19 April 2021

2.6 როგორ სრულდება ნამაზი?

 ცალკე მლოცველიც, იმამზე მიმყოლნიც და იმამიც სურა ფათიჰას დასრულებისას „აამიინ“-ს იტყვის. ეს სიტყვა (აამიინ) ხმამაღლა შესასრულებელ ასევე ნამაზებში ხმამაღლა წარმოითქმის, ხოლო ხმადაბლა საკითხავ ნამაზებში კი, ხმადაბლა. იმამზე მიმყოლმა იმამის შესაბამისად უნდა იმოქმედოს, საჭიროა, რომ არ დაასწროს თქმა და არც დააგვიანოს. ამის შემდეგ კი, ყურანიდან წაიკითხავს იმდენს რამდენიც ეადვილება, რაც სუნნეთია.

შემდეგ, ხელებს მხრების ან ყურების დონეზე წამოწევს, თაქბირს შეასრულებს და რუქუ’ზე წავა. ხელებს მუხლებზე დაიწყობს, მათზე დაყრდნობით თითები გაშლილ მდგომარეობაში, თავსა და წელს სწორად (180 გრადუსი) დაიჭერს, ყველა სახსარი თავის ადგილს როცა დაიკავებს სამჯერ „სუბჰანე რაბბიელ-‘აზიიმ“-ის იტყვის. უკეთესია თუ ამ სიტყვებს სამჯერ ან უფრო მეტჯერ გაიმეორებს. ამგვარად იგი, როგორც სიტყვებით, ასევე წელში მოხრით ალლაჰს განადიდებს. „სუბჰანე რაბბიელ-‘აზიიმ“-ის წარმოთქმის შემდეგ „ვე ბი ჰამდიჰი“-ს თქმა მუსთეჰაბია. ასევე, შესაძლებელია ისეთი სიტყვების წარმოთქმა, რომელიც ჩვენამდე მოღწეულ სახიხ ჰადისშია გადმოცემული: აიშადან (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოცემულია: „შუამავალი რუქუ’-სა და სეჯდეზე ამბობდა: ‘სუბჰანექელლაჰუმმე რაბბენაა ვე ბი ჰამდიქე. ალლაჰუმმაღფირლი’.“[1] ასევე, სხვა სახიხ ჰადისში აიშა (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ამბობს: „შუამავალი რუქუ’-სა და სეჯდეზე ამბობდა: ‘სუბბუუჰუნ, ყუდდუსუნ, რაბბუ’ლ-მელააიქეთი ვე’რ-რუჰ’.“[2]

შემდეგ, რუქუ’იდან თავის წამოწევის დროს ხელებსაც მხრების ან ყურების დონეზე წამოწევს და იტყვის „სემი’ალლაჰუ ლიმენ ჰამიდეჰ.“[3] მნიშვნელობა არ აქვს ცალკე შეასრულებს ნამაზს თუ ჯამაათით. ფეხზე დგომის დროს „რაბბენა ვე ლექე’ლ-ჰამდ“, თავის წამოწევის შემდეგ „ჰამდენ ქესირან, ტაიიბენ, მუბარექენ ფიჰი“, „მილე’ს-სემავათი ვე  მილე’ლ-არდი ვე მილ’ა მაა ში’თე მინ შეი-ინ ბა’დუ.“[4] იმამზე მიმყოლი თუ არის მაშინ თავის წამოწევის შემდეგ იტყვის „ალლაჰუმმე რაბბენაა ვე ლექე’ლ-ჰამდ“. ყიამზე კი იტყვის რაც უკვე ვთქვით „ჰამდენ, ქესირან, ტაიიბენ...“

რუქუ’-დან წამოდგომა ერთ-ერთი პირობაა, რადგან შუამავალმა სწორად ნამაზის არ მლოცველს უთხრა: „შემდეგ ადექი და ფეხზე თავშეკავებულად დადექი.“[5]



[1] ბუხარი, 1/193.

[2] მუსლიმ, 1/353, ჰადისის N: 487.

[3] ბუხარი, 1/193.

[4] მუსლიმ, 1/347, ჰადისის N: 477.

[5] ბუხარი, 1/184.