭეშმარიტად, ალლაჰისა მის მსახურთაგან მხოლოდ მცოდნეებს ეშინიათ.“

„29/43. ეს იგავები მოგვაქვს ხალხისათვის და ვერავინ გაიაზრებს მათ, მცოდნეთა გარდა.“

„39/9...უთხარი: „განა თანასწორნი არიან ისინი, ვინც იციან და ისინი, ვინც არ იციან?!...“

ანას ბინ მალიქის გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) ბრძანა: „’ილმის (ცოდნის) მიღება ყოველი (კაცისა თუ ქალი) მუსლიმისთვის ფარძია.“[4]

მუავიესგან (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) ბრძანა: „ალლაჰი ვისთვისაც კარგს ისურვებს, მას რელიგიაში გამგებიანს გახდის.“[5]

აბუ უმამა ალ-ბაჰილის (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) ბრძანა: „’ალიმის (მცოდნის, სწავლულის) უპირატესობა ღვთისმოსავის მიმართ იგივეა, რაც ჩემი უპირატესობა თქვენგან ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფისა.“[6]

აბუ ჰურეირას (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) ბრძანა: „ალლაჰი სამოთხისკენ მიმავალ გზას გაუმარტივებს მას, ვინც ცოდნის მიღების მიზნით გზას დაადგება.“[7]

‘ილმის ღირებულების შესახებ სალაფებისგან არაერთი გადმოცემაა. მათ შორისაა:

მორწმუნეთა ამირმა, ომარ  ბინ ჰატტაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: „უეჭველად, ღამეების ნამაზის შესრულებითა და დღეების მარხვაში გამტარებლის სიკვდილი უფრო უმნიშვნელოა, ვიდრე ალლაჰის მიერ დაწესებული ჰალალისა და ჰარამის კარგად მცოდნის (‘ალიმის, სწავლულის) სიკვდილი.“[8]

მორწმუნეთა ამირმა, ალიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: „’ილმის ღირებულას გვიჩვენებს ის ფაქტი, როდესაც ადამიანმა სრულად არ იცის, თუმცა თავი მცოდნეთ მიაჩნია და როდესაც მის ცოდნას ახსენებენ, ამის გაგონებაზე სიხარულის განცდა აქვს. ხოლო, ის ფაქტი, რომ უცოდინრობა ცუდია, საკმარისია გავიგოთ, მაშინ, როდესაც უცოდინარი საკუთარ თავს უცოდინრად არ თვლის.“[9]

ასევე, მან თქვა: „’ილმი (ცოდნა) ქონებაზე ღირებულია, რადგან ცოდნა შენ დაგიცავს. ხოლო, ქონება კი, შენ უნდა დაიცვა. ქონება გაზიარებით მცირდება. ხოლო, ცოდნა გაზიარებით ვრცელდება.“[10]

აბუ ჰურეირამ და აბუ ზერმა (ალლაჰმა შეიწყალოს ისინი) თქვეს: „ჩვენთვის უფრო საყვარელია, რომ მუსლიმმა ცოდნის რაღაც ნაწილი მიიღოს, ვიდრე ნაფილე[11] ათასი მუხლი ნამაზი შეასრულოს...“[12]

მუაზმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ცოდნა მიიღე, რადგან მისი მიღება შენთვის სიქველეა. მისი მოძიება ღვთისმსახურებაა. მისით დისკუსია თესბიჰია. გამოკვლევა ჯიჰადია. უცოდინარზე სწავლება სადაყაა. მისი გავრცელება კი, ალლაჰთან დაახლოებაა.“[13]

იმამ შაფი’იმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ცოდნის მიღება ნაფილე ნამაზის შესრულებაზე ღირებულია.“[14]

ასევე, მან თქვა: „სიკეთე არ არის მასში, ვისაც ცოდნა არ უყვარს. ასეთები არ გაიცნოთ და მათთან არ იმეგობროთ, რადგან ‘ილმი (ცოდნა) გულების სიცოცხლე და შორსმჭვრეტელობის ლამაა.[15]

ვფიქრობ საკმარისია ‘ილმის (ცოდნის) ღირებულების შესახებ გადმოცემები ყურანიდან, სუნნეთიდან და სალაფებისგან.



[1] საპირისპირო

[2] უცოდინრობა

[3] იბნ აბდულბერ, ჯაამიუ ბეიაანი’ლ-ილმ ვა ფადლიჰი: 1/56

[4] ჰასენი. იბნ მაჯე 224; თაბერანი 9;

[5] სახიხი. ბუხარი 71; მუსლიმ 1037;

[6] სახიხი. თირმიზი 2685; თაბერანი, ალ-ქებირ: 7911;

[7] სახიხი. მუსლიმ 2699; თირმიზი 2646;

[8] იბნ აბდულბერ, ჯაამიუ ბეიაანი’ლ-ილმ ვა ფადლიჰი: 1/127;

[9] მუნაავიი, ფეიდუ’ლ-ყადირ: 1/52;

[10] მუნაავიი, ფეიდუ’ლ-ყადირ: 7/337;

[11] ნებაყოფლობითი

[12] იბნ აბდულბერ, ჯაამიუ ბეიაანი’ლ-ილმ ვა ფადლიჰი: 1/121;

[13] შირბინი, მუღნი’ლ-მუჰთაჩ: 1/31;

[14] იბნ აბდულბერ, ჯაამიუ ბეიაანი’ლ-ილმ ვა ფადლიჰი: 1/123;

[15] შირბინი, მუღნი’ლ-მუჰთაჩ: 1/31;