19 September 2022

7.1 სიტყვის „იცოდეთ“-ით დაწყების მიზეზი

 იცოდე, რომ ისლამის მომშლელები ათია.

როგორც ვხედავთ, შეიხი „ბისმილლაჰ“-ის შემდეგ, თავის ნაწარმოებს იწყებს სიტყვებით „იცოდეთ, რომ!“. დაწყების ეს ფორმა ყურანშიცაა გამოყენებული. ალლაჰი ბრძანებს:

47/19. და იცოდე, რომ, ჭეშმარიტად, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა…”

“57/20. იცოდეთ, რომ ამქვეყნიური ცხოვრება თამაშია, გართობაა, სამშვენისი და მკრეხელობაა თქვენს შორის. და ასევე აუარებელი ქონებისა და შვილების ყოლა...”

ბრძანების ეს ფორმა გამოიყენება მაშინ, როდესაც საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხზე რაც, მის შემდეგაა. ამ სიტყვების შემდეგ არსებული რამის ცოდნა რელიგიურად სავალდებულოა. შეიხმაც ისლამიდან გამსვლელი რამეების ახნსა-განმარტება ამ სიტყვებით დაიწყო. ვინაიდან, ამით ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობასა და ღირებულებას. ამგვარად, მან განაცხადა, რომ სავალდებულოა იმ ქმედებების შესწავლა, რომელთა შესრულებითაც ადამიანის რწმენა უქმდება და სამუდამო ჯოჯოხეთის მკვიდრი ხდება. ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„8/42...ეს იმიტომ, რომ ალლაჰს აღესრულებინა მისი ნება, რათა ვინც დაიღუპა, დაღუპულიყო გარკვეულობის (არგუმენტის) შემდეგ. და ცოცხალი დარჩენილიყო ის, ვინც ცოცხალი დარჩა, სრული გარკვეულობით (არგუმენტით). ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა.“